ღარიბი კაცი

Metadaten aus
teiHeader

ყოფილა ერთი („ერთი ყოფილა") ღარიბი კაცის ვაჟი. მამას სიკვდილისას („კვდებოდა რა") უანდერძებია: - უცხო („კაცის") სოფელში თუ გაემგზავრები სამუშაოდ, მუსა ვისაც ერქმევა, მასთან არ წახვიდე, ის მატყუარა („მან მომტყუებელი") არისო.

მომკვდარა მამა. შინ რაც ჰქონდა, გამოჰლევია და სამუშაოს საძებნელად წასულა. მისულა ერთ სოფელში. უკითხავს: - მუშა ხომ არავის უნდაო? („მუშის მდომელი კაცი არისო?").

- მე ვარო - უთქვამს.

- შენ რა გქვიაო? („შენზე სახელი რა არისო?") - უთქვამს.

- მუსა მქვიაო („არისო") - მიუგია.

- მამის დანაბარები მაქვს, მუსას საქმე არ გაუკეთოო - უთქვამს.

ერთ ქუჩაზე გასულა.

- გამარჯობა, ჭაბუკო! მუშა გინდა?

- მინდა.

- რა გქვია შენ?

- მუსა. ჩანს, მთლიანად მუსების სოფელი არის.

- მოხარული ვარ. მე მუშა ვარ. შენ რა საქმე გაქვს?

- შენ ცხვარში წახვალ. ათ ცხვარსა და ოცდაათ მანეთს (მოგცემ) წელიწადში, თუ არაფერს დაკარგავ.

- ყაბულსა ვარ. ცხვარში წასულა მწყემსიო - ამბობენ. ერთხელ მთაში ყოფნისას მოსულა ღამით. მწყემსს საქურდლად მისული მისი (მუსას) ვაზირი მოუკლავს. მეორედ ძმა გაუგზავნია. მაშინ კი სოფელში წამოსულა და ცხვარიც მოურეკავს.

- რატომ არცერთი არ დაიკარგა („დარჩა")?

- მე მწყემსი ვარო - მიუგია.

გოგო გაუგზავნიათ, მისთვის საჭმელი გაუტანებიათ. ახლა მდიდარ კაცს უთქვამს: „მწყემსი მე დამღუპავსო („მომიგებსო")". - როცა ის დაიძინებს, მდუღარე წყალი დაასხით ისე, როგორც სახურავიდან წვიმა ასხამსო - უთქვამს. მას ქვევით ერთი წვეთიც არ მოხვედრია. ახლა ხალხი სანახავად გაუგზავნია - მოკვდაო? ის ცოცხალი უპოვნიათ. იგი ტკბილ სიზმარს ხედავდა თურმე.

- რა უნარი გაქვს შენ? მე რომ გაგგზავნი, თუ უკან დაბრუნდები, რა პირობაც გვაქვს, მოგცემ. შენ მოგიწევს მთაში წასვლა („წასვლა-მოდიხარ") და ცხენის მოყვანა.

მისი ის (მოსაყვანი) ცხენი მოდიოდა თურმე ტბასთან. იქ ურჩხული ყოფილა. მაშინ თოკი აუღია და წასულა ცხენის უკან. მას (მდიდარ კაცს) იგი დასაღუპავად გაუგზავნია. იგი (თოკი) დიდი ხისთვის გამოუბია, ცხენიც მოუხელთებია და ის ურჩხულიც. ურჩხულიც, ცხენიც შინ მოუყვანია და ხეც მოუყოლებია.

მუსას მცველისთვის უთქვამს: - ის მოკალიო! გოგომ იმზაკვრა და მოხერხებით ვაჟი გადაარჩინა. გოგო და ბიჭი თავიანთ სოფელში დაბრუნებულან.


Holder of rights
Dadunashvili, Elguja

Citation Suggestion for this Object
TextGrid Repository (2025). Tsesische Folklore. ღარიბი კაცი. ღარიბი კაცი. Kaukasische Folklore. Dadunashvili, Elguja. https://hdl.handle.net/21.11113/4bgjz.0