(ყოფილა ერთი კაცი, მოლა ნასრედინს ეძახდნენ...)
Metadaten aus teiHeader
- cc_ddo_kat_98
Text-ID:
Typ-Index: (Link zum Schema)
⚠ Vorurteile im Märchen: (Link zum Schema)
Digitale Quelle:
ყოფილა ერთი კაცი, მოლა ნასრედინს ეძახდნენ თურმე. ერთხელ მოლა ნასრედინი ყანის სახნავად წასულა. ყანა მოუხნავს და იქ ფეტვი დაუთესია. მერე ზაფხულში ფეტვი მოუმკია. ის ყოფილა ღმერთისა და მოლა ნასრედინის საზიაროდ დათესილი. გასუფთავებას რომ მორჩენია, ალაჰისა და მის საზიაროდ დათესილი ნახევრის აღების შემდეგ, ღმერთისთვის უთქვამს მოლა ნასრედინს: „- მოხვნითაც მე მომიხნია, თესლიც მიყიდია, მე შენ რაღაზე გიყოფ?" მთლიანად მიითვისა მოლა ნასრედინმა. შემდეგ გამოუშვია (ღმერთს) ხანგრძლივი წვიმა. სახლისეული ფეტვიც მთლიანად წვიმას წაუღია.
- Holder of rights
- Dadunashvili, Elguja
- Citation Suggestion for this Object
- TextGrid Repository (2025). Tsesische Folklore. (ყოფილა ერთი კაცი, მოლა ნასრედინს ეძახდნენ...). (ყოფილა ერთი კაცი, მოლა ნასრედინს ეძახდნენ...). Kaukasische Folklore. Dadunashvili, Elguja. https://hdl.handle.net/21.11113/4bgmw.0