ტაჰირის ზღაპარი
Metadaten aus teiHeader
- cc_ddo_kat_97
Text-ID:
Typ-Index: (Link zum Schema)
⚠ Vorurteile im Märchen: (Link zum Schema)
Digitale Quelle:
იყო ერთი მეფე. მას ჰყავდა ძალიან კარგი ვეზირი. არცერთ მათგანს („მათ ორივეს") შვილები არ ჰყავდა. მათ პირობა დადეს, წასულიყვნენ ქვეყნიერების სანახავად. ერთხელაც ისინი გაუდგნენ გზას. ისინი მიადგნენ ერთ ქალაქს. სწორედ იქ მათ აღმოაჩინეს ტურფა ბაღი. მათ უნდოდათ როგორმე შეეღწიათ ბაღში („შიგნით"). დადიოდნენ რა ბაღთან, მათ იპოვეს შიგნით შესასვლელი. იქ დასხდნენ რა, მათთან მოვიდა ხნიერი კაცი. მაშინ მან ჰკითხა მათ: - რა გაგჭირვებიათო? მათ მიუგეს: - ჩვენ არ გვყავს არცერთი ბავშვი. მან გაიგო თუ არა, მათ მისცა ერთი ვაშლი. მათვე უთხრა: - მიხვალთ რა შინ, შუაზე გაყავით და ცოლებს მიეცითო. ერთს ვაჟი გეყოლებათ, მეორეს კი - გოგო. ბიჭს ტაჰირი დაარქვით, გოგონას კი - ზუჰრაო.
იშოვეს რა ეს ვაშლი, დაბრუნდნენ შინ. შინ შუაზე გაყვეს და ცოლებს მისცეს. მას მერე გამოხდა ხანი. ერთხელ მეფე და ვეზირი სანადიროდ წავიდნენ. უკან დაბრუნებისას მეფის მალემსრბოლი შემოხვდათ გზაზე. მან უთხრა მათ: - მეფევ, თქვენ გოგო გეყოლათ, ვეზირო, თქვენ კი - ვაჟი. გახარებულმა ვეზირმა ცხენს მათრახი გადაჰკრა და სწრაფად მოდიოდა. მიაღწია რა შინ, ცხენი გაჩერდა, ჩამოვარდა (ვაზირი) და სული განუტევა.
მეფე დანაღვლიანდა და შინ დაბრუნდა. ჯერ სახლშიც არ იყო მოსული, ბრძანება გასცა: - ჩემს მოსვლამდე გოგონა მოსპეთო! ამის შემდეგ ვაზირის ცოლი ძუძუს აწოვებდა ვაჟს.
ერთხელ მეფემ მის ბაღში დაინახა ვაჟი. მან ჰკითხა ვეზირებს: - ის ვაჟი ვისიაო? მათ მიუგეს: - ის ვაჟი გარდაცვლილი ვეზირისა არისო. მეფე სინანულმა შეიპყრო: „მეც რომ არ მომეკლა და დამეტოვებინა, გოგონა ამხალა იქნებოდაო". მაშინ ერთმა ვეზირმა გაუმხილა: - შენი გოგონა ცოცხალიაო". მეფემ ბრძანა: - აქ მომგვარეთ გოგონაო?
ამის მერე მეფემ ისინი გაგზავნა სასწავლებლად. ერთად სწავლობდნენ რა, მათ ერთმანეთი შეუყვარდათ. მეფე იმ გოგოს სხვაზე ათხოვებდა („აძლევდა"). მეფემ ტაჰირი ტყეში გაგზავნა ბეჭდის მოსაძებნად. ტაჰირის წასვლის მერე ზუჰრა სხვა მეფეს გააყოლა. ტაჰირმა ტყეში ბეჭედი იპოვა და უკან დაბრუნდა. ტაჰირის მოსვლის ჟამს მეფემ ბრძანება გასცა - ეთქვათ: „ზუჰრა მოკვდაო". ზუჰრამ თავის მოსამსახურეს ცხვირსახოცი მისცა: - ეს ცხვირსახოცი ტაჰირს გადაეციო! ტაჰირის მოსვლის დროს მან (მოსამსახურემ) გადასცა ის.
ტაჰირს ამცნეს, რომ იგი მკვდარი არ არის, მეფეს მიათხოვესო. ტაჰირი წავიდა იმ სოფელში. იქ სოფლის განაპირას, წყაროსთან იპოვა ზუჰრა. იქიდან შინ აღარ დაბრუნდა რა, ტაჰირს გაჰყვა უკან. ამის შემდეგ შინ დაბრუნდნენ და შეუდგნენ ისინი ბედნიერ ცხოვრებას.
- Holder of rights
- Dadunashvili, Elguja
- Citation Suggestion for this Object
- TextGrid Repository (2025). Tsesische Folklore. ტაჰირის ზღაპარი. ტაჰირის ზღაპარი. Kaukasische Folklore. Dadunashvili, Elguja. https://hdl.handle.net/21.11113/4bgs8.0