სის უჟი
Metadaten aus teiHeader
- cc_ddo_kat_99
Text-ID:
Typ-Index: (Link zum Schema)
⚠ Vorurteile im Märchen: (Link zum Schema)
Digitale Quelle:
მშობლებს („დედ-მამას") ჰყოლიათ ვაჟი. ეს გაუგზავნიათ ცხვარში. ერთხელაც მამამისი წასულა შვილის სანახავად. უპოვნია დაძინებული ვაჟი. მამას უთქვამს შვილისთვის: - რატომ დაიძინეო? ვაჟს მამისთვის მიუგია: - მე რაღაც დამესიზმრაო. მამას უთქვამს. - მე მომიყევი, რა ნახეო. ვაჟს უთქვამს: - ვერ მოგიყვებიო, რომ მოკვდეო! - ჩემი მკვლელი შენ ვინ ყოფილხარ?! დატოვე ეს ადგილი და წადი აქედან!
ვაჟი დედასთან დაბრუნებულა. დედას უკითხავს: - რად მოხვედი, ერთხელ უკვე ცხვარში წასულიო. ვაჟს მიუგია: - მე სიზმარში რაღაცას ვხედავდი. ეს არ გავუმხილე და მამამ გამომაგდო. დედას უთხოვია: - მე მომიყევიო. ვაჟს განუცხადებია: მე მამისთვის მოუყოლს (სიზმარს) შენ მოგიყვები? რომც მოკვდე, არ მოგიყვები. - მამისა და ჩემი მოკვლა გინდა შენ? შენ ჩვენ ვაჭრებს მიგყიდით.
სამი ვაჭარი მოსულა და მათთვის მიუყიდიათ. ვაჭრებს უბრძანებიათ მისთვის: - ჩვენ აქლემებს დილამდე უყარაულე! ვაჭრებს დაუძინიათ. ის ამდგარა და გათენებისას დიდი კოცონი დაუნთია. მან დროულად გააღვიძა ისინი: - ადექით, გათენდა! ამის შემყურენი ისინი გაოცებულან: - ასეთი ბეჯითი ბიჭი რატომ მოგვცეს ჩვენ მშობლებმა („დედ-მამამ")? - მე სიზმარს ვხედავდი, დედ-მამისთვის სიზმრის მოუყოლობაზე მე თქვენ გერგეთ. - ჩვენ მოგვიყევი ეს სიზმარი! - დედ-მამისთვის მოუთხრობს თქვენც ვერ გაგიმხელთ, თუნდაც ნაკუწებად იქცეთო.
- შენ ჩვენი ნაკუწებად ქცევა გინდა? ჩვენ მჭედელს მიგყიდითო - წაუყვანიათ. მჭედლეთან მიუყვანიათ და მიუყიდიათ ეს ვაჟი. მჭედელს უთქვამს მისთვის: - ჩემს ხარებს („მოზვრებს") მოუარე და დღეში თითო ტომარა ნაცარიც გამიმზადე!
ერთხელ ერთი მეფის ბრძანება მოსვლია, სადაც ეს ვაჟი იყო, იმ მეფეს: - მე შენ სამ კითხვას დაგისვამ. თუ ამ კითხვებზე შენ ვერ მიპასუხებ („არ გეცოდინება"), მაშინ მე ყელს გამოგჭრი, თუ გეცოდინება, მაშინ შენ გამომჭერი (ყელი)!
მეფის ყველაზე პირველი კითხვა მოსვლია ამ მეფეს: - შეგიძლია გაარჩიო მამალი და დედალი მტრედი? იმ მეფის ქლიშვილი ჩაფიქრებული ყოფილა. იმ ვაჟს უკითხავს მეფის ქალიშვილისათვის: - შენ რატომ დანაღვლიანდიო? - ღმერთმანი, მამაჩემს მოუვიდა ურწმუნო მეფის ბრძანება, დედალ-მამალი მტრედები ამოიცანიო. როგორ უნდა ამოიცნო, როცა ისინი ერთნაირია? ვაჟს უთქვამს ქალიშვილისათვის: - ეს ადვილი რამაა. შენ თეფში გაავსე ხორბლით და სახურავზე შემოდგიო. მამალი („ის, რომელიც მამალია") არ მიუშვებს დედალს („ის, რომელიც დედალია") მამლის გაძღომამდე. იმ მეფემ გაუგზავნა - ეს მამალია, ეს კი დედალი მტრედიაო.
იქაურ მეფეს უთქვამს: - ერთი კითხვა გამოიცანიო. მეორე კითხვა მოსვლია აქაურ მეფეს: - რომელ მხარესაა ძალაყინი მსხვილი და რომელ მხარესაა წვრილი? - გამოიცანი ახლა! ამ მეფის ქალიშვილი კვლავ შეფიქრიანდა. მას (ქალიშვილს) უთქვამს ვაჟისთვის: მეორე კითხვაც მოუვიდა მამაჩემს: ძალაყინის რომელი მხარეა წვრილი, რომელია მსხვილიო? ვაჟს მიუგია ქალიშვილისათვის: - ეს ადვილი რამაა. ააგდე ძალაყინი ზევით: მიწაში ჩასობილი მსხვილი იქნება, ზევითა კი წვრილი იქნებაო. ამ მეფეს გაუგზავნია მეორე კითხვაც (პასუხი) - ეს წვრილი მხარეა, ეს კი - მსხვილიო.
ახლა ის მეფე უსვამს მესამე კითხვას: - რომელია ბებერი ცხენი და რომელია ახალგაზრდაო? ამ მეფის ქალიშვილი დანაღვლიანდა. - რად დაღონებულხარ? - უკითხავს იმავე მჭედლის ბრიყვ ბიჭს. ეს კითხვაც იოლიაო - უთქვამს იმ ვაჟს. - მარილი მძიმედ („კარგად") დაკიდე ორივე ცხენს და გაუშვი წყაროზეო. ახალგაზრდა ცხენი წყლის დასალევად შუაგულში შევა, ხოლო ბებერი წყლის დასალევად ნაპირთანვე გაჩერდება. ეს ბებერია, ეს კი ახალგაზრდა არისო - გაუგზავნია პასუხი („კითხვა").
იქაურ მეფეს აქაური მეფისთვის უთქვამს: - შენთვის (მისაცემი) ჩემი სამი კითხვა დასრულდა. ახლა ყელის გამოსაჭრელად მოდიო. ახლა აქაურ მეფეს მისი ხალხი შეუკრებია და წასულან იქაური მეფის ყელის გამოსაჭრელად. მეფის ეს ხალხი მისდგომია ერთ დიდი მდინარეს. ამ ხალხს მდინარეზე გადასასვლელი ვერ უპოვნია და იქვე დაუძინია.
ამ მჭედლის ბიჭი აქეთ-იქით მიმოდიოდა თურმე. ამ ბიჭს ერთი ადგილას უპოვნია მდინარის ამ ნაპირიდან იმ ნაპირზე გადასასვლელი გრძელი ხე. ეს მჭედელთან ნამყოფი ბიჭი გადასულა სხვა მხარეს. იქ მას სოფელი უპოვნია. ეს ბიჭი მისულა მეფის სასახლეში. მას დაუნახია მეფე - ეს ვაჟი მას (მეფეს) გაკვირვებით უყურებდა თურმე. უცებ იმ მეფემ მისი მათრახი გადაჰკრა რა თურმე მისსავე ცოლს, ნაცრად უქცევია. მეორეჯერ მას გადაუკრია მათრახი მისივე ქალიშვილისთვის, ისიც ნაცრად ქცეულა. მან (მეფეს) თავადვე გადაუკრია ეს მათრახი, ისიც ნაცრად ქცეულა. მას ნაცარში ჩაუგდია მისსავე ხელთ ნაჭერი მათრახი. მჭედელთან ნამყოფ ბიჭს ეს დაუნახია. ყოველივე ამას ხედავდა რა, ის გადამხტარა, აუღია ეს მათრახი. შემდეგ ეს ვაჟი წასულა თავის ხალხთან. მას უპოვნია ეს ხალხი მძინარე. იმ ვაჟს უთქვამს აქ მყოფი მეფისთვის: - რას აკეთებ შენ, მეფევ, ურჯულო მეფის ყელის გამოსაჭრელად რომ არ მიდიხარ?! - წავიდოდი, გზა რომ ვიცოდე.
მეფემ ბრძანა: - ჩემს ქალიშვილთან ვინც წავა ერთი სასმელი ბოთლის მოსატანად, მე ჩემს ქალიშვილს გავაყოლებო. ახლა ეს მჭედლის ბიჭი წასულა მის ქალიშვილთან. სხვა ხალხიც ცხენზე ამხედრებული წასულა. მჭედლის ეს ვაჟიც ხარზე ამხედრებული წასულა. ეს ვაჟი ყველაზე ადრე მისულა მეფის ქალიშვილთან. იმ ბიჭს უთქვამს ქალიშვილისთვის: - მამამ თქვა - ერთი ბოთლი და ერთი ჭიქა მომეციო. იმ ქალიშვილს უთქვამს ამ ვაჟისთვის: - ერთი საქმე (სასწაული) ქენი! ის ბიჭი ერთ ფარშევანგად ქცეულა. იმ ქალიშვილს გამოუძრია ერთი ფრთა და ჩაუდვია ჩანთაში. მეორედაც უთქვამს ამავე ქალიშვილს: - ერთი სასწაული კიდევ მოახდინე! ახლა მამლად ქცეულა. მისგანაც აუცლია ერთი ფრთა და ჩაუდვია ჩანთაში. ახლაღა მისცა ამ ქალიშვილმა იმ ვაჟს ბოთლი და ერთიც ჭიქა.
ისინი აუღია, უკან დაბრუნებულა, მეფესთან მიდიოდა თურმე ეს ვაჟი. მას შემოხვდა იქიდან მომავალი ხალხი. ეს ვაჟი მისულა მეფესთან, მეფე მძინარე უპოვნია. მან არ გააღვიძა რა თურმე, ჩაუდვია მის მახლობლად ჩანთაში. ახლა მოსულა სხვა ხალხიც. მერე მას უთქვამს მეფისთვის: - მოდი, წავიდეთ იმ მეფისთვის ყელის გამოსაჭრელადო. ერთ კაცს უთქვამ იმ მეფისთვის: - მე შენ გიშოვე (მოგიტანე) ბოთლი და ჭიქა. - კარგიო - უთქვამს მეფეს - შენ გამოგაყოლებ ჩემ ქალიშვილსო.
ახლა იმ მჭედელთან ნამყოფ ვაჟს უთქვამს მეფისთვის: - შენ ვერ იპოვე, მომყევი უკან! მე შენ გზას გაპოვნინებ. იმ წაქცეული ხის ქვეშ უპოვნია გზა. მთელი ხალხი იქით წასულა. მჭედელთან ნამყოფმა ბიჭმა ჰკითხა თურმე მეფეს: - ვერ იპოვე მეფე? მეფესაც უკითხავს ვაჟისთვის: - რომ ვიპოვოთ, რა უნდა ვქნათო? მეფესვე შეუთავაზებია ბიჭისთვის: - დავბრუნდეთ უკანო. იმ მეფესთან ნაშოვნი ქონება ხალხმა ცხენებს აჰკიდა თურმე. მჭედელთან ნამყოფ ბიჭს სამი სახედრისთვის აუკიდია ნაცრის თითო-თითო ტომარა. აუკიდია რა ისინი, მის ხარზე ამხედრებულს სახედრები გაურეკია. ხალხს უკითხავს მისთვის: - შენ რას შვრები? სხვა რამ სასარგებლო ნადავლი ვეღარ იგდე ხელთ? მას მიუგია: - მე მირჩევნია, რომ ეს მჭედელს მივუტანო, თორემ მჭედელი მაინც მე გამგზავნის ნაცარზე.
ის მისულა მჭედელთან. მჭედელს უკითხავს: - რა მომიტანე? - მე შენ ნაცარი მოგიტანე. - მეტი ვეღარაფერი იშოვე სასარგებლო? ხალხმა ქონება მოიტანა. ამის მერე მჭედელს ეს ბიჭი გაუგდია.
ის სოფლიდან შორს წასულა. ეს ვაჟი წასულა მეფესთან და მეფისთვის უკითხავს: - რომ დავიჭიროთ ის მეფე, გამოჭრი ყელს? მეფეს მიუგია: - გამოვჭრიო. შემდეგ ერთხანს ეს ბიჭი უბინაო ყოფილა. . ერთხელაც მას აუშენებია პატარა სახლი. სახლთან დაუფრქვევია სამი ტომარა ნაცარი და სამი სახედარი დაუბამს. ამის მერე გასულა სამი დღე. ერთხელ მას მეფის სასახლის წინ აუშენებია დიდი სახლი. შეუხედია მეფის ცოლს, დაუნახავს დიდი სახლი და ძალიან გაჰკვირვებია. ის წასულა მის ქმართან და მისთვის უთქვამს: - ადექი, შეხედე, ჩვენი სასახლის წინ დიდი სახლი გაჩნდაო. შეუხედავს რა, მეფესაც ძალიან გაჰკვირვებია. შემდეგ ის წასულა და მისულა იმ სახლთან. მას აქ მჭედელთან ნამყოფი ბიჭი დახვედრია. ამ ბიჭს უთქვამს მეფისთვის: - ახლა შენ გაჩერდი და უყურე, მე შენ გაპოვნინებ იმ მეფეს. მის ხელთ ნაჭერი მათრახი დაუძრია და დაურტყია. სახედარი მეფედ ქცეულა. აჰა, შენ ეს მეფე! ვაჟს ერთხელ დაუკრია მათრახი სხვა სახედრისთვის და იგი იმ მეფის ცოლად ქცეულა. კიდევ ერთხელ მათრახი გადაჰკრა თურმე მესამე სახედარს და იმავე მეფის ქალიშვილად ქცეულა. მეფისთვისა და მეფის ცოლისთვის ყელი გამოუჭრია. ამ მეფეს უთქვამს: - ამ მეფის ქალიშვილი შენ დაიტოვეო. კვლავ დაუკრია იგივე მათრახი ნაცრისთვის და ოქროდ ქცეულა.
შემდეგ ეს მეფე უკან დაბრუნებულა, რათა ბოთლისა და ჭიქის მომტანელი კაცისთვის ქორწილი გადაეხადა. მამას ქალიშვილისთვის უკითხავს: - ვინ მოიტანა ბოთლი და ჭიქა? ქალიშვილს მიუგია მამისთვის: - მჭედელთან ნამყოფმა ბიჭმა მოგიტანაო. მამას უთქვამს ქალიშვილისთვის: - წადი, დაუძახე იმ ბიჭს! წასულა, იმ გოგოს მოუყვანია მჭედელთან ნამყოფი ბიჭი. გოგოს უთქვამს ბიჭისთვის: - სასწაული მოახდინეო! ის ფარშევანგად ქცეულა. ამ გოგომ ტყავიდან გამოძრობილი ფრთა დაუბრუნა. ქალიშვილს მამისთვის უკითხავს: - მამი, მოერგოო (ფრთა)? მამას ქალიშვილისათვის მიუგია: - მოერგოო (ფრთა). გოგოს უთხოვია იმავე ბიჭისთვის: - ერთხელაც მოახდინე სასწაულიო! ის მამლად ქცეულა. ამ გოგოს მამლიდან გამოძრობილი ფრთა კვლავ მამლის ტყავში შეურჭვია. მამისთვის უკითხავს ქალიშვილს: - მამი, მოუხდა ჩემი გამოძრობლი ფრთა? მამას მიუგია ქალიშვილისთვის: - მოუხდაო. ამის შემდეგ მამას თავისი ქალიშვილი მისთვის მიუთხოვებია. მას ჰყოლია ორი ცოლი. შემდეგ მას შესძენია შვილები: ერთთან - ქალიშვილი, მეორესთან - ვაჟიშვილი.
გასულა რაღაც დრო - სამი თვემდე. ერთხელაც ეს ვაჟი თავის ორ ცოლთან ერთად შინ იმყოფებოდა თურმე. ორივე ცოლს თავისი ბავშვები ხელში სჭერია. ამ დროს ის იხმობდა თურმე თავის შვილებს თავისთან. ბიჭუნა მასთან მისულა, ხოლო მიმავალი გოგონა წაქცეულა და მომკვდარა. მაშინ მას გახსენებია ის დღე, როცა მამას ცხვარში მწყემსად გაუგზავნია. იქ, როცა მას დაუძინია, დასიზმრებია მზე და მთავარე. მზე მასთან მისულა, მთვარე კი მოსვლისას ჩამოვარდნილა და მომკვდარა. ამის მერე მას სიზმრის რწმენა ჰქონია. მასთან ბიჭუნა მოსულა, გოგონა კი მომკვდარა - უნახია. მის მიერ ნანახი სიზმარი გაცხადებულა.
დაე, დამდგარიყოს კვერცხის გულივით ნათელი დღე და თქვენც იქ მოსულიყავით!
- Holder of rights
- Dadunashvili, Elguja
- Citation Suggestion for this Object
- TextGrid Repository (2025). Tsesische Folklore. სის უჟი. სის უჟი. Kaukasische Folklore. Dadunashvili, Elguja. https://hdl.handle.net/21.11113/4bgsv.0