ყოფილა ერთი კაცი, მოლა ნასრედინს ეძახდნენ თურმე. ერთხელ მოლა ნასრედინი ყანის სახნავად წასულა. ყანა მოუხნავს და იქ ფეტვი დაუთესია. მერე ზაფხულში ფეტვი მოუმკია. ის ყოფილა ღმერთისა და მოლა ნასრედინის საზიაროდ დათესილი. გასუფთავებას რომ მორჩენია, ალაჰისა და მის საზიაროდ დათესილი ნახევრის აღების შემდეგ, ღმერთისთვის უთქვამს მოლა ნასრედინს: „- მოხვნითაც მე მომიხნია, თესლიც მიყიდია, მე შენ რაღაზე გიყოფ?" მთლიანად მიითვისა მოლა ნასრედინმა. შემდეგ გამოუშვია (ღმერთს) ხანგრძლივი წვიმა. სახლისეული ფეტვიც მთლიანად წვიმას წაუღია.


Lizenz
CC BY
Link zur Lizenz

Zitationsvorschlag für diese Edition
TextGrid Repository (2025). Ardoteli, Nodar. (ყოფილა ერთი კაცი, მოლა ნასრედინს ეძახდნენ...). Kaukasische Folklore. https://hdl.handle.net/21.11113/4bgv5.0