სამი ტყუილი (ზღაპარი)
Metadaten aus teiHeader
- cc_xmf_kat_3
- Warnung vor genderbedingt diskriminierenden Aussagen
Text-ID:
Typ-Index: (Link zum Schema)
⚠ Vorurteile im Märchen: (Link zum Schema)
Digitale Quelle:
ვინ მეტი ტყუილის თქმას შეძლებდა, ჰოდა, დანიძლავდნენ, მეტი ტყუილი რომ უნდა ეთქვა[თ] [იმაზე]. დაიწყო ერთმა: ჩვენ გვყავდა საქონელი, სანაშენო პირუტყვი; საქონელი გვყავდა აუარებელი. (+ახლა) მთიდან ყველი რომ ჩამოიტანო, [მანამდე] ეს რომ ჩააყენო, ამისგან ის [ყველი] რომ მიიღო, ხომ ძნელია? ამიტომ გავთალე ორა1. ორა იცი (+თუ) რა არის? აბა, რა ვთალეთ, კაცო? ორა ხის ამოთლილი ასე [ხელით აზუსტებს როგორ], მილი რა, მაგრამ ნახევრად ღია.. ამას დავასხამთ რძეს; აქ ქვევით ბუყუნი უდგას2. ბუყუნი იცით? გათავდა. აბა, ის იცი, ეს იცი და რძე დაასხი, აქეთ გამოვა. და იქ ბუყუნი რომ [უდგას], ჰოდა, ამაში ჩავა რძე. ამას დაჩვევია დათვი. დათვი ლოკავს რძეს. ერთ მშვენიერ დღეს რძე ნამეტნავად [ბევრი] იქნა დასხმული და დათვი ხომ ზის, ლოკავს, დაეჯახა ამას, აქეთ მოიტანა ბუყუნთან [პირი] და (+იქით) ჩავარდა ამაში და ჩაიხრჩო დათვი. სამი კაცის ტყუილის ამბავი მაქვს (=ამბავს ვამბობ) - ჩაკვდა აქ (=შიგნით); მოკვდა დათვი, დაიხრჩო და ახლა ყველის ამოყვანას და ამ ცერემონიას რომ მოჰყვნენ და ასწიეს ეს რაღაცა ისა [ბუყუნი], მაგრამ ვერ შეძლეს ამოღება. აქ ყველი, აქ დათვი... გავჭრათო და ამოვიღოთო. რომ ვერ გაიჭრა? [ნახეს] დათვი მკვდარი.
ახლა მეორე ტყუილი: მეორე ლაპარაკობს ახლა3. სკა იცით, ფუტკარი. ძლიერ ოჯახში, მე ზოოტექნიკოსი ვარ, სკის ძლიერ ოჯახში ითვლება ოთხმოცდახუთიდან ოთხმოცდაათამდე ფუტკარი, მუშა ფუტკარი.: ყოველ საღამოს და ყოველ დილას ითვლიან ამას [ფუტკარს]. არ მოვიდა ერთი, გო[გო], არ არის ერთი; აქ მხოლოდ ერთი ის (=ფუტკარი) ხომ არ არის? არ მოვიდა ერთი, რა დაემართა? ეძებენ, ეძებენ... ბოლოს და ბოლოს ინახა და არ დაგავიწყდეს, ნიკორა ჰქვია ამას, ნიკორა. ეს ვიღაცას დაუჭერია და უღელი დაუდგამს. უხვნევინებია, რა ვიცი და უღელს დაუშავებია (=დაუზიანებია). ყურზე მოჰკიდა ხელი ამ კაცმა და მოიყვანა აქეთ; მოიყვანა და, დაცემული, ჰოდა, გაჭირვებული, სულს [რომ] ღაფავს, [ისეთი]. ახლა მკურნალობა ამისი; [როგორმე] არ მოვკლათ ესო და ნიგოზი (+ქე) იცით. ამ ნიგვზის ლეყეპი უშველისო1. ლეყეპი ის არის, წვიმის შედეგად ხავსი რაღაცა და ამას ჰქვია ლეყეპი; ამ დაშავებულს2. დაშავებული ქართულად არის `ნაიარევი~. ახლა, “ბარძღეფი თუნთი” იცით?, ჰოდა, ეს [ლეყეპი] ხომ ამოიღეს ხელით, ჰოდა, კისერზე დაუდვეს. კაკალი შეჰყოლია ნიგვზისა; ამან არ იხეირა - ნიგვზის კაკალმა?! ამ დაშავებულს კაკალი რომ შეჰყვა, იხეირა. ფუტკარი დადის (=დაფრინავს), თაფლი დააქვს (+და) ნიგოზი იზრდება და გაიზარდა ხედ და ბერტყავენ კაკალს და კაკალი დახვავებულია, აი, [ყელამდე].
ამას დაეჩვია ყვავი; ყვავი იცით [რაც არის]. ამას დაეჩვია და აიღო ერთ-ერთმა წარმომადგენელმა და მიწა ესროლა ამ ყვავს. მიწა რომ ესროლა, მიწა შერჩა ზევით; გავიდა დრო და ხანი და მიწა რამდენიმე ჰექტრად იქცა. ახლა აქეთ ფუტკარია, თაფლია, ნაძვია, ჰოდა, აქ პური (=ხორბალი) დათესეს, ჰოდა, [მოვიდა] უხვი მოსავალი, მეორედ მოსვლაა; ახლა ასაღებია ეს პური, ასაღებია და ნამგალი [აგერ არის] და აი, მკის დრო მოვიდა, [მოსავლის] აღების [დრო]. აქ მუშაობს კაცი ხომ, ხმაურობს კაცი, აქ კურდღელი გამოხტა, (+ჰო რომ), ერთმა ესროლა ნამგალი; ეს, ნამგალი, მოხვდა ტარით უკანალზე კურდღელს; ნამგალი ხომ დაღვარჭნილი იყო. კურდღელი დარბის, დასდევს ყველა და მოცელა ეს პური ამ კურდღელმა. ამის თიბვა დამთავრდა და კურდღელიც მოვკალით.
ახლა მესამე ტყუილი. მოხუცი კაცი მიდის გზაზე, ჰოდა, დათვი შეხვდა, აყრილი დათვი. სხვა გზა არა აქვს ამ დათვს, რომ არ დამაკდეს, ასეა ეს, ჰოდა, მოხუცი კაცი ნახა, ცული მიაქვს საცოდავს და მიხოხავს, ჩემზე კიდეც უარესი [ინფორმატორი საკუთარ თავზე ამბობს]. ცული წაართვა დათვმა, ჰოდა, რითაც იქნება, ეს საქმე ასე უნდა იქნესო; "უნდა დამაგრილო~ - ეუბნება დათვი, მაგრამ მეგრული (+იმით) კილოთი. ვერ გაბედა, დათვის ეშინია ამას, მოხუცია; მაინც შეეხო, ორსული (+ქე) არ გახდა დათვი?! დამაკდა, ბავშვი შვა. დათვმა დაარქვა ამას მაშუბა. დღეს რომ არის, ხვალ უფრო მეტია, ზეგ[აც]. თვე გავიდა და იზრდება და იზრდება. ეს დათვი ხვდება ხალხს [გზაში], ართმევს ტანსაცმელს, ძარცვავს და ასაზრდოებს ამ ბავშვს. ბავშვი დიდი გახდა, რაში (=ღონიერი) გახდა, ჰოდა, ახლა როგორ არის აქ საქმე-და, დათვმა უთხრა - ახლა წადიო შენ შენს სახლშიო (+უთხრა). სად წავიდეო - ეუბნება (=ეკითხება). ამ ბავშვმა ხომ არ იცის დათვის იქით (=გარდა) არ იცის არაფერი, დედაა და ზრდის. ეს ცული დააჭერინა ხელში, [უთხრა], წადიო აგერ სოფელში და, ვინც გეტყვისო, რომ ცული ჩემიაო, იმისი შვილი ხარო.
ერთ მოხუც კაცს შეხვდა ეს დათვი - მაშუფა. აჰა, ჩემი ცული სად გქონდაო, შვილო? დედა, მეც შენი შვილი ვარო! (+ჰო რომ), გაუხარდა მოხუცს, მაგრამ ამ სოფელში კაცი (=ხალხი) ნაკლებად არის, მოხუცებულების გარდა. აქ რაღაც იმგვარია, ყანა აქვთ შორს; (+ეს) ყანა აქვთ შორს და აქ, ვინც წავიდა ყანაში, არ ბრუნდება უკან არცერთი და ამ მოხუცსაც ჰყავს ბევრი შვილები, მაგრამ აქ წავიდე უნდა ყანაშიო - უთხრა ამ მაშუფამ თავის მამას. მამობილს არა, მამა[ა] ნაღდი, დათვისგან [ჰყავს] და ამგვარი [ამბავი]. შუადღემდე მუშაობენ. ნაშუადღევს მოიღრუბლა, დაბნელდა ქვეყანა, ჰოდა, ყველა (+კაცი) გარბის. მაშუბამ [დაუძახა], სად გარბიხართ, ჰაიო და [მაინც] ვერ შეაჩერეს ხალხი.
ორი დევები ყოფილა1. მეგრულად "ნდემი”, ქართულად `დევი”.; ამან (=მაშუბამ) მოუსწრო აქ. არ დაგვიკარგოო, მაშუბა, ლუკმა, უთხრეს ამას, რა ჰქვია ამასო და აქ გაიმართა ჩხუბი2. "ლჷმა” არის ჩხუბი. მეგრულად "ლჷმა” ჰქვია ამას.. აქ ჩუბი რომ დამთავრდა, მაშუბამ გაიმარჯვა (+აქ), დააგდო ესენი [ძირს] და დაუძახა ამ ხალხს ახლა, ვინც იყო ამასთან: არიქა, ის მომიტანეთო, წკნელი (+ერთი). გრეხილი უნდა [გააკეთოს], მაგრამ არავინ არ დაეხმარა და ეს ცალი ხელით მოგლიჯა, დაგრიხა უღელად, ყური გაუხვრიტა ამათ და ერთმანეთს მიაბა ყურით ჰოდა, გაუშვა ესენი; გაუშვა ესენი და ესენი წავიდნენ იქით. ამის შემდეგ კიდეც ხნავდნენ, კიდეც თესავდნენ, კიდეც ყველაფერს [აკეთებდნენ] და უხვი მოსავალი ა, ყელამდე [იყო].
ერთ მშვენიერ დღეს (+ამ) თავის მამას უთხრა ამ მაშუბამ, მეო ქვეყანაზე უნდა გავიხედ-გამოვიხედოო.არაო, მამა (=შვი ლო), და არ უნდა ამ მამას [გაშვება], ეს ჰყავს ერთი. არაო (=არ დაუჯერა) და წავიდა და მიდის ახლა, აიღო მშვილდი და ისარი ტყეში შევიდა და [ნახა], ვიღაცა კაცს მშვილდ-ისარი უჭირავს, ჰოდა, ამას უნდა ესროლოს, მიზანში ჰყავს ამოღებული1. “ღანკი” იცით?“მიზანი”, “სანიშნე”. ღანკი არის, “სანიშნე” არ არის, ნიშანში აქვს ამოღებული..
- არიქა, არ დავხოცოთ ერთმანეთი, ძმებად გადავიქცეთო. ძმობა შეჰფიცეს ერთმანეთს. სახელი - ერეკლე, მე - მაშუფა2. ერეკლე ირაკლია, მეგრულდ ერეკლე, ქართულად ირაკლი.. რომ გააგრძელეს იქით სვლა, კიდევ ნახეს ამისთანა მოისარი (+კიდევ). ისევ, არ მოვკლათ ერთმანეთი, სახელი - გიორგი. დაძმობილდნენ, გააგრძელს გზა და წავიდნენ ტყეში, დაამზადეს ხე (=მორები), ჰოდა, შეკრეს ჯარგვალი და ამნაირი გააკეთეს და რა არის? ნანადირევი მოაქვთ და აწყობენ აქ. ჰოდა, მოვიდნენ საღამოს, სამი დღე გავიდა თუ ხუთი და არცერთი ნამცეცი ხორცი (=ნანადირევი) არ მოიპოვება, ხორცი არ არის.
მორიგეობა დააწესეს, ერთ-ერთმა უყრაულონ უნდა, აბა რა ჭამს ამ ხორცს, რას მიაქვს, [უნდა გაიგონ]. ჰოდა, დარჩა ირაკლი. სასწაული, დიდება უფალს! ყიყლიყო! - მამალმა დაიყივლა და ჩამოხტა კაცი მამლიდან, მამალზე ზის კაცი, ქათმის [სახეობაზე] - მამალზე. ერთი ციდაა კაცი ჰოდა, ორი მტკაველი [აქვს] ულვაში. მაჭამეო, ირაკლი, ხორციო - ეუბნება ეს, ეს პატარა. შენ რამდენის ჭამასაც შეძლებო, [ჭამეო], ე.ი. მოციცქნა [ირაკლიმ]. მაჭამეო ხორცი, თორემ შენც შეგჭამ და შენს ხორცსაცო, - ეუბნება. აქ ჩხუბამდე მივიდა საქმე. ბევრი იწვალეს, ბევრი ჩხუბი (შე)იქნა, წააქცია ირაკლი ამ პატარამ, სცემა, შეკრა, აქ დატოვა (+და), მიჰყვა და ხორცი ყველა შეჭამა ამან. წავიდა.
მოვიდნენ ესენი - ხორცი არ არის. ამან იწვალა, ჰოდა, გაიხსნა ეს ისა, შესაკრავი, ჰოდა, შეუკრავად დახვდა თავის ძმაკაცებს. და იწვალა, იწვალა.1. იწვალა არა, მეგრულად "იკეკუ". დახვდა თავის ძმაკაცებს, დახვდა თავის ძმაკაცებს და ეუბნება, რომ... ახლა შეეშინდა[თ] ამათ. ამდენ ხორცს ეს ვერ შეჭამს, ესენი [ვერ შეჭამენ], ეს ორი ძმაკაცი. (+ჰო რომ) [იფიქრეს], ეს ჩვენზე უფრო მაგარი (=ძლიერი) ყოფილაო. სად არის ხორცი? ორ დღე-ღამეს ვიყავიო და შევჭამეო ხორცი. გიორგის რიგი მოვიდა. გიორგისთანაც მოვიდა ეს, ერთი ციდა და ორი მტკაველი ულვაში რომ აქვს, ეს კაცი. ამასთანაც შეჭამა, ასე იქნა.
მაშუბას რიგი რომ მოვიდა, მაშუბასაც ასე უთხრა ამან. აქ მართლა (შე)იქნა [ამბავი]. შეებნენ ხელი[თ] ერთმანეთს და ასე, მაგრამ მოერია მაშუფა და გაუსხლტა [ხელიდან] ეს, ეს ერთი ციდა კაცი; ჰოდა, რომ მირბის - გამოეკიდა. (+ეს) მშვილდისარი ესროლა და დაჭრა და სისხლის [კვალს] მოსდევს ახლა მაშუფა. დიდი ქვა დევს, ორი სახლის სიდიდის რომ არის ისეთი და ეს ქვა აიღო და ვერტიკალურ მღვიმეში ჩახტა (+იქით)2. "გარამი” არ იცით, ნაღდად არ იცით, ვიცი, რომ არ იცით, ეს გასაკვირი არ არის. "გარამი” ჰქვია ვერტიკალურ მღვიმეს, ჭას არა: "ორი კაცი მოდიოდნენ, სადაური სადმე გზასა, უკანამან წინა ნახა, ჩავარდნილი შიგან ჭასა”. მღვიმე პირდაპირ არის, მაგრამ გარამი არის ვერტიკალური.. ჰოდა, მოვიდა ძმაკაცობა და (+ახლა) ხორცი არის. აქ ან არ მოსულა (+ის), ის ერთი ციდა კაცი და ორი მტკაველი ულვაში რომ ჰქონდა ის და, თუ არადა, რაღაცა არის (=რაღაცაშია საქ მე), [იფიქრეს] და უთხრა მაშუბამ, ასეო და მოუყვა ყველაფერს. მიჰყვნენ ამას თოკით, შეაბეს ერთს წელზე და გაუშვეს. კივილი დაიწყო კაცმა, ყვირილი, ღრიალი. აუფ, [ახლა] ამის ამოყვანა აქეთ. რომ ამოიყვანეს, [ნახეს], ულვაში ამას არ მოეპოვება, შეტრუსულა და შეტრუსული კაცი ამოიყვანეს: ულვაში, წარბი არა აქვს. გაუშვეს გიორგი. გიორგისაც ასე დაემართა.
ახლა მაშუფამ ამისთანა სიტყვა შესთავაზა თავის ძმაკაცებს: რაც გინდა მეტი ვიყვიროო, სულ გამიშვითო ქვევით, არ ამომიყვანოთო ზევით. ღრიალი დაიწყო, მთლად ყვიროდა, მაგრამ ხომ ქვევით გაუშვეს და რომ გაუშვეს, რაც რომ [უნდა] ეყვირა, მაინც ვერ გაიგონებდნენ, ისეთი [სიღრმის] ყოფილა ქვევით ეს, ეს მღვიმე. დამთავრდა ესეც და ქალაქი ყოფილა აქ, ქვევით. სოფელი, ტყე, წყალი, ჰოდა, ასე და დადის ახლა აქ და ათვალიერებს, სად წავიდეს? ნახა ერთი დედაბერი. ეს დედაბერი, თითო მტკაველი რომ ადგას (=აქვს) კბილი, ისეთი[ა] [და] აცვენილი აქვს კბილი, თითქმის ჩემნაირად (ინფორმატორი საკუთარ თავს გულისხმობს), ცოტა მეტი, მაგრამ ადგას (=აქვს) მაინც; ჰოდა, ასე, დაელაპარაკა დედაბერს.
- ქრისტიანი ხარ, შვილო? - უთხრა დედაბერმა.
- კი, ვარო.
- (+ერთი) მშიაო და ხორცი მაჭამეო.
- აქ რისი ხორცი მაქვსო, - უთხრა ამან, მაშუფამ. - თუ რაიმე სანადირო ადგილი არისო, მოგიტანო - უთხრა.
- ჰმ, როგორ არ არისო! სამი შვილები მყავდაო, ბიჭები, დევები. ორი ამოწყვეტილ (=დასაქცევ) მაშუფას ეცემაო, ყური გაეხვრიტაო და გრეხილი [წკნელი] გაეყარაო, [ერთმანეთისთვის გადაუბამს] და იმ ოთახში წვანანო მომაკვდავები.ერთი იმათზე მეტად მაგარი (=ძლიერი) იყოო, საერთოდ არ აჭაჭანებდა არაფერს და ისიც ამოწყვეტილ (=დასაქცევ) მაშუფას, ისიც ასე და... ისიც ავად არისო, მომაკვდავი და იქ წევსო.
ამ მაშუფამ ეს რომ გაიგო, ხომ არ იტყოდა, მე ვიყავი ესო?! წავიდა სანადიროდ და მოიტანა ნადირი (=ნანადირევი) ქვეყნის, მოუტანა ამ მოხუცს, ამ დედაბერს. აქ, ისა, ისადილეს, ჭამეს.
- აქედან როგორ შევძლებ ზევით ასვლასო? აქეთ თოკით ხომ ჩამოუშვეს, მაგრამ იქით ხომ უნდა ასვლა?
- ჩემს შვილს ჰყავსო მამალი.ამ მამლის კარს რომ გააღებ, ისეთს ჩაგაყივლებსო, მუხლს მოგახრევინებსო (=დაგაჩოქებ სო), მაგრამ არ უნდა დაეცეო, ისეთი უნდა ჩააყვიროო, მამალი უნდა დაეცესო, თუ არადა, არ შეგისვამსო. რამდენ[ჯერაც] ფრთას დაიქნევს მამალი, იმდენი ლუკმა ხორცი უნდა აჭამოო, თუ არადა, ქვევით დაიწყებსო სვლას.
ეს ნადირი, კიდევ წავიდა მეორედ, გაჟლიტა და მოიტანა და დედაბერსაც დაუტოვა [ხორცი], მამლისთვისაც მიაქვს. გააღო კარი, ჩააყვირა [მაშუფამ], ჩააყივლა მამალმა. წაიქცა კინაღამ მაშუფა, მაგრამ შეიკავა თავი და ჩააყვირა [თვითონაც] და მამალი წააქცია; დაბრძანდა მამალზე... ორი ფრთის დაქნევა დარჩა, ჰოდა, ხორცი არა აქვს, გათავდა; ააჭრა აქ, კუნთი. ერთი შეაჭამა, ააჭრა მეორე[ჯერ], შეაჭამა და მამალი ზევით დაბრძანდა და [თქვა] - ის, ბოლო ხორცი რომ მაჭამე ის, რისი იყოო. აჩვენა მაშუფამ.
- აჰ, ამნაირი ტკბილი ხორცი რომ გქონოდა მცოდნოდა, მე არ ამოგიყვანდიო აქეთ, მაგრამ რადგან ეს შენ გაიმეტე ჩემთვის, ეს ხორცი, შენი ხორცი, ამიტომ მე მოგირჩენო და ფრთა წაუსვა მამალმა. რა ვიცი ახლა ეს მართალია, ტყუილია, ტყუილი როგორ იქნება, ვიცი?!
- Rechtsinhaber*in
- Dadunashvili, Elguja
- Zitationsvorschlag für dieses Objekt
- TextGrid Repository (2025). Mingrelische Folklore. სამი ტყუილი (ზღაპარი). სამი ტყუილი (ზღაპარი). Kaukasische Folklore. Dadunashvili, Elguja. https://hdl.handle.net/21.11113/4bfzg.0