ალექსანდრე დო კიჭოიას ზღაპარი
ძველი ხალხი (=მოხუცები) გროვდებოდნენ და ზღაპარს იმიტომ ჰყვებოდნენ, ღამე რომ გაეთენებინათ იმიტომ, ღამე რომ გაეთენებინათ იმიტომ და ამას შეეყოლიებინა კაცი და დილამდე ერთმანეთისთვის ნორმალურად შეეხედათ, ამის გამო ჰყვებოდნენ ზღაპარს.
ახლა მე ერთ ზღაპარს ვიტყვი: ახლანდელ მილიარდელებს ძველად რქმევიათ კუბეცები (=ვაჭრები), კუბეცს ეძახდნენ თურმე; მილიონრებს კუბეცს ეძახდნენ თურმე, დიახ და, ერთერთი კუბეცი ყოფილა და ამას ჰყავს ბავშვი, ალექსანდრე _ სახელი. ალექსანდრე ჰქვია სახელი, დიახ, და ეს ალექსანდრე არის პატარა, (+ერთი) თორმეტი წლის, მეტი (=უფროსი) რომ არ არის იმისთანა [ასაკში]. ამ კუბეცის ოჯახში რაღაცა (+რომ არის), ღამით მოდის და დაანგრევს ყველაფერს, დაუმტვრევს ყველაფერს ერთად და მეორე დილას ვერაფერს ნახავენ, ვერც კაცს ნახავენ, ვერც ვერაფერს ნახავენ და დამტვრეულია ყველაფერი ერთად. ამ კუბეცს ისინი ხომ ჰყავს, თავისი მოსამსახურე ხალხი ხომ ჰყავს აქ, დაავალა ამათ, რომ ეს კაცი დამიჭირეთო, კაცო, ან მგელი არისო, [თუ] რა არისო [გამიგეთო] (+და) დაუდარაჯდნენ და დაიჭირეს ერთი კაცი, უბრალო კაცი. მოჰქონდა თურმე რაღაც ასაფეთქებელი და ამით აფეთქებს, აი, ხან სახლს აუფეთქებს, ხან კაზარმებს აუფეთქებს, ის თავისი წარმოებები რომ აქვს, იმას აუფეთქებს და დაიჭირეს ეს კაცი და ჩასვეს აშენებულ იმაში, პატარა შენობაში, აი, რაღაცაში, ქვიტკირივით, ქვიტკირივით გაკეთებულში ჩასვეს და პატარა სარკმელი აქვს. ზის ამაში და უნდა გაასამართლონ ეს კაცი; რომ უნდა გაასამართლონ, ხალხს უნდა აჩვენონ, ჩამოახრჩობენ თუ რას გამოუტანენ ამას განაჩენს, ახალხმა უნდა ნახოს.
ბავშვი ბურთს თამაშობს აქ. ბავშვი ბურთს თამაშობს და ნახა ეს ბავშვი. მესროლეო ერთი, ბაბუა, ბურთი, უთხრა. რომ
[121]ესროლა და რომ დაუბრუნა ბურთი, ბავშვს ის [ვინმე] არ ჰყავს, მარტოა ეს ეზოში, მარტო დგას და ის დამბრუნებელი, ბურთის დამბრუნებელი კაცი არ ჰყავს, რომ თამაშობს [მაშინ]; დიახ, იქით ისროლა, აქეთ ესროლა, იქით რომ ესროლა, ერთი დღე გავიდა, მეორე დღეც, მესამე დღეს დაუჭირა ბურთი და შეინახა (+იქეთ). მესროლეო ბურთი, არაო. დედაშენის იმაშიო, ჯიბეშიო ის დევსო, გასაღები, დიახ, ის მოიტანეო და კარი გამიღეო და მოგცემო ბურთსო, უთხრა. წავიდა ის ბავშვი უცებ, ჩუმად ამოუღო ჯიბიდან ამ დედას გასაღები და გაუღო კარი და გააგდო იქით, გაუშვა. გაუშვა და, რომ მოიკითხეს, სადაა ეს კაცი, არაა. ეს დაჭერილი კაცი არაა. ვინ გააკეთა, [იკითხეს], თუ ვინ გააკეთა, ალექსანდრემ მე გავუღეო კარიო, უთხრა. ვაიო, რას ჰქვია გაუღეო კარიო და იმ წუთში ბრაძანება გასცა, უდაბნოში რომ დაესვათ ბავშვი, ის, რომ მოეშორებინა შვილი. ხალხი შეგროვილი ჰყავს და კაცი რომ არ ჰყავს, ამ კაცმა ისირცხვილა ეს და უდაბნოში დასვა [ბავშვი]. ამ უდაბნაში ბავშვია კიდევ, გლეხის ბავშვი, კიჭოია, დატოვებული და ესენი შეხვდნენ ერთმანეთს. კიჭოია, კიჭოია ჰქვია სახელი. რომ შეხვდნენ, მიდიან გზაზე და მოსწყურდათ. ამან (=ეს) მოუყვა, რომ კუბეცის შვილია, ამან, ალალად. ეს ულამაზესია, კაცი შესახედავად, აი, კარგი, კარგი დედისა და მამის შვილი კარგი იქნებოდა, დიახ და, წყალთან მივიდნენ. აი, ის არის, პატარა (=ვიწრო) ჩასასვლელი, ჩასასვლელი არის აი აქ და ჩავიდა ეს კიჭოია და დალია ეს წყალი და ამოვიდა აქეთ. ამოსაყვანია აქ (=აქეთ). დატოვა იმან, ალექსანდრემ და არ ამოიყვანა. შენ იყავიო კიჭოია და მე ვიყოო ალექსანდრეო, უთხრა, ამის პირობა მომეციო, ღმერთს მიეციო პირობაო, უთხრა. რა ქნას, ვერ ამოვა და რომ არ მისცეს პირობა [გამოსავალი არაა] და შეიცვალა (+იქეთ), თვითონ კიჭოია გახდა და ეს _ ალექსანდრედ.
წავიდნენ და მიდიან... რამდენიმე (=გარკვეული) გზა (=მან ძილი) გაიარეს და მივიდნენ ერთ-ერთ სახელმწიფოში, ვეებერთელა იმაში, სამეფოში მივიდნენ. გვამუშავეთო აქ, თქვენთან და
[123]გაგვაჩერეთო, მოსამსახურედ დაგვაყენეთო, უთხრეს. ამ, ვის სახლშიც მივიდნენ იმას, ერთი გოგო ჰყავს, ამას, ამ კაცს, ერთი გოგო ჰყავს და ბიჭი არ ჰყავს; რომ შეხედა, დიახ რომ, ყველაზე უკეთესი ხალხი არიან ესენი და აი, კარგი მზეთუნახავები.
_ შენ ვინ ხარ?
_ მე კიჭოია ვარ.
_ ვისი შვილი ხარ?
_ გლეხის შვილი.
_ შენ ვინ ხარ?
_ მე ალექსანდრე ვარ. ამ კუბეცის შვილი ვარო და ასეთი საქმე გავაკეთეო და მამაჩემმა გამომაგდოო.
დედა, ამას ავიყვანო შვილად, თორემ ეს რად მინდა, კიჭოია ჰოდა, ეს კაცი რომ შვილად აიყვანეს, ეს კიჭოია, ეს ისა, ნამდვილი ალექსანდრე, მებაღედ გაუშვეს, აი, ბაღში, ბაღშია გაჭირვებული (=საცოდავი). ამ ბაღში გოგო სეირნობს აქ. გაიზარდა ეს შენი ისა, ალექსანდრე, ბიჭი გახდა (=დაკაცდა), კარგად გახდა. რამდენიმე წელი გავიდა დიახ, მაგრამ ეს გოგო აკვირდება ყოველთვის ამას. ყოველთვის ამას აკვირდება და ეს კიჭოია არ მიუხვდა ამას, ეს ნამდვილი კიჭოია?! მამას უთხრა, ახლა მამას ეუბნება: ამ ჩემს დასო ეს კიჭოია ცუდი თვალით უყურებსო, ეს მწყემსად გაუშვიო, (+იქეთ) გააგდეო აქედან, უთხრა. ეს საქმე... საქონლების მეტი რა ჰყავს ამ მეფეს და გაუშვეს მწყემსად მთაში. მთაშია აქ და მივიდა და კიჭოია, კიჭოიაო და ყველამ ამოკრა პანჩური აქეთ-იქიდან და არბენინეს კიჭოია. არბენინებენ ეს მწყემსებიც, ეს მწყემსებს, იქ რომ ჰყავს, ის მწყემსებს; ყოველთვის ჩაგრავენ ამას, რატომდა იქიდან გამოგდებული არის და... ამ გოგომ მოისურვა, ამდენი მწყემსები გყავსო, ერთს არ ვიცნობო და ყველა მწყემსი შემიგროვეო, მამაჩემო, და სახლში მომიყვანეო. ამას კიჭოია არ ისმენს, ეს ისა, ეს ალექსანდრე რომ ჰქვია სახელად, ეს კიჭოია?! გასცა ბრძანება აქედან, ის იქ დატოვეთო, თქვენ ყველა წამოდითო. ბრძანება გასცა, ბრძანება რომ მისცა იქაურ უფროსს, რომ ის დატოვეთო იქ, ის
[125]კიჭოია დატოვეთო იქ, ის ალექსანდრე და დანარჩენი წამოიყვანეთო აქეთ. ყველას ელის ახლა ეს გოგო, აქ რომ მოვიდეს, იმას ელოდება და საჭმელსო მე ჩემი ხელით დავურიგებო ყველას, ამ მწყემსებს, ერთ თავ (=სახეობა) საჭმელსო. მიჰყვა, მიჰყვა, მიჰყვა, სად არის, ვერ ნახა ეს; ვერ ნახა ეს და ეს [ამბავი] აქ დავტოვოთ ახლა და ახლა იქით გადავიდეთ, კიჭოიას რაც გადახდა, იქ. ეს აქ იყოს ახლა, გამიგე?! ახლა აქ იყოს.
ახლა ეს ალექსანდრე აქ რომ არის, საქონელთან, აქ საქონელს [გვერდით] რომ უდგას (=უვლის) ისე, ატყდა ელვა-გრგვინვა, ამბავი, საქმე, სასწაული და ის მოვიდა, დევი, მოიტაცა ეს კაცი და (+იქით) წაიყვანა; დევმა მოიტაცა და (+იქით) წაიყვანა და მიიყვანა სახლში. დედა ჰყოლია ამ დევს. [დევმა] დაკლა ერთი მოზვერი. ამას თუ არ შეჭამო, თავს მოგაჭრიო, უთხრა. ერთი ხარი შეჭამეო და... დედამ შეხედა, დევის დედაა, მაგრამ ამაზე (=ბიჭზე) უკეთესს კაცი რას ნახავს! ეს არ იცის თავისი შვილის ამბავი, თავს რომ მოაჭამს. ამ ძაღლებს ვაჭმევო ამ ხორცსო და ამ ბავშვს გადავარჩენო იმას, სიკვდილსო და ეს (=დევი) იქეთ [რომ] წავიდა ამდენ ხანს, [დედამ] ძაღლებს დაუყარა ეს ხორცი და ძვალიც არ დაუტოვებიათ ამ ძაღლებს, მგელი[ვით] ძაღლები ჰყავდა და ძვალიც [შეჭამეს]. მოვიდა და შეჭამაო? _ [იკითხა]. შეჭამაო, უთხრა დედამ, შეჭამაო ჩემო შვილოო, ეს. გაჩერდა ეს ახლა აქ და მან უთხრა, შვილო, რა გაჩუქოო რომ გეტყვის, მაშინ უთხარი, `თარმუმულე“ (=მთავარი მამალი) მაჩუქეო, უთხარიო.
_ რაო?
_ თარმუმულე, თარმუმულე მაჩუქეო უთხარიო, რა გაჩუქო რომ გკითხავსო, მაშინ.
_ და რა გაჩუქოო, უთხრა, ამდენი შეგიჭამიაო?
_ თარმუმულე მაჩუქეო.
_ ეს შენ რომ გითხრა ის, ქვად გადაქცეულიყოსო, იმან (=დევმა) უთხრა და წუთზე მცირე დროში დედაც ქვად იქცა.
ეს თარმუმულე აჩუქეს, მაგრამ თარმუმულე სად არის, კაცი არ არის (=არ ჩანს), კაცო, რის თარმუმულე. წამოვიდა ეს
[127]აქეთ და სად არის თარმუმულე?! მიდის გზაზე და თარმუმულე აგერ ვარო, რაღაცა ეუბნება, აგერ ვარო თარმუმულე. რა გინდა, რაც გინდა იმას გაგიკეთებო, ეუბნება, კარნახობს რაღაცა. მივიდა, მივიდა ახლოს და ეს ხე მომიგლიჯეო, თარმუმულე. ეს მტვრად აქცია ამ თარმუმულემ აქ უცბად, მტვრად აქცია ეს ძალა. კარგი ახლა. წყალი არაა აქ, წყალი, ამ მთაში. აქ ზღვა გააჩინეო. ზღვად იქცა უცებ. ჩააქრე, ჩაქრა. ახლა იცის უკვე ამან, სულელი არაა, რომ ღვთის ძალა არის აქ. ღმერთმა მისცა, იმ ქალმა ისეთი ძალა, რომ ღმერთის ძალა არის. მოდის მთვრალი ხალხი და ამას (=კიჭოიას) დაუწყებენ ჯიკავს. აუფ, უჯიკავებენ ამას, ეს გააკეთე, ეს გააკეთეო, მთვრალი ხალხი. თარმუმულე, უთხრა, ჩასხიო ეს მთვრალი ხალხი ზღვაში, ერთი `ყლუპ-ყლუპს“ რომ იძახდნენ ისეო, უთხრა. ჩასხა ზღვაში და `ყლუპ~, `ყლუპ~ [იძახიან]. დიახ და, მთლად არ დაახრჩოო და დააშრო წყალი ამან. დააშრო წყალი და კარგი ახლა.
გავიდა დრო და ხანი, ცოტა დრო და გოგო (=მეფის ასუ ლი) ლაპარაკობს: თავის ჯოგიანად გმორეკეთო, ჯოგიანად, ეს გოგო ლაპარაკობს. ჯოგიანად გამორეკეთო, თავისი მწყემსები, ყველაფერი და მანახეთო, ჩემს მამას რამდენი საქონელი ჰყავსო და ყველაფერი, მწყემსები მანახეთო. მორეკეს საქონელი, ჯოგი, მწყემსები დიახ და, ეს კიჭოია (=ნამდვილი გლეხის შვილი, ახლა მეფის შვილი) ელაპარეკება: ეს ჩხუბს დაგვიწყებსო, ეს გლეხის შვილი არისო და იმაში დავამწყვდიოთო, იმ კაზრამასავით არ ჰქონდათ, გვირაბივით რომ ჰქონდა ვიღაცას, ისეთი ექნებოდა მეფესაც და აქ დაამწყვდიეს ეს გაჭირვებული, ეს. დაამწყვდიეს, ზის აქ და დაიარა ამ გოგომ და ვერ ნახა ეს, ისევ ვერ ნახა. ბოლო დროა ახლა, ასეთი წუთი. ახლა ამანაც ვერ მოითმინა, ბიჭო, თარმუმულეს ძალა აქვს, თარმუმულესგან ძალა აქვს და აქ გათენების დროა ახლა, ეს მთვრალი ხალხი აქ ირევა ისეთი დროა და თარმუმულეო, ეს ისე დაამტვრიეო, თავზე ერთი ქვაც არ დამეფშვნასო, ისე. დაანგრია ეს [თარმუმულემ] და გამოვიდა [ბიჭი] და თარმუმულე, მთვრალი ხალხს ერთი ზღვა ესაჭი-
[129]როებაო, ზღვა ესაჭიროებაო და გაუშვა აქ ზღვა და ცურავს ეს მთვრალი ხალხი იქით-აქეთ და მივიდა ამ გოგოსთან და აჩვენა თავი. ამ გოგოს აჩვენა თავი და ეს კიჭოია დაიჭირეს უცებ; კიჭოია დაიჭირეს და მოიყვანეს. მე ვარო ის ალექსანდრეო, უთხრა, ეს კიჭოიაა, ამ მამას ელაპარაკება, იმ მამას ელაპარაკება: ეს იყოო, ასე დაგვემართა, ასე დაგვემართაო და ეს უთხრაო ამანო და რასაც მჩაგრავდაო, ეს მჩაგრავდაო.
ეს კიჭოია თავის გზაზე გაუშვეს და ახლა როგორაა საქმე. ახლა მეფედ დასვეს ეს უკვე, ეს კაცი. მეფედ დასვეს და მეორე სახელმწიფოში არის ლუდუკი, მეორე სახელმწიფოში ლუდუკი არის მეფე. ამან მეგობრობა გააკეთა ამასთან, მეგობრობა აქვს ამ კაცს, დიახ.
ფალავნებს ხომ აჯიბრებდნენ ძველად თურმე ერთმანეთს, ფალავნებს. ხო, ფალავნებს აჯიბრებდნენ ერთმანეთს და ვინც მოიგებდა, ის იყო ძლიერი, ის მეფე იყო ძლიერი და, დიახ და, ამ ფალავნებს აჯიბრებენ ერთმანეთს და ლუდუკმა იცის ამის ძალა, გაენდო უკვე ლუდუკი ამას, ამის ძალა იცის და ვაგებო, სახელმწიფოს ვაგებო და დამეხმარეო, ეუბნება ალექსანდრეს, დამეხმარეო და... წავიდნენ, მივიდნენ აქ. შეიბნენ ფალავნები, მივიდნენ ერთიმეორესთან იმ სახელმწიფოს [ფალავნები], მეორე, მესამე სახელმწიფოდან რომ არის ვიღაცა ფალავანი და ელაპარაკება... ასწია და დასცა მიწაზე, ეს ხერხები არ იყო მაშინ, კი იცი. ვინც მაგრად მოიქნევდა და მიწაში ჩააფლობდა, ის იყო [გამარჯვებული]. მოიქნია და ლუდუკის იმას (=ფალავანს) მივარდა ის კაცი და წელამდე ჩაუსვა [მიწაში] იმ თავის მეგობარ კაცს მისი ფალავანი. ერთი დაარტყა, წელამდე ჩასვა. ამანაც, ეს კარგი [ფალავანი] ყოფილა, დაარტყა, მაგრამ წელამდე ვერ მივიდა, ამ მუხლებამდე. მეორე, ახლა იმის ჯერი არაა, იმისი, იმ მოწინააღმდეგის ჯერი რომ არის, ასწია ეს, დიახ და, თითქმის რა, აი, იღლიამდე მივიდა. თარმუმულეო, უთხრა [ალექსანდრემ], თავამდე ჩასვიო ის, თავი უჩანდესო მას, მეტი არ იყოსო, უთხრა. თარმუმულემ მისცა ძალა და ხორხი უჩანს მარტო, (+და) მეტი არ არის
[131]და ამოშვერილი აქვს ამ ფალავანს თავი. მოვაჭრაო თავი, თუ როგორო, მოვაჭრაო თუ არა? მისცეს უფლება, რომ არ მოვაჭრათ, იყოს ცოცხალი კაცი, დიახ, მაგრამ იმ სახელმწიფოს მეფემ მოიგო, ლუდუკმა, ამის მეშვეობით, ალექსანდრეს მეშვეობით. დაბრუნდნენ აქეთ, მოვიდნენ სახლში; ალექსანდრემ და თავისმა 5. მეუღლემ იცხოვრეს ბედნიერად და ტკბილად იყვნენ ერთად.
- License
-
CC BY
Link to license
- Citation Suggestion for this Edition
- TextGrid Repository (2025). Lomia, Maia. ალექსანდრე დო კიჭოიას ზღაპარი. Kaukasische Folklore. https://hdl.handle.net/21.11113/4bg09.0