16. სამი ჭკვიანური სიტყვა
ყოფილა, ყოფილა, ყოფილა, ყოფილა და არაფერი ყოფილა. ერთ ქვეყანაში, ერთ სახელმწიფოში, ერთ მხარეს, ერთ სოფელში ყოფილა ერთი ობოლი, ისეთი ღარიბი, ისეთი, რომ ცა და დედამიწას შუა სრულებით არაფერი მოეპოვებოდა. ასე რომ იყო დღეს, ხვალ, ზეგ, ამ კვირას, იმ კვირას, ამ თვეს, იმ თვეს, ჯავრსა და ფიქრში ჩავარდა („შევიდა“); იფიქრა, იფიქრა, იფიქრა და ბოლოს გადაწყვიტა: „ბედის საძებნელად უნდა წავიდეო“. წამოდგა ძალიან ადრე დილით, ღმერთი ახსენა, მარჯვნივ მოტრიალდა და გადავიდა თავის სამოსახლოდან. იარა, იარა, იარა, ცა მოიარა, დედამიწა
მოიარა, ტყე გაირა, ველი გაიარა ბარში იარა, მთაზე იარა, რაც იარა [შეძლებით], იმდენი იარა და რომ გაიხედა, ერთი კარგი შესახედავი კაცი, აქეთ რომ მოდიოდა, დაინახა ამ ბიჭმა. სვლას მოუმატა და იმ კაცს პირდაპირ („ჯიქურ“) წინ დაუხვდა:
—გამარჯობა კარგ ბიჭსო! — უთხრა შემხვედრმა კაცმა, — საით მიდიხარო?
—ღმერთმა გაგიმარჯვოს, ბოტონოო, - მიაგება ბიჭმა, — მე ცოტა რამის საშოვნელად მივდივარო („გეახლებითო“).
—დამიდექი ქირით სამი წლის ვადით და სამ ისეთ ჭკვიანურ სიტყვას გასწავლიო, რომ მომავლისთვისაც („შემდგომისთვისაც“) წაგადგესო, -უთხრა ჭკვიანმა კაცმა. ბიჭმა თანხმობა უთხრა და გაჰყვა.
ერთ წელიწადს რომ ემსახურა, ჭკვიანმა კაცმა ბიჭს ასწავლა: „რაც კი ეზოს გარეთ ნახოო, ეზოში შემოაგდეო“. მეორე წელიწადმა რომ გაიარა, კიდევ უთხრა ბიჭს: „დიდი („ძალიან“) სურვილით თუ არ გთხოვს, ისე კაცს ნურაფერს ნუ ათხოვებო“. გაიარა მესამე წელმაც და დამთავრებისას, [ბიჭის] გაშვების ჟამს, ჭკვიანმა კაცმა ბიჭი მოიხმო („მოიწვია“) და ასე დაარიგა: „ქალს საიდუმლოს („სანამუსოს“) ნუ ეტყვიო“. გამოეთხოვა, დალოცა და სახლში გაუშვა. წამოვიდა ეს ბიჭი, იარა, იარა, დღე იარა, ღამე იარა, ზღვა და ხმელეთი ("მიწა და წყალი“) მოიარა და თავის სახლში
(„სამოსახლოში“) მოვიდა, დასახლებას ხელი მოჰკიდა, ეზო შემოღობა და, როგორც ნასწავლი ჰქონდა, ისე, რასაც ეზოს გარეთ ნახავს, ყველაფერს ეზოში შეყრის. ერთ დილას წზო გაიარა და რომ მიდის, წითელი გველი დაინახა: გაახსენდა ჭკვიანი კაცის ნასწავლი და ეს გველიც ეზოში გადააგდო. რომ გავიდა ერთი კვირა, ამ ბიჭმა თავის ეზოში, სადაც ეს გველი
დააგდო, იმ ადგილას ბევრი ხვითოები (!) რომ დაედო გველს, [ეს] დაინახა. რა საკვირველია, ბიჭს ძალიან გაუხარდა ეს ამბავი. ხვითოები კალთაშმი ჩაიყარა, გველიც აიყვანა და სახლში საბუდარში ჩასვა. გველი ყოველ [227] დღე თითო ხვითოს უდებდა („უშობდა“). აშენდა („გაკეთდა“) ეს ბიჭი, გამდიდრდა, ქარვასლა („ოდასარაია“) დაიდგა, ცოლიც მოიყვანა და დიდკაცურ ცხოვრებას ეწია („შევიდა“). ეს გველი დღეს რომ არ უცდენს, ისე დებს და დებს ხვითოებს და ბიჭიც უფრო და უფრო იძენს ქონებას („მატულობს“) და ხარობს.
ერთ დღეს ცოლმა ჰკითხა ქმარს:
—კაცო („ბიჭო“), ასე ზღაპრულად რამ აგაშენ–გაგამდიდრა ("გაგაკეთა“), რამ აგავსო, როცა შენნაირი ღატაკი ქვეყანაზე არავინ მოიძებნებოდა?
—რა-და, ღმერთმა ამაშენ-გამამდიდრაო, – უთხრა ბიჭმა, და თავისი საიდუმლო არ გასცა („არ გამოაჩინა“), იმიტომ რომ ჭკვიანი კაცისგან იყო დარიგებული, მაგრამ ცოლმა საშველი არ მისცა: დღე და ღამე ეკითხებოდა „რამ აგაშენა, რამ გაგამდიდრა, რომ არ მითხრა არა და არ იქნებაო, ("არ იქნება და არ იქნებაო“). არაფერმა არ უშველა, არაფერი არ გაუვიდა ამ ბიჭს. მოთმინება რომ გაუწყდა, არ ათქმევინა გველის ამბავი ამ ცოლმა?! რადგან უსაშველო იქნა, წაიყვანა ამ ბიჭმა ცოლი და იმ ხვითოს მდებელი გველი ანახვა. ეს რატომ მოხდაო და გველმა ხვითოს დადება მიატოვა და ამ ბიჭის ქონება, რა თქმა უნდა, კლებას დაადგა და მატება შეუწყდა. ასე რომ არის, ერთი კაცი მოვიდა და ამ ბიჭს დანა სთხოვა. მას [ბიჭს] რა თქმა უნდა („ღმერთმანი“), ჯავრით და ფიქრით დალეული ("მკვდარი“) რომ იყო, ჭკვიანი კაცის ნასწავლი როდი გაახსენდა და დანა ქე ათხოვა. შენს მტერს მოსვლოდეს, იქ რომ იქნა. თურმე ის საძაგელი კაცი ქურდი არ ყოფილა?! როგორც კი დანა იხელთა, წავიდა ერთ ოჯახში, შევიდა საძარცვავად, იქ ერთ მძინარე კაცს დანა ჩასცა მუცელში, მოკლა, დანაც მუცელში ჩატოვა და სახლი გაძარცვა.
მერე შეიქმნა ერთი კივილი, ძებნა და, დანა რომ ნახეს მოკლული და გაძარცვული კაცის მუცელში, ეს დანა ამ ბიჭისა აღმოჩნდა („შეიქმნა“). რა საკვირველია, ამ ბიჭს მიაგნეს („მიაკვლიეს“) დაიჭირეს, ყველაფერი ჩამოართვეს („ყველაფრისგან გასცალეს”) და როგორც ქურდს შეეფერება („უნდა“), ისე მოექცნენ. ასე დაემართა იმ ბედკრულ ბიჭს, რომელმაც ჭკვიანი კაცის დარიგება დაივიწყა („დარიგებას გადასცთა“).
- License
-
CC BY
Link to license
- Citation Suggestion for this Edition
- TextGrid Repository (2025). Danelia, Korneli. 16. სამი ჭკვიანური სიტყვა. Kaukasische Folklore. https://hdl.handle.net/21.11113/4bg0n.0