4. მეფე მუზარბიი
Metadaten aus teiHeader
- cc_xmf_kat_9
Text-ID:
Typ-Index: (Link zum Schema)
⚠ Vorurteile im Märchen: (Link zum Schema)
Digitale Quelle:
ყოფილაო, მეფე მუზარბიი. ერთი ქალიშვილის მეტი არავინ ჰყოლია. ედგა თურმე დიდი ციხე-კოშკი, საიდანაც ყოველ საღამოს ხმამაღლა უნდა გადაეძახა თავის სამფლობელოსთვის, რომ დაეშინებინა დევები, რომლებიც თავს ესხმოდნენ ამ ხელმწიფის სამფლობელოს ხალხს და ანადგურებდნენ („გლეჯდნენ“). მუზარბიი თუ გადასძახებდა კოშკიდან, იმ ღამეს დევები ვერ შებედავდნენ (შესვლას) მის სამფლობელოში ხალხის დასაგლეჯად. ამნაირად ღამით მუზარბიი თავისი ყვირილით იცავდა, სანამდე მისი ხმა მისწვდებოდა, თავის სამფლობელოს. დღისით დაჰქონდა თავისი მშვილდი და ისარი. სადმე თუ შეეფედებოდა დევი, თავს წააცლიდა, როგორც ჭლაკვს. |
მუზარბიის ჰყავდა ცოლი, რომელსაც მოსწონდა ("გული უთქუმიდა“) ყველაზე უფროსი თორმეტთავიანი კაჟინდემი. ამასობაში მუზარბიის სიკვდილმა მოუწია. მუზარბიის სიკვდილი გაუხარდა მის ცოლს, იმიტომ რომ
დიდი ხანი იყო, (რაც) კაჟინდემი მოსწონდა (უყვარდა), მაგრამ აქამდე ვერაფერს იზამდა. რაც ეცადა, ეცადა, მაგრამ თავისი სურვილი ვერ დაფარა თავის ქალიშვილთან. მაინც შეიტყო ამ ქალიშვილმა. რომ მის დედა დევზე (ცოლად) გაყოლა უნდა. ეს ქალი (მუზარბიის ცოლი) თავს ფეხმძიმედ ატყობდა და ამის გამო უცდიდა („უყურებდა“) თავის ქალიშვილს, თორემ თუ ღმერთი იზამდა და შვილი ეყოლებოდა, მერმე მას (ქალიშვილს) როგორ შეხედავდა, გაჰყვებოდა თავის ამორჩეულ ("მიჩენილ“) ქმარს. ისიც უნდა ვთქვათ, -ამ ქალს როცა შვილი შეეძინებოდა, ვინმესთვის („კაცისთვის“) მისი დანახვება არ უნდოდა, ის მალულად უნდოდა გაექრო. ინბეა ღმერთმა და მისმა ქალიშვილმა გაიგო („იცნო“), თუ როგორ არ უნდოდა დედამისს თავისი ორსულობა ვინმეს გაეგო. შვილმა უთხრა დედას:
—ღმერთი გაგვიწყრა და ესაა; აწი რა საჭიროა („რას აკეთებს") ჩვენ (აქ) ვიყოთ? დღეს—ხვალ მაინც შეგვჭამენ დევები უმამოდ, სჯობია წავიდეთ მთაში და ჩვენი მოკლე ხანი იქ გაგატაროთ („წავიღოთ“).
დედამ ეს სულ არ გაიკარა. უთხრა, რომ:
-მე მაინც აწი მოხუცი ვარ, გინდა დევმა წამიყვანოს, გინდა სიკვდილმა, ჩემთვის ყგელაფერი სულ ერთია. შენ, შვილო, რაც გინდა, ის ჰქენი, მე აწი სად ვათრიო ჩემი ბებერი თავი, ნანა!
—არ შეიძლება, არ წახვიდე,–უთხრა შვილმა,-ამ წუთას გამოეწყვე და გამომყევი, სადაც მე წავალ, თორემ აქვე მენს წინ თავს მოვიკლავ.
დედას გაუკვირდა შვილის ამნაირი ლაპარაკი. გამოეწყვნენ და წავიდნენ მთაში. ბარგ–ნივთები ყველაფერი იქ დატოვეს იმის მეტი, რისი წაღებაც შეეძლოთ. მთაში იპოვეს ერთი მღვიმე და იქ დაბარგდნენ. ეს ქნეს მალულად; დედა და შვილი სად წავიდნენ, არავინ არ იცოდა. გლეჯდნენ ტკბილ ბალახს ("ჭაფურია“-ს), გააფენდნენ კლდეზე, ახმობდნენ და იმით ცხოვრობდნენ. გავიდა დრო („დღე") და ხანი. ერთხელ დილით ამ ქალის გოგო წავიდა ბალახის მოსაგროვებლად („მოსაწყვეტად“). ცოტა ხანს იქ დარჩა. ამასობაში დედას მუცელი ეძრა, შეეძინა შვილი–ნახევარი ოქრო და ნახვვარი ვერცხლი. ეს ქალი იმდენს ეცადა, რომ აიყვანა შვილი და დიდ ქვას ქვეშ ამოსდო. ქალიშვილი, როგორც კი მოვიდა, მაშინვე მიხვდა, რაც მოხდა მის არყოფნისას („მის უკან“) და უთხრა დედას:
-რაა, ფერი რომ დაკარგული გაქვს, მითხარი, თორემ შენს წინ თავს მოვიკლავო.
— რა მომივიდოდა, შვილო? ერთი გლახა ბავშვი დამებადა და ეგერ ქვის ქვეშ დავმარხეო.
ქალიშვილი მივარდა ("მიახტა“) ქვას, ასწია და გამოიყვანა ბიჭი –ნახევარი ოქრო და ნახევარი ვერცხლი. ამ ქალიშვილს სიხარულით ცა ქუდად მიაჩნია და დედამიწა ქალამნად. თქვა: „ე რაც არის, ღმრთის წყალობა არისო“.
ბიჭია, მაგრამ რა ბიჭია: დღევანდელზე უკეთესი ხვალ არის, ხვალისაზე უკეთესი -ზეგ. როგორც მზე, ისე მისი სახე თვალშეუდგამია ("მისი ცხვირისა და პირისათვის არ შეიხედება“). სამი დღისა გასდა და სამი
წლისას ჰგავდა („ზომას იფერებდა“). სიარული დაიწყო. ათი-თორმეტი დღისა გახდა და ნადირობა დაიწყო. აიღებდა ხელჯოხს, ისროდა და ჩიტებს თავს სწყვეტდა. ცოტა ხანი გავიდა და ძმამ უთხრა დას: „გამიკეთე რამე ისეთი, რომ სროლა შემეძლოსო“. დამ მოჭრა წკნელი, გაუკეთა უბრალო („ტყუილი“) მშვილდ-ისარი, ამოიძრო თავიდან თმა, დაგრიხა და მშვილდს გაუბა. ამის შემდეგ ბიჭმა უკვთესად დაიწყო ნადირობა. წავა დილით, საღამოს მოვა ნადირით დატვირთული. ასეთნაირად საჭმელს არ აკლებს დას და დედას. დედას ეს ძალიან („ბევრი“) არ უხარია. როგორც დრო გავიდა, ისე ეს ბიჭი სულ უფრო შორს წავიდა სანადიროდ. საღამო-შებინდებისას დაგვიანება დაიწყო, მაგრამ ჯერ კაცის სამოსახლოსთვის თვალი არ მოუკრავს. ერთ დილას ავარდა ალიონზე, უნდოდა, რომ იმ დღეს ცოტა მეტი („უმეტესი“) ადგილი მოევლო. მიდის ბიჭი და მიადგა ერთ სწორ.ზედაპირიან ბორცვს და რომ გადახედა, დაინახა: დგას სასახლევბი, თავის მამის ციხე·–კოშკი, ცას რომ სწვდება ისეთი, და სხვა რაღცეები. ესენი და ამისთანა მიდღემში არ ჰქონდა ამ ბიჭს ნანახი და გაოცებულია: „რაა, [რომ] ვნახეო“? და ძალიან უნდა შეიტყოს, თუ რა ამბავია, მაგრამ კაცი არ ჰყავს, რომ ჰკითხოს. ის რომ მარტო ჩამოვიდეს მთიდან და ნახოს, ეშინია, იმიტომ რომ აღმოსავლეთისკენ („მზის აღმოსავალისკენ“) მიდის; სახლში თავის დროზე რომ ვერ მიასწროს, და კივილს დაიწყებს. არა-და რა ქნას? -„ჰე”,-თქვა ბიჭმა: „რაც იქნება, ის იქნეს; რა ამბავია იქ, რომ არ ვნახო, არ იქნებაო“. გამოხტა და წავიდა. თვალის დახამხამების სისწრაფით მთიდან ჩამოირბინა ამ ბიჭმა, მივიდა ერთ სახლთან, მაგრამ ვერაფერს ვერ წააწყდა, ასევე მეორესთან. მესამე [სახლში] ნახა, ერთი დედაბერი ზის; უზის დედაბერი კერიას და ვიშვიშებს. შეხედა დედაბერმა, დაინახა, კართან
დგას ვიღაც უნახავი სილამაზის ბიჭი. უთხრა:
-დედა—შვილობას („ნანა“), ვიღაც ქრისტიანის შვილი ხარ, რატომ არის, რომ ასე მოგძულდა თავი? აქ დევები დადიან და წყვეტენ ხალხს. ამ ადგილას ჩემს მეტი კაცი არ დარჩენილა, მეც ხვალ წამიყვანენ. ეს არის ხელმწიფე მუზარიის სახლ–კარი, რომელიც უმემკვიდროდ („უმომყოლოდ“) ამოვარდა-–გადაშენდა. სიკვდილისას ცოლი და ქალიშვილი დაურჩა, მაგრამ ისინიც გადაიკარგნენ ისე, რომ კაცმა არ იცის, სად არიან.
ბიჭმა ახლა ყველაფერი შეიტყო ვინ არის, თუ ვისი შვილია. გაუხარდა აშკარად („ულაპარაკოდ“). დედაბერს გამოჰკითხა, თუ როდის მოდიან დევები, ახტა და წავიდა ახლა სახლში. გზადაგზა ცოტა ნადირი მოკლა და წაიმძღვანა. ვახშმისას ბიჭმა ჰკითხა დედას:
—დედი, ჩვენ საიდან მოვედით, მითხარიო.
დედამ უთხრა:
-ჩვენ არსაიდან არ მოვსულვართ, შვილოო!
დას უნდა, [რომ] უთხრას ძმას ყველაფერი, მაგრამ დედის ეშინია. ბიჭმა არ ჰკითხა დედას სხვა რამე.
მეორე დღეს, როგორც კი ალიონი მოახლოვდა, ავარდა ბიჭი და წავიდა,სადაც გუშინ იყო, იქ. როგორც კი ნახა დედაბერმა, მაშინვე ავარდა და წინ მიეგება ბიჭს; გადაეხვია-გადაკოცნა და მოუთხრო ყველაფერი, რაც ენახა და იცოდა მუზარბიი ხელმწიფეზე. ბიჭმა როგორც კი შეიტყო, რომ თავის მამის მშვილდი და ისარი ციხე–კოშკში იდო, აირბინა და ჩამოიტანა. დედაბერს უთხრა: |
— შენ, როცა დევი მოვა, სადაც ზიხარ, იქ არ გაინძრეო.
თვითონ წავიდა და კარს უკან დაიმალა. კაი ნაშუადღევს („[მზის] გადახრის ჟამს“) ბიჭმა რომ გაიხედა, დაინახა, მოდის დევი და აქცევს ყველაფერს. დევმა მიაღწია კარებამდის და, რომ უნდა გადაყლაპოს დედაბერი, ამ დროს ამ·ბიჭმა მოზიდა ისარი,ჰკრა მძლავრად დევს და მიწაზე გააგორებინა თავი. მოიხმარია დედაბერი და იმდენი ეცადა, მიწაში დაფლა. საბრალო დედაბერს აწი რა უჭირს, ღმერთმა რომ ასეთნაირი გადამრჩენელი გაუჩინა. ბიჭმა მშვილდი და ისარი, თავისი მამის დანატოვარი, იქ დამალა. აიღო თავისი მშვილდი და ისარი და სახლში წავიდა. იქითობისას მოკლა ცორტა ნადირი და სახლში მიიტანა· მეორე დღეს კვლავ წავიდა ეს ბიჭი და ისევ დაუდარაჯდა (იმას), რომელსაც ელოდა დედაბერის ნათქვამით. დედაბერმა უთხრა:
— მეორე დევი მოდისო.
გაიხედა და გაიგონა ამ ბიჭმა დევის ხმა:
– აქით გამოდი, დედაბერო, და მითხარი, საით წავიდა ჩემი ძმა.
დედაბერმა ყური არ ათხოვა. ამ დროს (ბრაზით) გულგამსკდარმა დევმა (რომ) მოაღწია კარამდის და უნდა დედაბერი გადავლაპოს, ბიჭმა ჰკრა მძლავრად მშვილდ-ისარი და თავი წასწყვიტა. მოეხმარნენ ერთმანეთს და ესეც დამარხეს. ასეთნაირად მესამე დღეს მესამე დევიც გააქრო ამ ბიჭმა. ყველაზე უფროსი კაჟინდემი კიდევ დარჩა. ამ კაჟინდემს თორმეტი თავი ედგა. მისი მოკვლა, როგორც ნათქვამი („ლაპარაკი“) იყო, არავის არ შეეძმლო. მეოთხე დღეს ისევ მოვიდა ბიჭი და დაუდარაჯდა ამ მეოთხე დევს: „დღეს გადაწყდება ჩემი ბედი“, ლაპარაკობს ბიჭი. შეზანზარდა მიწა, სახლი, ყველაფერი ერთად. იკითხა ბიჭმა:
—რა ამბავია?
—კაჟინდემი მოდის,–უთხრა დედაბერმა.
მართლაც („დასტურ“) მოდის ეს დევი და მოღრიალებს:
-აქით გამოეთრიე, დედაბერო, და მითხარი, საით წავიდნენ ჩემი ძმები, თორემ მოგკლავ („მეტი არ იქნება შენი ყოფნა“).
დედაბერს არ მოუსმენია. ეს დევი მოვარდა კართან, ფართოდ დააღო ხახა, რომ გადაეყლაპა დედაბერი, მაგრამ ბიჭმა არ დააცალა და მშვილდ—ისრით თორმეტივე თავი წააცალა (!). გაიხედა და, დაინახა ბიჭმა, რომ
თორმეტივე თავი ისევ იზრდება. შემოურბინა, აიღო ისარი და კვლავ თორმეტივე მოსწყვიტა; კვლავ ამოიზარდა, კვლავ მოჰკვეთა. ასე ვერაფერმა უშველა: (ყოველთვის) რომ ჰკვეთს, ყოველთვის იზრდება. ამ დროს მოფრინდა ჭინჭრაქა, კარზე დაფრინდა და დაიწყო ცანცარი: „ნაცარ-ტუტა, ნაცარ-ტუტა“. დაფაცურდა დედაბერი, აიღო კეცი, აფხიკა ნაცარ–ტუტა და, როცა ბიჭმა [დევის] თავები გადაჭრა, ზედ მოაყარა დევს. მერმე თავი არ ამოსულა ("არ ამოზრდილა“). მოეხმარნენ კიდევ ერთმანეთს, დაჭრეს ნაკუწ-ნაკუწად და დამარხეს ესეც.
დედაბერმა უთხრა ბიჭს, რომ ქვეყანაზე მეტი არაფერია საშიმარიო. დედაბერს სიხაულით, რაც შიში უნახავს, ყველაფერი დაავიწყდა: კოცნის ბიჭს, თავს ევლება; რომ გადაკოცნა, ბიჭი, დაღლილი, სახლში წავიდა.
როგორც კი მივიდა, მაშინვე დაწვა. ჰკითხა დამ:
—რა არის, დაღლილი და მოქანცული („ოდნავ“) ხარო?
ბიჭმა იმ დღეს არაფერი არ თქვა. მეორე დღეს უნდოდა, კიდევ გამოეცადა დედა და ჰკითხა:
—ვისი შვილი ვარ, მითხარიო.
დედამ კიდევ დაუმალა. ბოლოს ბიჭმა გაუმჟღავნა („განუცხადა“) დას და დედას: სად იყო ამ ოთხ დღეს და ვინ ნახა; რა ქნა დამ თავი ვერ შეიკავა სიხარულით და უთხრა, რომ:
— შენ ხარ იმ მუზარბიის შვილიო, რომლის მშვილდითა და ისრით დაწყვიტე დევებიო.
დედამ თავი იმართლა ვითომ იმით, რომ არ უნდოდა თავისი შვილი დდევებს შეჰკვდომოდა. ბიჭმა აიყვანა („აიღო“) და, დედა და წამოვიდა გახარებული თავის მამის სახლკარში. მზე რომ ამოვიდა, თავის მამასავით ავიდა კოშკის თავზე და ისეთი დაიყვირა, რომ ვარსკვლავები შეაზანზარა („შეარხია“). ეს რომ გაიგონა ხალხმა, გაუკვირდათ? რა ამბავია ესო და თქვეს:
„მუზარბიის რა ააყენებდა, თუ არა და ვინ უნდა მოსულიყო მის მაგივრადო"?!
მეორე დღეს შეატყობინეს ერთმანეთს, ვინც ზევით სახლობდა,ანდა მიწურში („მიწაში“) იჯდა, ყვვლანი შეგროვდნენ და წავიდნენ სახლ–კარისკენ, რომ შეეტყოთ, თუ ვინ მოვიდა. როცა შეიტყვეს, რომ მუზარბიის
შვილი მოვიდაო და დევები ყველა გააქროო, სიხარულით მიწაზე ფეხი არ ედგათ. მიულოცეს მუზარბიის შვილს ხელმწიფობა და გახარებულები დაიშალნენ თავ—თავის სახლში.
ამ ბიჭის დედას სრულებით არ გახარებია კაჟინდემის მოკვლა. როცა შეიტყო, სად ემარხა კაჟინდემი, ყოველ დილით მიდიოდა ეს ქალი და აფსამდა ზედ დევს· მესამე დღეს წყალს ასხაძს [და,] გაიგონა მიწის ქვეშ ლაპარაკი: |
—ვინ ქრისტიანი ხარ, წყალს რომ მასხამ, არ შეიძლება, რომ ერთი მუჭა („ცალი ხელი“) მიწა მომაშორო („გადამიცოცხო“)?
ქალმა მართლა რომ მოაშორა ფხვიერი მიწა; ამ დროს გაიხსნა მიწა და ამოვიდა დევი. ამ ქალმა დევი ბუზად („მწერად“) აქცია და კიდობანში ჩაკეტა. ცოტა ხანი რომ გავიდა, დედამ მოუტანა შვილს ცერა თითის სიმსხო წუღები და უთხრა:
—შენ არა ხარ მამაშენისთანა კაცი: შენს მამას ეცვა აი, ამნაირი წუღებიო.
ბიჭს ეწყინა, როგორ, მე ჩემი მამისნაირი არ ვყოფილვარო, გამოართვა წუღა („ჩაფულა“), „ჩავიცვამო“ და გაანძრია („დაგრიხა“) ფეხი და ქე არ მოიტეხა მარჯვენა ფეხი?! დედა მიახტა კიდობანს და ამოუშვა ბუზი. ბუზი დევად იქცა და ეცა ბიჭს. ორივენი შეიბნენ; რომ ერკინებიან, აიღო ამ ბიჭმა დევი, ცალ ფეხზე რომ დგას ისე, და ჩაასო, როგორც ბოძი მიწაში, მუხლამდე. ხედავს დედა, რომ აგერ-აგერ აჯობებს ბიჭი დევს, მივიდა და ფეტვი დაუყარა თავის შვილს ფეხქვეშ. მოუბრუნდა ეს დევი ამ ბიჭს და წააქცია; დაადგა („დააბიჯა“) მკერდზე ფეხი და ლუკმა-ლუკმად დაწეწა. დედა და ეს კაჟინდემი ზევით წავიდნენ ციხე-კოშკისკენ. ჩამოვიდა და, დაინახა, რომ თავისი ძმა აბედივით გაწეწილი ძევს. აკრიბა ელვის სისწრაფით, ტომარაში ჩაყარა და გაიქცა ისევ იმ მთისკენ, სადაც უწინ იყო. როგორც კი მივიდა მღვიმეში, მაშინვე თავის ძმის ნაკუწები დააწყო და სამ დღე და ღამეს იქვე უჯდა, დასტიროდა და ცრემლებით („ცრემლის ქვეშ“) ღმერთს ევედრებოდა. მესამე დღეს შეინძრა ბიჭი და გაიღვიძა მძინარე კაცივით, ძმამ უთხრა დას:
-ახლა მე წავალ სახლში და ცოტა ხნის შემდეგ შენ გამომყევიო. დამ დაუჯერა. ეს ბიჭი სახლში მივიდა მალულად და უთხრა დედაბერს:
-შენ გაიქეცი და იყვირე: „მუზარბიი ამდგარა: მუზარბიი ამდგარა“!
მოხუცმა ქალმა დაუჯერა და გამოვარდა გართ ყვირილით. ცოლმა და ქმარმა როგორც კი გაიგონეს ამგვარი ძახილი, მაშინვე გავარდნენ გარეთ. ამასობაში („ამდენ ხანს“) ეს ბიჭი ახტა კოშკზე; გამოარბენინა მშვილდი
და ისარი, მოარტვყა შენს კაჟინდემს და თორმეტივე თავი წააცალა (!). შემოურბინა დედაბერმა და ნაცარი მოაბნია დევს თავზე. მოუბრუნდა ეს ბიჭი და ლუკმა–ლუკმად აკუწა დევი, დაანთო უშველებელი ცეცხლი და დაწვა, ნაცარტუტად აქცია. დაც მოვიდა. (ის) ძალიან გაუხარდა, როცა დაინახა თავისი ძმა გამარჯგებული. როგორც კი შეიტყო, დევი რომ მოკლეს, დედა კოშკში ზვვით გაიქცა და იქ თავი ჩაიკეტა. ადრე ამ ბიჭს უთხრეს მისმა დამ და ამ დედაბერმა:
— აქამდე სალაპარაკოდ ვერ შემოგბედეთო, თორემო მამაშენს ჰყავდა რაშიო, რომელიც ახლა ამა და ამ გვირაბში აბიაო. თუ ამ რაშზე შეძელი დაჯდომა, არაფერს გაგიჭირვებსო.
მუზარბიის მემკვიდრემ („მიმყოლმა“) მამინათვე გამოიყვანა რაში და ზედ მოაფრინდა როგორც ჩიტი. რაში ავარდა და უნდოდა ცაზე მიესრისა მხედარი („მჯდომარე“), მაგრამ ბიჭი მუცელზე მოევლო, რაშს უნდოდა მიწაზე დაესრისა, ბიჭი გვერდზე („ფერდზე“) ჩააფრინდა, მთაზე მისრესა რომ მოუნდომა, მეორე გვერდზე მიაჯდა ეს ბიჭი. ამგვარად, ვერაფერი ვერ უქნა რაშმა ამ ბიჭს. ბოლოს ბიჭმა თმით გამოათრია თავისი დედა, რაშის კუდზე მიაბა და იქვე ("იქ-იქ“) მიაგლიჯა.
ჩემი ზღაპარი („არაკი“) გავათავე. წუხელ იქ ვიყავი, დღეს აქ მოვედი, სამი ვაშლი, სამი ბროწეული, ღმერთმა ნუ მოგიშალოთ. თქვენი ხელით მოწეული.
- Rechtsinhaber*in
- Dadunashvili, Elguja
- Zitationsvorschlag für dieses Objekt
- TextGrid Repository (2025). Mingrelische Folklore. 4. მეფე მუზარბიი. 4. მეფე მუზარბიი. Kaukasische Folklore. Dadunashvili, Elguja. https://hdl.handle.net/21.11113/4bg1g.0