11. ალიშქერქოუს ზღაპარი

იყო ერთი მდიდარი კაცი. ჰყავდა ორი ვაჟიშვილი. მოხუცებულობის ჟამს, როცა ავად გახდა და სიკვდილის პირას მივიდა („სიკვდილს მიადგა“), მოიხმო თავისი ორივე შვილი და (თავისი) ორსულად („შეუძლო“) რომ იყო ის ცოლი, უთხრა თავის ბიჭებს:

—თქვგენ, შვილებო, ქე ხედავთ, მე რომ ვკვდები და თქვენი დედა ორსულად რომ არის: მას დაებადება გაჟიშვილი, რომელსაც თქვენ უნდა დაარქვათ სახელად ალიშქერქოუ. აი ის შვილი იქნება სწორედ კარგი გულადი ვაჟკაცი, რომელიც (თქვენ ის) თუ დაგიცაგთ, თორემ თქვენ ვერაფერს ვერ იზამთ. თქვენ, იცოდეთ, ჩემი რაშები არ გაუშვათ მის დაბადებამდის და მის გაზრდამდის, თორემ თქვენ იმ რაშებს ვერ მოძებნით და თქვენც მათ უკან დაიკარგებით. მამა მოკვდა. როგორც საჭირო იყო, ისე [161]

მამა დაიტირეს და დაკრძალეს. შვილებმა თქვეს:

—ის ჩვენი მამა როგორი სულელი კაცი ყოფილა! რაა, რომ თქვა?! „მუცელში რომ ბავშვი ზის, ის» დაიბადებაო, ის გაიზრდებაო. მერე რაშები გაუშვითო“. ეს არ არის სასაცილო? მანამდე („ამდენ ხანს“) რაშები დავაბათ და ბალახი უნდა ვუზიდოთ მათ, მათ ბალახს შევაკვდეთ; ამას არ სჯობია, რომ რაშები გავდენოთ ტყეში, იბალახებენ თაგისთვის და, როცა წავეყრებით, მაშინ დავიჭიროთ და მოვიყვანოთო!

გადენეს რაშები გაგიდა ერთი-ორი კვირა წავიდნ საძებრად. ეძებეს, ეძებეს, იარეს, მაგრამ ვერაფერი ნახეს და მათაც მხარი ექცათ და ტყეში ჩარჩნენ.

გავიდა ბევრი ხანი. დედას ბავშვი დაებადა. ბავშვი გაიზარდა, კარგი ბიჭი დადგა. ნადირობა უყვარდა, ნადირობდა მშვილდ-ისრით, დედა შვილს არ ეუბნება, ძმები ჰყავდა თუ არა; ამ ბიჭმა არაფერი არ იცის. დედა ყველას ხვეწნით აბარებს: -არიქა; მიშველეთ; ჩემი ბიჭის ყურში ეს არავინ ჩაუშვას თორემ ის ისეთი შვილია, არ დამიჯერებს ნათქვამს,გადავარდება ძმების საძებნელად და [განა] არ შეიძლება, რომ ისიც დამეკარგოს? მერე მე დავრჩები მთლად ძაღლის შესაჭმელად!

ერთ დღეს ეს ბიჭი ზის ახლო [მდებარე] პატარა დუქანში. ნახა ერთი ქალი, რომელსაც წყლით სავსე კოკა მხარზე ედგა. უთხრა თავის ამხანაგებს:

- მოდით, დამენაძლევეთო, მე თუ ის კოკა მის მხრებზე შევძლო დავფშვნაო!

ამხანაგებმა უთხრეს: — ამ სიშორიდან ისარი კაცს არასოდეს არ მოუხვედრებიაო და შენ (ხარო) შეძლებ მოხვედრებასო?

დაენაძლევნენ ერთმანეთს. ბჭმა ისარი ისროლა, კოკა მხრებზე დააფშვნა. ქალს წყალი დაესხა, დასველდა და დაიკივლა:

—ნენა, შენ ხარო ალიშქერქოუ?! შენი ძმებივით შენც გადაკარგულიყოო!

ბიჭი გაშეშდა; არ იცის, რა თქვას? იმიტომ რომ, თუ ძმები ჰყავდა, არ იცოდა კრინტი არ დაუძრავს, ისე სახლში მოვიდა. დედას უთხრა: —ერთი საჭმელი მაჭამეო!

დედამ გამოუგზავნა – ცეცხლზე გამითბეო საჭმელი; თორემ ცივ („გრილ") საჭმელს რა მაჭმევსო.

დედამ ცეცხლზე საჭმელი შედგა („დააწყო “). ამ დროს შვილმა ხელი დაუჭირა და ცეცხლს მიუშვირა. ცეცხლით დედას ხელი დაეწვა.

—რატომაა, შვილო, ამას რომ მიშვრები? რა დანაშაული (,ბრალი“) მაქვსო?

შვილმა უთხრა: – მითხარი მართალი: მე ძმები მყავდა?

დედა დიდ ხანს უარზე იყო, მაგრამ არაფერი გაუვიდა და ბოლოს უთხრა:

-კი, შვილო, ორი ძმა („ძმები“) გყავდა, როცა შენი მამა კვდებოდა [163] („მოკვდა“), მაშინ დაუბარა მათ: —„თქვენო რაშები არ გაუშვათო, (+ამ), მუცელში რომ ზის, იმ ბავშვის დაბადებამდეო (ეს უთხრა შენი გულისთვის!), თორემო თქვენ რაშებს ვერ მოძებნითო: თქვენც მათთან („მათ უკან") დაიკარგებითო“. მათ არ დაიჯერეს მამის ნათქვამი, შენს დაბადებას არ დაუცადეს („არ უყურეს“) და რაშები სააძოვრად გარეკეს. ერთი–ორი კვირის შემდეგ რაშების საძებნად წავიდნენ იმ ჟამიდან („ჟამის შემდეგ“) მათი კვალი („ნაქუსლი“) არა ჩანს. მე შენ ამას იმიტომ გიმალავდი ("გიფარავდი"), შენ სხვანაირი შვილი ხარ. მეშინოდა, შენც რომ წასულიყავი მათ საძებნად. შენც რომ დამკარგვოდი, მერე მე რა უნდა მექნა, ვის უნდა ვერჩინე ("დავეპურებინე")?

ეს როცა გაიგო, ალიშქერქოუს გული მოუვიდა ძალიან დედაზე: „რატომ არ მითხრაო-და“.

—მეო ახლა, ჩემო დედაო, უნდა წავიდე ("გადავიდე“) მათ საძებნადო: ისინი უნდა მოვძებნო, ისე ვერ დავბრუნდებიო!

წავიდა ბიჭი, თავის რაშზე შეჯდა და თავისი მშვილდი და ისარი მხარზე რომ ჰკიდია, ისე. დიდი ხნის საგზალიც წაიღო და გადავიდა ძმების საძებნად. იარა ერთი, ორი, სამი დღე და გავიდა ერთ ფართო მინდორზე, სადაც გაიგონა რაღაც დიდი რახუნი. გაუკვირდა ძალიან („დიდი“): —სამი დღეა მოვდივარ და კაცი არ მინახავსო!“ მიუახლოვდა (+ახლოს). ნახა საკვირველი („სამაგალითო“) საქმე: ერთი კაცი ზის მინდორში მარტო, დიდი ცეცხლი უნთია, პირით მას უბერავს და რკინა გასახურებლად უძევს ცეცხლში, ერთი ხელით გახურებულ რკინას აიღებს, მუხლი გრდემლად აქვს და ერთი ხელი ჩაქუჩად (+მალატოკად). ამ გახურებულ რკინას მუხლზე იჭედავს.

გაუკვირდა ბიჭს, მივიდა გაკგირვებულად და გამარჯობა უთხრა: „–ოხ, რა სასწაული („საარაკო“) ვნახე კიდევო! ან ხელები რატომ არ ეწვის და ან მუხლიო, ამგვარად გახურებულ შანთს რომ იჭედავსო?“. ·

დაჯდა აქ, ამოიღო თავისი საგზალი, მიიპატიჟა მჭედელიც. ერთად დაიწყეს საჭმლის ჭამა. ჰკითხა მჭედელმა: —ბიჭო, შენ საიდან მოდიხარო,ან რას ეძებო („მისდევო“)?

ბიჭმა უამბო ყველაფერი, რაც მისმა მამამ სიკვდილის დროს დაიბარა. მჭედელმა უთხრა: —ბიჭო, შენ რით (+არის) შეგიძლია მოძებნა იმ შენიძმების? [განა] არ შეიძლება; ორი, სამი წელი მოუნდე მაგას? ამდენ ხანს შენ რაშს არ შეუძლია იაროს და ქე შემოგაკვდება. იმას სჯობია, შენს სახლში დაბრუნდე, თორემ შენც იმგვარ ადგილს ("მიწაზე“) ჩარჩები, შენც კიდევ ისეე დაიკარგები. მაშინ (+არის) შენს დედას მთლად ცეცხლი მოეკიდება.

ბიჭმა უთხრა: —მე თუ დავიკარგები, გადავყვები ჩემს ძმებს და არა ვინმე სხვას!

მჭედელმა უთხრა მაშინ: -- ბიჭო, შენი რაში არაფერს გიშველის და დამიჯერე: აქ, ამ მინდორში, დადის ერთი ჭაკი ცხენი. ის ყოველ წელს [165] ფაშატს იგებს („დასცემს“), მაგრამ სულ ტურები სტაცებენ, ახლა ის ცხენი მაკე არის. ის კვიც ფაშატს მოიგებს, თუ იმის დაცვა შეძელი, ას წელს რომ აჯდე, მაინც გატარებს.

ბიჭმა უთხრა: -ტურებს კი არა ეშმაკებს არ დავანებებ ფამატს, ის თუ ისეთი („იმ რიგის“) იქნებაო.

მჭედელმა იმედი მისცა, მაგრამ უთხრა: —რით შეგიძლია შენ ფაშატი მომწყემსოო?

ბიჭმა გაიცინა: —მეო, სანამ მაქვს ჩემი მშვილდი და ისარი, მას მოვმწყემსავო.

მჭედელმა უთხრა: – შენს ისარს რა შეუძლიაო? ესროლე, აბა, იმ ხეს, თუ შეუძლია [ის] მოთხართსო.

ბიჭმა ესროლა თავისი ისარი, მაგრამ ნაფჩხვენ-ნაფჩხვენივით იქ მიეფშვნა.

მჭედემა გაიცინა: -ამას არ იყო, მე შენ გელააპარაკებოდიო?

ოღონდ კაცი სირცხვილის გამო არ კვდება თურმე („მონაკუდავა“ ), თორემ ალიშქერქოუ კინაღამ სირცხვილით მოკვდა: –უიმე, აწი რა მეშველებაო, ისარი რომ გამიტყდაო?

მჭედელმა გაიცინა: —მე რისი მოხელე ვარო? ისარიც თუ არ შემიძლია გამოვჭედო, აბა, რისი მჭედელი ვარო?

-ეს შენ თუ შეგიძლია გამოჭედო, მომეშველე ("მომეხმარე"), შენი ჭირიმე, ერთი კარგი, მაგარი ისარი გამომიჭედეო.

მჭედელი დაჰპირდა და შეუსრულა ალიშქერქოუს მისი თხოვნა: გაუკეთა ისეთი („იმ რიგის“) ისარი, რომელიც იყო წონით ოც და ხუთი ფუთი. დააკავებინა ხელში და უთხრა: -აწი შეგიძლიაო, მომწყემსო ამ ისრის

იმედით ის ფაშატიო.

ბიჭი წავიდა ცხენის მოსაძიებლად, მაგრამ ვერ ნახა; მოვიდა მჭედელთან, ჰკითხა: -სად წავიდოდაო ის ცხენი? ამ მინდორში არ ჩანსო („არ იპოვებაო").

მჭედელმა იყურა, იყურა, დაფიქრდა და უთხრა: — მესამე მთის იქით არისო კარგი წყალი, იმის სასმელად წასულაო. ერთ სამ დღეში მოვაო.

მეოთხე დრეს, დილას ალიშქერქოუ წავიდა, ცხენი ნახა. მოვიდა მჭედელთან და უთხრა: —ცხენი აგერ გამოჩერჩეტებული დგას, მაგრამ ჯერ მომგებს არაფერი უგაგსო.

მჭედელმა უთხრა: –ცოტა ხანს მოითმინეო ერთი თხუთმეტ [რიცხვამდე] ფაშატს მოიგებსო.

ბიჭმა უცადა ("უყურა") თხუთმეტი [დღის] შემდეგ წავიდა ცხენის მოსაძიებლად, მაგრამ ვერ ნახა, მოვიდა, მჭედელს უთხრა: -ცხენი სულ არ ჩანსო.

-უჰ, ღმერთო ჩემო, ის ზღვაზე წასულაო, მალე მოვაო.

მართლა („დასტურ“), მეორე დღეს ცხენი მთლად ახლოს მოვიდა [167] მჭედელსა და ბიჭთან· დააკვირდნენ ორივენი და შენიშნეს, რომ („როგორ“) ცხენი დღეს ფაშატს მოიგებს, ბიჭი მზად არის ფაშატის მოსამწყემსად. მზე ჩასასვლელად რომ მივიდა, ცხენი წვება და ფაშატის მოგებას აპირებს. ცხენმა ფაშატი მოიგო. გაჩნდნენ ტყეში მგელი, ტურა, დათვი. წამოვიდნენ ფაშატის წასართმევად. მაგრამ ბიჭმა დაუმიზნა თავისი მშვილდი და ისარი და ესროლა: ხე და ქვა ერთმანეთს მიაფშვნა. დაშინდნენ მგლები და უკან ("იქით") დაბრუნდნენ. დარჩა ფაშატი. ახლა მჭედელმა უთხრა ბიჭს:

-აწი შენ ბედნიერი ხარო, ის როცა გაიზრდებაო, დაიჭირე, გახედნე დააჯექი და იარეო. იმითი მოძებნი შენს ძმებსო.

გავიდა ერთი გვარიანი ხანი, ფაშატი დასაჭერი გახდა.

ალიშქერქოუმ დაავლო ხელი კარგა გრძელ ჯოხს და გამოეკიდა თავისი ცხენით ფაშატს. სრულად ერთ დღეს დასდევდა და გაჭირვებით დაიჭირა. პირში ლაგამი ამოსდო, უნაგირი დაადგა, დააჯდა კვიცს, გახედნა. მეორე დღეს დაიძრა ("აიყარა“) თავისი ძმების საძებნად.

იარა ბევრ ხანს, ერთ დღეს, შუადღისას, პატარა მდინარესთან მივიდა. საჭმელი მოუნდა. ჩამოხტა ცხენიდან და დაჯდა საჭმლის საჭმელად. რომ გაიხედა; რაღაც დაინახა, კაცს რომ ჰგავს, ისეთი. ადგა წყნარად, წყნარად და მიეპარა ერთ ტყის კაცის მსგავსს, სტაცა ხელი და დაიჭირა. იღრიალა, იკივლა იმან, მაგრამ ალიშქერქოუსთან რა გაუვიდოდა?! ალიშქერქოუმ გადააბრუნა და ძირს დასცა, მოათრია თავის ბარგ-ტანსაცმელთან, ამოიღო მაკრატელი, მიჰყვა და გაკრიჭა, დაბანა, ტანისამოსი ჩააცვა, ძალად გაკავებული რომ ჰყავს, ისე და საჭმელი შეაძლია. გამოართვა იმანაც. ჭამა დაიწყო. ჰკითხა ალიშქერქოუმ: —ვინ ხარ შენო? საიდან მოდიო?

ამანაც ლაპარაკი დაუწყო და უამბო ყველაფერი, თუ როგორ იყო საქმე. ბოლო დროს გამოჩნდა, ეს რომ ("როგორც") ალიშქერქოუს ძმა ყოფილა. გაიხარა ალიშქერქოუმ:

-ჩემი ბედის ჭირიმეო („ჩემო ბედო, საყვარელო ) ერთი ძმა ვნახეო, რა მიჭირს აწი, მეორეს მოძებნას რომ შევძლებდეო!

გაძღნენ კარგად საჭმლით, გამოიბერნენ, დასხდნენ ორივენი იმ ერთ ცხენზე და წავიდნენ მესამე ძმის საძებნად.

ის ძ?მაც იპოვეს ისე. სამნი შეიყარნენ და გულგახარებული სახლში დაბრუნდნენ. მოდიან გზაზე, ერთი პატარა ფაცხიდან კვამლი ამოდის. რომ შეხედეს, ერთი მოხუცებული დედაბერი უზის კერას, ძუძუები იქით-აქით მხარზე გადაუგდია და ზურგზე მსხვილ–მსხვილად მოუჩანს. მიეპარა ალიშქერქოუ უკნიდან და ძუძუებს კბილი დააჭირა („დაადო“). -შენ დედა და მე შვილიო!

დედაბერმა მოიხედა, გაუკვირდა, რომ დაინახა [ბიჭები] და უთხრა: -საიდან მოხვედით, შვილებო, რა ხალხი ხართ, რას ეძებთ („მიჰყვებით“)?

ალიშქერქოუმ ყველაფერი უთხრა, საქმე რანაირად იყო. თუ როგორ მონახა ორი დაკარგული ძმა.

არიან აქ ერთ ორ კვირას და ყოველ დღე ხედავენ: რაღაც მზის [169] სინათლესავით გაანათებს და იმ ტყეს სინათლეს მიაშუქებს ("მიაყენებს").

ალიშქერქოუმ ჰკითხა იმ თავის ახალ დედას: - ჩემო დედავ, რა არის ის, მითხარიო? დედამ უთხრა: -ის არ არის, ნენა, შენთვის საჭირო, მაგრამ ალიშქერქოუ არდამჯერი კაცი იყო; ძალად ათქმევინა, ის თუ რა იყო.

—შვილოო ("დედაო"), ისცარისო დიდი დევის ქალიშვილი, რომელსაც ჰყავსო თორმეტი ძმები(!) და ძალზე მოხუცებული ბაბუა. ყველაზე უმცროს ძმას ასი კაცის შეძლება აქვსო. როგორც უფროსს, ისე თითოს ასი კაცის შეძლება ემატებაო. ყველაზე უფროსს ათას ორასი კაცის შეძლება აქვსო. ბაბუასაც თორმეტივე ძმის ("ძმების") ხელა შეუძლიაო. ის გოგო იმათო დიდ, მაღალ ქარვასლაში უზითო, თითო ძმა ღამე თავთან ყარაულად უდგასო.

ალიშქერქოუმ ეს რომ გაიგონა, არ დაიცადა იქ და წასვლა დააპირა („დაიწყო“).იმ გოგოს საძებნად. დედამ არ გაუშვა, მაგრამ არაფერმა გასჭრა. როცა ალიშქერქოუ წავიდა, დედამ ერთი პატარა ჯაყვა მისცა და უთხრა:

—ეს არისო მაცნე, რამე თუ გაგიჭირდესო, მაშინვე გაუშვი, ამბავს მოგვიტანს და შენი ძმები მოგეხმარებიანო.

ალიშქერქოუმ ჯაყვა ჯიბეში ჩაიდვა, დააჯდა თავის რაშს და წავიდა. მიუახლოვდა იმ სახლობას, სადაც გოგო იმყოფებოდა, ნახა: იმგვარი რკინის გალავანი ("ზაბორი") დიდი, უშველებელი ("უბედური") რკინის კარი ება, დიდი ბოქლომი ედო ("მსხვილად მოჩანდა"). ალიშქერქოუს გასაღები (”კლიტე') არ ჰქონდა ბოქლომის გასაღებად. გამოაქანა თავისი რაში, ატაკაა იმ უზარმაზარ გალავანს და ერთი მხარის ("ყურეს") კედელი სრულად ძირს დააწვინა („დააგო“). მიაჯირითა თავისი რაში შენობასთან და ჩამოხტა, რაში იქ დატოვა და თვითონ ზევით აჩლახუნდა, სადაც გოგო იმყოფებოდა, იმ სართულზე. აივანზე („კარიდორზე“) წინ დადგა და უყურა, ის გოგო სად იყო, იმას. რომ დააკვირდა, დაინახა: გოგო, კედელზე რომ სარკე კიდებულა, მასთან პირძექცევით ყოფილა მიწოლილი, გოგო რომ სარკეშიიხედებოდა, ისე დაინახა ალიშქერქოუმ.

დაიწვა გოგო სიყვარულით; მოუბრუნდა და ბიჭს უთხრა:

-ბიჭო, შენ რამ მოგიყვანაო აქ ჩემი გულის მომკვლელად! ანდა იმგვარი ვაჟკაცი გქნა შენ, ჩემს ძმებს რომ ერეოდეო! ჩემი ძმები საღამოს დაწყებიდანვე ("თავიდან") ყარაულად მიდგანინო. ერთი რომ მოკლა, თერთმები სხვა დარჩებაო, ყველას მოკვლა თუ შეელი, მაშინ ჩემთვის აღდგომა გათენებული იქნებაო.

მართლა ("დასტურ"), ბიჭი აივანზე დაჯდა (+იქ) და საღამო ხანს ერთი ძმა მოდის. რომ დაინახა თავისის გალავანი წაქცეული, დაიღრიალა:

-რა კაცი ხარ, ეს რომ წამიქციეო? ან როგორ („რანაირად") გაბედეო აქ ("აქაური") ფეხისს შემოდგმაო? დამხვდი იქ, ჭინჭივით დაგგლეჯო!

ალიშქერქოუმ დაუძახა: -აქეთ მოდი, შე, ბინძურო ("ბურძგლიანო") დევო! წიწილასავით თავს წაგაწყვეტო! [171]

დევმა ვერ მოითმინა („ვერ მოეთმინა“) და შორიდან ისარი სტყორცნა. ალიშქერქოუმ ისარი ხელით დაიჭირა და იმ (მისი) ისრით დევი მოკლა

ასე–ასე, რაც ძმები ჰყავდა [ქალს], ყველა თითო საღამოს მოკლა („მოისტუმრა“). გოგომ მაშინ დასცა [კივილი] და იტირა:

-აწი მოვაო ხვალ ჩემი გადაბერებული ბაბუა, აქ თუ მოვიდაო, იმას ვერაფერს უზამო მარტო, იმას შენ ვერ მოერევიო ("ერევიო“). ამ გორაკის იქით პატარა ღელე არისო. ის გადახიდულიაო, იმ პატარა ხიდის გამოღმა წყარო არისო, უცეცხლოდ ჩუხცუხებსო. თუ შეძელი ბაბუასთვის თავის მოკვეთა და იქ ჩაგდება, მაშინ მოკვდებაო, თუ ვერ შეძელი ჩაგდება, ოთხი თავი ამოუვაო; იმას რომ გადასჭრიო, თუ ვერ შეძელი [მაშინვე წყალში] ჩაგდება, თორმეტი ამოუვაო; იმ თორმეტს რომ გადასჭრიო, თუ ვერ შეძელი [წყალში] ჩაგდება, მერე არაფერი შველისო.

ალიშქერქოუ დააჯდა თავის რაშს, გვერდზე ჩამოიკიდა თავისი დიდი ყამა და წავიდა. შეგვიდა ხიდქვეშ, დაიმალა იქ. საღამო ხანს გადაბერებული დევი მოდის. მოვიდა პატარა ხიდთან, რაშზე რომ ზის, ისე. რაშმა ფეხი რომ შედგა ხიდზე, მეტი წინ არ დაიძრა. დაიწყო ფრუტუნი როცა იმ კაცის სუნი ეცა, დევმა დაიღრიალა: — ვინ ხარ, აქ ქვეშ რომ ზიხარო? გამოდი აქით, ვაჟკაცი თუ ხარო?

ალიშქერქოუ გამოხტა, ხელით ყამა მოაქვს. შეიბნენ ორივენი. ურტყამენ („მოუსვეს“) ერთმანეთს უზოგავად, დასაჭრელად; როგორც ესენი ჩხუბობენ, ისე მათი რაშებიც ერთმანეთს ეჩხუბებიან. ალიშქერქოუმ მოჰკვეთა თავი დევს, მაგრამ ვერ შეძლო ჩაგდება მდუღარე წყაროში. ამოვიდა („აღმოცენდა") ოთხი თავი, დაინახა ალიშქერქოუმ რომ („როგორ") ვერაფეოი შეუძლია უქნას, რომ მარტო თავისი შეძლება არ კმარა. გაახსენდა პატარა ჯაყვა, რომელიც თავის დედამ მისცა, ამოიღო ჯაყვა და გაუშვა ძმებთან:

— არიქა, მომეხმარონო!

ჯაყვა იმწამსვე იქ დავარდა: —შენ იმარჯვე („ხელი გამოიღე“) და ჩვენ მალე მივალთო. თავს კი არა, იმ მდუღარეში მთლად ჩავაგდებთო!

ალიშქერქოუს იმედი მიეცა; ეძგერა დევს და მოჰკვეთა ოთხი თავი. ამოვიდა თორმეტი თავი. ახლა ალიშქერქოუს ბევრი არ შეუძლია. ხედავს, ძმების იმედი რომ არაფერს შველის. გაიმეტა თავი, რაც შეეძლო, მძლავრად ჰკრა ყამა და შორს გააგორა თორმეტივე თავი, ჩააბათქუნა, დუღილით რომ ჩუხჩუხებდა, იმ წყაროში. დევმა სული დალია („გააფიჩინა“).

ალიშქერქოუ წაიქცა, გრძნობა რომ არა აქვს, ისე. ბევრი ხნის შემდეგ მოსულივრდა („სული ჩაედგა“). რაღაც რომ ფეხზე უჯიკავებს, იგრძნო. თურმე ალიშქერქოუს რაშს დაუხვრჩია დევის რაში და შემდეგ ალიშქერქოუს ფერხთით დაწოლილა წყნარად. წყნარად შეისვა [ხურგზე]. ალიშქერქოუმ უნაგირს ხელი მოჰკიდა, რაში ადგა. მობრუნდნენ, წამოვიდნენ.

გოგომ როცა დაინახა ალიშქერქოუ ცოცხალი ("სულდგმული“), გაიხარა, წინ შეეგება, გადაეხვიავ გადაკოცნა: –აწი ბედნიერი ვართო!

ალიშქერქოუმ აიყვანა თავისი გოგო და მოვიდა თავის ძმებთან. აიყვანა [173] („აიღო“) თავისი ძმებიც, საგზალი გაიმზადეს („გამოიწყვეს“) და დაიძრნენ („აიყარნენ“) თავისი მამის სახლში წასასვლელად („წამსვლელად"). გავიდნენ ერთ ფართო მინდორზე, დიდი ცაცხვი დგას მარტოკა; მის ჩრდილში მოისვენეს. დაეძინა ალიშქერქოუს, თავისი საცოლის მუხლზე თავი რომ უდევს, ისე.

ძმებმა მოილაპარაკეს: -მოდით, ალიშქერქოუ მოვკლათო, ლამაზი ქალი ჩვენ დაგვრჩებაო.

ალიშქერქოუს საცოლე ("ცოლი”) ყველაფერს ისმენს, მაგრამ ალიშქერქოუ არ გააღვიძა.

ერთი ძმა მიეპარა, ყამა შემოხსნა; ალიშქერქოუმ გაიღვიძა. იმას შიშით ყამა ხელიდან გაუვარდა. [მაგრამ] ეცა ალიშქერქოუს, ორივე ფეხი მოჰკვეთა.

გოგომ იტირა. ძმებმა ძალა იხმარეს, გოგო თავიანთ სახლში წაიყვანეს ალიშქერქოუ უპატრონოდ დატოვეს.

გოგომ ერთი პატარა კოლოფი, ცხვირსახოცი რომ შიგ ძევს ისეთი, დაუტოვა და უთხრა: — სანამ ამათ ორივეს [ერთად] არ ვნახავ, შენ ცოცხალი იქნები („სული გედგმება“) და მე არავის ცოლად არ გავყვებიო.

წავიდნენ ისინი; ცოტა საჭმელი დაუტოვეს ალიშქერქოუს.

ალიშქერქოუ [ცაცხვის] ქვემ ზის მარტო ფეხმოჭრილი და ტირის თავის უბედურებაზე („დღეს“). რომ გაიხედა, [დაინახა]; ერთი ირეში მორბის, უკან კაცი მოსდევს. ეს კაცი აქით-იქით ხეს და ქვას ეცემა. ალიშქერქოუმ რომ დაინახა ირემი, ირემს ისარი ესროლა, მოკლა. მოვიდა ის კაცი და ალიშქერქოუს ხმამაღალი ჩხუბი დაუწყო:

—რა არის, [რომ] მიქენიო? ჩემსავით შენთვის შენს ძმებს ექნათო.

ალიშქერქოუმ უთხრა: -მე რომ ძმებმა მიქნეს, არ მეყოფაო, ფეხები ძირს მომკვეთესო? შენ რა გიჭირსო?

-ვერ ხედავო, მე რა მჭირსო? ძმებმა ორივე თვალი ამომიგდესო და ახლა ბრმა ვარო.

-მოდი, აქით, ძმაო, -ალიშქერქოუ ეუბნება, -შენ ბრმა მე უფეხო [მოდი], ძმები ვიყოთო. ირემს ერთს კი არა, ასს მოვკლავთო.

დაძმობილდნენ. ალიშქერქოუ მხარზე შეაჯდა ბრმას, ასწავლა გზა, სადაც ირემი იდიო, იქამდე. ირემი მოათრიეს, გაატყავეს, იცხოვრეს ძმურად.

მეორე დღეს ერთი. კაცი კიდევ მოსდევს ირემს, პნღურს სცემს. ესეც [ირემიც] მოკლა ალიშქერქოუმ, ის კაციც მოვიდა. მთლად თავს იკლავს:

-რატომ არის, [რომ] ჩემი ირემი მომიკალიო? შენთვისო ჩემსავით ექნათ შენს ძმებსო. ვერ ხედავო, კაცს ხელები არ გამაჩნიაო? ესო ძმებმა ჩამომჭრესო.

-შენ ვერ ხედავო ამას, მე რომ ფეხები არა მაქვსო? ეს ძმებმა მომკვეტესო. აწი შევიყაროთ სამივე ერთადო; უფეხო, ბრმა, უხელო — სამივენი ძმებისაგან დაჩაგრული, ვიცხოვროთ ერთად, ჩვენ არ მოგვაკლდება [175] რაიმე გარეულის ("ტყიურის") ხორცით.

დაძმობილდნენ კარგად. ნადირობდნენ. ბრმა ალიშქერქოუს მხარზე დაისვამს, უხელო ("ხელ-მოკლე") წინ გაუძღვება, წავლენ ტყეში, კლავენ ნადირებს, ჰყიდიან და გამდიდრდნენ. კარგი სახლი გააშენეს. ცოტ-ცოტათი სოფელში გამოვიდნენ. ერთ ადგილას წვეულებას შეხვდენენ სამივე უბედური ("გაოხრებული") ხალხი. დიდი ყურადღება არავის მიუქცევია ("მიუცია"). სადღაც კუთხეში დასხეს; მაგრამ ერთი გოგო გამოუჩნდა ამათ პატრონად და დიდ პატივს სცემს; თუ რამე კარგი საჭმელი არის, ყველაფერი ამათთან მოაქვს. ამათ ის შეუყვარდათ და მოილაპარაკეს: -მოდი, ეს გოგო წავიყვანოთო.

პატარძალი შემოიყვანეს, დასვეს სუფრასთან ("მიაჯინეს სუფრას"). ფულის ჩუქება ("გადაგდება") დაიწყეს, მაგრამ ალიშქერქოუსა და მის ამხანაგებღან არავინ მისულა. ამ გოგომ უთხრა ფულის შემგროვებელ კაცს: -იმათთანაც მიდი, ისინიც ხალხიაო.

ბრმამ მიულოცა ასი მანეთი, უხელომ-ორასი, ალიშქერქოუმ-სამასი. ათას ხუთასი კაცი იყო და მთლად ორასი მანეთი აჩუქეს. სამმა კაცმა კი ექვსასი მანეთი მიულოცა.

დილას, რომ გატენდა მოილაპარაკეს ძმებმა: ალიშქერქოუ უხელოს დააჯდა მხარზე, ბრმამ სტაცა ხელი გოგოს, მოიგდო მხარზე. მოუსვეს და გაიქცნენ და ("მაგრამ") გოგო გააქრეს. რომ ვერავინ მოუსწრო, ისე გოგო მოიყვანეს თავიანთ სახლში. ძმებმა უთხრეს ალიშქერქოუს: -ჩვენო მაინც გაუბედურებული ("გაფუჭებული") ხალხი ვართო და ეს გოგო შენ გყავდეს ცოლადო.

ალიშქერქოუმ ური უთხრა: -ეს ჩემი ღვიძლი ("მკვიდრი") და არისო. მართლაც, როგორც და, ისე გვყავდესო ("დავიკავოთო").

ერთ დღეს სამივე ძმები(!) სანადიროდ წავიდნენ. საღამოს რომ მოვიდნენ, გოგო მომაკვდავი დახვდათ.

გოგომ უთხრა: -ვიღაც ერთი დედაბერი მოვიდა და კინაღამ დამახრჩოო.

მეორე დღეს უარესი უქნა. ახლა ძმებმა მოილაპარაკეს: -მოდი, თითო-თითოდ ვუდარაჯოთო!

ბრმამ თქვა: -დღეს მე ვუყარაულებო; თვალით ვერ ვნახავ. თორემ ხელში თუ ჩამივარდა ("ვიშოვე"), ნაჭერივით გავფხრეწო.

წავიდნენ ისინი სანადიროდ; ბრმა დატოვეს გოგოს სადარაჯოდ ("დამცველად"). ბრმამ უთხრა გოგოს: -რაც იქნებაო, შემოიტყუეო სახლში, ხელში ჩამაგდებინე [და] განახვებო მაგის თვალის სეირს, აბა, რა ვუქნაო!

დედაბერი მოვიდა, გოგო კინაღამ დაახრჩო და ბრმამ" ~დედაბერს ვიჭერო" და კინღამ კედელს თავი მიახეთქა ("მიატეხა").

რომ მოვიდნენ ძმები, გოგო მომაკვდაავი ნახეს.

მეორე დღეს უხელო ("ხელ-მოკლე" დარჩა [გაჩერდა] გოგოს სადარაჯოდ ("დამცველად"). დედაბერი მოვიდა, შემოვარდა სახლში; ურტყა [177] გოგოს, გუმშმინდელზე უარესი უქნა, უხელომ დაუშინა პანღური დედაბერს.

რომ მოვიდნენ ძმები საღამოს, გოგო გალახულია.

მესამე დღეს ალიშქერქოუ დაუდგა დარაჯად გოგოს. მაშინვე დილიდანვე ხუთი გრძვლი ჯოხი მოაჭრევინა გოგოს. ოთხი ჯოხი თითოეულ კუთხეში მიაყუდებინა. თვითონ კარის სწორზე ზევით დაჯდა, ერთი კეტი

ხელში დაიკავა და.

დედაბერი მოვიდა კიდევ გოგოს გასალახავად, მაგრამ გოგომ კარიდან გარეთ ფეხი არ გადგა. დედაბერი შევიდა შიგნით. შესვლის დროს ალიშქერქოუ ჩამოხტა, დედაბერს ზედ კისერზე დაახტა. დაუშინა ჯოხი გატეხვამდე. დედაბერი გაბრუვდა, ერთ კუთხეში დავარდა, სტაცა ხელი მეორე კეტს, დაუშინა, ის კეტები — ყველა თავზე დაატეხა. დედაბერი გაბრუვდა, დავარდა. თოკი მოატანინა, გრძელ სკამზე დააკრა, ცეცხლს მიუწვინა.

რომ მოვიდნენ ძმები [და] დედაბერი დაჭერილი ნახეს, სწორედ ძალიან („გულით“) გაუხარდათ. ცეცხლის ახლოს დააწვინეს და ამის წვალება დაიწყეს, დედაბერი იხვეწება:

-არ დამწვათო ცეცხლით [და] ყველასო: ბრმა რომ ხარ, თვალს აგიხელო, უხელო რომ ხარ, ხელებს გამოგიბამო, ფეხი რომ არ გაბია, ფეხიანად გაგიშვებო, ოღონდ პირში ჩამივარდით („ჩამიხვედით“) თითო-თი-

თოდო.

ძმებმა უთხრეს: — შენ ვერ გენდობითო! იქით ჩავიდეთ და აქით რომ ვერ ამოვიდვთ: მერე რა ვქნათო?

—დაჭერით ბევრი კეტებიო. როცა აქით არ ამოვუშვებო, მაშინ თავქვე დამაწვინეთო, დიდი უროც გქონდეთო; მირტყით ის კეტები, სანამ კაცი არ ამოვაგდო, მანამდისო.

პირველად ჩავიდა ბრმა, ამოვიდა თვალახვლილი. ჩავიდა უხელო, ამოვიდა, ხელი რომ აქვს, ისე.

გაიხარეს ძმებმა: — ალიშქერქოუ, ახლა შენი რიგი („ოჩერედი“) არისო!

ალიშქერქოუმ უთხრა ძმებს: — ეს ჩემი მტერი არის და შეიძლება, ვერც ამოვიდეო, მაგრამ არ დაზოგოთ უროს დარტყმაზე. თუ ვერ ამოვედიო, დაჭერით, დახსენით ქათამივითო.

ჩავიდა ალიშერქოუ. არ ამოვიდა. დაუშინეს ურო, მაგრამ ნუ მოგსვლია ცუდი, ("ნუ დაგემართა უბედურება–ჭირი“)! ალიშქერქოუ არ ჩანს!

მუცელი გაუჭრეს დედაბერს; ალიშქერქოუ ვერ მოინახა. მიჰყვნენ [და] დახსნეს ცალ–ცალკე („ყოველ“) ნაწილად და ნეკის (,პატარა“) თითის წვერზე იპოვეს, ალიშქერქოუ აღმოჩნდა („ნახულ იქნა“) ფეხიანად.

აწი ალი·შქერქოუ და მისი ძმები აიშალნენ ალიშქერქოუს სახლში წასასვლელად. რომ მოდიან გზაზე, ერთ ადგილზე არის კივილი და ტირილი. შევიდნვნ ესენი აქ და იკითხეს: —ვინ არის, [რომ] მოკვდაო?

მაგრამ·მკვდარი არ ძევს: ერთი გოგო ზის და ამას ტირიან.

—რა არის, ცოცხალ („სულდგმული“) გოგოს რომ ტირითო? [179]

–რა არისო—და, ამა და ამ კაცის შვილი ამაღამ ცოლს ირთავსო („გვირგვინდებაო“), იმ პატარძალმა თავის საქმროს ერთი ცხვირსახოცის

[შოვნა] დააბარაო („დაასახელაო”); იმას თუ მომიტან, შენი ცოლი ვიქნებიო, თუ არა-და, არ მინდიხარო! ეს გოგო დაჰპირდაო იმგვარი ცხვირსახოცის კეთებასო [მაგრამ] ვერ გააკეთა. ამ საღაშოს მოვლენ და მოკლავენო. ვაიმე, [იმ] ამოწყვეტილის შვილისთვის როგორი გოგო დამეღუპაო!

—არ იტიროთო! -ამოიღო ალიშქერქოუმ და ცხვირსახოცი მისცა.

-ეს მიუტანეთო და მერე შენს გოგოს არ მოკლავენო.

ცხვირსახოცი წაიღეს; პატარძალმა უარი თქვა: — ცხვირსახოცი მაქვსო, მაგრამ ამის შესანახი კოლოფი მინდაო.

გააგზავნა („გადაყარა") ბიჭმა მაშინვე დურგლებთან ხალხი. დაკვეთა მიაცემინა კოლოფისა, მაგრამ დურგალმა ვერ გააკეთა. როგორც გოგო, ისვ დურგალიც ცოცხლად სატირალი გახდა. ალიშქერქოუმ მასაც კოლოფი

მისცა და ის კაციც დაიხსნა.

კოლოფი პატარძალს მიუტანეს. პატარძალმა რომ კოლოფი დაინახა, სიკვდილი გაათავა, შევიდა ოთახში და ტირილი დაიწყო.

ალიშქერქოუ და მისი მეგობრები მოვიდნენ; სადაც ლხინი იქო; იქ ალიშქერქოუ კაცს ვერ უცვნია. შევიდა თავის ოთახში, სადაც გოგო ტიროდა, იქ. ალიშქერქოუმ აიღო თავისი პატარა ჩონგური, დაიწყო დაკვრა

(„თამაში“), დაამღერა ლექსები. ყველაფერი თავისი გაჭირვება გოგოს გააგონა. გოგომაც იცნო ხმით, რომ („როგორ“) ალიშქერქოუ არის, მაგრამ ალიშქერქოუ მკვდარი ეგულება, რადგან ცხვირსახოცი და კოლოფი ერთად რომ აქვს („იშოვა“). ცოტა მოხედა ალიშქერქოუს, სახით იცნო. გაიხარა, გული მოუბრუნდა. გადაეხვივნენ ერთმანეთს, კოცნეს ბევრი ("აუარებელი“).

პატარძალი გამოითხოვეს აწი, ვითომ დასაგვირგვინებლად, მაგრამ პატარძალმა იმის წინ პატარა პურის ცომი მოითხოვა. გააკეთა ქათმის სახე — დედალი და მამალი. ორივე მაგიდაზე („სტოლზე“) დასვა. ათქმევინა მათ ყველაფერი თავის და ალიშქერქოუს გაჭირვება. ბოლოს დააყოლა: — ამგვარის მოქმედ ძმებს რა ხვდებაო?

ყველა („მთლად ) დაპატიჟებულმა ხალხმა გადაუწყვიტა („გაასამართლეს”) ამგვარ კაცს რაშის კუდზე [გამობმა და მით] დაგლეჯა, მოკვლა.

ყველაფერი ითქვა. ალიშქერქოუ გამოვიდა. გაამჟღავნა, [თუ] როგორ დაემართა მას ეს [ყველაფერი].

გაუხარდაო წვეულ ხალხს (+გული), ალიშქერქოუ რომ დაინახეს. უფროსი ძმა მაშინვე რაშის კუდზე გამოაბეს. ალიშქერქოუს გოგოზე ჯვარი დასწერეს („გვირგვინი დაადგეს“). შეიქნა ლხინი–სმა, მეც იქ ვიყავი. მაგრად („ბანცალად“) მთვრალი კაცი დღეს აქ მოვედი. [181]


License
CC BY
Link to license

Citation Suggestion for this Edition
TextGrid Repository (2025). Danelia, Korneli. 11. ალიშქერქოუს ზღაპარი. Kaukasische Folklore. https://hdl.handle.net/21.11113/4bg1r.0