10. ხელმწიფის უმცროსი შვილისა და მწყემსის ზღაპარი (ალეს ზღაპარი)
Metadaten aus teiHeader
- cc_xmf_kat_15
Text-ID:
Typ-Index: (Link zum Schema)
⚠ Vorurteile im Märchen: (Link zum Schema)
Digitale Quelle:
იყო ერთი ხელმწიფე, ჰყავდა სამი ვაჟიშვილი. ბოლო დროს ამ ხელმწიფეს გაუჩნდა ქალიშვილი. დაბადება და მაშინვე გაიტაცა („წაიყვანა“) რაღაცამ. ეს ხელმწიფე სიკვდილის პირად მივიდა („მიადგა სიკვდილს“). სამივე შვილი დაიბარა. შვილებს უთხრა:
—მეო ვკვდები ახლაო; ჩემი ქონება ოთხად გაყავითო. ერთი წილი მე დამახარჯეთ და დამასაფლავეთო. სამი წილი თქვენ გაიყავითო. როცა მე დამასაფლავვბთო, თითო შვილმა თითო ღამეს მიყარაულეთო. ჰო—და, მოკვდა ხელმწიფე. დაასაფლავეს. ამ სამი ძმიდან ორი კარგი არის და უმცროსი გლახაა. ამ უმცროსს ჰქვია ალე. ამ ალემ უთხრა ძმებს:--წადით, ძმებო, და იყარაულეთო.
ამ გლახას უფროსი ძმა პასუხს ("სიტყვას“) არ აძლევს. შუათანა ძმამ უთხრა: –წადი, შე გლახა, ვინ გკითხა [შენ] ესო?
ამის შემდეგ ალე წავიდა. მივიდა თავიანთ მწყემსთან: „თოფი კარგად დამიტენეო“. მწყემსმა თოფი დაუტენა. წავიდა ეს ალე და თავის მამის სასაფლაოსთან დაიმალა. შუაღამისას („შუაღამე დროს“) მოვიდა რაღაც:
შავი კაცი, შავი ტანსაცმელში გამოწყობილი, შავი რაშით.
-ოჰ, შე სულწაწყმედილო („სულწამხდარო"), ცოცხალი ვერ შეგჭამე, მაგრამ მკვდარს („მკვდ·ად“) [მაინც] შეგჭამო.
დაჰკრა ბარ0, ამოგდება რომ მოუნდომა, ამასობაში („ისე“) ალემ თოფი ესროლა, მოკლა. მივიდა ალე და ტანისამოსი გახადა, ეს მკვდარი რაშს გვერდზე მიაკრა, რაში დაიჭირა და თავის მღვდელს მიუყვანა.
-ა,მღვდელოო, — უთხრა, — შემინახე ესო! ერთი შენ, მეორე ღმერთი, მესამე მეო, ეს არ უთხრა არავის [და] შემდეგ შენ მღვდლად კი არა, ეპისკოპოსად გაგხდიო.
—კარგი, შვილოო („ბაბა-შვილოო“), -უთხრა მღვდელმა.
ალემ მოიგდო თავისი წითელი ნაბადი და წავიდა სახლში და თავის ოთახში დაწვა. მეორე დღის საღამო ხანს ძმებს უთხრა: — დღეს მაინც წადით, ძმებო, საყარაულოდო.
შუათანა ძმამ უთხრა: — წადი იქით, შე გლახა. რა შენი საქმეა ესო?
რომ დაღამდა, კვლავ წავიდა ალეია, მივიდა მწყემსთან, გამოართვა თოფი, თავის მამის სასაფლაოსთან გააკეთა თხრილი, კარგად გამოეწყო. პირველი საათი არის და, მოდის რაღაცა, ქვეყანას მოაქცევს: წითელი
რაში, წითელი კაცი, წითელ ტანსაცმელში გამოწყობილი დაიძახა:
-ჰო; ჰო, ჰო, ცოცხალი ვერ შეგჭამე, მაგრამ მკვდარს მაინც შეგჭამო.
რომ ჩამოხტა რაშიდან, ალეიამ თოფი ესროლა და მოკლა. გახადა ტანსაცმელი შიშველი მკედარი ეკლნარში გადააგდო რაში დაიჭირა მოუყვანა მღვდელს.
-ა, მღვდელოო, შემინახე ესო. ერთი შენ, მეორე ღმერთი, მესამე მე, მეტი კაცი არ ისმენს ამასო! თხუთმეტამდის არ გაგიგონ ესო, თორემ თავს წაგაწყვეტო.
—არიქა, შვილო („ბაბა-შვილო“), შენი ჭირიმე, არ მომკლა, შეგისრულებ ყგელაფერსო.
—თხუთმეტ [დღეს] არ გაამჟღავნო, მერმე იქნები უფროსი ყველა მღვდლისა, — უთხრა ალემ. მობრუნდა ალე და წავიდა თავისი წითელ ნაბდიანად, დაწვა თავის ოთახში. მესამე დღეს ადგა და საღამოს უთხრა ძმებს:
—ეს დაიბარა მამაჩვენმაო („ჩემმა მამამო?“), ამაღამ მაინც უყარაულეთო.
უფროსმა ძმამ [მასთან] ლაპარაკი არ იკადრა, შუათანა ძმამ მისცა პასუხი:
—დაიკარგე აქვდან თორემ მოგკლავო!
ალემ უთხრა: —კარგი, ბატონო — და წავიდა. მივიდა მწყემსთან, —„მომეცი თოფიო“!
მწყემსმა თოფი მისცა. წავიდა თავისი მამის სასაფლაოზე. ჩაჯდა თავის თხრილში. უდარაჯებს ამაღამაც. ორი („მეორე“) საათი რომ შეიქნა, თეთრი რაშით თეთრი კაცი, თეთრ ტანსაცმელში გამოწყობილი, მოდის,
ქვეყანას მოაქცევს, კიდეც წვიმს, კიდეც ხოშკაკლავს, კიდეც თოვს. ჩამოხტა რაშიდან: —ჰო, შე სულწაწყმედილო („სულწამხდარო“), ახლა ხომ გინახე დროო.
ამ დროს ესროლა ალემ, მოკლა, გახადა ტანისამოსი, გადააგდო ეს მკვდარი გვერდზე; რაში დაიჭირა, ტანსაცმელი წამოიღო.
—მღედელო, ჩაიბარე ესო. იცოდე. ღმერთმა იცის, არ გაამჟღავნთო (,„არ გააცხადო“) ესო, თორემ წუთში გაქრები („არ იქნები“). მე როცა გითხრა, რაში მაშინ ჩამაბარე: ჩემს მოსვლამდე ეს არავის არ უთხრა!
წავიდა ალე თავის წითელ ნაბდიანად, თავის ოთახმი დაწვა ადგა მეორე დღეს, ძმებში გაერია. ძმები გაზეთს კითხულობენ და თავს აქნევენ ("აქიცინებენ“).
—რა ამბავია, ძმებო, —უთხრა ალემ, —რა სწერია გაზეთშიო?
შუათანა ძმამ უთხრა: -რა შენი საქმეა, ვინ გკითხა ესო?
—რატომ, ძმებო, რაიმე კარგი თუ არის, მეც გამიხარდება ესო.
შუათანა ძმამ უთხრა: —რა არის; იციო, ალე? არაბეთის სახელმწიფოში სამი ქალიშვილი თხოვდებაო. ეს დაიწყებაო დღეის [შემდეგ] მეთექვსმეტე დღესო. ამათი გათხოვება იქნება ასეთნაირად: მეექვსე სართულზე ჩამოკიდებული იქნება უფროსი ქალიშვილის ბეჭედი; ვისაც შეეპლება, ის ჩამოაგდოს რევოლვერის და თოფის სროლით, მისი იქნება ის ქალიშვილი. [ასე იქნება] მეორე დღეს შუათანა ქალიშვილისა, მესამე დღეს – უმცროსისა. ეს სწერია ამ გაზეთში. ეს რად გინდა, შე გლახაო.
ალემ უპასუხა: -როდის წახვალთ, ძმებო, თქვენო?
-ჩვენ გადავალთ ხვალო. თხუთმეტ [დღეს] გზას მოვუნდებით, მეთექვსმეტე დღეს იქ ვიქნებითო.
—კარგი, ძმებო, ეცადეთო. ცოლის შერთვას შესძლებდეთ, თორემ უფრო გამიხარდებაო.
და ალე მობრუნდა თავის წითელ ნაბდიანად, ოთახში შევიდა. მეორე დღე რომ გათენდა, ძმები გამოეწყვნენ, ცხენები შეკაზმეს, დასხდნენ და წავიდნენ. ალე ამბობს: —„თხუთმეტ [დღეს] აქ რა გაჩერდება. ჩემი რაში წავა ხუთ წუთში“. თხუთმეტი დღის ლოდინი ("ყურებით“) თხუთმეტი წლის კატორღა შეექმნა ალეს. თხუთმეტი [დღე] რომ გავიდა, მღვდელთან მივიდა ალე: —მომეცი შავი რაშიო, —უთხრა მღვდელს·
მღვდელმა უთხრა: — რაშს ბეტონი („ცემენტი“) გადავასხიო. მე ვერ მოგცემ რაშსო.
—სად არის, დამანახეო!
მღვდელმა დაანახვა, ალვმ ჰკრა ფვხი, ჩატეხა, ამოიყვანა შავი რაში: შავი უნაგირით, შავი ტანისამოსით გამოეწყო და დააჯდა რაშს. მღვღელს დაუბარა: —სხვა რაშები არ გაიქცნენო!
ჰკრა მათრახი; გაფრინდა რაში. წუთი და იქ დაფრინდა, სადაც ბეჭედი ჰკიდია. აქ ყველას შეეშინდა; რა არის; რომ მოვიდაო; ყველა მიწაზე დაცვივდა. ალე რომ მოვიდა, დაიძახა:
—მაძლევთ, ძმებო, სროლის ნებას?
ვიღაც ერთმა კაცმა: –—მიდი, ეცადე, ბატონოო.
ალემ ამოიღო ჯიბიდან რევოლვერი („ბრაუნინგი“), ესროლა ბეჭედს; ბეჭედი ჩამოვარდა, ალემ დაიჭირა, ჯიბეში ჩაიდო. თითო მათრახი თავის ძმებს გადაჰკრა. მობრუნდა და წამოვიდა. გოგოს მამა, ხელმწიფე ამბობს:
—მღვდლები გააფრთხილეთ („მღვდლებს დაკვეთა მიეცით“): მოაწყვეთ მონასტრები და ეკლესიები, დაიწყეთ წირვა, ჩემი უფროსი ქალიშვილი [ცოლად] ითხოვა ღმერთმაო.
ხელმწიფე სიხარულით კვდება.მღვდლები ("პაპები“) სწირავენ („წირვაში არიან“). ამ ალეს ძმები ამბობენ:
-ღმერთმა ითხოვა ხელმწიფის ქალიშვილი, მაგრამ ჩვენ რა შუაში ვართო, მათრახით რომ ზურგი აგვიწვაო?
ახლა მეორე დღეს რიგია მეორე ქალიშვილის გათხოვებისა.
წავიდა ალე, მოვიდა სახლში. მღვდელს მიაბარა რაში და ტანისამოსი. მეორე დღე რომ გათვნდა, წითელი ტანსაცმელი ჩაიცვა, წითვლ რაშზე დაჯდა წავიდა მეოოე დღეს, მიდის მაგრამ ქვეყანას მიაქცვს. ბეჭედი რომ ჰკიდია იქ აუტვხიათ სროლა. კვამლს მიაქვს ქვეყანა, მაგრამ ბეჭედი იქვე ჰკიდია. ეს რომ მივიდა, ყველას შეეშინდა ("ეზაფრა") და დაცვივდა მიწაზე:
— რა არის, რომ მოვიდაო?
—გთხოვთ ძმებო მაძლევთ სროლის ნებას თუ არაო?
-ვიღაცამ ხელი დაუქნია: -მიდი, ეცადევ ბატონოო.
ამოიღო რევოლვერი („ბრაუნინგი“), ესროლა და ჩამოაგდო ბეჭედი, დაიჭირა, ჯიბეში ჩაიდო. ორჯერ („ორი“) მათრახი ისეთი გადაჰკრა თავის ძმებს, რომ ზურგი აუწვა. "—ბიჭო, (ეს ძმები ამბობენ) ჩვენ რა შუაში ვართო?"
ხელმწიფე მხიარულობს, ზარბაზნების [სროლით] მხიარულობს: —შუათანა შვილიც [ცოლად] ითხოვა ღმერთმაო.
ალე წავიდა, მივიდა მღვდელთან. მიაბარა წითელი რაში და წითელი ტანისამოსი, შეკაზმა თეთრი რაში, ახლა მესამე დღეს უმცროსი ქალიშვილის რიგი არის. მოაჯდა რაშს და წავიდა [ალე]. წავიდა, მაგრამ რას
მიდის! მიაქცევს ქვეყანას. ბეჭედი რომ ჰკიდია, აქ გაუჩაღებიათ სროლა, ცეცხლშია ("ცეცხლად მიდის“) ქვეყანა, მაგრამ ბეჭედი იქავ ჰკიდია. როგორც კი ეს მოვიდა, ყველა მიწაზე დაცვივდა: -რა ცოდვის კითხვა მოვიდაო?
ალემ დაიძახა: -მაძლევთო სროლის ნებას?
—მიდი, ეცადე, ძმაოო! —ვიღაცამ დაუძახა. ამოიღო რევოლვერი („ბრაუნინგი“), ისროლა. ჩამოვარდა ბეჭედი, დაიჭირა, ჯიბეში ჩაიდო. სამ-სამჯერ („სამ-სამი“) მათრახი ისეთი გადაჰკრა თავის ძმებს, ზურგი
აქვთ ატყავებული.
-ღმერთო ჩემო („ძმა-მკვდარი"), ხელმწიფის ქალიშვილები თხოვდებიან და ჩვენ ორი კაცი ვყავართ ამორჩეული მოსაკლავად? ჩვენ რა შუაში ვართ? რომ არ ვიცით?! —ამბობენ ესენი.
მობრუნდა ალე და წავიდა. ასე კიდევ მესამეჯვრ მივიდა მღვღელთან (შემდეგ) და მღვდელს უთხრა: -ჩაიბარე რაში და ტანისამოსიო.
მღვდელი ამბობს: —ღმერთო ჩემო; ეს გლახაკი მეგონა და ქვეყნის ამომგდები ყოფილა?
ალემ უთხრა მღვდელს: -თხუთმეტამდის ჩემი ძმები მოვლენო. დაპატიჟე ისინი შენო. ჰკითხე ამბავი, თუ რა ქნეს. ისინი შენ გეტყვიან იქაურ ამბავს. მერმე შენ ჩემზე ჰკითხე („მიკითხე“): „ძმებო, თქვენს უმცროს ძმას ალეს რამეს თავისი მამის წილს მისცემთ თუ არაო”.
და მოვიდნენ ძმები დაწყვეტილები ("მკვდარი, გათავებული”), ზურგი ატყავებული აქვთ, ალეს მათრახის ნაკრავი. ალემ უთხრა მღვდელს:
—ისინი მაგიდას („სტოლს") რომ შემოუსხდებიან მაშინ, შავი ტანისამოსით გამოწყობილი, მე იქიდან შემოვალ; წითელი ტანსაცმლითაც შემოვალ, თეთრი ტანსაცმლითაც შემოვალ.
—აი, მღვდელო, ვინ არის (ესო), -გეტყვიან შენ ისინი. მაგრამ შენ უთხარი: —სუთ, ისინი წმინდანები არიან.
ბოლოს მოვიდნენ ძმები, დაპატიჟა მღვდელმა. უსხედან მაგიდას. ჰკითხა მღვდელმა: —რა ამბავია, რა ჰქენითო?
ამ ძმებმა უპასუხეს: -თავი დაგვანებე, თუ ღმერთი გწამს. იქაური ამბავი არ გვკითხო: ისინი ("ის“) ღმერთის შვილებმა ითხოვესო [ცოლად].
ახლა მღვდელი ეკითხება: -ძმებო, თუ ღმერთი გწამთ, ალეიას თავის მამის წილს არ მისცემთ არაფერსო·
—უჰ, მღვდელო, საქმე არა გაქვს, თუ ღმერთი გწამს! ალეიას ერთი წითელი ნაბადი აქვს; რომ დაუსკდება, მეორეს ვუყიდით.
ამ დროს, შავი ტანსაცმლით გამოწყობილი, (აქედან) შემოვიდა ალე.
-ვინ არის, მღვდელო, ესო?
-სუთ, შვილებო („ბაბა—შვილებო“), ესენი კიდევ არიან ორი სხვა, წმინდანები არიან.
ამ ბიჭებმა უთხრეს მღვდელს: –ესენი არიან, ხელმწიფის გოგოები რომ ითხოვეს.
წითელი ტანსაცმელი ჩაიცვა [ალემ], [ახლა] აქედან შევიდა.
—ეს იყო, მღვდელო, ხელმწიფის შუათანა გოგო რომ ითხოვა·
ასევე თეთრი ტანსაცმელიც ჩაიცვა, უკანა კარიდან შევიდა [ალე].
–ამან იყო, უმცროსი ქალიშვილი რომ ითხოვა.
მოვიდა ალე და ძმებს თავზე დაადგა.
—ჰაიტ, თქვე მამაძაღლებო, თქვენ ხართ, რომ მე წითელ ნაბადს მიყიდითო?!
ამ ძმებს შეეშინდათ, „ეს ალე ყოფილაო“? მუხლებზე დაეცნენ და სთხოვეს ალეს: — არ მოგვკლა, შენი ჭირიმე, ბატონო ალე, და ფეხებს დაგიბანთო.
ალემ უპასუხა: —მე თქვენ არ მოგკლავთ, მაგრამ თქვენ ჩემთან უსინდისოდ მოიქეცით. იმიტომ იყო, როძ ვქვს–ექვსი მათრახი დაირტყითო („ჭამეთო“). —ადექით ზევით, დასხედით სკამზეო.
ამოიღო ალემ უფროსი [ქალიშვილის] ბეჭედი და უფროს ძმას მიულოცა; ამოიღო შუათანას ბეჭედი, -შუათანა ძმას მიულოცა:
-აბა, რაშზე შეჯდომა და წასვლა ახლაო. ეს ბეჭდები სადაც ეკიდა, იქიდან არის მოსატაცებელი გოგოებიო.
-ძმები ამბობენ: -ვაი, ჩვენი ცოდვა. ეს ქალები იქიდან თუ იქნა მოსატაცებელი და რაშზე თუ გვექნა დასაჯდომი, ჩვენ მაინც დავღუპულვართ!
ალემ უთხრა: — არა, არ შეგეშინდეთ.
გამოიყვანა ალემ სამივე რაში, შეკაზმა, ტანისამოსები გვერდზე მოიკრა, ძმები უკან მოისვა, [სხვა ] რაშები მარქაფად წამოიყვანა, გაფრინდა და წავიდა. ხელმწიფის სამოსახლოსთან ხუთი ვვრსის აქით დაფრინდა, დასვა ძმები აქ ჩაიცვა შავი ტანსაცმელი, მოაჯდა შავ რაშს, ხელმწიფეს შეუთვალა: – უფროსი ქალიშვილი დამისვი აივანზეო!
ხელმწიფემ მოამზადა [ყველაფერი]; შეუთვალა: -მზად არისო.
აფრინდა და წავიდა. გოგო ზის მეექვსე სართულზე. გამოუქროლა მას, მოიტაცა, წამოიყვანა, თავის ძმებთან დასვა. [მერე] ჩაიცვა წითელი ტანსაცმელი, მოაჯდა წითელ რაშს, შეუთვალა ხელმწიფეს: -შუათანა გოგო მომიმზადეო [წასაყვანად]!
ხელმწიფემ შეუთვალა: -მზად არისო.
აფრინდა, წავიდა, მოიტაცა ესეც; აქ დასვა. [მერე] მოაჯდა თეთრ რაშს, [ჩაიცვა თეთრი ტანსაცმელი], შეუთვალა ხელმწიფეს: -მოამზადე [წასაყვანად] უმცროსი ქალიშვილიო!
ხელმწიფემ შეუთვალა: -მზად არისო.
აფრინდა, წავიდა, მოიტაცა ისეც; აქ დასვა. აწი წასვლა რომ უნდათ, ამ დროს ("ისე") ხელმწიფემ შეუთვალა: -ცოტა ხანს მომიცადეთო, ცოტა მზითვს მოგცემთო!
მზითვად ხელმწიფემ გამოუგზავნა სამას-სამასი მოსახლე კაცი.
ახლა გადავიდნენ, ფეხით უნდა წავიდნენ, მიდიან საღამომდე. დაღამდა. ამ სამმა ძმებმა (!) კარვები გააკეთეს და დაისვენეს. სხვა [ხალხი] მინდორში ირევა. რომ დაისვენეს, ვიღაც ერთი მოხუცი ქალი მოვიდა, უფროს ძმასთან შევიდა: "ცეცხლზე გამათბეო", -უთხრა. უფროსმა ძმამ უთხრა: "-არაო, წადი აქედანო", და არ შეუშვა. შუათანასთან მივიდა. შუათანა ძმასაც უთხრა: -"ცეცხლზე გამათბეო": ამანაც გააგდო. ამას არ უნდა არაფერი ამ უფროს ძმებთან (არაფერი), ამან უნდა [რაღაც] საქმე აკეთოს ალესთან, შევიდა ალესთან:
-რა ამბავია, ძმაო, აქო. სამასი მოსახლე კაცი დავიარე და არავინ რომ არ შემიშვა, [კაცის] მჭამელი ხომ არ ვარო?
ალემ უთხრა: -აქით მოდი, შე გლახა, ვის ეშინია შენიო. -და შეუშვა. რომ დაიძინეს ამაღამ, ეს დედაბერი გადაიქცა დევად, მოიტაცა ალეს ცოლი ("ქალი") და წავიდა. ალეს დაესიზმრა, ვითომ მისი ცოლი მიჰყავს ვიღაცას. რომ გაეღვიძა ალეს, არც მისი ცოლია, არს ეს მოხუცებულია. ადგა: -ჰაიტო, -დაიძახა.
გააღვიძა ძმები, შემოტრიალდა მარცხენა მხრით, დააჯდა თავის თეთრ რაშს, უთხრა ძმებს:
-ცოლი წამართვეს წუხელ ჩემიო. მე დამიცადეთ ("მიყურეთ") თხუთმეტ წელიწადს; თხუთმეტ წელს თუ ვერ შევძელი მოსვლა, მერე მე არ მიცადოთ, ჩემი სამასი მოსახელ კაცი თქვენ გყავდეთო.
გადავიდა და წავიდა. მიდის დღეს, ხვალ, ზეგ. რამდენი იარა, ვინ იცის? მიდის ერთ მთაზე; არც ჰგავს ხორცს... ბოლო დროს მიხვდა ("იცნო"), რომ ადამიანის ძუძუზე მიდიოდა ("მინავალა") თურმე. ძუძუს თავი დაინახა, ჩამოხტა რაშიდან და მაშნვე კბილი დაადო ძუძუს.
-აბა, შვილო! -დაიძახა როკაპმა, -რატომ მიქენი ეს მეო?
ალემ უთხრა: -"შენ დედა და მე შვილიო". როკაპმა უთხრა:
—თორმეტი შვილი მყავსო, ზღვა და ხმელეთს ("მთას“) შუა მათია ყველაფერიო; ისინი შენთვის შემომივლიაო [თავზე], მაგრამ შენ რომ მიჰყვები, იმ საქმეს ვერ უშველი ვერაფერსო.
ალემ უთხრა: —„შენ დედა და მე შვილიო“.
როკაპმა: —"შენი ცოლი რომ წაიყვანეს, იმ ქვეყნიდან ცოცხალი კაცი არ დაბრუნებულაო.
-„შენ დედა და მე შვილიო“, —კიდევ უთხრა ალემ.
როკაპმა უთხრა: -„შენ შვილი და მე დედაო“, —და კბილი გაუშვა ძუძუს ალემ. ადგა როკაპი, დაუძახა თორმეტივე შვილებს (!): — მოდითო. —მოვიდა თორმეტივე. მიესალმნენ ალეს. როკაპმა უთხრა შვილებს: -თქვენი მეცამეტე ძმა არის ესო. გაჭირვება აქვს ამას ასეთიო, ცოლი წაარვა კაჟამდიიმ და მისდევს („მიჰყვება“) მასო. რამე თუ შეგიძლიათ მოეხმაროთ, შვილებო, აქ უნდა ახლა გამოდგომაო.
-ცოლი წამართვეს წუხელ ემიო. მე დამიცადეთ ("მიყურეთ") თხუთმეტ წელიწადს; თხუთმეტ წელს თუ ვერ შევძელი მოსვლა, მერე მე არ მიცადოთ, ჩემი სამასი მოსახელ კაცი თქვენ გყავდეთო.
თორმეტივე მარცხენა მხრით შემოტრიალდა. ალემ უთხრა: — არა,ძმებოო, ნადით საქმიანობა მე არ მინდა. რასაც ვიზამ, მე მარტო უნდა [ვქნაო]. თქვენ მყაგდეთ აქ ძმებად; მშვიდობით; თუ გამიჭირდეს, მომეხმარეთ.
მოაჯდა რაშს და წავიდა. წავიდა, მიდის, მაგრამ მიდის მაგრად ("უბედურად“). რომ გაიხედა, ერთ ადგილას, მესამე სართულზე გოგო დგას [აივანზე], მანქანას უზის და საკერავს კერავს.ეს ალე აქ რომ მიქრის და
მიდის: —ვაიმე, ძმაო ალეო, რა გინდოდა აქ შენო?
ალემ უთხრა: –შენ ვინ ხარო?
-მე ვარო შენი დაო, დაბადება და, მაშინვე რომ წამიყვანა [დევმა] ისო.
—ჰო-და, ტირის და, ჩამოვიდა რაშიდან [ალე], შევიდა, წინ შემოეგება და, გადაკოცნა, გადაეხვია და ტირის.
—რაა, დაო, რა გატირებსო?
—რა მატირებს და, შენ ცოლი ახლა გამოატარეს აქო. შენ იქით წახვალ და იქვე დაიკარგები სადღაც, იმიტომ ვტირი მეო. იქით წასული კაცი ცოცხალი არ დაბრუნებულა არავინ.
ალემ უთხრა: -ნუ გეშინია შენ იმისო, მე მომიმზადე რამე საჭმელი და მაჭამე: მე მაგაზე შენ არ შეგაწუხებო.
და ალემ საჭმელი შეჭამა და ქე წამოწვა, საღამომდე ეძინა. მოვიდა და და გააღვიძა და ტირის.
—რაა, გოგო, რა გატირებსო?
—რა არის, ძმაო და, რაც წვიმს და სეტყვავს, ჩემი ქმარი არის ესო და შეჭამსო.
—ჯავრი ნუ გაქვს: ნუ გეშინია. მე ის ვერ შემჭამს. და შეეხვეწა ალეს.
-შედი ოთახში და აქ გაჩერდი მაინცო.
დევი მოვიდა და მოროხროხდა.
—რა არისო, ერთი მწვადი ხორცი მომმატებია გემრიელიო.
ცოლმა უთხრა: -რომ გაგიხარდება, ისეთს გეტყვიო.
-შენ მე რას მეტყვიო, -ქმარმა უთხრა.
—ჩემს ცოლისძმებს არავის შეეძლო მოსვლა ალეს მეტს და ალე ჯერ ბავშვი არისო.
—ალე მოვიდაო.
—აბა, შორიდან დამანახვეო, თორემ შემომეჭმევაო.
ამ დროს („ისე") ალე კარებში შემოვიდა. დევმა [გადაყლაპვა] მოუნდომა, მაგრამ ვერ გადაყლაპა. ამ დევმა უთხრა: -დაჯექი, ძმაო, შენ აქო,(უთხრა).
ადგა დევი და თავის სახელმწიფოს ნახევარს დაუძახა, შეყარა, ჰო-და:
-გაჰყევით ახლა ალესო. ალემ უთხრა: -მე შენი ხალხი („კაცი“) არ მინდა, არც ერთი და არც სრულებით. მე წავალ ჩემით. რასაც ვიზამ მე, მარტო [ვიზამ], თორემ კაცი არ მინდა მომხმარეო.
და ტირის; ალე რაშს მოახტა.
-მოიცა, შე გაუგონარო („უჯერო“) ძმაო, —დამ უთხრა, —მე მოგცემ შენ ერთ ფინიას. ეს ფინია წინ გაგიძღვება, რომელ სახლშიც შენი ცოლი ზის, იმ სახლს გვერდიდან გახედავს. ეს ფინია აიყვანე, რაშის ყურში ჩააჯინე. იქ იქნება დიდი ჩხუბი; აუცილებლად, შენ იქ მოგკლავენ. ის ფინია ამოხტება და წამოვა, ჩვენ შეგვატყობინებს („ცნობას მოგვცემს“). ჩვენ წავალთ მერე და იმ მკვდრებში გამოგარჩევთ, წამოგიღებთ და დაგასაფლავებთ.
ძმამ უთხრა დას: —კარგი, რას დავეძებო.
მისცა ფინია; წინ გაიყოლია. მიდის ფინია, მიდის, მისდევს უკან რაში. ბევრი იარეს; ბოლო დროს ამ ფინიამ გახედა ისეთ სახლს, რომ ალე დაშინდა. ჩამოვიდა რაშიდან, აიყვანა („აიღო“) ფინია, რაშის ყურში ჩააჯინა. რაშმა ამოყარა ყურიდან ფოლადი, ძოვა დაიწყო. ამ ბიჭმა შემოუარა ამ სახლს, მაგრამ ვერსად კარი ვერ ნახა. სიმაღლის ბოლო არ ჩანს. დაფიქრდა და დაჯდა მოწყენილად. რაშს ჯერ ხმა არ გაუცია ბიჭისთვის. რაშმა უთხრა, —ო, ბიჭოო. —გაუხარდა ბიჭს და უცებ მხიარულად უპასუხა: —ბატონო, შენი ჭირიმეო. —ამ სახლის პატრონი ქვესკნელში („ქვედა ქვეყანაში") არის ახლაო. წადი მჭედლებთან, თითო ფეხზე ოცდახუთ-[ოცდახუთ] ფუთიანი ნალები დამაჭედეო. დეზს რომ მკრავდე, [ტკივილი] გულსა და ღვიძლზე უნდა მივიდესო. მათრახს რომ დამკრავო, თორმეტი ფენა ტყავი [უნდა] ამძვრესო, მაშინ ამ სახლს დავტეხავთ და შეშინდება ამის პატრონი, თორემ [სხვა] არაფერი არ უშველის ამასო.
დაუმაძხა ალემ ხელად მჭედლებს. წუთში მოაჭედეს ნალები. მოაჯდა ბიჭი და დაჰკრა მათრახი და ჰკრა დეზი, რაშმა დაიკივლა და წავიდა თავით. იქ დაუწყო [სახლს] ტეხვა. ოთხივე ნალი გალია („გაათავა“) და სახლიც დატეხა. რაში იქით წაიქცა. ბიჭი გოგოსთან ჩახტა.
—ეჰ, ბიჭოო, –გოგომ უთხრა. –მე დაკარგული ვიყავი და შენც რატომ დაიღუპე [თავიო]. „რადგან შენ გნახე, აწი მეც დავიკარგოო“. დაწვნენ ესენი. მოისვენვს. ამოვიდა ქვესკნელიდან ("ქვედა ქვეყნიდან“) ამ სახლის პატრონი. სახლი რომ დალეწილი ნახა: —„ღმერთმა დამიფაროს ზესკნელში („ზედა ქვეყანაში“) ცხოვრება სამი თვის ვადითო“, — და იქით ჩავიდა ისევ. შუაღამე არის [და] ამ დროს, —ამ დევის გარდა („შემდეგ“) არაბეთის ხელმწიფეს აქვს ამ გოგოს ინტერესი, ამ არაბს ნახევარი სახელმწიფოს ჯარი ამ სახლის ირგვლივ დაუყენებია, —გოგოს დაესიზმრა:
—ვაიმე, ვაიმე, ალეო, ჩემი ქმარი წავიდა სამი თვის ვადით, მაგრამ არაბს ჰქონდა ჩემი ინტერესი, მისი ნახევარი სახელმწიფოს ჯარი გარს გვარტვია ახლაო; მაგრამ არ შეგეშინდესო; ჩემი ქმრის ყამა ჰკიდია ეგერ,
ის დაიკავე ხელში, ტყვია არ მოგხვდება და ის ყამა რომ გაქვს [იმით], რვა კაცის მეტს ყველას თავი მოჰკვეთე. ის რვა კაცი დატოვე ამბის მიმტანად („წამღებად“).
გათენდა. ყამა ჩამოხსნა ალემ, დაიკავა ხელში, გააღო კარი: —გამარჯობა თქვენიო! - ჯარს უთხრა. ჯარმა პასუხი ტყვიით გასცა („მისცა“). მიჰყვა ეს და ჭრა თავები („თავი"). ყველას თავი მოსჭრა, რვა კაცის მეტს
ამ რვა კაცს უთხრა: —წადით და ამბავი მიუტანეთ არაბსო.
წავიდა ეს რვა კაცი. ამბავი მიუტანეს. მეორე ღამეს დარჩენილი ნახევარი სახელმწიფოს ჯარი გამოაგზავნა [არაბმა]. ესეც დაუდგა. ღამით დაესიზმრა:
-ვაიმე, ალეო, ნახევარი სახელმწიფოს ჯარი კიდევ გარს გვარტყია, მაგრამ ადრე („კიდევ“) რომ ჰქენი, ისე ჰქენი [ახლაცო]. ის რვა კაცი დატოვეო; ამბავი მიუტანონ არაბსო.
გათენდა დილას (!). გააღო ალემ კარი. —გამარჯობა თქვენიო!
იმათ ტყვია ისროლეს აქით. მაგრამ ეს მიჰყვა, ჭრა თავები. გაწყვიტა ყველა, ამ რვა კაცის მეტი. ამ რვა კაცს უთხრა: —წადით და ამბავი მიუტანეთ არაბსო.
წავიდა ეს რვა კაცი, ამბავი მიუტანეს. დაიღალა აწი ალე და ქე დაწვა. ღამე გოგომ წრიალი დაიწყო: —რა არისო? — ალემ ჰკითხა.
გოგომ უთხრა: -აქამდე არ დავღუპულვართო!
—რატომო? — ალემ უთხრა.
—რატომ-და, ის რვა კაცი მოდის და მეცხრედ თვითონ არაბი მოჰყვება. როგორც კი ჩახვალ, ეცადე იმ რვა კაცის მოკვლას. ის რვა კაცი თუ მოიკვდება, დაშინდება არაბი და წავა, თორემ ყამა არ მოუქნიო არაბს და არ დაიღუპო, რადგან („თორემ") ყამა მას არ ჭრის: როგორც კი მოუქნევ ყამას, გადატყდება ყამა და არაბი შენ მოგკლავსო.
გააღო კარი ალემ, გამოვიდა, გამოეკიდა რვა კაცს, მაგრამ სულ ეს არაბი დაუხტა წინ. არ მიეცა საშველი. მოთმინებიდან გამოვიდა ალე. გულმოსულად ყამა მოუქნია არაბს. ყამა გადატყდა. ყამის ნატეხმა ალეს ყური მოჰკვეთა.
ამოხტა ფინია რაშის ყურიდან, მოუსვა და წავიდა დასთან. დამ დაიწყო კივილი. წამოვიდნენ იქიდან კაცები და გაუძღვა ფინია. მოვიდა აქ, [სადაც] ამდენი ხალხი რომ გაწყვეტილია. მასში ამოარჩია ეს ალე. წამოიღეს სახლში და დაასვენეს. კივის და, კივის დღე და ღამე. ნახევარი ხალხი („კაცი“) სიმწუხრით გაწყდა. თხუთმეტი [დღე] არის, კაცი რომ ძევს, [მაგრამ] გვამი ("კაცი“) არ გაფუჭდა („არ წახდა“), ღმერთმა უთხრა ანგელოზებს:
-გახრწენით („წაახდინეთ“) ის გვამი („კაცი“) და დამარხავენო, თუ არა და გააცოცხლეთო („გაამთელეთო“), ანგელოზებმა უთხრეს: -„გვინდა, რომ გავაცოცხლოთო“. ღმერთმა: -აბაო, ეს ცხვირსახოცი წაიღეთო, აივანზე დააგდეთო, სადაც მკვდარი ასვენია, იქო.
წამოიღეს ანგელოზებმა ცხვირსახოცი. აქ დააგდეს აივანზე. ადგა დილას და. გარეთ რომ კივილით მიდის („მიჰკივის“), ცხვირსახოცს წააწყდა, ნამეტან („სამაგალითო“) კარგს.
-ამ კარგი ცხვირსახოცითო, — თქვა დამ, — ჩემი ძმის სისხლს მოვწმენდო.
-ძმას კისვრზე რომ მოუსვა, ძმა გაცოცხლდა („გამთელდა“).
-რა ამბავია, ძმაო, ბევრი ხანია გძინავსო!
-ო, ჩემო დაო, რას გეტყვი, იციო? მაგრამ მას მე ვერაფერს გუშველიო. საჭმელი მაჭამე რამეო. დას ეშინია, კიდევ იქ წავაო–და; ამ დროს ამ სიძის ყამა ჩამოხსნა, ჩამოიკიდა ალემ: -მშვიდობით, დაო, მე მალე გინახულებო!
გადავიდა და წავიდა. ეს მკვდარი რომ იყო, მაშინ დაესიზმრა რაღაცა და ამ ფიქრით („აზრით“) მიდის დღეს, ხვალ. რომ მიდის გზაზე; ჯორით მღვდელი მოდის. შეხვდა ეს ბიჭი.
—გამარჯობა, მღვდელო, შენიო!
-ღმერთმა გაგიმარჯოს, შვილო („ბაბა-შვილო“), — მღვდელმა უთხრა.
-სად მიდიხარ, მღვდელო, აქითო?
სად მივდივარ, ბაბა–და, საზღვარგარეთ, შვილოო („ბაბაო“), -უთხრა.
—რაზე მიდიხარ, მღვდელო, საზღვარგარეთო?
—რაზე მივდივარ, ბაბა-და, ერთი სულწაბილწული მოვიდა ვიღაცა, სახელი ჰქვია ალეო. ორი სახელმწიფო კაცი გაწყვიტაო და კაცი მინდა, რომ ვიქირავოო. მაგრამ ის ალეც ჩააძაღლესო.
ახლა გუნებაში გაიფიქრა ალემ: -მე წაგყვები, მღვდელო: ბატი და ღორი არ მამწყემსვინო და სხვას ყველაფერს გავაკეთებო.
-ძროხები მყავს დასამწყემსიო!
–კარგი, აბა წაგყვებიო! ·
მორიგდნენ [პირობაზე] და წაჰყვა. რომ მივიდა მღვდლის სახლში, გაიხედ—გამოიხედა ალემ. მღვდელს ჰყავს სამი ქალიშვილი, საოცრად („სამაგალითო“) ლამაზი, ახლა მღვდელი გაჰყვა, საბალახო ანახვა, მაგრამ ამ საბალახოზე ბალახი არ არის („არ რგია“). ამის გვერდზე სათივე არის. "-იქ არ შევიდეს, ბაბა, თორემ, ტახი არის იქ და ამოგვწყვეტს ყველასო („ყველა კაცსო“).
ეს მღვდელი სახლში წავიდა. ეს ბიჭი მწყემსავს ძროხებს. დასდევს ამ ძროხებს. არ იქნა საშველი. დაიღალა ბიჭი.
-წადი, აძ ძროხებმა იბალახონ ის ბალახი, აბა ის ტახი მე რას მიზამსო, უნდა გამოვცადო თავიო.
შევიდნენ ძროხები. გაძღნენ ბალახით და გამძღარი ძროხები დაწვნენ. ამ დროს ავარდა ტახი და წამოვიდა.
—რა (ადამური) სულიერი კაცი ხარო, ჩემს სათივეს რომ შეეხეო.
—მე ვარ ერთი ყმა გლეხიო·
-დამიხვდი, აბა, იქო! —ტახმა დაუძახა.
—გახლავარ აგერო.
დააგლეს ხელი ერთმანეთს. დიდ ხანს იჭიდავეს, იჩხუბეს, ბოლოს ორივენი დაიღალნენ, ტახმა უთხრა:
—ერთი სამი ცალი ხელეური გამატკვერია, ერთ საგორავ ლაფში ამომაგორაო [და] შენი მოკვლა მადლიაო.
–ოო, -ბიჭმა უთხრა, -ერთი გომიჯის, პური, ერთი დოქი ღვინო, ერთი მღვდლის გოგოს კოცნა [და] შენი მოკვლა მადლიაო.
ბოლოს დაშორდნენ ერთმანეთს. მორეკა ბიჭმა ძროხები სახლში. მღვდელმა კივილი დაიწყო: – სად გყავდა ძროხები? რძე არ დაეტია არსად!
—მღვდელთ, რა გაგიჟებსო სურო დავუსხეპე ძროხებსო, –უთხრა.
მღვდელს ეშინია; იცის, საქმე რაშიც არის, მაგრამ არაფერი არ უთხრა. დაწვა ბიჭი ამაღამ. დილა რომ გათენდა, ძროხები გადენა, შედენა ისევ იქ. ისევ გაძღნენ ძროხები ჩაწვდნენ იქ. მღვდელი წამოვიდა უწინ და ეკალბარდში ჩაიმალა. მღვდელს ეშინია ახლა, მაგრამ გაიქცეს და ტახმა რომ მოუსწროს? არ გაიქცეს და, აქ [ბარდში] რომ შეჭამოს ტახმა? არ იცის, რა ქნას. ტახმა დაიძახა —მოდი ბიჭოო?
—აქა ვარ, მობრძანდიო! — დაუძახა ბიჭმა.
მოჰკიდეს ხელი ისევ ერთმანეთს. დიდ ხანს იჭიდავეს, ერთმანეთს ვერაფერი უქნეს ორივენი დაიღალნენ ტახმა უთხრა:
-სამი ხელეურის გატკვერვა, ერთი საგორავ ლაფში ამოგორება [და] შენი მოკვლა მადლიაო.
ბიჭმა უთხრა: —ერთი გირვანქა პური, ერთი დოქი ღვინო [მაჭამ]-მასვა, ერთი მღვდლის გოგოსთვის მაკოცნინა [და] შენი მოკვლა მადლიაო.
—აბა, მშვიდობით აწი ხვალამდეო.
ეს მღგდელი ისმენს ყველაფერს. მღვდელი წავიდა მაშინვე სახლში. მღვდელი შიშით მკვდარია; სახლში მოვიდა. მღვდელს ჰკითხეს: —რა ამბავიაო?
მაგრამ მღვგდელმა არავის არაფერი არ უთხრა. მღვდელი ამას ფიქრობს:
—ის ბალახი დამრჩებოდეს, თორემ სახლს დავწვავ, ყგველაფერს ვიზამო. მოდენა ბიჭმა ძროხები, მღვდელმა უთხრა: —სად გყავდა, შვილო, ეს ძროხები?
—რა შენი საქმეა, მღვღელო, ესო! -კარგი, ამ ღამეს დაიძინეს.
დილას, ამ ბიჭის ადგომამდე, მღვდელმა ერთი ცხობა პური, ერთი დოქი ღვინო და, რომელიც უკეთესი გოგოა, გამოარჩია. ეს გოგო წაიყვანა, ღვინო და პური წაიღო. იქ ეკალ-ბარდში ჩაჯდა გოგოიანად, პურიანად და ღვინოიანად. ბიჭმა ძროხები მორეკა, სათივეში შერეკა და ბიჭი ჩაწვა აქ [ბალახში]. ძროხები გაძღნენ, ქე ჩაწვნენ. ავარდა ტახი და წამოვიდა: -მოდი, ბიჭო! -დაუძახა.
ბიჭმა დაუძახა: —გახლავარ!
გავიდნენ და ხელი მოჰკიდეს ერთმანეთს. ბევრ ხანს იჭიდავეს, ბოლოს ორივენი დაიღალნენ. ტახმა უთხრა ბიჭს:
-ერთი ცალი ხელეურის გატკვერვა, საგორავ ლაფში ჩაწოლა, მერე შენი მოკვლა მადლი არის. ბიჭმა უთხრა ტახს:
-ერთი ლუკმა პური, ერთი ჭიქა („სტაქანი“) ღვინო და მღვდლის გოგოს კოცნა, მერე შენი მოკვლა მადლი არისო!
დაცილდნენ ერთმანეთს. ის იქით მიბრუნდა, ბიჭი აქით მობრუნდა. გამოვიდა მღვდელი: —ა, შვილო („ბაბა–შვილო”), პურიო. ხელში დააკავებინა. ეს ბიჭმა შეჭამა, ერთი დოქი ღვინო ამას [ზედ]დააყოლა.
-ა, შვილო, ჩემი გოგოო, -უთხრა. ბიჭმა პირი მოიწმინდა, მღვდლის გოგოს აკოცა: —წადით ახლა თქვენ, დაიმალეთო; —უთხრა. მღვდელი გოგოიანად დაიმალა, ბიჭმა დაუძახა ტახს:
—ტახო, დაბრუნდი აქითო. აწი არ შემიძლია შენთან ცოდვილობა. გავათავოთ ახლა, რომელი მოერევაო. ტახმა უთხრა: —ხვალამდე გადადებული არისო [ეს].
ბიჭმა უთხრა: —შენს სათივეზე ხელი აიღეო.
ტახს შერცხვა ("სირცხვილი შეექნა“). კვლავ დაავლეს ხელი ერთმანეთს. ბიჭმა აჯობა, წააქცია. ყამით თავი მოჰკვეთა, მღვდელს უთხრა:
-წადი სახლშიო. ურემი შემოიყვანე, ხორცი გავიტანოთო.
მღვდელი გაიქცა მაშინვე სახლში. ბიჭმა ეს გაატყავა. შიგნეულობა („მუცელი“) გამოიღო. ამას ოქროს სათუთუნე ("ტაბაშნიცა") გამოჰყვა. ეს
სათუთუნე გახსნა. ამაში შიგ ზის მერცხალი. ამ მერცხლის მუცელში ზის სამი ბუზი ("მწერი“). ეს მერცხალი არის ამ არაბის თვალის სინათლე. ეს ბუზებია ამ არაბის სული. მერცხალს თავი წააწყვიტა. სათუთუნეში ჩაკეტა, ჯიბეში ჩაიდვა. ამდენ ხანს ურემიც მოვიდა. ხორცი დააწყვეს და სახლში გაიტანეს. სახლში რომ მოვიდნენ, მანქანა („ავტომობილი") დგას:
—აბა, მღვდელი მინდაო, — იძახიან.
უთხრეს, რომ: —ამა და ამ არაბს სული არ გაეყარა და არც არაფერი უკლია. მაზიარებლად გვინდიხარო.
მღვდელი რომ ადის მანქანაზე, ალემ უთხრა: – არ წახვიდე უჩემოდო ("ჩემს გარეშეო”).
ალე მღვდელს მიუჯდა გვერდით, წავიდნენ არაბის სახლში რომ შევიდნენ, არაბმა დაუძახა ალეს:
-თვალის სი ნათლე წამართვი, მერცხალი რომ მოკალი, მაშინ; მაგრამ სული რომ გაბარია, ჩემი სამი ბუზი, ის არ მომიკლაო, სული არ ამომართვაო და ერთ ძმად [მეც] გამოგადგებიო („გადგებიო“).
-ო, შე სულწაწყმედილო ("სულწამხდარო")! ურჯულოსგან დავიხსენი („ამოვიყვანე“) ჩემი ცოლი და მერმეც შენ წამართვიო! ბოლოს კი თავიც მომჭერიო! მე შენ ცოცხლად დაგტოვებო?! – უთხრა.
ბუზებს თავი წააცალა; მოკვდა არაბი. წამოიყვანა აწი თავისი ცოლი. დაიჭირა თავისი რაში. მოვიდა დის სახლში. დას გაუხარდა, რა თქმა უნდა. სამ თვეს ლხინი იყო, სამი თვის შემდეგ წაიყოლია და და სიძე. წავიდნენ, თორმეტი ძმა რომ შეიძინა, იქ. სამ დღეს იყო ლხინი. გადავიდნენ და წამოვიდნენ საკუთარ ("ძირ“) სახლში.
—გამარჯობა ძმებო, თქვენიო! —ალემ უთხრა ძმებს —წადი,·შე გლახა („დაკარგულო")! -უთხრეს ძმებმა?, — ჩვენი ძმა რომ დაიკარგა, [მას შემდეგ] გაგიდა („გათავდა") თექვსმეტი წელი.
—არა, ძმებო, -უთხრა ალემ —მე ვარ თქვენი უმცროსი, მხსნელი ძმაო.
—არ ხარ შენ ჩვენი ძმაო!
—არ ვარო, აბა, მე თქვენი ძმაო? —ალემ უთხრა.
ეს ძმები ორივე ამოიყენა იქით-აქით. ერთი ასფუთიანი ქვა ძევს აქვე. აიღო ეს, ხელში დაიკავა. სთხოვა ღმერთს:
—ეს თუ ჩემი ძმები იყვნენ და მე უარს მეუბნებოდნენ, მაშინ ავაგდებ ამ ქვას ზევითო, გააპე ეს ქვა შუაზე, ესენი გვერდზე მომიკალი და მე ცოცხალი დამტოვეო, თუ არა და, მე თუ მტყუანი ვარ, მე მომკალი და ესენი ცოცხალი დატოვეო.
ააგდო ალემ ზევით ქვა. ქვა გაიპო შუაზე, ძმები (გვერდით) მოუკლა ალეს და ალე ცოცხალი გადარჩა. ალემ დაუძახა ნათესავებს ("მოკეთებს“), ლხინი გამართა. სამ წელს იყო ლხინი (სმა).
- Rechtsinhaber*in
- Dadunashvili, Elguja
- Zitationsvorschlag für dieses Objekt
- TextGrid Repository (2025). Mingrelische Folklore. 10. ხელმწიფის უმცროსი შვილისა და მწყემსის ზღაპარი (ალეს ზღაკარი). 10. ხელმწიფის უმცროსი შვილისა და მწყემსის ზღაპარი (ალეს ზღაკარი). Kaukasische Folklore. Dadunashvili, Elguja. https://hdl.handle.net/21.11113/4bg1v.0