არაკი
Metadaten aus teiHeader
- cc_xmf_kat_2
- Warnung vor genderbedingt diskriminierenden Aussagen
Text-ID:
Typ-Index: (Link zum Schema)
⚠ Vorurteile im Märchen: (Link zum Schema)
Digitale Quelle:
ცხოვრობდა თურმე ერთ სოფელში ცოლი და ქმარი. მართალი ამბავია, ძველად მოხდარი ამბავი. ამას ჰყავს ერთი ბიჭი და ეს ბიჭი დიდი მონადირე შეიქმნა და ნადირობს ეს, დადის და თითქმის ნანადირევით არჩენს ოჯახს. ერთ მშვენიერ დღეს, ეს დიდი ბიჭი რომ არის ისე, ამ ოჯახს შეეძინა გოგო და მთლად გადაირია ეს ბიჭი, და მყავსო და უხარია ეს-ის. მოვა ეს ბიჭი, მოიტანს ნანადირევს, რომ მოხარშავს დედა, ჩაისვამს ამ დას [კალთაში] და დააპურებს თვითონ რომ ჭამს ისე.
მოკვდა დედა. ისევ ასე აკეთებს, შენ რომ ხარ ჩემი ბატონი. რომ გავიდა დრო, მოკვდა მამა. ისევ ასე აკეთებს ეს, ჰოდა, ესე იგი, სულში უძვრებიან ერთმანეთს [სიყვარულით]. უკვე დაქალდა, შენ ხარ ჩემი ბატონი, მაგრამ, ეს რომ საჭმელს ჭამს, ისევ ჩაისვამს და ასე უვლის ამ დას და და და ძმას ერთმანეთზე უმჯობესი არ ჰყავთ არაფერი (=არავინ). ერთ მშვენიერ დღეს დაუჩემა ამ გოგომ, მოიყვანეო ცოლი. არაო, ცოლი ოჯახს დაგვინგრევსო ჩვენო უთხრა, შენ რომ გათხოვდებიო, მერე მოვიყვანო. არაო, მაინცდამაინც მოიყვანეო და მოიყვანა ამან ცოლი.
ეს ცოლი რომ მოიყვანა, ისევ ასე გააგრძელა. ჩაისვამს ამ დას და დააპურებს. ერთხელ, მეორეჯერ, მესამეჯერ, მეოთხეჯერ რომ [დააპურებს], ამ ქალს (=ცოლს) არ მოეწონა ეს. არ მოეწონა ეს და წარმოიქმნა დავა ცოლსა და ქმარს შორის. შენ მე თუ არ გიყვარვარო, რატომ მომიყვანეო. ამ დას ზედ ჰყვებიო და დას უვლიო, მე ცოლი არა ვარო? და დად გყავდესო და ცოლი ცოლადო და ასეო. მაგრამ ძმამ უთხრა, ეს არისო ჩემი გაზრდილი და სანამ არ გათხოვდებაო, ასე მოვუვლიო მე ამასო, უთხრა.
ერთ მშვენიერ დღეს ეყოლათ ამათ ბიჭი, ანგელოზივით ბავშვი, ამ ცოლს და ქმარს. ამ ბავშვს, ეს ძმა რომ ექცევა დას, ისე ექცევა ეს მამიდა ამ ბავშვს. სულს ურჩევნია ეს ბავშვი, ძმისშვილი, შენ რომ ხარ ჩემი ბატონი. მივიდა ეს ქალი (=ცოლი) და მარანი დაწვა, მარანი. წაუკიდა მარანს და დაწვა. მოვიდა ძმა ნადირობიდან და ხორცი მოხარშა ამ ქალმა, ძმამ ჩაისვა ეს და და აპურებს. ჰო, ჰო, ასე გაათამამე შენ შენი დაო და გუშინ მარანი დაგიწვაო და ხვალ ბეღელს დაგიწვავსო, უთხრა. ეწყინა, მაგრამ რა ქნას, გაჩერდა ახლა. მივიდა და მეორე კვირას რომ წავიდა ეს (=ბიჭი), ბეღელი დაწვა. ისევ ასე უთხრა ამ ბიჭს, რომ მოვიდა, ჰო, ასე გაათამამეო და აი, რა ქნაო, ბეღელი დაწვაო, აბა, რას შეჭამთო! სიმინდიანად, ყველაფრიანად დაიწვაო, ვერაფერი რომ ვერ ვუშველეთო ისე. ან რატომ აკეთებ, ან რატომ ქენი, ერთი სიტყვა არ უთქვამს ამ ბიჭს, ჩაისვა და ისევ დააპურა. არც ეს და ეუბნება არაფერს, რომ მე არ გამიკეთებია და ეს-ისო. მივიდა და სამზადი სახლი დაწვა, ეს ბიჭი რომ წავიდა. სამზარეულო სახლს წაუკიდა და დაწვა. რომ მოვიდა, სამზადი სახლი არაა. დაიხმარა მეზობლები და გააკეთა რაღაცა. დაანთეს აქ ცეცხლი, მოხარშეს აქ ხორცი, შენ ხარ ჩემი ბატონი, და ჩაისვა ეს და დააპურა.
ხვალ სახლი თუ არ დაგიწვა, იმასაც ნახავო, უთხრა [ცოლმა]. გაჩერდა ეს კაცი, რა ქნას, ყოველ კვირას დადის, ორი კვირა არ წავიდა ახლა, მაგრამ ამ ბავშვისა და ამ მამიდის ქცევა ვერ ათქმევინებს ამას, რატომ გააკეთეო. რატომ_და, დარწმუნებულია თვითონ, რომ ეს ქალი, ეს და, ამას არ გააკეთებს. ამხელა სიყვარული რომ აქვს ბავშვისადმი, ეს ამას არ გააკეთებსო, ფიქრობს ეს ბიჭი გულში.
მივიდა ერთ მშვენიერ დღეს, ეს ქმარი რომ წავიდა, ეს ცოლი მივიდა და დიდი ცეცხლი დაანთო და ნაკვერჩხალი ბლომად დარჩა აქ და გამოჩხრიკა ეს ნაკვერჩხალი და ორივე ხელი დაადებინა ბავშვს და ამის ქვევით (=ინფორმატორი ჟესტით აზუსტებს ხელის მონაკვეთს) და ძლიერ დაუწვა ხელი. გაგიჟდა ეს მამიდა, ჩემი ბატონი შენ ხარ, კივილი დაიწყო, მოცვივდნენ მეზობლები (+ის), მაგრამ რა გინდა, აი, რა გაუკეთაო და ამას (=ამ გოგოს) გადააბრალა ყველაფერი. რა გამიკეთაო ბავშვისთვის და აი, მოვკლავო (+ის) და აი მოვიდა ძმა. ნახა ეს და როგორი მდგომარეობა არის ახლა. ანგელოზივით ბავშვს მამამ შეხედა, ტარიელივით დატოვა და ბავშვს ორივე ხელი დამწვარი აქვს და... მოხარშა ხორცი და ჩაისვა ეს ბავშვი, ისევ ეს და, დააპურა (+ეს). ადგა და ხარი და ურემი ჰყავდა და ეს ხარი და ურემი... შეაბა ხარები და წავიდა, მაგრამ, თუ სად მიდის, ვინ იცი[ს], ეგერ წავიდა ეს კაცი და ეს ურემი აუვსია პურით, უყიდია პური, აუვსია ეს, შენ ხარ ჩემი ბატონი, და მოვიდა სახლში, დასვა ეს და და წაიყვანა ტყეში. წავიდნენ ტყეში, ჩემი ბატონი შენ რომ ხარ, და აქ გამოხსნა ხარები ამ ურმიდან და ამ ურმის ზესადგარზე დაადებინა ხელ[ებ]ი ამ დას და სადაც დამწვარი ჰქონდა ხელები შვილს, იქ მოაჭრა (+იქეთ) ორივე. ახლა კი უნდა დას თქვას ეს [სიმართლე]; [ეს ბიჭი] რომ მიდის იქით, [დას უნდა] იცოდეს [ძმამ] რა არის [სიმართლე], მაგრამ არ ათქმევინა რაღაცამ და არ თქვა, რომ ეს მე არ გამიკეთებია, შენი ცოლი აკეთებსო (+ეს). ამ ძმას ცრემლები ჩამოსცვივდა. ნაწილობრივ დარწმუნებულია, რომ აქ არაა [დამნაშავე] და, მაგრამ (+აქ) ვერ მოითმინა (+ახლა), ამ ბავშვის ხელის დაწვა. (+აქ) შეუხორცდა ეს ხელი [დას] ცოტა და სისხლდენამ იკლო. [ამ გოგოს] მოშივდა, რამდენი დღეა საჭმელი არ უჭამია. (+აქ) პურს აიღებს, შენ რომ ხარ ჩემი ბატონი, და ჭამს ამას და დღეს, ხვალ, ზეგ, ერთი თვე, ორი თვე და დამთავრდა ეს პური. დამთავრდა პური და მოშივდა. მოშივდა, მაგრამ ისე მწარედ მოშივდა, აი, წასვლაც ეზარება. მიდის, მიდის, მიდის და ვერ ნახა ვერაფერი. ხან პანტა ვაშლი ასხია, ხან პანტა მსხალი, მაგრამ რას გააკეთებს ეს, ვერაფერს აკეთებს ხელი არა აქვს და.
ამან რომ შეხედა, ნახა ერთ ადგილას ვაშლები ასხია, სახეს რომ გაჩვენებს ისეთი (=სარკესავით), ყურძენი ასხია, ესე იგი ზღაპრული ბაღია, მაგრამ ჩიტი რომ ვერ შეფრინდება ისეთი მესრებით არის შემოღობილი (+ეს) და იარა ამან გარშემო და იარა აქეთ_იქეთ და სადღაც ნახა თავის შესაყოფი ადგილი. შეყო აქ თავი, ყურძენი ვერ მოწყვიტა და ამ იმით [პირით] ჭამს, რომ ასხია ისე (=მსხმოიარეს), ამას (=ყურძენს). გამოვა და წამოვა აქეთ, გამოვა და წამოვა აქეთ და ამ იმას (=სამყოფელს) ვერ მოაგნებს (+ახლა), სადაც იყო იმ ადგილს და ხის ძირში დაწვება (+იქით). ისევ მოშივდა, ისევ შევა. ეს ყოფილა თავადის ბაღი, ეს შემოღობილი ჰქონია ამ თავადს და მცველებიც ეყენა, ყარაულები. ესენი კვირაში ერთხელ მოდიან და დაივლიან ამას (=ბაღს). ნახეს აქ რომ ეს ყურძენი შეჭმულია (+ეს). დაუდარაჯდნენ ამას. ორნი არიან ესენი და დაუდარაჯდნენ. ერთი დარაჯობს, მეორეც დარაჯობს, დარაჯობენ, მაგრამ ვერ დაიჭირეს (+აქ), ვერაფერი ნახეს, ვერაფერი ის [საეჭვო]. ისევ თხუთმეტი დღე გავიდა და რომ მოვიდნენ, ისევ შეჭმული ნახეს ეს. ისევ დარაჯობენ, მაგრამ ვერ ნახეს ვერაფერი. ეს [გოგო] ხედავს, ღმერთმანი, რომ ყარაულობენ და მაშინ არ მოდის (+ეს). რომ წავლენ, მაშინაა რომ ის [მოდის], და უკვე იძულებული არიან [მცველები, რომ უთხრან]; ეს ამ თავადმა რომ გაიგოს და ჩვენ რომ გაგვყაროს (+იქეთ), [ფიქრობენ] და სამუშაო დაეკარგებათ [იმათ] მერე. უკეთესია, რომ ვუთხრათ და გადაწყვიტეს, რომ უთხრან და მივიდნენ და უთხრეს. ასეაო საქმე, ასეო და ვიღაცა შემოეჩვიაო [შენ ბაღს], შესვლის ადგილს ვერ მივაგენითო, აქ რა დადისო და რა არაო, ამას.
გააძლიერა თავადმა დარაჯი, მაგრამ ერთი ნაწილი აი, იმაზე რომ არ (=კი არ) დააყენა _ შემოღობილ ტერიტორიაზე, ცოტა იქით დააყენა, ჰოდა, (+ეს) იქით რომ დგანან იმათ დალანდეს ადამიანისმაგვარი რაღაცა. უყურეს ამას, უყურეს და წამოვიდა ეს, წამოვიდა, შენ რომ ხარ ჩემი ბატონი, და იქით სადღაციდან შევიდა ეს, მუხლზე დაიჩოქა. ეს რა იციან ამათ, ამას ხელი რომ არ აქვს, ესენი შორს არიან და. მუხლზე დაიჩოქა და ჭამს და მივიდნენ ახლოს, მოვიდნენ და ნახეს, ხელი რომ არ აქვს და შეეცოდათ, მაგრამ რა ქნან?! ანგელოზივით გოგო, არაჩვეულებრივი შესახედაობისაც. დაიჭირეს და მოუყვანეს თავადს ეს. თავადი რომ არის ახლა ეს (=თავადი კი არის ეს, მაგრამ), მაინც ცრემლი გადმოსცვივდა, ასეთი გოგო [ნახა] და ჰკითხა ამას, რა არის ტყეში ცხოვრების მიზეზი და რა არის ხელის მოჭრის მიზეზი, რა მოხდა, რა იქნა, რა არის (+ეს) და არ თქვა ამან. დაბადებული, მე რომ მახსოვს, ასე ვარო და არაფერი არ ვიციო, უთხრა; ეს როგორ დამემართა, რა არის, არაფერი არ ვიციო, ამან. ამ თავადს ერთი ბიჭი ჰყავს. ეს სწავლობს რუსეთში, ეს ბიჭი. ეს ბიჭი ავად გახდა და ლოგინად ჩავარდა (+იქეთ) და ლოგინში წევს (+ეს), ეს [გოგო] ხელმოჭრილი, ეს [ბიჭი] დგება თხუთმეტ დღეში ერთხელ, საერთოდ თუ ადგა; თუ არადა, არ ლაპარაკობს, ლოგინიდან არა დგება და წევს კედლისკენ მიბრუნებული და ამას მოვუყვანო [მამამ] ამას (=გოგოს) ცოლად. რადგან განგებამ ასე ისურვაო, ამან (=განგებამ) ჩემს სახლში მოიყვანა ეს (+აქო) და მოუყვანეს ამ ბიჭს ცოლად ეს.
ამაღამ დაწვნენ ესენი, ხვალ საღამოსაც. ერთი კვირა გავიდა და ადგა ეს ბიჭი, ლაპარაკი დაიწყო, დადის ეს და წელიწადი გავიდა, (+და ეს) ბიჭი წავიდა (+და), გააგრძელა საწავლა (+და სწავლობს ეს ბიჭი). დრო მოვიდა, თავისი დრო და დაიბადა ანგელოზი ბავშვი, [თვალით] უნახავი, თორემ რამე ისა [უბრალო]. ნახევარი ოქრო და ნახევარი ვერცხლიაო, ამობს ბაბუა. ამგვარი ბავშვი დაიბადა აქ. აიყვანა (=მოიხმო) მოახლე რომ ჰყავს ეს და დაწერა წერილი: `მართალიაო, შენს ცოლს ხელები არ აქვსო, მაგრამ ბავშვი დაიბადაო, ნახევარი ოქრო და ნახევარი ვერცხლი, ჰოდა, მოდი და ნახეო შენი შვილიო.“
წავიდა ეს ბიჭი (=მოახლე), დაიჭირა [ხელში] წერილი, დაჯდა ცხენზე და მიდის და სოფელი გასავლელი აქვს ახლა, სადღაც სოფელი ადგილი და ამ სოფლის ბოლო ოჯახში მივიდა და ღამდება. სად წავიდეს ახლა, იქით ტყე მოჩანს და შევალო და დაიძახა: ჰეი, მასპინძელო, ჰეი, მასპინძელო. გამოხედა ქალმა. ეს საღამო გამათენებინეთო, უთხრა იმას. ჰოდა, მობრძანდიო ბატონოო, უთხრა ამ ქალმა. ქმარი არ არისო ჩემი, მაგრამ... ეს სანადიროდ დადის. არ მიუტოვებია ამ კაცს ნადირობა. ეს ყოფილა თურმე ის ოჯახი, ამ გოგოს რომ ხელი მოჰკვეთა, ის ოჯახი ყო- ფილა ეს. დასხდნენ ახლა. ვახშამი გამოუტანა, შენ რომ ხარ ჩემი ბატონი, და დაიწყეს საუბარი, თუ სადაური ხარ, ვინ ხარ, რა ხარ, უთხრა ამან [მოახლემ] ასე, ასე, ასე მოხდაო და ეს ყველაფერი უამბო, ეს და ეს ბიჭი სწავლობდა, დაინვალიდდა, ლოგინად ჩავარდა, უხელო გოგო დაიჭირეს, მიოუყვანეს და დაიბადა ბავშვი არაჩვეულებრივი, ნახევარი ოქრო და ნახევარი ვერცხლი რომ [არის] ისეთი და გაუხრადა ამ ქალს (=ამ კაცის ცოლს), ცოცხალი ყოფილაო კიდევ და ღმერთმა მომცაო შურძიების საშუალება. ეს გაუხარდა ამას ხელში რომ ჩაუვარდა. მივიდა და დაწერა ამან (=ქალმა), ამაღამ ამოუღო ეს ნაწერი ამ კაცს რომ უდევს ის [წერილი] და დაწერა: `ის არ იყო საკმარისი შენი ცოლი უხელო რომ იყოო, თვალაუხელელი (=ბრმა) ლეკვი დაიბადაო, ძაღლის ჯიშისო, ჰოდა, როგორ გავაკეთოთ, შემომითვალეო.“ ჩაუდო ეს (=წერილი) და ეს კაცი დილით რომ ადგა, პურმარილი გაუწყო ისევ ამ ქალმა, შენ რომ ხარ ჩემი ბატონი, და მიფრინავს ეს კაცი, კაცო, მიდის, ოქროსავით [ამბავი] მიაქვს და. ჰოდა, რაღაცა დროის [შემდეგ] მიაღწია ამან იმ ბიჭამდე და მივიდა. გადასცა ეს, შენ რომ ხარ ჩემი ბატონი, (+და) მიულოცა და მისცა და ბიჭს თვალებიდან ცრემლი ჩამოუგორდა, კაცო, ტირის. გასულელდა ეს კაცი, კაცო, რა ატირებს, ეს ძმამკვდარი (=ოხერი), რა არისო, მაგრამ ვერ გაბედა (+ახლა) ვერაფრის თქმა. ამას (+ახლა) ეწყინა, [ალბათ] არ უნდოდაო შვილიო და ისა და... მივიდა და დაწერა ამ ბიჭმა წერილი: `მამაჩემოო, ძაღლის [ჯიშს] რომ ჩამოჰგავს ისეთი კი არა, ჭრელი გველიც რომ იყოს, ჩემს მოსვლამდე ხელი არ ახლოთო.“ მისცა ამას ხელში [ეს წერილი] და წამოვიდა ეს კაცი. აქ (=ამ ადგილას) შემოაღამდა ისევ აქეთობისას. ამოუღო ამ ქალმა, ქმარი ისევ არ არის, ამოუღო ეს ნაწერი ამაღამ და დაწერა: `ნახევარი ოქრო და ნახევარი ვერცხლი კი არა, მთლიანად ოქრო რომ იყოსო, შეუსვითო ზურგზე [ქალს ბავშვი], აჰკიდეთო საგზალი და გაუშვითო.“
მიიღეს ეს წერილი, შენ ხარ ჩემი ბატონი, და მამა, დედა დამწუხრდა, მოახლეებს, ყველას სწყინს, მაგრამ რა ქნან, ბიჭის ბრძანებაა და ეს ბავშვი შეუსვეს მხარზე, წინ ჩამოჰკიდეს პატარა ტომარა და გაუშვეს. მიდის, მაგრამ შია, მაგრამ რა ქნას ახლა რომ შია და ბავშვს ვერ ჩამოსვამს, რომ ჩამოსვას, ვერ ასვამს ზევით. ამას [პურს] ვერ ამოიღებს, ჰოდა, მიდის. და მოწყურდა წყალი, ისე მწარედ მოწყურდა წყალი, საჭმელს საერთოდ არ შეჭამს, წყალი რომ დაალევინო. მიდის, მიდის და ნახა მდინარე მიდის (=მიედინება) დიდი, წყალი მიდის, ჰოდა, გაუხარდა, მივიდა აქ და შევიდა წყალში. ჰოდა, რომ იხრება ის [ჰა და ჰა თითქმის წვდება წყალს], მაგრამ რომ დაიხაროს, ბავშვი დაუვარდება და წყალში შევიდა იქ, წყალი არ ყოფილა, პირი რომ დასწვდება იმდენი იქ; იქამდე რომ მოადგეს წყალი, რომ პირი დასწვდეს [დაუხრელად], ამხელა არ ყოფილა წყალი. რა ქნას, ღმერთმანი, და დაიხარა ეს, აი, ჩაიკუზა და დაიხარა და (+ახლა) სვამს წყალს, სვამს და (+იქით) დაავიწყდა ამას [ბავშვი], ეს წყალი იმდენად ის [მიმზიდველი] არის, ამ წყალს დახარბდა და ბავშვი (+იქით) ჩაუვარდა წყალში. ჩავარდა ბავშვი წყალში, შენ რომ ხარ ჩემი ბატონი, და გამოეკიდა ამას, ჰოდა, ვითომდა ხელით წაეპოტინა და ორივე ხელი გამთელდა. ხელად იქცა [მოჭრილი ნაწილი] და დაიჭირა, ამოიყვანა [ბავშვი], ამოვიდა, გაძღა საჭმლით, შენ რომ ხარ ჩემი ბატონი, და ეს შენი თვადი და ის [ქმარი] ფეხზე დაიკიდა. ბავშვი ჰყავს ოქროსავით, მას ორივე ხელი [აქვს] და მიდის.
მოვიდა თავის სახლში. რომ შეიხედა სახლში, დაიძახა (+იქეთ). ღამდება. აქ სახლია მისი და, რომ დაიძახა, გამოხედა ამ ქალმა, ქმარი ამაღამ მოვიდეს უნდა. გამოხედა ამ ქალმა და ასე რომ შეხედა, გასულელდა, კაცო, აი, თავისი მული, აი, ბავშვი გადასარევი, მაგამ ხელი აქვს ორივე. ამან დააბნია ახლა, ამ ხელმა, თორემ მული მისი; ჰოდა, მობრძანდიო და შეიყვანა. სხედან, საუბრობენ ისე, მოვიდა ქმარი. რომ მოვიდა ქმარი, არ იცნო ამ ძმამ?! ბავშვი იყო?! გოგო იყო დაქალებული. ძმას აუტყდა ტირილი (=ატირდა) და გარეთ გავიდა (+იქეთ). თავისი და ზის აგერ და ხელი აქვს, მაგრამ და არის თავისი სინამდვილეში და დაკმაყოფილდა ტირილით, გაძღა. შევიდა, დასხდნენ და ვახშმად სხედან, შენ რომ ხარ ჩემი ბატონი, და [ამ დროს] ჰეი, მასპინძელოო, დაიძახა ვიღაცამ. გამოხედა ამ კაცმა. ღამე გამათევინეთო ამაღამ, უთხრა, და მობრძანდი ბატონო და...
ცხენი მიაბეს და ეს ბიჭი შევიდა ამაზე წინ, ამ ოჯახის უფროსზე და აი, თავისი ცოლი აგერ ზის, კაცო, აი, ბავშვი აგერ ზის, ნახევარი ოქრო და ნახევარი ვერცხლი. აი, უკეთესი რომ არ იქნება ბავშვი ისეთი და აი, ხელი აქვს ორივე [ამ ქალს]. როგორ ემსგავსებაო კაცი კაცს, ჩაილაპარაკა ახლა ამ ბიჭმა. ამან იცნო, თავისი ქმარია და არ იცნო ახლა ამ ქალმა, მაგრამ არ ამბობს არაფერს. რატომო, ბატონოო, უთხრა ამ ძმამ ახლა, ამ სახლის კაცმა. ცოლი მყავდაო სახლშიო, უთხრა, ცოლი მყავსო სახლში, ჰოდა, მოჰყვა ახლა ამან, როგორ არის, როგორ არა, ყველაფერი უამბო ამას; ჰოდა, ხელი არ აქვსო ორივე და მამაჩემმა მომწერაო, ბავშვიო, ბავშვი დაბადებულაო ასეთიო და ასე მომხდარაო და იქ მივდივარ და ამან მთლად ამრიაო, მთლად ჩემი ცოლია ყველი რომ გაჭრა და ერთმანეთს დაატოლოო იმგვარადო (=გაჭრილი ვაშლივით ჰგავსო). დიახო, შენ კი არა, მეც ავირიეო, ამ ბიჭმა უთხრა და ამან თავისი ამბავი უამბო (+აქ): და ჰყავდა, ასე ექცეოდა, მერე ორივე ხელი მოაჭრა ბოლოს და ტყეში რომ გააჩერა (=დატოვა) ურემი, და მოჰყვა ეს. (+და) უსმინა, უსმინა ამ ბიჭმა რომ ესაუბრება ამას (=ამბავს) და ის არ იყოსო ეს, ეს შენი და არ იყოსო, ტყეშია დაჭერილი ჩემი ცოლი და წამოდი, დილას წამომყევი და ვნახოთო. მეო განთქმული კაცის შვილი ვარო და გადაწყვიტეს (+ახლა) წასვლა, დილით უნდა გაჰყვეს ეს კაცი, ეს ძმა, იმ დროს ეს ქალი (=და) ადგა და თქვენ არსად არ ხართ წასასვლელიო, უთხრა. მე ვარო ის, შენ რომ ამბობ ჩემი და არისო და მე ვარო ის, ჩემი ცოლია რომ ამბობო და უამბო ამან როგორ მოხდა, როგორ დაემართა, (+ახლა) ეს გაჭირვება მოუყვა ყველაფერი და აქო რაც ხდებოდაო, ამას ყველაფერს ეს შენი ცოლი აკეთებდაო, მაგრამ თქვენ გაიყრებოდითო და ამ ბავშვის სიყვარულით არ ვამბობდიო, უთხრა. გამოვიდა ეს კაცი, ცოტა ხანი გავიდა და იძახის, დაუძახა ცოლს; დაიკივლა ცოლმა. გამოვარდა ეს ბიჭიც (=სტუმარი), მაგრამ დანა ამოიღო [მასპინძელმა], არ მოხვიდე, თორემ მოგკლავო, უთხრა ჰოდა, მიაბა ცხენს თმით ეს ქალი, ახსნა ეს ლაგამი და გაათრია ცხენმა, რა არისო ცხენმა რომ აკიდებული მაქვსო და დაფეთდა ცხენი, [ქალის] თავი რომ ეკიდა იმის მეტი ყველაფერი დაფლითა (+იქეთ).
აქ ერთი კვირა იქეიფეს, ჭამეს, სვეს და წავიდნენ იქ (=ბი ჭის სახლში). ის კაცი (=ბიჭის მამა) მთლად გაგიჟდა და მთელი თავისი გუბერნია დაპატიჟა, ჰოდა შეიქნა ქეიფი და ეს ბავშვი გაიზარდა, შენ რომ ხარ ჩემი ბატონი, და ერთ-ერთი მეფის კარისკაცი გახდა. ისეთი მაგარი ნიჭიერი ბავშვი იყო და კარისკაცი იყო მეფის და ცხოვრობდა ის ცოლი და ქმარი და მოკვდა ეს (=მამა), აბა, რა იქნებოდა, დაბერდა და.
ეს ნამდვილია ამბავიაო, იტყოდა ბებიაჩემი, ცხონებული.
- Rechtsinhaber*in
- Dadunashvili, Elguja
- Zitationsvorschlag für dieses Objekt
- TextGrid Repository (2025). Mingrelische Folklore. არაკი. არაკი. Kaukasische Folklore. Dadunashvili, Elguja. https://hdl.handle.net/21.11113/4bg21.0