22. უშვილო ხელმწიფის ზღაპარი

არის ერთი უშვილო ხელმწიფე. არც ამას ჰყავს შვილი და არც ამის ვეზირს. უთხრა თავის ვეზირს: — მოდი, წავიდეთ მე და შენო, ისეთი წამალი ვიშოვოთ, შვილს რომ გაგვიჩენსო. -კარგიო.

გადავიდნენ და წავიდნენ. აიღეს სახარჯავი, სამ–ოთხ თვეს რომ ჰყოფნით, იმდენი. გაუდგნენ [გზას]. იარეს, იარეს: დღეს, ხვალ, ზეგ... მიდიან ორ თვეს. მესამე თვეს ერთ მინდორზე გავიდნენ. აქ გაერივნენ („შევიდნენ“) ცხოვრებაში. სამ დღესა და სამ ღამეს ვერ მივიდნენ ფარის („ცხვრის“) თავამდე. მეოთხე საღამოს მივიდნენ. შეხედეს — ერთ კაცს ცხვრის [ტყავის] დიდი ქუდი ახურავს, ცხვრის ქურქი აცვია და გვერდზე კომბალი

რომ უკავია („უდგას“), დაინახეს. ეს კაცი დააკვირდა და რომ ხელმწიფე არის, ვინც მოდის (+ის), მიხვდა [ამას]: — ერთი, თამბაქო მომაწევინეო („თუთუმი მაჭამეო“), — უთხრა ხელმწიფემ. — ბიჭო, ბიჭოო! — დაიძახა

მეცხვარემ. — ა, ბატონოო, —უთხრა ბიჭმა. — ერთი საპაპიროსე („ტაბაშნიცა“) მომიტანეო. — მოუტანეს ხელმწიფეს საპაპიროსე. გახედა, მაგრამ მთელ ქვეყნად ღირს ეს. გაუკვირდა ხელმწიფეს, რა თქმა უნდა. იმ საღამოს

იქით დაპატიჟა იმ კაცმა: — წამოდით სახლშიო, — უთხრა. [255]

რომ მივიდნენ ჭიშკრამდის, აქ ხალხია ბევრი, ხელმწიფის ტანისამოსი უკავიათ ხელში. როგორც კი დაინახა ეს ხელმწიფემ: -თქვენ ხელმწიფე ყოფილხართ და მე მომკვდარვარო?

-არაო, იმ დროს მე მეცხვარე ვიყავი და ახლა ხელმწიფე ვიქნებიო, -უთხრა პასუხად („სამაგიეროდ“).

პატივი სცეს ძალიან და ნავახშმევს ადგა და შევიდა ოთახში და ორი ვაშლი გამოიტანა:

–ეს ერთიო. რომ მიხვიდეო, შუაზე გაჭერი და ნახევარი შენ შეჭამე და ნახევარი შენს ცოლს აჭამეო. -ასე უთხრა ვეზირსაც და თითო ვაშლი დააკავებინა ორივეს. — იმ საღამოს ორივენი დაწექით ცოლთანო.

წამოვიდნენ და მოვიდნენ სახლში. გაჭრეს ვაშლი და შეჭამეს, როგორც ხელმწიფემ უთხრა, ისე. გზაზე უთხრეს ერთმანეთს: – ჩვენი შვილები თუ გოგო და ბიჭი იქნენ, [ერთმანეთის] ცოლად და ქმრად მივიჩნიოთო.

გავიდა დრო და ხანი. ·ხელმწიფის ცოლს დაებადა ბიჭი და ვეზირისას — გოგო. დაუყენეს ორივე ბავშვს მასწავლებელი და დაუწყეს სწავლება. გამოვიდნენ („იქნენ“), მაგრამ რა გამოვიდნენ („რა იქნენ“), ქვეყნის გასაკვირველნი, ამ ბიჭს ჰქვია ალექსანდრე. თვრამეტი წლისა გახდნენ ხელმწიფე მოკვდა. აქ მდინარე („წყალი“) უვლის ძლიერი და ეს თურმე ზღვას ერთვის. ამოვიდა ეს ბიჭი აქამდე, სამაგალითოდ კარგი მდინარე არის. სურათი აქვს ამ ბიჭს ამ გოგოსი. ამოუვარდა ჯიბიდან და მდინარეში ჩაუვარდა. აიღო მდინარემ და ზღვას შეურია. ზღვაში რომ დგანან მეთევზეები („მეთევზე ხერხი“), ამათ ქე არ დაინახეს სურათი?! რომ გახედეს,

მზეთუნახავი! – ეს ჩვენ რად გვინდა, ხელმწიფის შვილს მივუტანოთ და მადლობას გვეტყვიანო, — თქვეს. ხელმწიფის შვილი წამოვიდა მართლაც და ქე არ მოვიდა ამ გოგოს მამასთან?! უთხრა:

მომეცი შენი ქალიშვილი ცოლად, თუ არა და უნდა გეჩხუბოო. რა ქნას ვეზირმა. — დრო მომეციო, — უთხრა ბიჭს, — და იფიქრა: — მოდი, ამ ჩემი ხელმწიფის შვილს დავღუპავ („დავკარგავ“) სადმეო. დაიბარა ეს ბიჭი და

უთხრა: — წამოდიო შვილო, და ჩემს ტყეს დაგათვალიერებინებო („დაგატარებო“). — კარგიო. შევიდნენ („შევარდნენ“) ტყეში და მიდიან, დაიღალნენ, შუადღის ჟამია და როგორც კი მოისვენეს, დაეძინა ბიჭს. მოუსვა

და წავიდა ვეზირი სახლში, დატოვა ბიჭი ტყეში. ადგა ბიჭი მეორე დღეს და გაჰყვა ტყეს. იარა დიდ ხანს, იარა, მაგრამ მხარი ექცა და ვერსაით ვერ გავიდა.

აქ მუშა დგას ნახშირის მექარხნისა, ეს შეხვდა. დაიჭირეს ეს ბიჭი მუშებმა და მიიყვანეს სომეხთან, ქარხნის პატრონთან. გახედეს, ვერ იცნეს. ჰკითხეს: —ვინ ხარ შენ? — არ ვიცი, მე ვინ ვარო. ადგა („ასწია“) ეს სომე–

ხი და შვილად აიყვანა („დაიკავა“) ეს ბიჭი, ქალიშვილის მეტი ვაჟიშვილი არა ჰყავს და ეს მის ქმრად უნდა. მუშებს უფროსად დაუყენა ეს ბიჭი და არიან [ასე]. ერთ დღეს ადგნენ მუშები და წავიდნენ ყველანი [სამუშაოდ]

ერთი არ ადგა, მელოტი მუშა რომ ურევია, ის. — ადექიო, – უთხრა. – არ [257] ავდგებიო, — უპასუხა ("უთხრა“). ჰკრა წიხლი და: - ადექი ზევითო. —ასეთი ამაყი თუ ხარო, ხვალ საღამოს შენი საცოლე („ცოლი“) მიჰყავთ და შენ აქ ხარო? - უთხრა.

-ღმერთო ჩემო („ძმა-მკვდარიო“), რა იყო, ამ კაცმა რომ მითხრაო? მოიხმო და ჰკითხა:

-რა იყო, შენ რომ თქვიო?

-რაო-და, შენი საცოლე — ვეზირის შვილი ხვალ საღამოს მიჰყავთო.

-ეს გცოდნია შენო, [ახლა] რა უშველის ამას, ისიც გეცოდინებაო, — უთხრა ბიჭმა.

-რა შველის, კი ვიციო, შენ თუ შეძელი მისი გაკეთებაო, შენ რა ჰქნა, იციო? — ჰო-ო, — უთხრა. — წადი შენს გამზრდელთან (,მორდუსთან“) და მას რომ ცხენი ჰყავს, ის სთხოვეო; თუ მოგცა, ის გიშველისო. — როგორ არ

მომცემსო, — და წავიდა ბიჭი ცხენისთვის. მივიდა მოწყენილი სახლში.

-რა ამბავიაო? —ჰკითხა გამზრდელმა.

-მუშები მუშაობენო, არაფერიო.

-რა არის, [რომ] შენ მოწყენილი ხარო?

-მეო ასვ მაქვს საქმე, მე თუ ცხენი არ მომეციო, თავს მოვიკლავო (+მაინცო).

-შვილო მე ცხენს მოგცემო მაგრამ რომ დაიღუპო რა ვქნაო („როგორ სჯობიაო“).

გამოართვა ცხენი მეორე დილით და მიდის ალექსანდრე.

-მოგცაო? — ჰკითხა მელოტმა. — კიო. — აწი შენი საქმე კარგადააო („წინააო“). რა ჰქნა, იციო? — ჰო!

-ერთი ჭადარი დგას ამ გზაზე მინდორში, იმ ხის ძირში წამოწექიო, -უთხრა. — იქ გამოივლისო თორმეტი კარეტა. წინ ზისო ხელმწიფე და ის ქალიშვილი უზისო მას. — ეჰე, ალექსანდრე სად დაგხვედრიაო, მაგას შემოვევლეო, -იტყვისო ქალიშვილი. — ვინ არის ალექსანდრეო? -ჰკითხავსო ხელმწიფე. — ბიძაშვილია ჩემი და ჩემი წაყვანა რომ გაუგია, აქ დაგვხვედრიაო და წავიყვან იქითო, – იტყვისო. ხელმწიფე: — კიო, — ეტყვისო, მაგრამ: — ცხენი ჩემს კარეტაზე მომიბითო, - უთხარიო.

წავიდა ეს ბიჭი და მართლა ყველაფერი ასე მოხდა. წაიყვანეს ეს ბიჭი და წავიდნენ ყველანი. —შენო უთხარიო ხელმწიფეს გზაზე (ასწავლა მელოტმა): — სადაც შენი რაში აბია, იქ დააბმევინე ჩემი ცხენიცო. დააბამენო, — უთხრა ხელმწიფეს და, მართლაც, რომ მივიდნენ ხელმწიფის სახლში, მის რაშთან დააბმევინეს ამ ბიჭის ცხენიც. — მიდი შენ ცოტა ხნის შემდეგ და უთხარი ცხენების ყარაულს: — გასაღები მომეცი მე და ცხენს ვნახავო (+უთხარიო). უნაგირი იქვე ჰკიდიაო. მერმე გოგო გამოიყვანე, დასვი ცხენზე და წამოდიო.

მივიდა, მიადგა აღმართიდან, გამოიყვანა გოგო, დასვა ცხენზე, დაჯდა მეორეზე თვითონ და დაიძახა: - ჩემი ცოლი იყო და მე მიმყავსო! მოვიდნენ სახლში. გაუხარდა სომეხს. თვითონ (+დაიწყო სვლა და) მივიდა ვეზირთან: – შენო დამტოვე ტყეშიო... ძალა არ გქონდა და მეტი რა უნდა [259] გექნაო ვეზირმა ლხინი გამართა, წვეულვბა რომ დაკარგული კაცი მოვიდა. მიდიოდმოდიოდა [მათთან] ხალხი და დიდად სახელოვანი იყო მათი ცხოვრება.


Lizenz
CC BY
Link zur Lizenz

Zitationsvorschlag für diese Edition
TextGrid Repository (2025). Danelia, Korneli. 22. უშვილო ხელმწიფის ზღაპარი. Kaukasische Folklore. https://hdl.handle.net/21.11113/4bg2j.0