8. მუჰამები და ზაკაიკი გმირების ზღაპარი

Metadaten aus
teiHeader

იყო ძველ დროს ერთი კაცი, დიდად სახელოვანი კაცობით, სახელი ერქვა მუხამბარი, რომელიც (ეს) იყო დიდად ქებული, ომში დიდად გამოსადეგი. ეს არ იქო ხელმწიფის მემკვიდრე, მაგრამ სახელმწიფოში დიდი მოწონება ჰქონდა, რადგან ომის დროს ვისაც შემწეობას მისცემდა, უთუოდ გამარჯვებული იყო ის ხელმწიფე. ეს თვითონ უოძეო და უასულო კაცი იყო. (გვარიანი) ხანში შესვლის დროს სურვილი გაუჩნდა რომ ღმრთისთვის ეთხოვა შვილი. კიდევაც შეხვდა ისეთი დრო („მომენტი“), შეუსრულდა [ნატვრა], მაგრამ როგორ? თავის სიცოცხლეში საკუთარი თვალით ნახა, რომ მეუღლე („ამხანაგი“) ფეხმძიმედ არის. ამ დროს ავად გახდა მუხამბარი. თავისი ავადმყოფობა შეიცნო, როგორც მომაკვდინებელი· წარმოუდგა იმ დროს ნათხოვი საქმე ("საქმის წუთი“), ირწმუნა, ისეთი ყოფილა ის დრო („მომენტი“), რაც უნდა ძვირფასი ეთხოვა, შეუსრულდებოდა; ოღონდ ისიც შეიცნო, როგორ უაზრო შეიქნა მისი თხოვნა, უაზრო იმიტომ, („იმნაირად“) რომ სთხოვა შვილის გაჩენა, ხოლო თავისი დასწრება—არა. ამ დროს ინაღვლა ეს ძალიან, მაგრამ („და“) ახლა ამას არაფერს შველის, მხოლოდ თავისი ანდერძის [შედგენას] შეუდგა. დაისწრო ახლო („ტომი“)ნათესავები და საჭირო მთავრები. იანდერძა, რაც უნდოდა. მხოლოდ შვილის შესახებ დაიბარა ეს და უთხრა საყვარელ („ამხანაგ“) ცოლს, თუ როგორ ეს-ზევით ნახსენები თხოვნა-უაზროდ („უაზრო აზრით“) ექნა ნათხოვი და ამასთანავე საგანგებოდ დაუბარა ცოლს; რომ თუ [ახალ] შობილი გოგო იქნეს, დაარქვით სახელი, რაც გინდოდეთ, მხოლოდ თუ ვაჟი იქნეს, დამირქვით მას სახელი, რაც მე გითხრათ. მე, როგორც მუჰამბარი, მას [სახელს] ვარქმევ მუჰამბის თქვა ეს და მუჰამბარი მოკვდა („შეისვენა“). მუჰამბარი რომ დამარხეს მერმე შეეძინა („დაებადა“) მის ცოლს ვაჟიშვილი სახელად დაარქვეს მუჰამბი.

მუჰამბი შეიქნა მამაზე ბევრად უკეთესი და უდიდესი გავლენიანი ყველა სახელმწიფოსა და საზოგადოებაში როცა ახალგაზრდა იყო, მეათე-მეთერთმეტე წლამდე, ცოტა რამ ნაკითხი ჰქონდა ქვეყნის გაცნობის მიზნით. ამის მამას (კაცს) მუჰამბარს ყოველგვარი საომარი იარაღები ჰქონდა: ფარი, ხმალი, მშვილდი და ისარი–,ყველაფერი რკინეულობა. საჯდომად ჰყავდა თეთრი რაში. ესენი მოითხოვა და გზაზე გასვლა მოისურვა მუჰამბიმ, უნდოდა, რომ ქვეყნები ენახა. რადგან პატარა (ხნის) იყო, დედამ უარი განუცხადა და ყველა მოკეთეებმა (!) კიდევ უთხრეს მუჰამბის, როგორმე არ წასულიყო. მაგრამ ყველას ტკბილსიტყვაობით ("კარგი გულით“) გამოსტყუა ნება („თავი“) და ეს საომარი იარაღები („ყველაფერი ღირეული“) დააწყო, საჯდომი რაშიც მოამჯობინებინა („მოაკეთებინა“) და დანიშნა დღე–[ამა და] ამ დღეს გავა სახლიდან. დედა ცრემლის ღვარში ზის, ვაებასა და უბედურებაში, მაგრამ, რად მოგაწყინოთ [თავი], იმ დღეს დაიბარა ყველა თავისიანი გამოსამშვიდობებლად და კიდეც მოვიდა ყველა (კაცი), შეტყობინებულიც და შეუტყობინებელიც. გამოემშვიდობა მუჰამბი ყქველას. ულოცავენ გზას, ამ დედამ („დედაქალმა“) ბევგრჯერ იფიქრა თავის მოკვლა თავისი ბავშვის ბავშვურად წასვლის გამო, მაგრამ ესეც რომ არ ვარგოდა, გაჩერდა ("მიატოვა“). უკანასკნელად, ყველას დამშვიდობების შემდეგ, მოჰკიდა მარჯვენა ხელი შვილს, მარჯვნივ შემოატრიალა და თქვა ასე:

—ღმერთო, ბევრი გთხოვე. გთხოვ, კიდევ შემისრულო ისიც, რასაც ახლა გთხოვ! ჩემი სათხოვარი ბევრი არაა, მაგრამ მე საჭიროდ მიმაჩნია, ცხარე ცრემლებით გთხოვო-ეს ჩემი შვილი თუ ნაკლები იქნება კაცობით

და გონებით მამამისზე, ან და არ იქნება თავისი დედისა და მამის შესაფერისი შვილი, გთხოვ, მოწყალე ღმერთო, ეს ჩემი შვილი ცოცხალი ვერც მე ვნახო და ვერც მისმა სამშობლომ.

გაათავა დედამ თავისი სათხოვარი („სახვეწებელი“) და გამოეთხოვა შვილს. გამოვიდა და წავიდა მუჰამბი.

ბევრი სიარულის („გზის“) შემდეგ მუჰამბის შეხვდა ექვსი კაცი, რომლებიც ყაჩაღები („წამრთმევნი“) და მძარცველები იყვნენ. დაინახეს შორიდან მუჰამბი და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: ·

—ცოტა რაღაც შეგვეძინა, ვერ ხედავთო! ამის თქმა და, თავისი თეთრი რაშით ისე დაესწრო მუჰამბი ამ სიტყვებს დამთავრებამდის, როგორც გვერდით მდგარი („მჯდომი“) კაცი; ისე ("იმ ზომამდე“) ჩქარი მოსიარულე იყო რაში. მაგრამ, რა მოგაწყინო [თავი], ამას ისინი რას უზამდნენ, თვითონ ისინი ყველა დაიმორჩილა. მერმე შეეცოდა და თავ-თავისი იარაღი ისეგ აჩუქა და დაარიგა ისინი:

-უმეცრად („ხამად”) ნუ იქცევით. ადგა („იწყო სვლა“) და წავიდა მუჰამბი. დიდი („ბევრი“) გზის [გავლის] შემდეგ შორიდან რომ შეხედა, რაღაც მოჩანს თითქოს („ვითომ“) ყვავის თავის სიმსხო. მაგრამ ზოგი მისმა სიმარდემ და ზოგი მუჰამბის რაშის სიჩქარემ ადრე დაანახვა, რომ ერთი ახალგაზრდა კაცი ზის (ერთ) ცხენზე და ქარივით მძლავრად მოქრის. ერთმანეთს გაუსწორდნენ. მომავალი ეუბნება მუჰამბის:- გამარჯობა მუჰამბის!

მუჰამბი პასუხობს („ეუბნება“): –გაგიმარჯოს ღმერთმა ზაკაიკის.

ამათ თავიანთ სიცოცხლეში დღემდე ერთმანეთი არ უნახავთ. მოიკითხეს („ჰკითხეს“) ერთმანეთი, ჩამოხტნენ რაშებიდან, დასხდნენ და იმუსაიფეს. ზაკაიკი ეკითხება მუჰამბის მუხამბარის ამბავს, მაგრამ ისე ეკითხება, თუ ეს მისი შვილია, არ იცის, მხოლოდ ლაპარაკიდან („სიტყვიდან“) გაიგო, რომ იმ სახელმწიფოდან იყო. როცა მუხამბარი იკითხა ზაკაიკიმ, მუჰამბიმ უთხრა, რომ ის მკვდარია. შენს მტერს უარესი! დიდად შეიცხადა, ძლიერ შეწუხდა ზაკაიკი, როგორც დიდად საიმედო მოკეთე. ამისგან როგორც კი დამშვიდდა („გამოვიდა“) ზაკაიკი, კიდევ იმუსაიფეს კარგა ხანს. ამ დროს ლაპარაკში გაურია მუჰამბიმ (გაცნობის) სიტყვები, რომ („როგორც“) მუჰამბი მუხამბარის შვილი არის. მწუხარების გამოცხადების დროს მალე მხიარულება გამოეცხადა ზაკაიკის. დიდო სიყვარული, დიდი ნდობა, ბევრი ქება (,რაღაც საქებარი“) უთხრა ზსაკაიკიმ მამამისზე მუჰამბის. თუმცა („მხოლოდ“) ამ მხიარულების დროს ერიდება („უფრთხის“) ნაღვლობას და სინანულს, მაგრამ მაინც ზაკაიკის სული

უწუხს [და ოხრავს] ჩქარ-ჩქარა („მალ-მალე”). ბოლოს („უკანასკნელ დროს“) ჰკითხა მუჰამბიმ ზაკაიკის:

—ძმაო ზაკაიკი! ვიცი, რომ მწუხარებაში ხარ, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მხიარულება გაგიახლდა. რაა, რომ შენ ასე ოხრავ („სული გიწუხს“)?

ზაკაიკიმ უთხრა (დიდ ხანს): –არაფერი არააო. მაგრამ ფიცით სთხოვა მუჰამბიმ, რომ რა იყო (საწუხარი), ეთქვა. და ბოლოს მოჰყვა ზაკაიკი და ყველაფერი თავის სათქმელი უამბო მუჰამბის. ზაკაიკიმ თქვა, რომ:

—მე ვიყავი უბედური („გაჭირვებული“) ერთი ამბის („საქმის“) გამო და მასში ("მის“) მშველელად მყავდა ძალიან საიმედო კაცი, მამაშენი, ჩემდა საუბედუროდ, მოხმარება კი არა, თვითონ მომკვდომია და დავღუპულვარ კაცი. დღეს ესაა, რომ ერთ გაჭირვებას მეორეც მიჰმატებია და ორივე ერთად გულს მისივებს. ამის მეტი მე შენ რა გითხრა? -უთხრა ზაკაიკიმ.

ახლა მუჰამბიმ უთხრა ზაკაიკის:

-ამისთვის მადლობელი ვარ, მამაჩემის გულისთვის (რომ), მეწუხებული ხარ („მწუხარებას ღებულობ“) სამაგიერო პატივისცემა შენს კეთილ საქმეში შემძლებოდეს („მიმეღოს“). ხოლო ახლა მთელი („ერთი“) გულით

გთხოვ, რა არის მეორე [საწუხარი], მითხრა. ·

დიდი გაჭირვებითა და დიდი ბოდიშით თქვა ზაკაიკიმ:

—შავ ზღვაში მყოფი შავი დევის სისხლი მემართა და მინდოდა, რომ გადამეხადა. ამ საქმეში რომ გამომადგებოდა, ისეთი კაცი ცის ქვეშ არავინ მყავდა, გარდა მამაშენისა. აწი არაფერი! ღმერთს ვსთხოვ, მოვკვდე. მუხამბარის გარეშვ („უმისოდ“) ჩემს ცხოვრებას არა აქვს აზრი (”შველა“). ამ დროს მუჰამბიმ სთხოვა ზაკაიკის.

-საიმედო მოკეთევ! სიკვდილით ყველა კვდება. მამაჩემიც მოკვდებოდა, აბა, ვინ ყოფილა უკვდავი?! ხოლო მამაჩემი რაშიც („სადაც“) ვარგოდა,მასში („იქ“) ერთნახევრით მეტი ვარ ღონით და ტანის შეძლებით, სიმარდე—სისწრაფით. მაგრამ („მხოლოდ“) ამათთან [შედარებით] მაკლია შემთხვევა—საქმეში გამოცდილება. ეს („ესენი“) ადვილია [შესაძენად] ჩემთვის შენი შემწეობით და როგორ, რა გინდა, იმ დევზე მითხარი და მზად ვარ, არ შეგემინდეს, სირცხვილს არ ვნახავთ.

უთხრა ზაკაიკიმ:--შავი დევი ცხოვრობს შავ ზღვაში, მზის დასავალში, კიდეზე, ხმელეთზე. ხოლო მას ჰყავს ჯოგი ყოველი შინაური პირუტყვისა შავი ზღვის აღმოსავლეთით („მზის აღმოსავალისაკენ“), კიდე—სანაპიროზე, მინდორში, კერძოდ, („როგორც რომ“) რაშის, აქლემის, კამეჩის, ძროხისა და ამათზე უფრო პატარა ყველა პირუტყვისა. ხოლო რაშებში ურევია ერთი რაში, შავი რაში, ეს [რაში] რომ წევს, ორი მეტრით („ალაბით“) მაღლა ჩანს (სხვა| დამდგარ რაშებზე. ამ რაშს ჰქვია სანაშენო („სადგამური”) რაში. ვისაც უნდა და შეეძლება, წავა აქედან, ბევრი თვე და წელიწადის სავალია იქამდის. როცა იმ მინდორში მივა კაცი, ერთი ფოსტის (!) სიშორეზე არის ერთი მთა, რომელსაც ზედ მოექცევა კაცი [და] ნახავს ამ [ზემოთ] ნათქვამ პირუტყვებს. ახლა საინტერესოა ეს, რომ ამ რაშს ვინც დაიმორჩილებს და წაიყვანს, რომელ მხარესაც გინდა, იმ ოთხ საზღვარს—მზის აღმოსავალს, მზის დასავალს, ჩრდილოეთს თუ სამხრეთს, სადაც [რაშს] წაიყვან, ყველა ცხოველი ამ ჯოგისა ერთად მას უკან მიჰყვება. ამის დამორჩილებას ახლავს („აქვს“) იქ (შემთხვევა) განსაცდელი. იმას თუ გადაურჩა, [კაცი] მერმე მისია ეს მეთაური რაში და ყველა ის ცხოველი.

ამ რაშს აქვს [ასეთი] ზნე-ჩვეულება, გამოცდილება: თავის წამყვან კაცს, ჯერ ერთი ("ერთი არის და“), იცნობს ბუნებით, მეორე, არ დამორჩილდება („თავს არ დაანებებს“), სანამ რამე შეეძლება. (სულ) ბევრ კაცს

მოუნდომებია ამის მოპოვება, მაგრამ არავის შეძლებია...

— აწი რა ვთქვათ? როგორ მიისვლება მასთან და რანაირად?–ეუბნება მუჰამბი ზაკაიკის. ზაკაიკი პასუხობს („ეუბნება“).

—ასეთნაირად, რომ: მთას რომ ჩავივლით, მინდვრის დასაწყისთან კიდეზე ნაკლები ღონის კაცმა უნდა დავიცადოთ (იქ). მეტი ღონის კაცი უნდა გავვარდეთ და დავვარდეთ იმ რაშთან. რაშის დაჭერა უნდა მოვინდომოთ, როგორც [და] რითაც შეგვეძლება. პირველად მისვლისთანავე მისი დაჭერა, ჩამოსვლა [ჩვენი] რაშიდან და უნაგირის გადადგმა ჩვენი რაშიდან იმ რაშზე-ამ დროს პირველად მოინდომებს რაში ჭიხვინს. სამ დაჭიხვინებამდე ·უნდა მოასწროს მისულმა მასზე დაჯდომა. სამჯერ ჭიხვინს რომ გაათავებს, გაიგონებს, შავი დევი შავ ზღვაში. დააჯდება შავ რაშს და წამოვა საჩხუბრად, რომელსაც თოფი ჰკიდია ჯირკის სიმსხო. ამ სამი ჭიხვინის განმავლობაში რაშთან მისულმა კაცმა უნდა მოუყვანოს [რაში] მეორე ამხანაგს, მთის ძირას რომ არის, მას. ის უნდა მოაჯდეს და იაროს სულ მთაზე. ამას მიჰყვება უკან ყველა ცხოველი თავისი ხმის ძახილით. [რაშის] მომყვანი კაცი დევს უნდა დახვდეს, სადაც რაში დაიჭირა, იქ. დევი ღონიერია და დამხვედრი გამოცდილებით უნდა მოექცეს. როცა დევი ეტყვის კაცს: –ეს შენ მიქენი თუ შენმა ამხანაგმა?—მაშინ კაცმა უნდა ·უთხრას: –მე კის არა მან გიქნა ეს შენ.

ამის შემდეგ უნდა მიასწავლოს დევს ამხანაგის გზისკენ და თვითონაც უნდა გამოუდგეს, როგორც კი დევი მოუსვამს და გამოეკიდება ამხანაგს. სადაც მიუსწრებენ. იქ ერთი არ იქნება მარტო, ორი ამხანაგი იქნება და

ერთმანეთს მიეხმარებიან, ერთმანეთს რომ მიეხმარებიან, რა თქმა უნდა, დევს გააფუჭებენ, მოკლავენ. დევის მოკვლის შემდეგ დარჩება მთელი ქონება. ახლა მუჰამბიმ სიხარულით უთხრა თავის მოკეთე ზაკაიკის:

—რატომ მიმალავდი მე ამას შენ, მე როგორც გითხარი, გამოცდილეის [მიღება] მინდოდა; ახლა მე დამოძღვრილი („დარიგებული“) გყავარ. აწი საიმედოდ იგულვე („დაიკავე“) ეს საქმე. განახვებ ჩემს მოქმედებას. წავიდეთ აწი წავიდეთ მივიდეთ მის საზღვრამდე მე მივდივარ თავდამსხმელად და შენ გტოვებ იქ ამას ასე გეუბნები და სხვა საქმეებს („საგნებს“?) [აწი] განახვებ.

ამ აზრს დაადგნენ. იარეს, იარეს და მივიდნენ იმ საზღვრამდე. მოისვენეს ცოტა. ახლა მუჰამბი უნდა წავიდეს („წამსვლელია“), მაგრამ კარგად დაფიქრდა ზაკაიკი და არაფრით არ ქნა. შეიქნა აქ ბევრი ლაპარაკი, მაგრამ მაინც რომ წასვლა დაიჩემა ("წამსვლელად დადააგა") მუჰამბიმ, საშველი არ მიეცა [ზაკაიკის], წავიდა მუჰამბი. მოუსვა და გაჩნდა („დავარდა“) იქ, სადაც რაში იწვა. რაში ყურით დაიჭირა, უნაგირი გადაადგა და დააჯდა. გაექანა და შუა გზამდე მოვიდა თავის ამხანაგთან. პირველი სვლის დასაწყისიდან აქამდე ერთი ჭიხვინი გაათავა რაშმა. მივიდა [მუჰაშბი], მისცა

თავის ამხანაგს [რაში] და მეორე ჭიხვინის დაწყებამდე, სადაც ის რაში იწვა, იქ გაჩნდა („დავარდა“). იქ რომ არის მუჰამბი, მაშინ მეორე ჭიხვინი გაათავა რაშმა. მესამე კიდევ დაიწყო და გაათავა. ამასობაში ზაკაიკიმ, დიდ სადგამურ რაშზე მჯდარმა, ნახევარი მთის ასვლა გაათავა. გამოხდა ხანი და მართლა მოდის დევი და მისი რაში. მოდის, მაგრამ აზანზარებს დედამიწას. ასე რომ, რა მოგაწყინო [თაგი], ამ დევის რაშის ფლოქვი ხვდება ზანდუკის სიმსხო ქვებს და ყველას მტვრად აქცეგს. მისი ნატეხები მიდის ვერსს და ორ ვერსს და რასაც მოხვდება, კლავს, სპობს. მართლაც ძალიან ღონიერია ის რაში, დევი რომ ზის. მოვიდა დევი მუჰამბისთან და გამარჯობაო უთხრა. ამან სამაგიერო სალამი მისცა. შევკითხა დევი მუჰამბის:- შენ მიქენი ეს, მუჰამბი, თუ ზაკაიკიმ?

მუჰამბიმ უთხრა: —მე გიქენი შენ, მყრალო („სუნიანო“) დევო, და რა გინდა?

არაფერი ჰკადრა ამას დევმა. გაექანა და გამოეკიდა იქითკენ, საითაც ზაკაიკი მიდის. მუჰამბიმ იფიქრა: -ამას რასაც ვუზამ, [თავის] თვალით განახვებ ჩემს მოკეთეს. მაგრამ ცოტა გამოცდილება დააკლდა მუჰამბის: გაუშვა ეს ცოტა წინ: მაინც და მაინც ერთთავად ყოველთვის მის თავსა და ხელს არ უყურა. გახედა და, დევის თოფი გავარდა („გასროლა იქნა“). შენს მტერს უარესი, რომ მუჰამბის გული შეუწუხდა! ისკუპა და დევთან დახტა. რა მოგაწყინო [თავი], ტყუილი არაა, იარაღი რომარ მოუქნევია, ისე, ხელ–ტოტი სადაც დაარტყა, თავი, მკლავი მოსწყვიტა, ფეხები ორივე („ყველა“) მოგლიჯა. რა მოგაწყინო [თავი] ამდენი, როგორც ჩვენმა კაცმა ცომს, გინდა ნაზელს ხელი მოჰკიდოს და (ეს) ლუკმა–ლუკმად შეუძლია გაანაწილოს („დადოს“), ისე დატორა და დაგლიჯა ხელით ის [დევი მუჰამბიმ]. რომ გაიხედა, [დაინახა], ზაკაიკი ჩამოვარდნილია რაშიდან. გავარდა და მივიდა. მისვლამდის რაშს შეხვდა: ეს კვლავ წაიყვანა და მივიდა ზაკაიკთან, ზაკაიკი ცოცხალია.

—როგორა ხარ, ძმაო ზაკაიკი?-- პკითხა მუჰამბიმ. აიხედა ზაკაიკიმ [და] იცნო სადგამური რაში უთხრა მაშინ მუჰამბის:

—კარგად არის, საიმედო ძმაო, საქმე. ერთხელ ვარ მკვდარი, თორემ მეტჯერ არ მოვმკვდარვარ.

რადგან იცნო ეს რაში, [იფიქრა], „უთუოდ დევი მოკლულია ("მკვდარია“) მუჰამბისაგან“ და უთხრა ზაკაიკიმ:–—მე აწი მკვდარი არა ვარ. მოვკვდები, მართალია, მაგრამ სამშობლოში წამიღებ. ჩემი დიდი მიზანი ("ინტერესი“) შესრულებული მაქვს ·შენი შემწეობით, ძმაო.

ამ დროს, პატივი მაქვს, მოგახსენოთ, მუჰამბიმ მიიბჯინა მკერდზე დამბაჩა და უთხრა ზაკაიკის:

-შენი გამოცდილების შესწავლა ჯერ არ დამცალდა და თუ არის რამე საშუალება ქვეყანაზე: მითხარი და [მეც] შემეძლება, რასაც კაცი იზამს, თუ არა და შენს წინ თავი უნდა მოვიკლა. ამ დროს უთხრა ზაკაიკიმ მუჰამბის:

–არის ერთი საშუალება, მაგრამ აწი არ შეიძლება, და ეს მე შენთვის მაინც უნდა მეთქვა, რადგან ძალიან საჭირო იქნებოდა შენთვის, სულ ("სულ და სულ დიდად“), რომელი სანაშენო ("სადგამური“) რაშიც გყავს,

იმას უნდა დააჯდე და ყურში უნდა ჩასჩურჩულო, სადაც გინდა წასვლა: „გუბერნია, გინდა მაზრა, საზღვარგარეთი, მთა“ —უნდა უთხრა. რომ ეტყვი: „ამა და ამ ეზოში ანდა მიწაზე დამსვი“, – ის წელიწადის სავალს საათში მიდის. დღე იყოს, გინდ ღამე, ბნელი [თუ] მთვარიანი, სუყველა ერთია მისთვის, რადგან ასე სწუხხარ; გაამზადე, შეჯექი და [ყურში] ჩასჩურჩულე: - „ზაკაიკის ეზოში ჩახტი“ („ჩავარდი“)! [შემდეგ] ზაკაიკის უფრო დიდი სახლის კარს მარჯვენა მხრიდან ფეხი სამჯერ უნდა ჰკრა („დააბრახუნო“) და თან დააყოლო: „ზაკაიკი კვდება, ზაკაიკი!“ ეს დაბრახუნება გათავდება და, ავადმყოფობისაგან მაშინვე მორჩენილი ვიქნები.

ამ დროს მუჰამბის თავისი რაში უნაგირიანად უბია, მოახტა და გავარდა. ელვის სისწრაფით ერთ დიდ ეზოში ჩახტა („ჩავარდა“), მივიდა და "სამჯერ ფეხი ჰკრა („მიუბრახუნა“) კარს და თან დააყოლა: -ზაკაიკი

კვდება, ზაკაიკი კვდება!

სამჯერ თქვა [ასე] და ზაკაიკი მორჩა. დააჯდა თავის რაშს და წამოვიდა ხმელეთით. მუჰამბიც წამოვიდა ხმელეთით ზაკაიკის შესახვედრად. მართლაც შეხვდნენ [ერთმანეთს], დიდი ამბავი და მხიარულება ჰქონდათ

(„ქნეს“). მერმე წამოვიდნენ. პირველად მათ შეხვდება ზაკაიკის ოჯახი. მოვიდნენ ზაკაიკის ოჯახში. შეიქნა დიდი მხიარულება. დიდი ხნის ·შემდეგ დააპირეს („დაიწყეს“) წასვლა და წამოვიდნენ მუჰამბის სახლში.

რა თქმა უნდა, რადგან („როცა“) ესენი ხმელეთით არიან მოსული, ამათთან მოვიდნენ მთელი [ზემოთ] ნათქვამი პირუტყვები. ესენი უაზე გაყვეს. ნახევარი აქ დატოვეს, ნახევარი მუჰამბის ოჯახში წამოიყვანეს. მუჰამბის სახლში დიდი ზეიმი და მხიარულება იყო. ეს მოყვანილი პირუტყვები მუჰამბიმ შუაზე გაყო: ნახევარი თვითონ დაიტოვა („დაიკავა“) და ნახევარი საზოგადოებას აჩუქა. არიან და ცხოვრობენ დიდზე დიდად ქებულად. მათი კაცობა ცნობილია ("მოხსენიებულია") ყველა ქვეყნის სახელმწიფოსთვის.

მუჰამბის თავისი ხელმწიფის ქალიშვილმა, მზეთუნახავმა, გამოუგზავნა ბარათი და სთხოვა, რომ ორივემ ნახოს ხელმწიფის ოჯახი და მისიანები. მხოლოდ ბარათში ("მიმართვისათვის") "ძმა" დაასახელა. გაუხარდა და კიდეც გამოეწყო ორივე, როგორც მათ შეეფერებოდა, ისე. თვითონ ხელმწიფეს და მის ცოლსა და შვილს რომ შეეფერებოდა, ისეთი საჩუქარიც შეარჩიეს ("გამოაწყვეს") ასე რომ თიტოეულისთვის თითო შეკაზმული რაში და ძვირფასი საჩუქარი წაიღეს. რომ მივიდნენ იქ, შეიქნა დიდი მხიარულება და მოწონება. ეს ხელმწიფის მზეთუნახავი ქალიშვილი და მუჰამბი ისე არიან გულით (დარწმუნებული) ერთმანეთთან, როგორც და და ძმა.ზაკაიკი კი არის როგორც მუჰამბის მეგობარი ("ძმაკაცი") და ამ ხელმწიფის ოჯახის საპატიო სტუმარი. ამასობაში ("აქ") მუჰამბიმ იფიქრა: -ის დისნაირი არის ჩემი. ზაკაიკი [კიდევ] მეგობარი ("ძმაკაცი"), თავს რომ მირჩევნია, ისეთი. მოდი, ამათ ცოლ-ქმრად გავხდიო.

მართლაც, შეჰყვნენ ამ ლაპარაკს და ზაკაიკი ხელმწიფის სიძე გახდა. ცხოვრობენ და არიან დიდზე დიდად ქებულად. დიდი ხნის შემდეგ მუჰამბის წასვლა უნდა თავის სახლში. როგორც კი ეს თქვა, ორივე ცოლმა და ქმარმა მიატოვეს ვახშამი და სადილობა, თან ცრემლით ტირიან, რომ მის გარეშე არაფრად ღირს მათი ცხოვრება ("არაფრის მაქნისად ვარგან"). ერთხელ მიატოვა წასვლა, მეორეჯერ, მესამეჯერაც ასე მოხდა.

მუჰამბიმ იფიქრა: -ეს მართლა თუ ასეა, მართლა ესენი (ერთი) სულით და გულით მიყურებენ, ჩემი წასვლა და მოშორება თუ ამ ზომამდე აწუხებთ, უნდა გამოვცადოო.

გამოუცხადა და სთხოვა მათ: -როგორც გიქნიათ, ისე ნუ ინებებთ, აუცილებლად ხვალ მივდივარ დედაჩემთან, რომ არ წავიდე, ეს სირცხვილიიქნება ჩემი, არც თქვენთვის იქნება ლამაზი. -იქით-აქეთ იდავეს ბევრი, მაგრამ არაფერი გაუვიდათ. მეორე დრეს უნდა წავიდეს მუჰამბი სახლში. გამოემშვიდობა და წავიდა მუჰამბი დასაწოლად. ღამეა, რა თქმა უნდა. კარგა ხანი გავიდა და მუჰამბიმ ფიქრა: -მოდი, ახლა ჩავხედავ იმათ მალულად, თავს რომ არ ვანახვებ, ისე. ეს მართლა ასე თუ არის, მართლა ჩემი სიბრალული ("გულისტკივილი") თუ აქვთ, როგორ ატირებული დავტოვე, [ახლაც] ისე უნდა ტიროდნენ. თუ არა და, ფარისევლობა თუ არის დაწოლილი იქნებიან.

ადგა ("იწყო სვლა") და მივიდა მათ ოთახთან, ისე რომ ისისნივერ ხედავენ. მოძებნა გასახედი და დაინახა ისინი. მზეთუნახავი გაშლილ ლოგინზე ("სარეცელზე") ზის და იწმენდს ხელის ფრჩხილებს, მაგრამ მთლად სველია ქვეშაგები ამის ცრემლით. ახლაც სულ ტირის. ზაკაიკი კართან ზის, მკლავზე უძევს ერთი დიდი ჯოხი და თლის, კანს აცლის და ტირის, ქვითინებს. შენ მტერს უარესი, მუჰამბიმ ეს რომ ნახა! დიდი ჯავრი და სევდა მიეცა. მეორე დღეს ანუგეშა [ისინი]: -არ წავალ მე. -არიან და ცხოვრობენ აქ. ცოტა ხანი არის მას შემდეგ [გასული]. ეს ზაკაიკი რომ მუსაიფობს, ოხრავს. მუჰამბიმ შენიშნა გვიან და ჰკითხა ზაკაიკის: -აუცილებლად მითხარი; რა არის ამდენი შენი ოხვრის [მიზეზი].

დიდი გაჭირვებით ზაკაიკიმ შეძლო („გაიმეტა“) ამ [საიდუმლოს] გამოცხადება, მაგრამ, რა მოგაწყინოთ [თავი], ბოლოს მაინც თქვა. ზაკაიკიმ| უთხრა მუჰამბის:

–მეც კაცი ვარ, მეც სინდისი მაქვს, რამე თუ შენი პატივისცემა, შენი შრომა, რაც მე მასახელე ქვეყანაზე და თან სიმდიდრე რომ მარგუნე, ეს ერთი [დიდი] საქმე იყო. მეორე, მე, კი, შორეული კარგი ოჯახის შვილი, თავადთაგანი ვიყავი, მაგრამ ხელმწიფის შვილს [ცოლაღ] უშენოდ მე კაცი არ მომცემდა. ამ საქმეებზე („საგნებზე“) მეტს („ზევით") კაცი კაცს ვერ გაუკეთებს. ახლა მეც ვფიქრობ, ვითომ რამე სამაგიერო კარგი გაგიკეთო, მაგრა შენ რომ გამოგადგება („დაგაჩნდება“) და ჩემგან გეკადრებოდეს: ისეთი საქმე ვერაფერი შევძელი, მხოლოდ ერთი საქმე არის და ის („საქმე“) უნდა გითხრა, [ადრეც] უნდა მეთქვა, მაგრამ ვაი თქმა და ვაი სიკვდილი, ორივე ერთია ჩემთვის.

მუჰამბიმ („ამის გულისთვის") ეს ბოდიშები სრულიად ამაოდ ჩათვალა („გაუგო“) და უთხრა ზაკაიკის:

-ბოდიში არაა საჭირო შენ და ჩემ შორის; ჩემი შენია და შენი ჩემი არის ყველაფერი ერთის მეტი. ქონებით ჩვენ ღარიბები არა ვართ და არც არაფერი გვიჭირს, მაგრამ ის სიტყვა და ის საქმე ("საგანი“) რომ არ მითხრა, თავი არ მინდა ცოცხალი.

ბევრი ლაპარაკის შემდეგ ზაკაიკიმ უთხრა:

—მუჰამბი, შენ იცი, მე გარეშე ხელმწიფის შვილი ვიყავი, გაგდებული მშობლებისაგან და ვცხოვრობდი ამ ქვეყანაზე. ისიც იცი, ჩემს მეტი ვაჟიშვილი ჩემს დედ—მამას რომ არ ჰყავდა, მაგრამ მათ ჰყავდათ ერთი ქალიშვილი, ჩემი და. ეს ჰყავდა მამაჩემს იმ დროის შესაფერისად ("მისი დროის დამოკიდებულად“) მომწიფების დრომდე უმაღლეს სასწავლებელში, თვითონ ჩემი და ნიჭიერი იყო და მცოდნე („მეცნიერი“). [მომავალი] საქმროს („ქმრის“) შესახებ დაწერა ერთი პირობა („მაგალითი“), გამოსაცდელი გამოცანები („საგნები“) შეადგინა ("გამოაწყო“) ოთხი-ხუთი სხვადასხვანაირი, რომლის [ახსნასაც] დიდი ძალა, ღონე, ჭკუა და მიხვედრილობა რომ სჭირდება (იმგვარი). ვინც (არ არის) ყველა ამ განსაცდელს გადაურჩება, ის უნდა იქნეს მისი ქმარი. მაგრამ („მხოლოდ“)ვინც ამისთვის გამოვა, მთავრობასთან ექნება [ასეთი] ხელწერილი დადებული: ეს სიბრძნე, ეს ძალა და ღონე ვისაც არ შეეძლება გამოაჩინოს და ვერ შეძლებს [პირობის შესრულებას], იმათ თავი უნდა მოჰკვეთონ. ნათქვამი აქვს და ნებართვაც აღებული, ერთიდან დაწყებული ას კაცამდე მივიდეს და თავისი თავი გამოსცადოს. მართლაც, ასამდე [კაცის] თავის მოკვეთა თუ შეძლო, მერმე არც უნდა მეტი კაცის მიღება ამ გოგოს და არც მთავრობა აძლევს ნებას.

ეს ამბები ზაკაიკიმ გადასცა მუჰამბის და ის პირობა—გამოცანებიც ("საგნებიც") უთხრა, რომელი პირობა-გამოცანებითაც ის გოგო ხალხს კლავდა. ზაკაიკი ამბობს:

-პირველად ასე მოგახსენებთ: მისი ოჯახის ავლა-დიდება ('სახლობა") არის ამ ნივთებით: რაც შენობები დგას, ყველაფერი გახლავთ ვერცხლი. რაც ავეჯი ("მებელი") არის - სკამი, მაგიდა ("სტოლი"), სხვა ყველაფერი, გახლავთ ოქრო. საგები და საბანი - აბრეშუმი და ატლასი. ეზოს შემოვლებული აქვს გალავანი ("ზაბორი") ორგვარი მასალით, ორი გალავანი. შიგნითა გახლავთ ოქრო, გარეთა გახლავთ ვერცხლი. კარები მთლად ("ყველა") ოქრო, დაგებულია წმინდა ოქროს ფართე გზა სახლის კარამდის (მისული). კაცი როგორც კი მივა, უნდა დაიძძახოს კართან. კარს მაშინვე გაუღებენ. კარის გაღება და მზეთუნახავი წინ შეეგებება, რა თქმა უნდა, ხელს ჩამოართმევს ("გაუცვლის") და მიიწვევს ბინაში. მკლავგაყრილები წავლენ და შევლენ სახლში. როცა ხელს ჩამოგართმევს, არ ჩახედო თვალებსა და სახეში. სილამაზე მეტისმეტი აქვს: გარდა ამისა [თვალები] მოწამლული აქვს, არ შეხედო, თორემ დაგასუსტებს, იცოდე, არ შეხედო, როცა სახლში შეეხვალთ, ოქროს სკამზე მიგიწვევს, მაგრამ ოქროს სკამზე არ დაჯდე, იცოდე მოწამლულია. დიდი ღონის [მქონე] კაცზე მეტად თვითონ ის გააფუჭებს ("წაახდენს") ადამიანს, ამიტომ ("მაგრამ") იმ სკამზე ის მიიწვიე. როცა ის დაჯდება, შენ მოუწამლავი სკამი შეგხვდება. ამას ასე რომ გადაურჩები, ქალი დაიძახებს: -ჰეი, არაბო, სტუმარს სტუმრის შესაფერი ("სასტუმრო") მოართვი!

არაბი გავა ოთახიდან, მოაქვს ერთი ხელით დიდი სასმისი სასმლით სავსე. მეორე ხელით მოაქვს დიდი ქილა ("ბანკა"). ამას აავსებს არაბი და შეგაძლევს შენ, მაგრამ არასგზით არ დალიო. პირველად მას დაალევინე, მერმე შენ დალიე, ის არაფერს გიზამს. ამას თუ გადაურჩი, ადება ქალიშვილი, გახედავს ერთ სარკეს და იტყვის:

-ჰეი, სარკევ, თორმეტი ზარბაზანის ტყვია მოახვედრე ამ სტუმარს!

როცა ამას იტყვის, შენ უნდა ადგე, მკერდი უნდა მიუშვირო, გავარდება მართლაც თორმეტჯერ ზარბაზანი. შენ თუ შეგეშინდა, მოგკლავს, თუ არ შეგეშინდა, ყველა იატაკზე ("პოლზე") დაცვივა.

ამას ასეთნაირად თუ გადაურჩი, კედელზე ყამა ჰკიდია. ამ ყამას ეტყვის ქალიშვილი:

-ჰეი, ყამავ, სტუმარს სტუმრის შესაფერისი ("სასტუმრო") უქენი! -ყამა წკრიალს გაადენს და ქარქაშიდაან ამოვა. შენ კისერიძირსდაწეული უნდა მიუშვირო. თუ შეგეშინდა, მოგკლავს, თუ არ შეგეშინდა, თავისუფალი ხარ. ამასაც თუ გადაურჩი ქალიშვილი დაიძახებს:

-ჰეი, არაბო, შენ ისევ სტუმარს სამასპინძლოდ ("სასტუმროდ") დაურჩი! -არაბს ფოლადის ხელი აქვს. წამოვა ის და შეგებრძოლება ("შეგეტოტება"). თუ გაჯობა, შეაკვდები, თუ ვერ გაჯობა, თავისუფალი ხარ. ამ [ამბავს] ჰყავს მთავრობიდან გამოგზავნილი მაყურებელი. როცა ეს ასე გათავდება, მერე არის მხიარულება. მაგრამ ("მხოლოს"), ძმაო მუჰამბი, ჩე-და საუბედუროდ არის, მე რომ ამას გეუბნები. იქ დღემღე მკვდარია ასიდან ოთხმოცდაცხრამეტი კაცი, ერთს აქვს ახლა მარტო ადგილი. გთხოვ, მუჰამბი, — მათქმევინე და ესაა, არ შემისრულო ეს რამენაირად! — მუჰამბიმ ეს [თხოვნა] სულ ფუჭად ჩათვალა.

-ესენი ყველა ადვილი საქმეა შენ შიშში რატომ ხარ? აბა, ახლა ხვალისთვის მოვემზადები მე წამსვლელად.

შეიქნა ძრწოლა და ტირილი. ხვალ და ზეგ წასვლაზე უარი ათქმევინა. ამასობაში („ამ დროს“) ზაკაიკიმ გამოიანგარიშა; ამ ოჯახსა და თავის დის ოჯახს შორის რამდენი კილომეტრია. თითოეულ კილომეტრზე მეზარბაზე („ზარბაზნის“) კაცი დააყენა. როცა აქედან გადავა მუჰამბი, იქ მისვლამდის და იქ მათ მოქმედებას რა დროც მოუნდება, შედარებით გაზომეს. აქ, თავის ეზოში. გაათხრევინა თორმეტი საჟენი ორმო და ორივე ცოლი და ქმარი ჩავიდნენ შიგ. თან დიდი სანთელი გასანათებლად ჩაიტანეს. მოატანინეს ორი დიდი საათი და იქით-აქით კედელზვ ჩამოკიდეს. [თან] მათ ხელში ორ-ორი დამბაჩა დაიკავეს და მკერდზე მიაბჯინეს ერთმანეთს. ეს ასე მოამზადეს ("გამოაწყვეს“) და, გადავიდა მუჰამბი [სახლიდან]. რამდენი დრო დაჭირდება წასვლას და იქ მათ საქმიანობის („ხლაფორთს“), დანიმნულია, რა საკვირველია.

თუ ღმერთმა ინება და გამარჯვქბული („მოგებული") შეიქნა მუჰამბი, ზევით მეზარბაზნე („ზარბაზანს მიმდგარი“) კაცი გაისვრის მაშინვე, როგორც იქ დაწყებული და აქით-იქით [მოახლოებული] სროლის [გაგრძელება]. როცა ეს ასე იქნება, ზაკაიკი და მისი ცოლი ერთმანეთს ააცდენენ თავის დამბაჩებს და დაცლიან. ამ დროს ზევით მომზადებული იქნებიან ჯაჭვით მათი ზევით ამომყვანი ხალხი.

მუჰამბი როცა მივიდა ქალიშვილის სახლში, უნდა დაიძახოს: კარი გააღეთო („კარის გასაღებად“). მაგრამ ასე როდი ქნა. ისკუპა და თავისი რაში ორივე გალავანს გადაახტუნა. ჩამოხტა რაშიდან და ქალიშვილი შემოეგება. მოსრიალდა და ხელი ჩამოართვეს ერთმანეთს. „არ ჩახედოვო“ ზაკაიკიმ რომ ასწავლა, ძალიან კარგადაც დაუწყო პირ–სახეზე ყურება. რომ ავიდნენ სახლში, მიიწვია ქალიშვილმა მუჰამბი ოქროს სკამზე. უარი რომაა ნათქვამი [ზაკაიკისგან], მაშინვე [მაინცდამაიც] მასზე დაჯდა. ეს რომ არაფერი შეიქნა, დაიძახა ქალიშვილმა:

-ჰეი არაბო, სტუმაოს სტუმრის შესაფერი („სასტუმოო ) მიართვი!

გამოვიდა არაბი და როგორც შეაძლია მუჰამბის სასმელი ისე მაშინვე გამოართვა და გადაყლურწა.

ამითაც რომ არაფერი შეიქნა, ქალიშვილმა სარკეს მოსთხოვა ზარბაზნების ტყვია. მუჰამბი ადგა და მკერდი მიუშვირა სარკეს. გავარდა თორმეტი ზარბაზანი და ყველა ტყვია იატაკზე დაცვივდა.

ქალიშვილს ძალიან უკვირს ეს. ახლა ყამა მოიხმარა. ამოსრიალდა [ყამა] ქარქაშიდან და მუჰამბიმ კისერი დაუხვედრა. ყამა გატყდა შუაზე და იქით-აქით დავარდა. უკანასკნელ ჟამს არაბი მოითხოვა ქალიშვილმა.

შემოვარდა არაბი და მივარდა მუჰამბის. მუჰამბიმ, რომ არ აცალა ხეის მოკიდება, ისე დაავლო [ხელი] კისერში და წიწილასავით მოსწყვიტა. მობრუნდა მუჰამბი და ქალიშვილს დაუწყო ყურება. ქალიშვილმა უთხრა:

-ვარგებულხარ, ბიჭო, ჩემს საქმროდ, შენ ჩემი და მე შენი!

როგორც კი ეს ასე მოხდა („მოეწყო“), კარისკაცმა ისროლა ზარბაზანი, მას მეორემ მიაყოლა, მეორეს — მესამემ და ასე მივიდა ხარება ზაკაიკის ოჯახამდე. საათს რომ დახედა ზაკაიკიმ, დანიშნული დროის ნახევარიც

არაა გასული („მოხმარებული“). როგორც კი ზარბაზნების სროლა შეიქნა („არის“), მაშინვე („ისე“) მათ დამბაჩები [გაისროლეს და] დააცილეს ერთმანეთს და ისე დასცალეს. ამოიყვანეს [ისინი] და შეიქნა დიდი მილოცვა და სიხარული მთელი ჯალაბისა ერთად. ამის შემდეგ მთელ („თავიანთ“) სიცოცხლეში სიკვდილამდის („საფლავამდის“) საიმედო ძმები („ძმა“) იყვნვნ მუჰამბი და ზაკაიკი. გუშინ იქ გახლდი და დღეს აქა ვარ.


Holder of rights
Dadunashvili, Elguja

Citation Suggestion for this Object
TextGrid Repository (2025). Mingrelische Folklore. 8. მუჰამები და ზაკაიკი გმირების ზღაპარი. 8. მუჰამები და ზაკაიკი გმირების ზღაპარი. Kaukasische Folklore. Dadunashvili, Elguja. https://hdl.handle.net/21.11113/4bg36.0