3. ხელმწიფის შვილის და დევის გაზრდილის ზღაპარი
Metadaten aus teiHeader
- cc_xmf_kat_8
Text-ID:
Typ-Index: (Link zum Schema)
⚠ Vorurteile im Märchen: (Link zum Schema)
Digitale Quelle:
ოდესღაც („მითაჟამს") ეოთ ქვეყანაში ამოსულან თურქები („თურვი “)და ყოფილა დიდი გახიზვნა, ამ დროს ერთი გლეხის ('ყაზახის“) სახლიდან სამი რძლები (!) სირბილით გამოსულან და შეცდომით საითკვენაც თურქი მიდიოდა, იქით გაქცეულან; აქით შემოხვღომიათ სხვა ხალხი-ლტოლვილები, მობრუნებულან და იმ ხალხს გაჰყოლიან. ერთს ჩვილიმიჰყავდა თურმე ხელით, დაღლილა და ჩამორჩენილა უკან; სხვა რძლებს არ მოუხედავთ უკან, მას დაუტოვებია ჩვილი ტყეში და თვითონ გაქცეულა.
ამ ქვეყანაში ყოფილა ხელმწოფე, ჰყოლია ერთი ბიჭი, რომელსაც თვალსეირი („ყურება“) ჰყვარებია ძალიან. ერთხელაც, როცა სასეირნოდ ყოფილა ეს ბიჭი,დაუნახავს ტყეში მინდორზე ზის დევი და მკერდზე კაცი დასთამაშებს. გაჰკვირვებია ძალიან ბიჭს. დიდი ხნის შემდეგ კიდევ უნახავს ასე. დაბრუნებოლა სახლში და თავის მამისთვის უთხოვია ჯარი. თითო კაცისთვის მიუცია თითო კონა ჩალა, თითო ღერი სანთელი გასძღოლია და ირგვლივ შვმორტყმოა ამ ამომინდვრებულ ტყეს სადაც იჯდა დევი. სწრაფად წაუკიდენებია სანთლით ჩალისთგის ცვცხლი. დევი წამოხტა, გაარღვია ერთ მხაერს ჯარის ნპწილი. ამ დროს ბალანზე ცეცხლი მოეკიდა და გაიქცა უკანმოუხედავად. კაცი, რომელიც დევს ზემოდან [აჯდა და] ეთამაშებოდა, დაოჭირეს ბევრი ცდის შემდეგ („ქვეშ“) და წპიყვანეს სასახლვში, ჩასვეს ცალკე სადგომში. ხელმწიფის ვაჟიშვილ0 ყოველთვის გვერდით ედგა გაველურებულ („გატყიურებულ“) ბიჭს და ანახვებდა ტანსაცმელს, ჭამას, უნდოდა, დაეწყებინებინა ჩვენებური ცხოვრება და ლაპარაკი მაგრამ ტყიური კაცი მალე ვეო მიეჩვია. ჯერ ისწავლა თაფლის ლოკვა თითით, მერმე ჩაცმა. ასე დიდი ხნის შემდეგ ყველაფერი ისწავლა და მისვედრილობით ნაკლები („უარესი“) არ შეიქნა ხელმწიფის შვილზე.
ხელმწიფეს ედგა ერთი სადგომი, რომლის გასაღები („კლიტე“) მას ჰქონდა და კაცს არ შეუშვებდა იმ სადგომში, ხელმწიფის ბიჭმა დაიჩემა იმ სადგომში შესვლა და სთხოვა მამას გასაღები, მაგრამ მამამ უთხრა: დაიღუპებიო („დაიკარგებიო“),–და არ მისცა.
ბიჭმა ეს ამბავი დევის გაზრდილს უთხრა ასე. დევის გაზრდილმა უთხრა:
-ნუ შეგეშინდება, მე იმ სადგომს გავტეხავო.
წავიდნენ და, რომ გატეხეს სადგომი, ნახეს: ჰკიდია კედელზე ზღაპრული ქალიშვილის სურათი ("ნახატი“). წაიკითხეს: „შავი დევის შვილი ამა და ამ ქვეყანაში“. ხელმწიფის ბიჭმა თქვა:
-ამ ქალიშვილს გადავყოლოდე მეო და უნდა გადავვარდე და მოვიტაცოო („შევიხვედროო").
დევის გაზრდილმა უთხრა:
-შენ სადაც დაიკარგები, იქ დავიკარგები მეცო.
გამოეთხოვნენ ხელმწიფეს დიდი ცრემლებით („ცრემლის ქვეშ“) და წავიდნენ. იარეს, იარეს, იარეს და გზაზე საგზალი შემოელიათ. მოშივდათ. როცა გაიხედეს: ერთი დევის სახლის ახლოს, დახუნძული ვაშლის ხე რომ დგას, დაინახეს. დევის გაზრდილმა დაავლო ხელი მსხვილ ჯოხს, ესროლა („დაარტყა“) ვაშლის ხეს და ძირში მოსტეხა. გამოიზლაზნა დევი და დაიყვირა: „ვინ არის, ეს რომ ქნა?“ და წამოვიდა სწრაფად დევის გაზრდილისკენ. მან დაუხვედრა ორი თითი დევის თვალებს და ამოუგდო. დევი ბევრს ეხვეწა, რომ მთლად არ მოეკლა, მაგრამ დევის გაზხრდილმა მოკლა დევი („სული გააგდებინა“).
მერმე იარეს, იარეს, იარეს და ერთ მინდორზე მხოლოდ ერთი ფაცხა ნახეს, რომ შევიდნენ, წააწყდნენ ერთ დედაბერს. რომ ჰკითხეს დედაბერს ქვეყნის ვითარება („გარემოება“), თქვა, რომ:
-შავ დევს ჰყავსო ენით უთქმელი ლამაზი ქალიშვილი, რომლის გატაცებას ცდილობსო ქვესკნელის („ქვედა ქვეყნის“) ხელმწიფე, თეთრი დევი, მაგრამ იმ ქალიშვილს ჰყაგსო დედა, რომელთანაც თორმეტ კილომეტრზე („ვერსზე") უფრო ახლოს ვერვინ მიბედავსო: როგორც დაინახავსო [ვინმე], თავს წააგლეჯსო.
რომ მოისმინა ხელმწიფის შვილმა [საქმის] ვითარება, იმედი·დაეკარგა ქალიშვილის მოტაცებისა· მაგრამ დევის გაზრდილმა გული გაუმაგრა. დედაბერმა რომ გაიგო, ეს ორი ბიჭები (!) ქალიშვილის მოსატაცებლად
მიდიოდნენ, დაბეჯითებით მოუყვა მათ [საქმის] ვითარება:
—იმ ქალიშვილის დედასო დიდი ძუძუები კარზე უძევსო გასამზევებლად და ვინც მიეპარება და აკოცებს იმ ძუძუებს ის იქნებაო ღირსი იმ ქალიშვილის ქმრობისო.
ეს რომ გაიგონა, ხელმწიფის შვილს შეეშინდა, მაგრამ დევის გაზრდილმა დააიმედა. დევის გაზრდილმა წაიყვანა ხელმწიფის შვილი და ხოხვა-ხოხვით ქალიშვილის დედის ძუძუების ახლოს დასვა. ბიჭმა რომ აკოცა, შეცბა ქალიშვილის დედა. რომ ნახა ორი ალმასივით ბიჭი, გაუკვირდა. მერე ქალიშვილის დედამ უთხრა ხელმწიფის შვილს:
-შენ ვერ მოუვლი ("დაიცავო") ჩემს ქალიშვილსო.
მაგრამ ორივე ბიჭებმა(!) ძალლიან დააიმედეს, უფრო დევის გაზრრდილმა მიიღო თავზე ქალიშვილის დაცვა-დარაჯობა. შავი დევი რომ მოვიდა თავის სახლში და ამბავი ("გარემოება") გაიგო, გაუხარდა ძალლიან, მოეწონა სიძე და თქვა: "ჩემს ქალიშვილს შესაფერი ქმარი გამოუჩნდაო ("ეშოვაო"), მაგრამ ბიჭები ძალლიან გააფრთხოლა ქალიშვილის მოტაცების თაობაზე. შეიქნა ლხინი, რომელლიც გათავდა ერთი კვირის შემდეგ.ხელმწიფის შვილმა უთხრა დევის გაზრდილს:
-წადი სახლში და ჩემს მამას ახარეო ჩემი ამბავიო, გააწყვეთ სუფრა ("ნადიმი"), დაგვიბრუნდი შენ კვლავ და ერთად წავიდეთო.
დევის გაზრდილი წავიდა სახლში. ქალიშვილი და მისი ქმარი ერთ საღამოს მკლავგაყრილი რომ დადიოდნენ, მოვარდა ქვესკნელის ხელმწიფე, თეთრი დევი და ამ ბიჭს ქალი უცებ ააცალა ხელიდან. ბიჭი მოკვდა, მაგრამ რა ექნა? ეს ყველაფერი უთხრა ქალიშვილის დედას. ქალის დედამ უპასუხა:
-მე არ გითხარიო, ეს ასე დაგემართებაო!
მაშინვე უნდა დადევნებოდნენ, მაგრამ ამ ბიჭს არაფერი არ შეეძლო ("ვერას იქმოდა") და უნდა დალოდებოდნენ დევის გაზრდილის მოსვლას. მეორე დღეს დევის გაზრდილი მოვიდა და [ეს] ამბავი რომ გაიგო, ეწყინა ძალიან, მაგრამ რა ექნა? [ქორწილში] რომ უნდა გაჰყოლოდნენ, [მის ნაცვლად] გამოეკიდა დევის კვალს ("ნავალს"). გადაიარა მთა, გადაიარა ბარი,გადაიარა მთა, გადაიარა ბარი და დევის ნავალი, რომელლიც მუხლებამდე იყო ჩაზნექილი; მივიდა ერთ ქვამდე, რომ გადააბრუნა ქვა, ნახა უფსკერო ("უძირო")ბნელი ორმო ("თხრილი") ახლა უნდა ჩავიდეს, მაგრამ რითი? დაწნა კალათი, შეჰყარა დევები, რომლებიც იქ ესახლნენ, ზოგი ნებით, ზოგი ძალით, უარი ვერცერთმა დევმა ვერ გაუბედა, ისეთი შისი ანახვა. შეაგროვა, რაც თოკები იყო ("იდო") იმ ქვეყანაში, ერთიმეორეს მიააბა და ბოლოს კალათი ჩამოჰკიდა. ჩაჯდა კალათაში და დაუბარა დევებს, რომ მის მოსვლამდის ედარაჯათ და დალოდებოდნენ თოკის [ძირს] დავარდნას. დევებმა გზა დაულოცეს და ჩაუშვეს ძირს დევის გაზრდილი. კალათმა იარა, იარა, იარა ძირს და ჩავარდა ქვესკნელში ("ქვედა ქვეყანაში"). დევის გაზრდილმა კალათი დამალა. იარა, იარა, იარა და ერთ მინდორში ერთი მეღორე ნახა. რომ ჰკითხა ამბავი მეღორეს, მან უთხრა:
ამ ქვეყნის ხელმწიფემ ზესკნელის ("ზედა ქვეყნის") ქალიშვილი მოიტაცა და ახლა ლხინი აქვსო დიდი, რომელიც ერთ წელიწადს არ უნდა გათავდესო და ვისაც კი უნდა, მიდის, ჭამს და სვამს.
წავიდა დევის გაზრდილი ლხინ-ნადიმზე. ტანსაცმელი მეღორეს გაუცვალა და ჩაიცვა. იარა, იარა, და ნადიმზე რომ მივიდა, ნახა ქვეყანა ხალხი. ეს ქალიშვილი ზის ხელმწიფესთან. ეს ბიჭი წაჩოჩდა ქვევ–ქვევით გლახაკივით და ამ ხელმწიფის [და] ქალიშვილის ძირს ძვლის ღრნა („ტეხვა“) დაიწყო. ამ დროს ხელმწიფემ დაინახა:
-მოდი აქ, საბრალოვ!—უთხრა ამ გლახაკს ხელმწიფემ და მისცა ხელში საჭმელი.
ქალიშვილმა როძ შეხედა, იცნო. შეეხვეწა ხელმწიფეს:
— აქ დააჯინეო ჩემთან და საჭმელი ვაჭამოთო.
ხელმწიფემ „კარგიო“ თქვა და გლახაკი დასვეს ტაბლასთან.
რომ დაღამდა, ხელმწიფემ ქალიშვილს:– წამობრძანდიო,-უთხრა,-საწოლ ოთახში. ქალმა უთხრა:
–მე ჯერ არ გამძღარვარ თამაშის ყურებითო და მერმე გეახლებიო.
—კარგიო,–უთხრა ხელმწიფემ და წავიდა.
ქალიშვილი და ბიჭი მარტო დარჩნენ. მთვრალი ("ნასვამი“) კაცვბი თავისთვის ერთობოდნენ („თამაშობდნენ“) და ესენი თავიანთ ამბავს არჩევდნენ,როგორ სჯობია და როგორ არაო. ბიჭმა დაავალა ქალიშვილს
–შენ შემიტყვეო, სად უდგასო სული ხელმწიფეს.
—კარგიო,–უთხრა ქალიშვილმა და წავიდა.
იმ ღამეს ხელმწიფეს მოეფერა ძალიან და ჰკითხა:
—მე უნდა ვიცოდეო, შენი სული ვისთვის გიბარიაო.
—რისთვის გინდაო? –უთხრა ხელმწიფემ.
ქალიშვილმა არ მისცა გასაქანი და მიამწყვდია: „მაინცდამაინც მითხარიო“. ქალიშვილმა მოიწყინა ძალიან. ხელმწიფემ გული რომ მოებრუნებინა ქალისა, ამიტომ მოატყუა და უთხრა:
—ჩემი სული ფინია ძაღლისთვის მიბარიაო.
ქალიშვილი მიხვდა, მაგრამ განზრახ დაიჭირა ფინია და თამაში დაუწყო,
ხელიდან არ იშორებდა. ხელმწიფეშ იფიქრა „ვაი, საბრალოს მართლა ("დასტურ" ) ვყვარებივარო". შეეცოდა ქალიშვილი, ძაღლს რომ ტვუილად ეთამაშებოდა და „მიატოვეო"! –უთხრა ქალიშვილი არ მოეშვა ხელმწიფეს:
–შენ განგებ („ტყვილა“) მომატყუეო [ალბათ], თორემ შენი სული რომ უდგას იმას როგორ შევეშვაო („დავეხსნაო").
ქალიშვილმა მოიწყინა. ისევ ხელმწიფემ უთხრა ქალიშვილს:
—ჩემი სული აბარიაო ამა და ამ ტყეში ·ირემს.
ქალიშვილმა ძალიან გაიხარა.
დილას ხელმწიფე და ქალიშვილი ნადიმზე წავიდნენ ქალიშვილმა დევის გაზრდილი ნახა ნადიმზე და უამბო, რაც კი ხელმწიფემ უთხრა.
—კარგიო,-თქვა ბიჭმა და წავიდა ტყეში.
იარა, იარა, იარა და ნახა ირემი. ესროლა მშვილდ– -ისარი. რომ დაეცა ირემი, გამოხტა კურდღელი. ესროლა ბიჭმა მშვილდ –ისარი კურდღელს, რომ დაეცა ძირს კურდღელი, გამოხტა კოლოფი. გამოეკიდა კოლოფს, დაიჭირა კოლოფი. ბიჭმა გახსნა ("გააღო“) კოლოფი და შიგ ნახა ორი ბუზი. ორივეს თვალი ამოუგდო და წამოიყვანა. წამოვიდა ბიჭი ხელმწიფის სახლში. გაიგო ამბავი, რომ ხელმწიფეს თვალები სტკივაო და ავად არისო. შევიდა სახლში და ხელმწიფეს უთხრა:
-შენი სული მიკავიაო ხელში.
ხელმწიფე მიხვდა ამბავს ("საქმეს“), შეეხვეწა ბიჭს: „არ მომკლაო”, მაგრამ ბიჭმა დაახრჩო ბუზები. ხელმწიფე მოკვდა. ბიჭმა და ქალიშვილმა გამოიყვანეს რაშები, შეაბეს ურემში, დატვირთეს ხელმწიფის ქონებით და ოქროთი, დასხდნენ და წამოვიდნენ.
იარეს, იარეს, იარვს და მივიდნენ იმ ადგილამდის, სადაც ბიჭი ჩამოვიდა ზემო ქვეყნიდან. ბიჭმა ნახა კალათი, რომლითაც აქით ჩამოვიდა. გაანძრია თოკი, აცნობა თავისი მოსვლა ზევით დევებს, რომლებმაც ვერ გაბედეს თოკის თავისგან დაშორება. ჩადვეს საქონელი კალათაში და აუშვეს ზევით. კვლავ რომ მობრუნდა კალათი, ჩაჯდა ქალიშვილი, წავიდა; დაბრუნდა ისვვ კალათი. ჩაჯდა ბიჭი ცოტა რომ უკლდა ამოსვლას, მაშინ მიაჭრეს დევებმა თოკი და ბიჭი წავიდა ძირს, მაგრამ მოავლო ხელი ერთ ადგილზე ქვას და გაჩერდა. დევებმა წაიყვანეს ქალიშვილი და მოსამსახურედ დაიყენეს, საქონელი გაიყვეს. ბიჭმა იხოხა, და ამოხოხდა ზემო ქვეყანაზე; შეჰყარა ყველა დევი და ყველას ყური მოჰკვეთა, თავის ქონება [წამოიღო] და ქალიშვილი წამოიყვანა.
იარა, იარა და მოვიდა ქალიშვილის სახლში. ქალიშვილის დედამ რომ დაინახა შვილი, გაიხარა და ბიჭს მოუწონა [საქციელი] ძალიან. ხელმწიფის შვილი და ქალიშვილი გადაეხვივნენ ერთმანეთს, შეიქნა დიდი სიხარული. დიდი ხანი რომ გავიდა, ხელმწიფის შვილი, ქალიშვილი და ბიჭი წავიდნენ ხელმწიფის სახლში. იარეს, იარეს, იარეს, შემოაღამდათ და გზაზე დაიბანაკეს ერთი ხის ქვეშ. ყველამ დაიძინა, მაგრამ დევის გაზრდილს არ სძინავდა. ამ დროს მოვიდნენ სამი ანგელოზები (!) შემოსხდნენ ხეზე და ერთმა თქვა:
–რა გადავუწყვიტოთო („გავუჩინოთო“), ქვევით რომ წვანან იმ ხალხსო?
მეორემ თქვა:
—ხვალ მახარობელი მივა ხელმწიფის სახლშიო, ხელმწიფემ მოამზადოსო თავის შვილისთვის ერთი ოქროს თოფი და რძლისთვის აბრეშუმის კაბა; როგორც კი ბიჭს თოფს გადაჰკიდებენ, თოფი გავარდესო და ბიჭი მოკლასო. როგორც კი კაბას ქალიშვილს ჩააცმევენ, ცეცხლი მოეკიდოსო და ქალიშვილი დაიწვასო. მესამეშ თქვა:
–ეს ვინც გაამჟღავნოს („გააცხადოს“), ცივ ქვად გადაიქცესო.
დევის გაზრდილმა მოიწყინა, ძალიან, დარდში („ნაღველში“) ჩავარდა, [არ იცოდა], როგორ გადაერჩინა ქალიშვილი და ბიჭი. დილას ადგნენ და წავიდნენ. იარეს, იარეს და სახლს რომ მიუახლოვდნენ, თქვეს: "მახარობელი რომელი იქნესო"?
დევის გაზრდილმა „მე წავალო“ თქვა და წავიდა.
ხელმწიფის ცოლმა და ხელმწიფემ გაიხარეს. ხელმწიფემ ოქროს თოფი გამოიტანა, ხელმწიფის ცოლმა—აბრეშუმის კაბა. ბიჭმა თქვა: „ეს საჩუქარი არ არის საჭირო, იმათ ქონება ბევრი აქვთო და ეს მსახურ გოგოს და
ბიჭს აჩუქეთო“.
მოვიდნენ ქალიშვილი [და] ბიჭი. შეიქნა კოცნა და დიდი მხიარულება. თოფი რომ გადაჰკიდეს მსახურ ბიჭს, გავარდა თოფი და ის მოკლა. კაბა რომ ჩააცვეს მსახურ გოგოს, მოეკიდა ცეცხლი გოგოს და დაიწვა. ყოველი კაცი გაშეშდა და გაოცდა. მერმე შეიქნა ლხინ–ნადიმი. შემდეგ ცხოვრობდნენ ბედნიერად ხელმწიფე და მისი ოჯახი.
ხელმწიფის შვილის ცოლს ბიჭი ეყოლა („დაებადა“). ერთხელ ხელმწიფის შვილს ეძინა. დევის გაზრდილმა ხმალი შემოხსნა·და ათვალიერებდა. უცებ ბიჭმა გაიღვიძა და დაიყვირა: „რისთვის, მკლავდი მე შენო“?
დევის გაზრდილმა იფიცა, იუარა, მაგრამ ბიჭმა არ დაიჯერა და ხელმწიფეს უთხრა. ყველამ ეჭვი მიიტანა დევის გაზრდილზე: „ქალიშვილი უნდოდაო“, დევის გაზრდილმა შეჰყარა ყველა და თქვა:
-მე თუ არ მისმენთ, თქვენს ღმერთს მაინც შეხედეთო!
ყველამ სუნთქვა შეწყვიტა, დევის გაზრდილმა დაიწყო საუბარი. და ყველაფერი ილაპარაკა, რაც დამართნია და რაც უქნია ხელმწიფის შვილისათვის. მერმე თქვა:
—ანგელოზებმა ასე თქვეს, ასე თქვეს და დაწყევლესო, ვინც ეს გააცხადოსო.
ეს ლაპარაკი გაათავა ბიჭმა და ცივ ქვად იქცა. ხელმწიფის შვილი მოკვდა, მაგრამ რა ექნა? შემდეგ არ გაუხედავს, ისე გადავარდა: „უნდა შეიტყოო, რა მოარჩენსო დევის გაზრდილს“.
იარა, იარა, იარა და ერთ ველზე ერთი ფაცხა დაინახა. რომ შევიდა ფაცხაში, დედაბერი დაუხვდა შიგ. დედაბერმა (უთხრა):
—როგორ მოხვედი, შვილო, აქო?
ბიჭმა თავიდან ბოლომდის თავისი ამბავი მოუთხრო. დედაბერმა (თქვა):
— იმის წამალი მე ვიცი კარგი, მაგრამ ცოტა ძვირი არისო.
იშოვეო ასი დევის ყური და შენი ვაჟიშვილი მოხარშეო და ყველაფრიანად ქვაზე გადააჩხრიალეო და მორჩებაო.
ბიჭს გაუხარდა ძალიან და სახლში რომ მოვიდა, მოხარშა დევის ყურები და თავისი შვილი. ქვაზე გადააჩხრიალა ზევით. დევის გაზრდილი გაცოცხლდა. შეიქნა მხიარულება.
გუშინ იქ ვიყავი, დღეს აქით მოვედი. სამი ვაშლი, სამი ბროწეული, ღმერთმა ნუ მოგიშალოთ თქვენი ხელით მოწეული.
- Rechtsinhaber*in
- Dadunashvili, Elguja
- Zitationsvorschlag für dieses Objekt
- TextGrid Repository (2025). Mingrelische Folklore. 3. ხელეწიფის შვილლის და დევის გაზრდილის ზღაპარი. 3. ხელეწიფის შვილლის და დევის გაზრდილის ზღაპარი. Kaukasische Folklore. Dadunashvili, Elguja. https://hdl.handle.net/21.11113/4bg39.0