13. ოქროს თმიანი ქალი შვილის ზღაპარი

ცხოვრობენ („არის“) ერთი დედაბერი და მოხუცი კაცი. დაბერდნენ ესენი და შვილი არ ჰყავდათ („არ ესვათ“) ბოლოს გაუჩნდათ ერთი ქალიშვილი. ეს ღამით უზით დაპენტილ ბამბაში და ლოგინზე ჰყავთ („უზით“), დღისით არაფერს არ აკეთებინებენ - ღამით წევს, დღისით ისე ზის ლოგინზე. აქ დედა და მამა მუშაობენ. მამა ყანაშია („ყანას უდგას“), თოხნის, მარგვლას ეწევა. ამ დედაბერმა სადილი გააკეთა და მიაქვს კალათით. აქედან წისქვილის სიშორეზე აქვს წასასვლელი თავის სახლიდან. ამასა და იმას შუა მდინარე არ არის ·გადასასვლელი. მოსწყურდა ამ ქალს. ძროხის ფეხის ნაკვალევი („დანაბიჯები“) რომ არის გზაზე, ამაში წყალი დგას, დასწვდა და დალია ეს ამ ქალმა. რომ დალია, ძროსხად იქცა, შავ ძროხად, ეს ქალი. ეს ძროხად იქცა, მაგრამ კაცის ჭკუა აქვს და ამოსდო რქა და კალათი წაიღო; მივიდა ღობესთან და ერთი დაიბღავლა. |

—აშ,აშ,ღობე არ დამიმტვრიო, წადი იქითო, — დაუძახა მოხუცმა კაცმა.

ამოსდო რქა და ზედ მესერზე ჩამოკიდა კალათი ძროხამ. ჭკუა არა აქვს კაცის თუ რა?! ამ მოხუცს მოშივდა აწი და აგერ [მზეც] გადაიხარა („გადახრა არის“) და ადგა: "—ღობესთან მივალ; აბა, ის ძროხა რომ ბღაოდა, აქით ხომ არ შემოსულაო („შემოუმტვრევიაო“). რომ მივიდა, კალათი დაინახა:

-საწყალ ქალს კალათი მოუტანია და თვითონ იქით წასულაო, -იფიქრა.

შეჭამა ამან სადილი აქ. სადილი კი არა, ვახშამი არის აწი მოახლოებული. აიღო კალათი, თოხზე მოიკიდა და წამოვიდა სახლში. ამ ღობესთან რომ ძროსხა ბღაოდა, ის თავის ეზოს ჭიშკართან წევს,[ეს] დაინახა:

—აშ, აშიო, — შესძახა („უთხრა“) და წკნელით იქით გარეკა.

ჭიშკარი რომ გააღო, მის უწინ შეირბინა ეზოში ამ ძროხამ. წავიდა („დაიწყო ამ კაცმა სვლა“) და, ძროხა რომ წინ გაურბის, ისე მივიდა სახლის [191] წინ (-+ ძროხა) და სამჯერ დაიბღავლა. სამჯერ მობრუნდა ეს ძროხა სახლის აივანთან და ზევით აიხედა. მოხუცმა ხელები მიაბიჯა კარს და ჰკითხა გოგოს: —სადაა შენი დედაო?

—დედაჩემმა სადილი რომ მოგიტანა, მერმე არ მოსულაო, — უთხრა გოგომ. ახლა ეს კაცი; შენ ხარ ჩემი ბატონი, ქე არ მიხვდა, რომ ეს ძროხა რაღაც სხვანაირი არის?! ეს გოგო წამოზრდილია აწი და არაფერი გაუკეთებია [საქმე] არასდროს. დაჰყავს ეს ძროხა საბალახოდ და აჭმევს („აძლევს”) კარგ-კარგ ბალახს. ქალებმა უთხრეს ამ კაცს:

—შენ ასე ვერ ივარგებ, შენმა გოგომ ეს ძროხა უნდა ატაროს საბალახოდ, სახლში კაცი არ გყავს და ითხოვე ცოლიო. უარი თქვა ამ კაცმა,მაგრამ არ დაუჯერეს და მოიყვანა ერთი ქალი [ცოლად], გოგო რომ ჰყავს,

ისეთი. აქ [კიდევ] არ დახვდა ერთი გოგო?! (+ამას) მიადგა ეს ქალი და ელაპარაკება საძაგლობას ამ გოგოს, ძროხად რომ არის გადაქცეული იმის შვილს. მისცემს ამ გოგოს მატყლს და საჭმელად მისცემს ორ კვერს —ერთი უნდა შეჭამოს, მეორე კგლავ აქით უნდა მოიტანოს. კიდეც უნდა დაართოს, კიდეც უნდა დაჩეჩოს („დაზილოს“) და კიდეც ყველაფერი, უნდა გაუკეთოს ამ მატყლს.

რა ("როგორ“) უქნას ამ გოგომ ამას, არ იცის. რომ ტირის და წუხს, დედამ უშველა („მოეხმარა“), მიახვედრა და პირში ჩაიდო მატყლი, დაამუშავა („დაღეჭა“?) და ქსოვილად გამოაგდო აქით. მერმე გაარეცხვინა და მოვიდა სახლში ამ გამშრალი [ნაქსოვით] (+ყველაფრიანად მოვიდა). [ერთხელ] ეს გოგო მიდის გზაზე და მატყლის ძაფს რომ ართავს თითისტარით, ერთ ჭასთან მოსძვრა კვირისტავი და შიგ („იქით “) ჩაგარდა. რომ ჩაიხედა, ერთი დედაბერი ზის, ელაპარაკება მორიდებულად.

—დედაო, ის კვირისტავი აქით მომეცი, შენი ჭირიმეო.

—მე მოხუცი ვარ, შვილოო („დედა“) და შენ მოდი და ამოიღეო, — უთხრა.

ეს დედაბერი რომ ზის, იქ ჩავიდა ეს გოგო კვირისტავის ამოსაღებად.

—ერთი, დედა—შვილობას; თმაში ("თავში“) ჩამხედეო, —უთხრა გოგოს დედაბერმა. ჩახედა და თქვა: — ვაჰ, შენი ჭირიმეო („საყვარელო“) შენი ხნის დეღაბერს რა სუფთა თავი გქონიაო, —უთხრა (თავი ტილით

ჰქონდა სავსე, მაგრამ მაინც ასე თქვა).

—კარგი, შვილოო („დედა“), ერთი იქ ყველიანი ხალამი დგას გვერდზე, გამისინჯე ის („გამიხედე იმასო“), - უთხრა.

მივიდა და რომ გახედა ამ გოგომ, სულ მატლითაა სავსე: – ვაჰ, შენი ჭირიმეო („სულო საყვარელოო"), რა ლამაზი („რის სილამაზის“) ყველი დაგიგროვებიაო! ერთი შეფიცხებული ღომი რომ მომცა, რა გემოზე („სიკარგით“) შევჭამდი ამასო. შენ ხარ ·ჩემი ბატონი, ზევით ამოვიდა ე·ს გოგო,

—წადი, შვილო („დედა“), — უთხრა დედაბერმა, – მდინარეები (წყლები“) რომ შეგვხვდება; ყველას გვერდი აუარეო და ერთი ოქროსფერი მდინარე რომ შეხვდება, იმაში თავი ამოავლრო, აბა მერმე რა ნახოო. [193]

მივიდა ეს გოგო და ყველა მდინარეს აუქცია გვერდი და ამ ოქროს მდინარეში („წყალში“) რომ ამოავლო თავი, ოქროს თმა ამოუვიდა·

ახლა რომ წამოვიდა, „ამ სიგრძის თმა რანაირად დავმალოო მე“ და ქვედა წელის კაბა გაიხადა და იმით თავშეხვეული მოვიდა სახლში. ერთი ღერი თმა გამოჩენილა და [ეს] დაინახა დედინაცვალმა.

—უი, შენ ვინ მოგცა ესო. ეცა და ააგლიჯა ეს. თავზე რომ აქვს შემოხვეული, ეს გადასძვრა და ჩამოეშალა თმა.

—შენ რად გინდაო? – მოიტანა მაკრატელი და ძირს მიაკრიჭა.

-ჩემი ცოდვა ჰქონდეს [იმას], ის [რომ] მე მემცაო, მე რად მინდოდა ისო, –თქვა გოგომ

[დედინაცვალმა] რომ გაკრიჭა ეს თმა, კვლავ უკეთესი გაეზარდა. დედინაცვალმა უთხრა:

-წაიყვანე ვს გოგო და როგორც შენ ჰქენი, ისე ამასაც გააკეთებინე, თორემ ცოცხალს არ მოგიშვებ აქითო.

–ის ცოტა დიდგულა არის და იქნებ არ მოიქცეს ისე, როგორც საჭირო არისო.

—წადი, წაიყვანეო! — და წავიდნენ ორივენი. მიაქვს ამასაც თითისტარი და კვირისტავი ქე ჩააგდო ამ ჭაში ძალად, ჩახედა და უთხრა დედაბერს:

—აქით მომეცი, დედაბვრო, ის კვირისტავი, საცოდავად რომ გდიხარო!

-აქით ჩამოდი შვილო („დედა )შენ მე არ შემიძლია ადგომაო და შენ ამოიღეო.

ჩავიდა გოგო, დედინაცვლის შვილი.

-მოდი,შვილო, და ერთი თმაში („თავში“) ჩამხედეო, -უთხრა დედაბერმა.

-ფუჰ, შენს ქალობას, რა არის, თავი რომ მთლად ტილით სავსე გაქვსო.

—კარგი, შვილო, კარგიო! აბა, ახლა იმ ხალანში ჩამიხედეო, –უთხრა. რომ მივიდა გოგო, ქე ჩააფურთხა [ხალანში].

—ყველი ვინ მოგცა შენო, ეს მატლით სავსე არისო, ერთად ასევია, —უთხრა.

—კარგი, შვილო, კარგიო. აბა, მე როგორც გეტყვი; ისე მოიქეციო· წადი და რაც მდინარეები („წყლები“) შეგხვდება, ყველას გვერდი აუარე და ვირის მდინარესთან რომ მიხვიდე, მასში ამოავლე თავიო.

წამოვიდა გოგო და ასე გააკეთა, ვირის სასირცხო არ ამოუვიდა თავზე!

წავიდნენ („იწყეს სვლა“) და მივიდნენ სახლში. რომ შეხედა, დაინახა დედამ [თუ] როგორ გაზრდია ძროხის შვილს თავისი ოქროს თმა და თავის ქალიშვილს ვირის სასირცხო აქვს გამობმული დასცხო ამ ქალმა და რაც შეეძლო დარტყმა, (+ის) ურტყა ამ ოქროს თმიან გოგოს.

—ღმერთო ჩვმო („ძმა მკვდარი“), მე რა ბრალი მაქვს, მან ვერ უთხრა კარგად და მე რა შუაში ვარო. [195]

მოიავადმყოფა ამ ქალმა თავი. მოიკითხა ქმარმა: — რა ამბავია, რაშია საქმეო?

-შენი ძროხა დაკალი და მისი გული და ღვიძლი უნდა მაჭამო, თორემ ჩემი მორჩენა არ იქნებაო, ასე ამბობს მკითხავიო, უთხრა ცოლმა.

ბოლოს დაატეხა („მიაყენა“) უბედურება და დაკლა ეს ძროხა. მაგრამ, სანამ დაკლავდნენ, მანამდე უთხრა ძროხამ ამ გოგოს, თავის შვილს:

-შენო ჩემი თავი, ფეხები და ტყავი წამოიღეო და საფლავი გაათხრევინე მამაშენს და იქ ჩაალაგე ესენი ყველაფერიო. ყოველთვის მომაკითხე მეო. შენ კარგი ცხოვრება გიძევს წინო, მხოლოდ შენ იცი, [თუ იმარჯვებო].

აღდგომა გაგთენებოდეს კარგად და, ამ აღდგომას ყველაფერი თავ-თავის რიგზე უნდა გააკეთოს ამ გოგომ. დედინაცვალმა დაუბარა: — ქუმელი, ქუმელად გამოარჩიე და ღომი ღომად დაამზადეო („გამოაწქვეო“). ყველაფერი ერთად თავ-თავის რიგზე დამახვედრეო, თორემ შავ დღეს დაგაყენებო („შენი შავი დღეო“).

ატირებული წამოვიდა ეს გოგო დედასთან. დედამ ასწავლა, როგორ გაეკეთებინა: —შენს ბიცოლებს მიუტანე ესენიო და ისინი გამოგირჩევენო [ქუმელისა და ღომის მარცვლებს], გამოსაცხობს („შესაწვავს“) გამოგიწყობენ და საწებელს დაგიმზადებენო. ესენი ყველაფერი დაამზადე და შემდეგ ჩემთან მოდიო.ღომი რომ ზევით ეკიდოს, ისე დაკეტე კარიო და ჩემთან მოდიო, ყველაფერს მე მოგცემო და წირვაში გაგიშვებო.

წავიდა გოგო და ყველაფერი რომ გააკეთა, მოვიდა კვლავ დედასთან. გამოაწყო სულ ოქროს ტანსაცმლით და რაშზე დააჯინა და გაუშვა წირვაზე. არის იქ ამ ღამეს, ხელმწიფის შვილია მოსული საცოლის ამოსარჩეად ("ქალის საძებნად"). მას რომ შეეფერება, ისეთი ქალიშვილი არ მოიძებნა დედამიწაზე.

ფეხზე ოქროს წუღა ("მაშია"). [ტანზე]ამას რომ შეჰშვენის, ისეთი ტანსაცმელი ჩააცვა და გაუშვა წირვაზე, [თან] უთხრა: — შიგ რომ შეხვალ, პირჯვარი დაიწერეო, მიესალმეო, აქით რომ·გამობრუნდები, ერთი

წუღა გასასვლელ კართან დატოვეო და ისევ მოდი აქით ჩემთანო, (უთხრა)·

წავიდა („დაიწყო სვლა“) ეს გოგო და როგორც დედამ უთხრა, ისე ერთი წუღა იქ დატოვა და მოვიდა თავის დედასთან.

—ერთი წუღა ხელმწიფის შვილს აუღია და ვძებსო, რომელ ქალიშვილს მოერგება ესო, –უთხრა დედამ, — ის წამოვა აქითო და სახლში მოვლენო: შენ რომ გოდორში ("კალათის ქვეშ“) დაგამწყვდევენ, ხელმწიფის შვილი იმ გოდორს დააჯდვბაო; შენო ნემსი უჩხვლიტე·(„აჩხვლეტინე") ქვემოდანო და გოდორს რომ გადაგხდიან, ვერ დაგინახავენო? წუღას რომ მოგაზომავენ, შენი ფეხის [ზომისა] იქნება და ხელმწიფის ცოლი გახდები შენო.

აწი დადის ნაშუადღევს· ხელმწიფის შვილი და უკან ბევრი ხალხი მისდევს, ეს წუღა ვისაც მოერგება, იმ ქალიშვილის საძებნელად. ამ გოგოს [197] მართლა დააფარა ("დაამხო" ) დედინაცვალმა ("ამ ქალმა”) გოდორი და თავისი ქალიშვილი გამოწყობილად დაახვედრა ხელმწიფის შვილს. მოაზომა ამ ქალმა თავის ქალიშვილს ოქროს წუღა, მაგრამ ვერაფრით ვერ მოერგო. გოდორს რომ დააჯდა ეს ხელმწიფის შვილი, ქვემოდან ნემსი უჩხვლიტა [გოგომ] და ავარდა ბიჭი რომ შეხედეს, გოგო ზის [გოდრის ქვეშ]. გამოიყვანეს და რომ მოაზომეს წუღა, მთლად მისი ფეხის[ზომა] იქნა.

-ეს ყოფილა ჩემი ბედიო, — თქვა ბიჭმა.

-ეს ძროხის შვილი როგორ იქნება შენი ცოლიო?

—ძროხის შვილია თუ რაცხაა, ეს ყოფილა ბედიო, — და დაავლო ხელი ბიჭმა.

—ტანისამოსს მოვიტან მე და წავიყვანო, —ეს რომ თქვა: — „მე მაქვს ყვლაფერი ჩასაცმელიო!” – [თქვა გოგომ]. წამოვიდა და რაც წირვაზე ეცვა, ისინი ჩაიცვა ყველაფერი და ისე წაიყვანა [ბიჭმა], – ყველაფერი

ოქროულობა არის, განა უბრალო რამე (+ არის)? თავის რაშზე ზის და ისე [წაჰყვა]. და გოგო წაიყვანა და ჰყავს იმ კაცს იქ. ჰოდა, გოგო ფეხმძიშე შეიქნა, გოგო რომ ფეხმძიმედ შეიქნა, ბიჭს ჯარში წასვლამ მოუწია ("სალდათობა შეხვდა“). გოგო ორსულად დარჩა და ბიჭი წავიდა ჯარში ("სალდათად“). ბიჭმა სული და გულით დაუბარა თაგვის დედას და მამას ამ გოგოს [მოვლა]. დაწერილად დაუტოვა თავის ვეზირს ყველაფერი. როცა დრო მოვიდა, ხელმწიფემ გააგზაგნა („გაუშვა”) თავისი ვეზირი ბიჭთან და გაატანა წერილი („ნაწერი“). შემოაღამდა ვეზირს ამ გოგოს სახლში.

—ღამე გამათენებინეთო.

-კარგიო, -და შეუშვეს.

რომ დაწვა და სძინავს, ამ ქალმა დაუჩხრიკა ჯიბე და წერილი ("ქაღდალდი“) ნახა. რომ წაიკითხა, ეს დახია და სხვა დაწერა და ჩადო. ვითომ [ბიჭის] დედას და მამას დაეწეროს, ისე გააკეთა („გამოუწყვია“) ამ მზაკვარმა ქალმა, რომ: — ეს ძროხის შვილი ყოფილა, ასეთი ყოფილა, ისეთიო და რა შესაფერი ხართ ერთმანეთის („რა შუაში ხართ ერთმანეთთან“) შენ და ესო.

—რისი შვილიც უნდა იყოს, ჩემი ბედი ის არის და ჩემს მოსვლამდის იქ იყოს; კარგად მოუარეთო („შემინახეთო“), -სწერს შვილი.

წამოიღო წერილი („ქაღალდი“) ვეზირმა ხელმწიფესთან. დედინაცვალმა („ქალმა“) იკითხა მისამართი ვეზირთან („ვეზირისაგან"): „ჩემი შვილი [სადაც] იმშობიარებს, მეც იქ უნდა ვიყოო“, — და მშობიარობისას

მოვიდა. ამას ჩააბარეს („დაანებეს“) სამშობიაროდ. [გოგოს] ეყოლა ორი ვაჟიშვილი. ამას რომ ორი ვაჟიშვილი შეეძინა, ორივე მდინარეში („წყალში“) ჩააგდო და ორი ლეკვი მიუწვინა („მიუჯინჯ“). ეს არ იციან ხელმწიფემ და მისმა ცოლმა. ეს გოგო ხედავს ამას, მაგრამ არ შეუძლია ლაპარაკი და რა ქნას. შევიდა ეს ქალი ხელმწიფესა და მის ცოლთან და უთხრა:

-მომილოცავსო, შენს რძალს ორი თვალაუხელელი ლვკვი შეეძინაო.

—რაც უნდა იყოს, ჩემი ბიჭის ბედი ის არის და ოქროსავით მივიღებთო. [199]

მისწერეს წერილი („ნაწერი“) შვილს. გზაზე ღამე გაათენა ვეზირმა კვლავ იმ დედინაცვლის (ქალის) სახლში. [ხელმწიფის] შვილის ნაწერი ქაღალდი დახია ამ ქალმა და დაუწერა სხვა; [ვითომ] შვილი წერდეს, ისე:

-ხელები იდაყვთან მიაჭერითო და გააგდეთო; არ მანახოთ [თვალით] ჩემი ცოლიო, —სწერს ბიჭი.

იდარდეს ბევრი ხელმწიფემ და მისმა ცოლმა, მაგრამ რა ქნან? შეასრულეს ბიჭის სიტყგა და გაუშვეს [სახლიდან] ეს გოგო.

მიდის გზაზე და საზამთროს („საბურზაკს“) ჭამს ერთ ადგილას ღამღამობით. შემოერტყნენ გარს და დაუდარაჯდნენ თოფიანი კაცები ("ხალხი“). ირგვლივ რომ შემოერტყნენ, რაღაც შემოვარდა („თავი შემოიგდო“)

ბაღჩაში („სასაზამთროში”) და დაუძახეს: –ვინ ხარ, თქვი, თორემ მოგკლავთო.

-მე ვარო, -უთხრა გოგომ.

მოვიდნენ და ჰკითხეს: – ვინა ხარ შენ, რა დაგემართა?

-ასეა ჩემი საქმე, ასე, ასე მომივიდა, ასე მომივიდაო.

მიეძალნენ („ექაჩნენ“) სახლში, მაგრამ არ წავიდა ეს. დატოვეს იქ და ფოთლებში ჩაწვა ეს გოგო. ადგა მეორე დღეს და რომ მიდის, სამი ქალი მოდის, დაინახა.

—ასეა ჩემი საქმეო და არ იცითო რაიმეო, – უთხრა.

წინ რომ მოდის, იმან უთხრა: — უკანა ქალს ჰკითხე და ის გეტყვისო (+უთხრა).

-მდინარე („წყალი“) რომ მიდის, იმაში ამოავლე და ხელები გაგიმთელდებაო („ნაშოვნი გექნებაო“).

ამოავლო ხელი და ორივე გამრთელდა.

ამასობაში („ამდენ ხანს") ამის დედინაცვლის შვილი რომ იყო, ის მისცა მზაკვარმა ქალმა ქმარს; იმ ბიჭს. ეს ბავშვები არ ჩააგდო ამ ქალმა მდინარეში?! ესენი წისქვილთან გაჩხერილან და მეწისქვილეს ამოუყვაია.

დედაბერი და მოხუცი კაცი ყოფილან (+ესენი და) უშვილო; გაუზრდიათ ეს ბავშვები, როგორც შეჰშვენოდათ ამათ, ისე· [მათი] ნაბანი წყალი ოქროდ იქცევა და ოქროთი სავსე („გადაჭედილი“) არიან სულ მთლად.

ახლა ბოლოსდაბოლოს (+შემდეგ) ამ მეწისქვილესთან მოუხდა ამ ქალს მისვლა. ყველაფერი უამბო ამ მეწისქვილეს. მეწისქვილემ ყველაფერი აუხსნა მას -როგორ ამოიყვანა წყლიდან ორი ბავშვი და დედაბერსა და მოხუც კაცს მისცა [შვილად]. წავიდა („იწყო სვლა“) ეს ქალი და მივიდა იქ. ქე არიან აქ ოქროსავით ბავშვები:

—თქვენ დედა და მამა და მე შვილიო. ჩემი შვილები თქვენთან ყოფილაო, — და როგორ მოუვიდათ, როგორ არა, ყველაფერი უთქვამს.

მიიღეს ეს ქალი ამ დედაბერმა და მოხუცმა კაცმა, როგორც შვილი, ისე. [აქ] ყველაფერი ოქროთია მოჭედილი. ჭის ჯაჭვიც კი ოქროსია (+ისე ყველაფერი). დღეში ოცჯერ რომ ბანონ ბავშვები, ყოველთვის ოქრო დასცვივა და რატომ არ იზამენ ამას? [201]

ამ გოგოს ქმარმა არ მოიყვანა თავისი ცოლის დედინაცვლის შვილი?! არ უყვარს ამას ეს ქალი და წავიდა თავისი დაკარგული ცოლის საძებნელად. დიდი ხნის შემდეგ მივიდა ერთ ადგილას, ყველაფერი ოქრო რომ

არის, ისეთ სახლში. ეზოში („წინ“) ორი ბავშვი თამაშობს; ოქროს ბურთი აქვთ.

—ერთი, წყალი დამალევინეთო, -უთხრა ბავშვებს·

წავიდნენ და ოქროს ჭიქით წყალი დაალევინეს. წყალი დალია ამ ბიჭმა და თავისი სახელი და გვარი რომ აწერია, ისეთი ბეჭედი ჩააგდო ოქროს ჭიქაში და ბავშვებს უთხრა" იეს მიუტანეთ თქვენს დედასო.

ქალმა რომ დაინახა ეს ბეჭედი, "— სად წავიდა, შვილო (დედა), ის კაციო“?

—ეგერ არისო — მივიდა ის ქალი და რომ ნახეს ერთმანეთი, [განა] ვერ იცნეს? აქით ამან იტირა? იმან იქით იტირა. მოჰკიდა ხელი და შეიყვანა შინ ("იქით“) და, როგორც ცოლი და ქმარი გინახავს, ისე აუხსნა ყველაფერი. ადგა („იწყო სვლა“) ეს ბიჭი და წავიდა ისევ თავის სახლში და თავისი ცოლის დედინაცვალი და მისი ქალიშვილი მოაბა რაშის კუდზე, გაუშვა თხილების მონაჭერ ადგილას და იქ დაგლიჯა ისინი, მოიყვანა თავისი ცოლი და შვილები და წუხელ იქ ვიყავი, ამაღამ აქა ვარ.


License
CC BY
Link to license

Citation Suggestion for this Edition
TextGrid Repository (2025). Danelia, Korneli. 13. ოქროს თმიანი ქალი შვილის ზღაპარი. Kaukasische Folklore. https://hdl.handle.net/21.11113/4bg3d.0