6. ხრისტაგანი და ბელთაგბანი გმირების ზღაპარი

Metadaten aus
teiHeader

ყოფილა ერთი ხელმწიფე; ჰყოლია ერთი ქალიშვილი. მასზე უკეთესი ცასა და დედამიწას შორის არაფერი დაიბადებოდა. ამ ხელმწიფეს დაეცა რაღაცა ღამით და წაართვა მისი ქალიშვილი. სდიეს ბევრი, მაგრამ ვერაფერი ვერ ნახეს.

ამ დროს ცხოვრობდა თურმე (,ნაცხოვრება“) ერთი ტყისკაცი. ღმერთისთვის ქონია პირობა მიცემული, რომ არასდრთს ხალხში არ გამოსულიყო და ყოველთვის ტყეში მდგარიყო. მიწა—ადგილი ჰქონდა მიჩნეული

თავისთვის, იმიტომ რომ ირგვლივ მოსაზღვრეები დევები ჰყავდა; ხეებს არ აძლევდა [მათ] მოსაჭრელად. იმისთანა შეძლების კაცი იყო, რომ ყველა დევს ეშინოდა.

ურთხელ ეს ტყისკაცი წავიდა რომ თავის [კუთვნილი] ადგილები დაევლო, [გაეგო], რამე ხომ არ აეოხრათ იმ დევებს, ერთ მხარეს მდინარის ნაპირი იყო. ამ მდინარეს („წყალს“) გაჰყვა. მზემაც ამოსვლა დააპირა („ამოსვლას მიადგა“). რომ დახედა მდინარეს, სისხლით შეღები ლი ("დასვრილი“) დაინახა. გაუკვირდა: „ეს წყალი თეთრი იყოო, ახლა რა არის, რომ წითელიაო, ეს უნდა გავიგოო ("ვნახოო"). წავიდა ზევ-ზევით მდინარის ნაპირის გასწვრივ და დაღამდა. ერთ ადგილამდე („მიწამდე“) მიაღწია: დაინახა, რომ რაღაც მდინარეში აწყდება იქით-აქით. ახლოს რომ მივიდა, დაინახა დევები, ორი, ერთმანეთს რომ ეჭიდავებიან ("ერკინებიან"). ამათი სისხლით ყოფილა მდინარე შეღებილი („დასვრილი"). გაღმა რომ გახედა [ნახა], დგას [რაღაც], მზესავით რომ ბრწყინავს, ისეთი. მივიდა ტყის კაცი დევებთან, ამოიღო ("მოიხსნა“) ხმალი, მოუქნია და ორივე დევი დაჭრა, წყალს გაატანა („მისცა წასაღებად“). ამ დროს გაღმიდან დაუმაძა, მზესავით რომ ბრწყიავდა, იმან:

-ქრისტიანი ხომ არა ხარო?

—არ შეგვშინდეს –უთხრა ტყისკაცმა –მე ქრისტიანი ვარ და შენ ვინ ხარ მითხარი!

–მე ვარ ხელმწიფის შვილი. შენ რომ მოკალი, იმ დევმა მომიტაცა, წამომიყვანა აქით. ამ მდინარესთან მეორე დევი დახვდა და ჩემი წართმევა მოუნდომა. ამ დროს იყო, რომ მოუსწარი, ისინი ჩხუბობდნენ და [შენ] მოკალი.

ტყისკაცმა უთხრა ხვლმწიფის ქალიშვილს:

—მე ღმრთისთვის მაქვს პირობა მიცემული, რომ ტყიდან არასოდეს გავიდე, შენ მინდვრამდე გაგიყვან და შემდეგ შენს სახლში წადი.

მაგრამ გოგომ უთხრა:

-მე შენი დაცილება არ შემიძლია არაფრით.

ტყისკაცმა წაიყვანა თავის სამყოფი ადგილისკენ. არიან იქ ორივენი.გავიდა ნახევარი წელი, გოგო დაორსულდა, დრო მოვიდა ბავშვის დაბადებისა. ტყისკაცმა უთხრა გოგოს:

–მე მარტო ვარ ამ ტყეში; შენ რომ დაწვები მოსალოგინებლად, კაცი გინდა ხელის შემწყობი; მე არაფერი შემიძლია.

-მე შენთან უნდა მოვკვდეო, სხვაგან ვერსად ვერ წავალ, -უთხრა გოგომ. მაგრამ ტყისკაცმა არ დაუჯერა:

—შენ უნდა წახვიდე შენს სახლში. მე ტყიდან გაგიყვან ღამით, შენი სახლის ახლოს მიგიყვან.

გოგოს რა ექნა? –"კარგიო“,–უთხრა. წაიყვანა ტყისკაცმა ღამით, მისი სახლის ახლოს დასვა.ამოიღო ერთი ბეჭედი ჯიბიდან, მისცა გოგოს და უთხრა: „შენ გეყოლებაო („დაგებადებაო“) ბიჭი, სახელი დაარქვი „ხრისტაგანი“. ეს ბეჭედი·მაშინვე მარჯვენა·ხელის თითზე წამოაცვიო, არასდროს არ მოიხსნას, ყოველთვის თითზე ჰქონდესო“.

ტყისკაცი წამოვიდა თავის ადგილზე. გოგო შევიდა თავის სახლში. დაინახეს დედამ და მამამ, გაუხარდათ: „ჩვენი შგვილი მოვიდაო“.

მეორე დღეს ქნეს დიდი ლხინი („კამპანია“), ბევრი ხალხი ჰყავდათ დაპატიჟებული. შუადღეს გოგოს მუცლის ტკივილი დაეწყო. დააწვინეს ლოგინად და დაიბადა ბიჭი. დედამ თქვა: „მის სახელი ხრისტაგანი იყოსო,

მისმა მამამ ასე დამაბარაო".

ყველა თანახმა გახდა; მისი ბეჭედი მარიჯვენა ხელის თითხზე წამოაცვეს. გაგიდა სამი თვე. ბავშვი კარგი ღონიერი ჩანს („ნახეს“). ხელმწიფეს გაუხარდა: „ეს ვიღაცაა, ურიგო კაცის შვილი არ არისო“.

ამდენი რა გავაგრძელო, ბავშვმა მინდორში თამაში დაიწყო სხვა ბავშვებთან [ერთად]. ერთ დღეს თავის ბაბუა—ხელმწიფეს უთხა:

-გააკეთებინე („გამიკეთებინე“) მშვილდი და ისარი, ორივე ფოლადისა, წონით ორასი ფუთი რომ იქნეს, ისეთი.

—ძალიან კარგიო, —უთხრა ბაბუამ.

არ მოეწონა, მაგრამ გააგზავნა კაცი მჭედელთან. გააჭედვინა მშვილდი და ისარი, მაგრამ მოტანა ძნელი შეექნათ. გააგზავნა ”ხელმწიფემ კამეჩები ურმიანად და მოიტანეს ძალიან დიდი ცდის შედეგად. ეზოში რომ შევიდნენ, ბავშვმა დაინახა, გაიქცა, შეეგება ურემს, მოჰკიდა ხელი მშვილდსა და ისარს, უცბად აიღო. ყველას გაუკვირდა: „ეს ცუდი („ფარსაგი“) კაცი არ დადგებაო“!

დაიკავა ხელში ხრისტაგანმა [მშვილდი], ისროლა ისარი ზევით. უყურეს სხვებმა ("სხვა ხალხმა“); მაგრამ თვალს დაეკარგა, ისე მაგრად უსროლია. დიდი („ბევრი“) ხნის შემდეგ ისარი მიწაში ჩაესო. მივიდა ისართან სამოცი კაცი, მაგრამ ისარი მიწიდან ვერ ამოაძვრეს. ამასობაში („ამდენ ხანს“) გაიქცა ხრისტაგანი, მივიდა და თავისი ისარი უცბად ამოაძრო („დაიტაცა“). ამგვარი საქმე („ამბავი“) რომ ნახეს, ყველა ლაპარაკობდა: „ეს უნდა იქნეს გმირების („ტარიელების“) ბატონი”.

ხრისტაგანმა დაიწყო სანადიროდ სიარული. ისეთი საღამო არ იქნებოდა, რომ სხვადასხვა ნადირი არ მოეტანა. აწი მთლად დიდი გახდა ხრისტაგანი. მისი ყველას ეშინია, რადგან მისი სიძლიერის („სიმაგრის“) ბიჭი

ჯერაც არავის უნახავს.

ერთხელ ხრისტაგანი წავიდა სანადიროდ. იარა ბევრი, მაგრამ ვერაფერი ვერ მოკლა. საღამოს დაბრუნდა თავის სახლში. გზაზე რომ მოდის შეწუხებული, გაიხედა ერთი მინდვრისკენ, დაინახა, რომ ქალს მხარზე წყლით სავსე კოკა („ფოხალი“) უდგას. იფიქრა ხრისტაგანმა: „აბა, ამ კოკის მხარზე დამსხვრევას თუ შევძლებო“. ესროლა ისარი, მოახვედრა კოკას და გატეხა. წყალი ქალს ქე გადაესხა ტანზე. მოუბრუნდა ქალი და უთხრა ხრისტაგან გმირს:

–დედა–შვილო, ჩემი კოკა რომ არ გაგეტეხა, სხვა ვერ იშოვე სამიზნედ (“სასროლად“)? ახლანდელმა ბიჭებმა იცით ხელზე ბეჭედის მოცმა, ეს ძველმა გმირებმა („ტარიელებმა“) არ იცოდნენ.

ხრისტაგანმა არაფერი არ უთხრა, მოიძრო მაშინვე ბეჭედი და ჯიბეში ჩაიდო. წამოვიდა თავის სახლში. იმ ღამეს დაწვა გულშეწუხებული. მეორე დილას ადგა, საჭმელი შეჭამა, დედას დაუძახა: —მოდი აქ!

დედა მივიდა.

—ერთს გეტყვი და ის არ დამიმალო: ჩემი მამა ვინ არის, ის უნდა მითხრა.

დედა შეწუხდა, მაგრამ რა ექნა? უთხრა:

-შენი მამა ტყისკაცია. ის ყოველთვის ტყეში დგას. ღმერთისათვის პირობა აქვს მიცემული, რომ ხალხში არ გაერიოს.

—სად არისო? -ჰკითხა ხრისტაგანმა. დედამ უთხრა:

—ამა და ამ მხარესო,–თითით მიასწავლა.

მოიძია ხრისტაგანმა თავისი რაში, ისეთი, რომელიც კაცის ნაჯდომი არ არის სულ დაბადებიდან. გამოიყვანეს რაში ჯაჭვებით. ხრისტაგანი მივიდა, ხელი მოუსვა ალერსით და უნაგირი უცბად დაადგა. აიღო თავისი

მშვილდი და ისარი, სახლში დაიბარა: „მე ჩემი მამის საძებნელად მივდივარო“.

დააჯდა რაშს, მოუქნია [მათრახი] და გაქრა ზევ-ზევით ჰაერში. იმ ტყის ახლოს დახტა. შევიდა ტყეში, ეპია თავისი მამა, მაგრამ ვერ ნახა. ამის მამა გამოჰკიდებია დევებს, ხეები გაუოხრებიათ და იმიტომ. აქით მობრუნდა ტყისკაცი და რომ მოდის, დაინახა, რომ რაში ტყეში ბალახობს და ბიჭი თავისთვის დადის.

-ეი! რა კაცი ხარო? -დაუძახა ტყისკაცმა.–ვინ ხარ, რომ ჩემს ტყეში შესვლა გაბედეო?

-მე ვარ, რა გინდა? მობრძანდი, თუ რამეს გაკეთება შეგიძლია! -დაუძახა ხრისტაგანმა.

–ჩემი შეკამათება („წამოძახება“) ხრისტაგან-გმირის მეტს სხვას არ უნდა გაებედა.

მაგრამ ხრისტაგანმა არ იკადრა სახელის თქმა. აიღო თავისი ისარი და ესროლა ტყისკაცს. ტყისკაცმა მაშინვე დაიჭირა ისაი. უყურა ხრისტაგანის ხელს, მაგრამ ბეჭედი ვერ ნახა („ვერ წააწყდა“): „ეს ჩემი შვილი არ

უნდა იყოს, თორემ ხელზე ბეჭედი ექნებოდა“. აიღო ტყისკაცმა მშვილდი

და ისარი და ესროლა, მოხვდა ხრისტაგანს, წაიქცა და დაეცა. წამოვიდა ტყისკაცი, მოვიდა და დახედა ამ მკვდარს, ხელები გაუსინჯა, მაგრამ ბეჭდი არ უკეთია: „-აბა, იქნებ ჯიბეში რამე ედოსო“,—·იფიქრა მან. ჯიბეში ჩაყო ხელი, ამოიღო საფულე. რომ გახედა, ამოიღო ქაღალდში გახვეული პატარა ნივთი („საქონელი“); გაშალა ქაღალდი,ნახა თავის მინაცემი ბეჭედი. აიღრიალა ერთი, ხეთქა თავი ხეს, წაიქცა ხე, მეორე ხეს დაეცა, მეორე წაიქცა და მესამეს დაეცა. ასე ამგვარად დააქცია იქით-აქით ქვეყანა. მოვიდა ხრისტაგანის ახლოს, აიშინა თავზე ხელი, დაიღრიალა კიდევ; ხეთქა კიდევ ხეს თავი, ხეები ერთმანეთს მიამსხვრია იქით–—აქით. სულ ღრიალებს ტვისკაცი, დევებს შეეშინდათ: "ეს რაღაც კარგი არ უნდა იყოს", -თქვეს და ყველანი გადაცვივდნენ სხვა ადგილებში.

ტყისკაცი კიდევ და კიდევ მეტს ღრიალებს, ასე რომ ღმერთმა გაიგონა ამ ტყისკაცის ღრიალი. მტრედს დაუძახა და უბრძანა: „წადი შენ, ნახე, რა არის, რომ იმ კაცს უჭირს“.

წამოვიდა მტრედი, ნახა: მკვდარი მინდორზხე გდია, ერთი კაცი მივა ახლოს, წაიშენს თავზე ხელს, დაიწყებს ღრიალს, ხეთქავს თავს ხეს, წაიქცევა ხე და იქით-აქით ხეებს წააქცევს. დაჰლევია ახლომახლო თავის

მისარტყმელი ხეები. ნახა ყველა ეს საქმე („ამბავი“), რას აკეთებდა ეს კაცი. ისე დარაჯობდა, მკვდარს ბუზს არ აკარებდა („დააჯენდა“). წავიდა მტრედი, ეს ამბავი ყველაფერი უთხრა ღმერთს. ღმერთმა მისცა ერთი ცხვირსახოცი მტრედს და უთხრა: „შენ ეს წაიღე ნისკარტით, მიდი მკვდრის ახლოს, ოღოდ გაუფრთხილდი იმ კაცს; ხეზე თავის დასარტყმელად რომ წავა, იმ დროს ეს ცხვირსახოცი ზედ დააგდე მკვდარს სახეზე („ცხვირსა და პირზე“), [მერმე] შენ შენს თავს მიხედეო („მიეხმარეო“).

წაიღო მტრედმა ცხვირსახოცი იშოვა დრო გადაუფრინა მკვდარს და ცხვირსახოცი, დააგდო სახეზე („ცხვირსა და პირზე“). თვითონ იქით გაფრინდა. ტყისკაცი რომ მობღავის და მოდის, ნახა მკვდარი ბიჭი რომ ზეზე

დგას. გაიქცა, დაეტაკა, გადაკოცნა და უთხრა:

—სახელი რა გქვიაო?

-მე მქვიაო ხრისტაგანი, -უთრა მან. |

აწი ყველაფერი შეიტყვეს ერთიმეორის ამბავი, რომ ("როგორც“) მამა და შვილი არიან. ·ხრისტაგანი გვერდით ედგა მამამისს კარგა ხანს, ბოლოს ტყისკაცმა უთხრა თავის შვილს:

-შენ წადი აწი შენს სახლში და იცოდე, შენ ამხანაგად იყოლიე ("დაიკავე") „ბელთაგანი–გმირი“, რუფი-გმირის შვილი.

დაემშვიდობნენ („გამოეთხოვნენ“) ერთმანეთს. წავიდა ხრისტაგანი თავის გზაზე.

მიდის ხრისტაგანი თავის გზაზე და ფიქობს: „მე უნდა მოვძებნო ბელთაგან--გმირიო“. გააქროლა რაში, დაახტუნა ერთ ზღვის ნაპირას. გაჰყვა გზას, იარა, იარა ამ ღამეს, ხვალაც და მივიდა („შეხგდა“) გზაჯვარედინთან („გაზაგასაყართან“). ერთი გზისკენ რომ გაიხედა, მოჩანს ყვავის თავის ხელა („სიმსხო“) რაღაც, იფიქრა: „ნამდვილად კაცი უნდა იყოსო“. გააქროლა რაში, მიუახლოვდნენ ერთმანეთს. ჰაერი მოაწვა ხრისტაგან——გმირს ისე, რომ სვლას უძნელებდა („აწუხებდა“, მაგრამ ხრისტაგანის ჰაერიც იქით აწვებოდა იქიდან მომავალ კაცს. ხრისტაგანმა იცნო: „ნამდვილად ეს უნდა იყოსო ბელთაგან–გმირიო“. ბელთაგანიც მიხვდა: „ნამდვილად

ხრისტაგან-გმირი უნდა იყოს, იქიდან რომ მოდის,ისო“. მივიდნენ ახლოს, მაგრამ პირველად („უწინ“) გამარჯვება არც ამან უთხრა და არც იმან, გაუარეს [გვერდით] ერთმანეთს· დაბრუნდა ხრისტაგანი და დაუძახა:

-გამარჯობა? ძმაოჯ ბელთაგან-გმირო!

მობრუნდა ბელთაგანი და უთხრა:

—გაგიმარჯოს, ძმაო, ღმერთმა, ხრისტაგან—გმირსო!

ჩამოართვეს ხელი ერთმანეთს და გადაკოცნეს, დასხდნენ ერთ ხის ჩრდილში, მოისვენეს, დაიწყეს საუბარი, ბელთაგანმა თქვა:

—ერთ ადგილას („მიწას“) დევები სახლობენ, ირგვლივ გალავანი აქვთ შემოვლებული, რკინის კარები ეზოს შესასვლელში უბიათ. ეზოს გარეთ ირგვლივ ცხელი მდინარე („წყალი“) აკრავს ისეთი, რომ რასაც მიეშხეფება, ყველაფერს დაწვავს. იმ დევებს ჰყავთ ერთი ისეთი და, რომ მზე და მთვარვსავით ბრწყინავს, მაგრამ რად გინდა („რას აკეთებს”)? მდინარეზე არ გაისვლება. მდინარეზე რომ გადახვიდე, გალავანზე არ გადაისვლება, ეზოს კარებში არ შეისვლება, იმიტომ რომ თითო ჭიშკარი ათასი ფუთიანი არის.

—აბა, ძმაო ბელთაგან--გმირო, წავიდეთ იმ ადგილისაკენ, რაც დაგვემართება, ღმერთი დაინახავს,—უთხრა ხრისტაგან—გმირმა.

ადგნენ გმირები („ტარიელები“), მოახტნენ თავ-თავის რაშებს, გააქროლეს და მივიდნენ დევების სახლის ახლოს, (სადაც) ცხელი მდინარე ირგვლივ რომ აკრავს, იქ ბელთაგან—გმირმა უთხრა:

-ა,ძმაო, ეს არის ის მდინარე. რითი გაისვლება ამაზე ("აქედან“)?

-ჰე, ძმაო ბელთაგან,–უთხრა ხრისტაგანმა,—დააჯექი შენს რაშს; მე რომ გითხრა „ჰე“—მეთქი, მაშინ რაშს მათრახი ჰკარი, უმწარესი რომ არ შეიძლებოდეს („იქნებოდეს“), ისეთი.

ხრისტაგანმა მოჰკიდა ხელი ბელთაგანის რაშის კუდის ძირს და დაუძახა: „ჰე; ბიჭოო“!

ჰკრა ბელთაგანმა მათრახი რაშს. ამ დროს აიყვანა ("აიღო“) რაში ხრისტაგანმა კუდით და ისროლა გაღმა. ბელთაგანი მიახტა გაღმა კიდეს. ხრისტაგანი ავიდა თავის რაშზე,ჰკრა მათრახი და მიახტა გაღმა კიდეს.

ამასობაში ("ამ დროს“) დაღამდა. მივიდნენ იქ. განთიადისას, მზის სინათლე რომ შეიქნა, ადგნენ ორივე გმირები, ბელთაგანმა უთხრა ხრისტაგანს:

—ახლა როგორ უნდა მოვიქცეთ („ვქნათ“)?

-წამოდი, ძმაო, აქით!--უთხრა ხრისტაგანმა.

წავიდნენ რკინის ჭიშკრისკენ. მოჰკიდა ხელი ხრისტაგანმა, ორივე კარი გაგლიჯა, მაგრამ ამ დროს დევები არ ყოფილან გაღვიძებული. რომ მივიდნენ შუა ეზომდე, იგრძნეს დევებმა, გამოცვივდნენ გარეთ, მაგრამ ხრისტაგან-გმირი წავიდა წინ, ამოიღო ხმალი, გაერია დევებს. მოუსვეს და ჭრეს თავები, ასე რომ ორივე გმირებუ(!) საღამომდე კლავდნენ დევებს. გაატავეს ყველას [მოკლვა] და ბოლოს სახლში შევიდნენ. დაინახეს, თვალი უკეთესს რომ ვერ ნახავდა, ისეთი ქალიშვილი, მაგრამ ქალიშვილი შეშინდა.

-არ შეგეშინდესო! -უთხრეს ქალიშვილს გმირებმა.

იმედი მიცეს. დაწვნენ ლოგინზე, მოისვენეს დაღლილებმა. მეორე დღეს დილით ადგნენ გმირები, საჭმელი შეჭამეს, გაიარეს, გამოიარეს. მაგრმამ ბელთაგან-გმირს ყველაფერი შხამად ეცვენებოდა, რადგან ის გოგო შეუყვარდა, ხოლო ("მაგრამ") ხრისტაგანისა [კი] ეშინოდა: "იქნება მას უყვარდეს და მას უნდოდეს ცოლადო".

შუა დღეს სახლში შევიდნენ ორივე გმირები და ეს გოგო. დასხდნენ ერთად. ხრისტაგანმა უთხრა:

-ძმაო, ბელთაგან-გმირო, ეს იყოს შენი ცოლი და ჩემი რძალი.

ბელთაგანს გაუხარდა, მაგრამ გოგოს ეწყინა, რადგან ხრისტაგან-გმირი უკეთესი იყო,ორ თვეს ცხოვრობდნენ ("იყვნენ") ერთად. რომ გათავდა ორი თვე, ხრისტაგანმა უთხრა ბელთაგან-გმირს:

-მე, ძმაო, ახლა უნდა წავიდე. თქვენ იცით, როგორ ჭკვიანად იქნებით.

გამოუყვანეს რაში ხრისტაგან-გმირს. ბელთაგანის ცოლმა გამოიტანა აბგით რაღაც ნივთი ("საქონელი"), მისცა ხრისტაგანს ხელში და უთხრა:

-ამაში დევს სამნაირი ჩასაცმელი: ერთი ოქროსი, მეორე ყველაფერი ვერცხლისა, მესსამე ყველაფერი სპილენძისა.

გამოართვა ხრისტაგანმა აბგა, მოიგდო უკან რაშზე ("რაშს მიაბა"); ამოიღო ჯაყვა, მისცა ბელთაგანს და უთხრა:

-მე, ძმაო, გასაჭირში ვიქნები, თუ ამ ჯაყვას პირი გაუსისხლიანდება-გამოეთხოვნენ ერთმანეთს. წავიდა ხრისტაგანი თავის გზაზე.

ხრისტაგანმა მოსწყვიტა რაში, მიახტა ზღვის ნაპირს. რომ მიდის გზაზე, ნახა ერთი დედაბერი. დედაბერს ჰკითხა:

-რა ("სადაური") სახელმწიფო არის ეს?

-ეს არისო შავი ხელმწიფის სახელმწიფო, -უთხრა დედაბერმა.

-ამ ზღვის გადაღმა რა არისო?

-დედა-შვილობას, -უთხრა დედაბერმა, -გაღმა არის თეთრი ხელმწიფე. იქაური სახელმწიფოს ხალხი ყველა ბედნიერია ("გახარებული არის"). ომ ხელმწიფეს ჰყავს სამი ქალიშვილი. იმათი მეტი არაფერი ჰყავს.

ეს რომ გაიგო ხრისტაგანმა, -"მშვიდობითო, დედა"! -უთხრა დედაბერს.

წავიდა წინ ცოტა. ხრისტაგანი ჩამოხტა რაშიდან, ამოიღო აბგიდან სპილენძის ჩასაცმელი;თავისი ჩასაცმელი დააგდო, ჩაიცვა სპილენძის ჩასაცმელი. ჩახტა ზღვაში რაშით, ჩქარა გასწია გაღმა ნაპირისკენ. გაიარა ხრისტაგანმა ერთი დღის გზა, ჩამოხტა რაშიდან, მოხსნა უნაგირი. ამოიღო აბგიდან ოქროს ჩასაცმელი და ვერცხლისა. ესენი რაშის ყურში ჩადო.უთხრა რაშს:

—წადი შენ, იბალახე; მე თუ დაგიძახო, მაშინ მოდი.

რაში წავიდა საბალახოდ, დაიწყო სვლა ხრისტაგანმა მინდორში, მიუახლოვდა ხელმწიფის სამოსახლოს. ამ დროს მეღორე თავის ღორებს მოდენის. ხრისტაგანმა უთხრა მეღორეს:

—შენი ჩასაცმელი მე მომეცი და ჩემი შენ გქონდესო.

მეღორე ცოტა ხანს გაოცდა და მერე უთხრა ხრისტაგანს:

— ჩემი ჩასაცმელი დახეულია („დახეთქილია“) და შენი სპილენძის არისო.

—შენ რას დაეძებ? -უთხრა ხრისტაგანმა.

გაჰხადა მეღორეს მისი ჩასაცმელი და თავისი სპილენძის ჩასაცმელი მეღორეს მისცა. მეღორემ ჩაიცვა და წავიდა, ხრისტაგანმა მეღორის ჩასაცმელი ჩაიცვა. მეღორე მიდის თავის გზაზე და უკან იხედება: „არა, ეს სპილენძის ჩასაცმელი არ წამართვასო“.

რომ ეშინია ისე, მეღორე, ღვთის წყალობით, თავის სახლში მივიდა. აწი ამდვნი რა მოგაწყინოთ [უთავი], ხრისტაგანიც ხელმწიფის ჭიშკრამდე მივიდა. კარი ღია („ფართოდ“) ნახა. შიგ შევიდა. ხელმწიფის მოსამსახურე ბიჭებმა რომ დაინახეს, ერთმანეთს გადასძახეს: „გლახა მოდისო“. ერთმა თქვა:

-ეს მე მინდა ჩემს მომხმარედ, ბოსლის ("საცხენის") გამოწმენდაში მოვიხმარებ.

-რასაა, რომ ლაპარაკობ? -თქვა მეორემ.-ის მე მინდა ეზოს დამგველად.

მაგრამ მეეტლემ მოუსწრო ამათ ლაპარაკს და მან წაიყვანა ცხენების მწმენდავად. ამ ხრისტაგანს თმა აქვს („ასხია“) ხუჭუჭი და ამის გამო ("ამის გულისთვის“) მსახურებმა დაარქვეს მას სახელი „ქოჩორა“. არის

ქოჩორა აქ და წმენდს ცხენებს, ისეთი წმენდა იცის, რომ უკეთესად კაცის ხელი ვერ გაწმენდს. ერთ დღეს ხელმწიფე სასეირნოდ წავიდა კარეტით. დაუკვირდა ცხენებს და ჰკითხა მეეტლეს. |

-ეს ცხენები ვინ გაწმინდაო?

-ერთი გლახა მოვიდა, ქოჩორას ვეძახით, ისა მყავს ცხენების მწმენდავად,-მოახსენა მეეტლემ.

ხელმწიფე საღამოს დაბრუნდა სახლში. რომ მოვიდა, ნახა ქოჩორა. გაუხარდა ხელმწიფეს და მიაბარა ქოჩორა მზარეულს და უთხრა: „ამას საჭმლის კეთება ასწავლეო“.

ქოჩორა ჰყავდა მზარეულს ერთ თვეს და ყველაფრის კეთება ისწავლა. ერთხელ მზარეული არ იყო, ქოჩორა მარტო აკეთებდა საჭმელს. სადილობის დროს გამოიტანეს სადილი, ხელმწიფე მიუჯდა მაგიდას. ეს საჭმლები ყველა ერთმანეთზე უკეთვხი გამოდგა ("იქნა“). ხელმწიფემ დაიბარა ქოჩორა და უთხრა: დღევანდელი დღის იქით შენ იქნები ჩემი ბაღის მუშების უფროსი. შენ უნდა მისცე გეგმავ როგორ უნდა ბაღს გაშენება ("კეთება“).

მადლობა უთხრა („მადლი მიაგო“) ქოჩორამ ხელმწიფეს. მეორე დღეს დააყენეს მებაღდ. ქოჩორა ისეთი მარჯვე გამოდგა („ხელი გამოიღო"), რომ ნახევარი წლის შემდეგ იქ შესვლას არაფერი სჯობდა. კასრები ჩადგმული იყო ბაღში წყლის ჭურჭლებად. ამათთან მუშები მოვიდოდნენ.კასრებს აიღებდა ოცი კაცი, მაგრამ ერათი კასრი ისეთი ერია,ასი კაცი ვერ ასწევდა. ერთხელ ქოჩორა მოსაღამოებისას შევიდა ბაღში. გაიხედა იქით-აქით, მოჰკიდა ამ დიდ კასრს ხელი, აიღო და მეორე ადგილას („მიწას“) დადგა. ამ დროს ზედა სართულიდან ხელმწიფის უმცროსმა ქალიშვილმა დაინახა, ქოჩორამ რომ გააკეთა, ის.

ცოტა ხნის შემდეგ ჩამოვიდნენ ხელმწიფის ქალიშვილები, წავიდნენ ბაღში სასეირნოდ. რომ სეირნობენ ბაღში, ამ დროს ქოჩორას ჩასძინებია ხის ძირას. წინ მიდის უფროსი გოგო, უკან მიჰყვება შუათანა („მიმყოლი“), მის შემდეგ –უმცროსი. ამ უმცროსმა გოგომ მოჰხედა ქოჩორას, [რომელმაც] მკერდგაღეღილი სძინებია. გოგო რომ დააკვირდა მიხვდა („იცნო“), რომ ურიგო კაცის შვილი არ იყო და ღონე როგორი ჰქონდა, ის ისედაც იცოდა. წაგიდნენ გოგოები ზემო სართულისკენ. ამ უმცროს გოგოს სულ ქოჩორას ფიქრი ("აზრი“) აქვს.

გაიარა სამძა დღემ ხელმწიფემ თავისი ვეზირები შქყარა და უთხრა:

–ეს ჩემი გოგოები ერთ დღეს უნდა გავათხოვო.

—ძალიან კარგი, ბატონო,-უთხრეს ვეზირებმა –მაგრამ სიძეები საიდან უნდა მოვიდნენო?

–ყველა სახელმწიფოდან უნდა შევაგროვოთ ვაჟკაცები, უთხრა ხელმწიფემ –იმ დღეს ლხინი უნდა მოვაწყოთ, ყველა სტუმარი სუფრაზე ("სეფაზე“) უნდა დავსხათ. როცა შუა ჭამა-სმა იქნება, მაშინ უფროსი გოგო

უნდა შემოვიდეს სუფრაზე. ერთი ვაშლი უნდა მივსცეთ ხელში. იმ გოგომ უნდა შემოუაროს ირგვლივ სუფრას, სადაც სტუმრები სხედან და, ვისაც ამოარჩევს საქმროდ, იმას მისცეს თავისი ვაშლი,–ასევე |ქნან| შუათანამ და ასევე უმცროსმაც.

ვეზირები თანახმა გახდნენ. მეორე დღეს დააგზავნეს ყველა სახელმწიფოში მოსაწვევები („ქაღალდები“). რაშიც იყო საქმე, იმისი დრო დანიშნეს. გააწყვეს სუფრა („ნადიმი“)მოვიდნენ სტუმრები, ხელმწიფის შვილებიც არიან სხვადასხვა სახელმწიფოდან. ყველა, ვინც ვარგა, ისეთი ბიჭები არ დარჩენილან. დასვეს ყველა. არის ახლა შუა სმა-ჭამა. ამ დროს გამოიყვანეს უფროსი გოგო. გამოჰყვა იქით–აქით ორი კაცი. მიიყვანეს სუფრის კარამდე, მისცეს ხელში ვაშლი და უთხრა ხელმწიფემ:

—შვილო, ვინც შენ გინდა საქმროდ, მას ეს ვაშლი ხელში მიეცი („დააკავებინე").

დაძრეს გოგო, შემოატარეს სუფრა-მაგიდები ამ დროს ბიჭებმა („ყველამ”) ულვაშის გრეხა დაიწყეს, ზოგმა -თავზე ხელის გადასობა, ზოგმა ჩაახველა მაგრად, ვითომ მე შემომხედავსო, მაგრამ ეს გოგო სულ იქით-იქით მიდის. დარჩენილმა ბიჭებმა სიკვდილი გაათავეს. იარა, იარა, კიდევ იარა ამ გოგომ და ერთ ბიჭს ხელში დააკავებინა ეს ვაშლი. ყოველმა კაცმა ერთად „ურა“ დაიძახა. ააყენეს სასიძო ბიჭი, გოგო და ის -ორივე წაიყვანეს ზემო სართულზე. ეს ბიჭი ყოფილა უცხო („გარე“) ხელმწიფის შვილი.

ახლა წამოიყვანეს შუათანა და, აქეთ–იქით ამასაც კაცები გააყოლეს. სუფრის კარამდე რომ მივიდა, ხელმწიფემ ხელში ვაშლი დააკავებინა და უთხრა:

-ჰე, შვილო, შემოუარე [სუფრას] და ვინც შენს საქმროდ გინდოდეს, მას ხელში მიეცი.

დაიძრა გოგო. ბიჭებმა მაშინვე დაიწყეს ულვაშის გრეხა, ზოგმა-ხველება, ზოგმა-ცხვირსახოცის ამოღება, ცხვირის მოხოცვა, რადგან ის ცხვირსახოცები ყველა ძვირადღირებული („ძვირფასიანი“) იყო. წავიდა

გოგო, დარჩენილ ბიჭებს გული მოუკვდათ, მაგრამ რა ექნათ? იარა, იარა გოგომ და შუა სუფრამდე მივიდა. აქ ერთი ბიჭი მოეწონა, ასწია ხელი და ვაშლი ხელში დააკავებინა. ყოველმა კაცმა ერთად „ურა“ დაუძახა. ეს ბიჭიც უცხო („გარე“) ხელმწიფის შვილი ყოფილა. გოგო და ბიჭი -ორივე ზემო სართულზე („სასახლის ზემოთ" ) წაიყვანეს. |

ახლა მესამე გოგო, უმცროსი, წამოიყვანეს. მივიდნენ სუფრის კარებამდე, იქით-აქით რომ კაცები მიჰყვება, ისე. რა საკითხავია, ხემწიფე კართან დახვდა.

—ა,შვილო, ვაშლი!–უთხრა ხელმწიფემ.-–ეს მას მიეცი, ვინც შენ საქმროდ გინდოდეს („გეხერხებოდეს“).

დაიძრა გოგო, დაიწყო შემოვლა სუფრა-მაგიდების. ბიჭებმა დაიწყესგახედვ-გამოხედვა; „არა, მე მომცემსო, არა, მეო“, მაგრამ ეს გოგო სულიქით-იქით მიდის. ტყუილად კვდებიან ბიჭები საწყლად ყურებით. გოგომ

გაათავა მაგიდების შემოვლა, მაგრამ არავის არ მისცა ვაშლი. ხელმწიფემ ჰკითხა თავის ქალიშვილს: |

—რაა, ბაბა, კაცი არ მოგეწონაო?

—ყველა არ მჯდარა სუფრაზე,-უთხრა გოგომ.

—დასვით ყველა („ყოველი კაცი“),– ბრძანა ხელმწიფემ.

დასვეს ყველა, ხელმწიფის მსახურების მეტი.

—ჰეი, ბაბა, წადი ახლა! -უთხრა ხელმწიფემ გოგოს. |

გოგო დაიძრა, უვლის მაგიდვბს. ბიჭები იჯგიმებიან, მაგრამ ეს გოგო არავის არ აძლევს თავის ვაშლს. იარა, იარა, გოგომ, მაგრამ არაფრით ვაშლი არავის არ მისცა, ხელმწიფემ უთხრა:

-რაა, ბაბა, კაცი კიდევ აკლია?

—კიდევ სრულად არ სხედან კაცები,-უთხრა გოგომ.

-არავინ დატოვოთ, ულვაში ვისაც აქვს („ასხია“), ისეთი,–ბრძანა ხელმწიფემ.

მოიყვანეს ყველა და დასვეს. შემოუარა გოგომ. ბიჭებმკ ყურები დაცქვიტეს, მაგრამ ამ გოგოს საშველი არ იქნა. იარა, იარა, იარა, მივიდა ქოჩორასთან ახლოს. რომ ასწია ხელი, ყველას გაუკვირდა, მაგრამ ვაშლი

ხელში დააკავებინა ქოჩორას. არც „ურა“ დაიძახეს და არც არაფერი, ყველამ ერთმანეთს გადახედა: „რა ქნა, ეს ოხერი, ამ გოგომ? მთლად ხელიდან წასული ("მკვდარი“) არ ყოფილა?!“

ააყენეს ქოჩორა და თავისი ცოლი ("ქალი“) გააყოლეს გვერდით და საცხენე ფაცხა რომ იდგა, „იქ წადიო“, უთხრა ხელმწიფემ: "ამისი ბედი გქონიაო ყოველთვის მკედარი იყავი და დღეს მთლად მომიკვდიო“.

წავიდნენ ქოჩორა და თავისი ცოლი ფაცხაში, იქ დასხდნენ. ნარჩენი საჭმელები მსახურმა ბიჭმა გობით მოუტანა. ტირის გოგო, მაგრამ რა ქნას? ქოჩორამ მოიკეცა ფეხები, კერიას მიუჯდა. ეს ორი სიძე და მათი ცოლები ("ქალები“) სასახლემი ნებივრობენ („თამაშობენ“)ა

გავიდა დრო და ხანი. ხელმწიფე დაავადდა და არაფერმა ექიმობამ არ გასჭრა. დასხდნენ ვეზირები, ითათბირეს ("გაარჩიეს საქმე“), როგორ სჯობია რთმ ეშველოს ამ ხელმწიფის ავადმყოფობასო. ბევრი ისაუბრეს სხვადასხვა [რამე], მაგრამ ერთმაა თქვა:

—ამა და ამ მთაზე ბუდობსო („ზისო" ) გარეული ღორი. იმის გულსა და ღვიძლს ვინ მოიტანს, თორემ მოუხდება ნამდვილად ხეღმწიფეს.

—ვინ მოიტანს და, სიძეებიო, -თქვეს სხვა ვეზირებმა.

უთხრეს ეს სიძეებს. გამოეწყვნენ ორივენი და წავიდნენ იმის საშოვნელად. ქოჩორამ რომ ეს გაიგონა, ხელმწიფის ცოლს კაცი მიუგზავნა: „მეც წავალო, ცხენი მომცესო“.

ხელმწიფის ცოლმა თქვა: „მიეცით სატვირთო ცხენი, იქნებ სადმე დაიღუპოსო („დაიკარგოსო“).

მოუყვანეს ქოჩორას ერთი გძვალტყავებული ცხენი; დაადგეს დაფრეწილი უნაგირი. ავიდა ქოჩორა [ცხენზე] და წავიდა („დაიწყო სვლა"). ბიჭებმა სტვენა დაუწყეს: „ქოჩორა მიქრის, ქოჩორა მიჯირითობს“.

ქოჩორას ცხენი მიძუნძულებს („ზევით–ქვევით მიძაგძაგებს“) ურიის ცხენივით. იარა ქოჩორამ და მივიდა, სადაც რაში გაუშვა, იქ. დაუძახა რაშს. რაში მოვიდა. თავისი ცხენი აქ, მინდორში, დატოვა. ეს დაფრეწილი უნაგირი ტყეში შეინახა. გამოიღო რაშის ყურიდან უნაგირი, ჩასაცმელი, ჩაიცვა ვერცხლის ტანსაცმელი. ჰკრა რაშს მათრახი და რაშმა ისკუპა და მიახტა,ის ტყის ღორი რომ ბუდობდა, იმ მთას. ჩამოვიდა რაშიდან, სადავე მიუშვა. თვითონ ჩრდილში დაწვა. გავიდა ცოტა ხანი და ორივე სიძე გამოჩნდა („ორივე სიძეებმა თავი ამოჰყვვს“). დაინახეს, რომ რაში ჩრდილში დგას და ერთი კაცი ჩრდილქვეშ წევს. რომ დაუკვირდნენ კარგად, თქვეს: „ნამდვილად წმინდა გიორგი უნდა იყოსო“. ჩამოვიდნენ ცხენებიდან, დაიწყეს პირჯვრის წერა, მივიდნენ ახლოს და დაიჩოქეს. ქოჩორამ უთხრა:

–რა გინდათ, რა გიჭირთ?

—ჩვენ მოვდივართ ამა და ამ საქმისათვისო, -ყველაფერი უთხრეს სიძეებმა.

—ის ღორი, სად დგასო; წადითო, ან მოკალითო, ანადა აქით გამოდენეთო,–უთხრა მათ ქოჩორამ.

წაგიდნენ, მაგრამ·ვერ მოკლეს და ვერც გამოდენეს. ადგა ქოჩორა, წავიდა. მოკლა ღორი და უთხრა სიძეებს:

—გაჭერით ახლა, გამოიღეთ გული და ღვიძლი.

მივიდნენ, გაჭრეს, შევიდნენ ღორის მუცელში, ძლივ—ძლივობით ("ძლივს და სიკვდილით") გამოიღეს ღვიძლი და გული.

—მოდიო აქ,—უთხრა ქოჩორამ უფროს სიძეს,–ცერი თითი მანახვეო!

მოჰკიდა ქოჩორამ ხელი და ფრჩხილი ააძრო.

—აწი წადიო! —უთხრა ქოჩორამ.

დიდი მადლობა უთხრეს სიძეებმა ამ ღმერთივით კაცს და წამოვიდნენ. მოაღწიეს შუა გზამდე, ძალიან მოკრძალებულად ("ხათრიანად“) მოდიან. შევიდნენ ხელმწიფის ეზოში, შეათამაშეს ცხენები და ჩამოხტნენ. შემოეგებნენ თავიანთი დედამთილი და ცოლები.

-მოვიტანეთო, —უთხრეს სიძეებმა.

ყველას გაუხარდა. მოხარშეს და აჭამეს ხელმწიფეს. მორჩა ხელმწიფე. შეიქნა მხიარულება („ხარება“): „ჩვენი სიძეები გმირები („ტარიელები“) არიანო“.

ქოჩორა რომ მთაზე იდგა, მოახტა რაშს; ჰკრა მათრახი და, სადაც თავისი ცხენი იყო, იქ დახტა. ტანსაცმელი გაიხადა, ისევ რაშის ყურში შეინახა. რაშს უთხრა: „წყადი შენ, იბალახეო“. დაიჭირა თავისი ცხენი, დაადგა თავის დაფრეწილი უნაგირი, წამოვიდა ხელმწიფის სახლში. რომ შევიდა ჭიმკარში, ნახეს ბიჭებმა და დაიწყეს სტვენა: „ქოჩორა მოდის, მოქრის, ღვიძლი და გელი მოაქვს“.

ამ დროს მოიხედა ქოჩორას ცოლმა ფაცხიდან. გული მოუკვდა: მოჩინდრიკობს ("მოფრიალობს“) ქოჩორა თავისი ცხენით. რომ ნახეს სიძეებმა, სიცილი დაუწქყეს, ხელმწიფის ცოლმა თქვა: „ეს კიდევ არ გადაქარდაო?“

ჩამოხტა ქოჩორა თავის ცხენიდან, შევიდა ფაცხაში. ცოლს უთხრა:

—საჭმელი არა გაქვსო? ·

—იქ, ქვაბში, იქნებ ნაფრჩხვენი იდოს,–უთხრა ცოლმა.

ადგა ქოჩორა, გამოიტანა ქვაბი, შეჭამა საჭმელი. წამოწვა ლოგინზე.

გავიდა ერთი თვე. ხელმწიფე კვლავ დაავადდა, თვალის სინათლე წაუვიდა. კვლავ შეიქნა თათბირი („ვეზირობა“). ბოლოს თქვეს: „ამა და ამ მთაზე ირემი არისო („ზისო“). ვინც იმის რძეს მოიტანს, ის უშვვლისო.

—ამას ვინ მოიტანსო?–თქვეს.

—ვინ მოიტანს–და, ისევ სიძეებიო,-თქვა ერთმა.

უთხრეს სიძეებს. —„კიო“,–თქვეს მათ.

გამოეწყვნენ, შესხდნენ თავიანთ ცხენებზე, წავიდნენ. ეს [რომ ქოჩორამ შეიტყო, შეუთვალა ხელმწიფის ცოლს, „მეც წავალო და ცხენი მინდაო“].

-მიეცით კიდევ ის ცხენი და უნაგირი,–თქვა ხელმწიფის ცოლმა.

მოუყვანეს ქოჩორას ცხენი. შეჯდა და წავიდა. ბიჭებმა უკნიდან სტვენა დაუწყეს. ქოჩორა მიჩინდრიკობს თავისი ცხენით. მივიდა, სადაც რაში ჰყავდა, იქ. ჩამოხტა ცხენიდან, უნაგირი ტყეში შეინახა, დაუმაძხა რაშს,

რაში მოვიდა. გამოიღო ყურიდან უნაგირი და ოქროს ჩასაცმელი. ჩაიცვა და მოახტა („ავიდა“) რაშს, ჰკრა მათრახი? გაფრინდა რაში ზევ–ზევით ჰაერში, დახტა იმ მთაზე, სადაც ირემი ცხოვრობდა (იქ). ცხენი ჩრდილში დააყენა, თვითონ ხის ძირას წამოწვა. გავიდა ცოტა ხანი, მოვიდნენ სიძეები, ნახეს, რომ აქ ცხენი დგას და კაცი წევს.

—ხედავ, ბიჭო? - უთხრეს ერთმანეთს: -ის ნამდვილად ღმერთი უნდა იყოს, ჩვენი საქმე კარგად არის. |

მივიდნენ ახლოს. დაიწყეს პირჯვრის წერა. ახლოს რომ მივიდნენ, დაიჩოქეს. ქოჩორამ უთხრა:

—რა ამბავია, რა გინდათ?

იმათ ყველაფერი უთხრეს, რაც უჭირდათ. წამოდგა ქოჩორა, წავიდა; დაიჭირა ირემი და მოწველა, ბოთლში ჩაასხა [რძე], მისცა სიძეებს და უთხრა შუათანა დის ქმარს: ·

—მოდი აქ! ·

მოჰკიდა ყურში ხელი და მარჯვენა ყური ააგლიჯა.

-წადით ახლა!

სიძეები წამოვიდნენ. მოიტანეს რძე, ჩაასხეს თვალში ხელმწიფეს. ხელმწიფე მორჩა. ქოჩორა მოახტა თავის რაშს, ჰკრა მათრახი, ისკუპა რაშმა და დახტა, სადაც ცხენი იყო, იქ. ჩამოხტა რაშიდან, გაუშვა საძოვრად,

ოქროს ჩასაცმელი ყურში ჩაუდო. დაიჭირა თავისი ცხენი, დაადგა თავისი დაფრეწილი უნაგირი, დააჯგდა და წამოვიდა ხელმწიფის სახლში. რომ შევიდა ჭიშკარში, დაინახეს ბიჭებმა, დაიწქეს სტვენა: „ქოჩორა მოდის, მოქრის“ და შეიქნა დიდი ხმაური. ქოჩორას ცოლმა („ქალმა“) გამოიხედა ფაცხიდან, დაინახა ქოჩორა. გული მოუკვდა, მაგრამ რა ექნა? ჩამოხტა ცხენიდან ქოჩორა, შევიდა ფაცხაში, შეჭამა ცივი ღომი, ქვაბში რომ („თუ“) იდო. წამოწვა ლოგინზე·

გავიდა დიდი ("ბევრი") ხანი. ამასობაში („ამნაირ დროს”) ერთმა ხელმწიფემ შეუთვალა ამ ხელმწიფეს: „ამა და ამ დროს უნდა ვიომოთო („ვიჩხუბოთო“)“. ამ ხელმწიფემ „კარგიო“ შეუთვალა. ·

მოვიდა დრო; წავიდა ხელმწიფე თავისი ჯარით. მივიდნენ დანიშნულ ადგილზე. თავისი სიძეები ორივე, რა სალაპარაკოა, იქ მიჰყავს. მოვიდა იქიდან ის ხელმწიფე თავისი ჯარით. მიადგნენ ერთმანეთს.

ამ დროს ქოჩორამ ხელმწიფის ცოლს კაცი მიუგზავნა: „ცხენი მინდაო, მეც წავალო საომრადო („საჩხუბრადო“).

-მიეცითო, იქნებ სადმე გადაიკარგოსო.

ქოჩორა მოახტა თავის ცხენს. დაიწყო ცხენმა ძუნძული· ბიჭებმა სტვენა დაუწყეს: "ეჰე, ეს დღეს ხალხს (,კაცს“) შემუსრავსო!“

გადავიდა ქოჩორა [ეზოდან] და მივიდა, სადაც რაში ჰყავდა, იქ. ცხენი მინდორზე გაუშვა. დაუძახა რაშს, მოვიდა რაში, ამოიღო რაშის ყურიდან უნაგირი და ვერცხლის ჩასაცმელი. უნაგირი დაადგა რაშს, ტანსაცმელი ჩაიცვა, მოახტა („ავიდა“) რაშს, ჰკრა მათრახი. წავიდა რაში ზევით და ზევით და ჩახტა, სადაც ხელმწიფეები ერთმანეთს ედგნენ პირისპირ, იქ. შეეშინდა ყველას: „ეს რა ამბავიაო“· სიძეებმა იცნეს ეს ბიჭი: „ჩვენ რომ მთაზე ვნახეთ („ვხედავდით“), ის არის“,—თქვეს თავისთვის.

ამოიღო ქოჩორამ ხმალი, დაერია იმ ხელმწიფის ჯარს, დაწყვიტა („დაჭრა“) ყველა ერთად; ვინაც შეძლო გაქცევა, გაიქცა. ჰკრა ქოჩორამ მათრახი და ისევ დახტა, სადაც ცხენი ჰყავდა, იქ. იქიდან მისი გამარჯვებული ხელმწიფე მოდის სიძეებიანად დიდი სიხარულით. მოვიდნენ სახლში. ხელმწიფემ თქვა: „დღეს“ ღმერთი შემეწია. ანგელოზი გამომიგზავნა, იქეთა [მხარის] ჯარი სულ დაწყვიტა („დაჭრა“), ჩვენ თავისუფლად წამოვედითო“.

გავიდა დრო და ხანი, კვლავ მეორეჯერ შემოუთვალა ამ ხვლმწიფეს იმ ხელმწიფემ: „უნდა ვიომოთო" („ვიჩხუბოთო“). ამ ხელმწიფემ „კარგიო“, შეუთვალა.

დანიშნულ დროზე წავიდა ხელმწიფე ჯარიანად და თავისი ორივე სიძითურთ. იქიდან მოვიდა ის ხელმწიფე თავისი ჯარით („ჯარიანად“). ამ დროს ქოჩორამ კაცი მიუგზავნა ხელმწიფის ცოლს: „მეც წავალო და ცხენი მომეციო".

—მიეცითო, იქნებ სადმე უფსკრულშ გადაიჩეხოსო,—თქვა ხელმწიფის ცოლმა.

მოახტა („ავიდა“) ქოჩორა ცხენს და წავიდა, გზაზე რომ მიდის, ბიჭებმა უკნიდან სტვენა დაუწყეს: „ქოჩორა დღეს მთლად („თესლად-კვირტად") ამოწყვიტავს („ამოძირკვავს“) იქაური ხელმწიფის ჯარებსო“.

ქოჩორა მივიდა, სადაც რაში ჰყავდა, იქ. ჩამოვიდა ცხენიდან, დაუძახა რაშს. რაში მოვიდა. გამოიღო ყურიდან ოქროს ჩასაცმელი და უნაგირი, გამოეწყო, მოახტა („ავიდა“) რაშს, ჰკრა მათრახი. რაში წავიდა ზევით და ზევით ჰაერში. იმ დროს მივიდა [იქ], [სადაც] შეტაკებაა ხელმწიფეებისა. ჩახტა შუა ადგილზე,ამოიღო თავისი ხმალი, დაიწყო ხალხის ხოცვა („კაცის ჭრა“). იმ ხელმწიფემ, მეორემ, იფიქრა: „ნამდვილად მე ღმერთი უნდა მიწყრებოდესო“. დაერია ქოჩორა ჯარს და კაცი არ დატოვა ცოცხალი, ყველა რომ მოკლა („გაათავა“), ქოჩორა მობრუნდა თავის ხელმწიფის მხარეს, ხელმწიფე წინ მიეგება, პატივი-სცა დაჩოქილად, როგორც ღმერთს, ისე. ხმლის ჩაგებისას ქოჩორამ მარცხენა ხელის თითი გაიჭრა. ხელმწიფემ საყელოს („კისრის“) ბანტი გაიხსნა და იმით თითი შეუხვია. ქოჩორა მოახტა რაშს, ჰკრა მათრახი, წამოვიდა პირდაპირ ხელმწიფის სახლში, შევიდა ეზოში, შეათამაშა რაში. როცა ხელმწიფის ცოლმა და შვილებმა და მსახურებმა დაინახეს ეს დაიმალნენ ყველანი, შეშინდნენ. ქოჩორამ გააგელვა რაში და ისე აათამაშა, რომ ხელმწიფის სახლ–კარი („სახლობა") ზანზარებს. ამ რაშის ნაფლოქვარი მიწას ატყვია ყვვლგან, ისე რომ თითო ნაფლოქვარში თითო კაცი ჩაეტევა. ბოლოს ქოჩორამ სწრაფად გასწია თავის ფაცხისკენ. ჩამოხტა რაშიდან, გააღო კარი, შეიყვანა თავისი რაში, კუთხეში მიაყენა, ქოჩორას ცოლი შიშით მოკვდა. ვერ იცნო, თუ ვინ იყო. ქოჩორამ უთხრა:

—ნუ გეშინია ("არ შეგეშინდეს“), მე ვარ შენი ქოჩორა!

გოგოს გაუხარდა, იცოდე. მივიდა, ჩაეკრა მკერდში, კიდეც ტიროდა და და კიდეც იცინოდა. რა ექნა, არ იცოდა. ქოჩორა წამოწვა ლოგინზე, გოგოს მუხლებზე თავი დაუდო. აიღო გოგომ ჩონგური, დაიწყო დაკვრა და დამღერება, გული ისე მხიარული ("გაკეთებული“) ჰქონდა.

ხელმწიფის ცოლმა თქვა: „ვინ უნდა იყოს, ღმერთო ჩემო, ღმერთივით კაცი რომ შევიდა ფაცხაში და მას ჩემი დაკარგული გოგო ჩონგურს რომ უკრავს?“ დედამ გოგოს კაცი მიუგზავნა: „ვინ არისო ის კაცი?“

გააღო კარი მოგზავნილმა კაცმა; რომ შეიხედა, რომ ღმერთივით კაცი და მისი რაში შიგ არიან.

—რა გინდაო?–უთხრა გოგომ·

—ბატონმა შემოგითვალა: "ეს კაცი ვინ არისო“,–უთხრა მოგზავნილმა კაცმა.

–ეს თქვენი საქმე არ არისო –უთხრა გოგომ.

ამასობაში ("ამდენ ხანს“) მიუახლოვდნენ [სახლს] ხელმწიფე და მისი გამარჯვებული სიძეები. გააჭენეს ცხენები წინ თავკაცებმა, წამოვიდნენ სახარებლად ხელმწიფის ცოლთან. ეზოში რომ შევიდნენ, ჩაიკარგნენ

[ქოჩორას] რაშის ნაფლოქვარში, ასე რომ რაც ჯარი იყო, ყველანი ერთად ერთმანეთს ეცემოდნენ: რაშის ნაფლოქვარით გახეთქილი იყო მიწის გული. ხელმწიფემ დაიძახა.

—რა ამბავია ესო? ღორები ხომ არ გყავდათ ეზოში?

ხელმწიფის ცოლი ზედა სართულიდან ჩამოვიდა წყნარად, დაუქნია ხელი, პირზე ხელი მიიფარა და უთხრა:

–სსუ, სსუ, წყნარად! ღმერთი არის ფაცხაში!

ყველას შეეშინდა. ჩამოხტა ხელმწიფე [ცხენიდან]. ავიდა სასახლეში, ჰკითხა ამბავი თავის ცოლს. ცოლმა ყველაფერი უთხრა, როგორც ნახეს.

ხელმწიფემ თქვა: „ნამდვილად მე რომ მეხმარებოდა, ის ღმერთი უნდა. იყოს“!

მიუგზავნა ხელმწიფემ კაცი: „მობრძანდიო“, მაგრამ ქოჩორამ შეუთვალა: „აქით მოვიდესო”.

ხელმწიფე, მისი ცოლი, მისი შვილები და სიძეები წამოვიდნენ ყვგელა ერთად. შევიდნენ ფაცხაში, დაინახეს სასწაული, დაიჩოქა ყველამ· ქოჩორამ უთხრა:

-ადექით ზევით! მე ქოჩორა ვარ, ღმერთი კი არ გეგონოთ!

ადგნენ ზევით. ქოჩორამ უთხრა უფროს სიძეს:

—შენ რა უქენი შენი თითის ფრჩხილი?

—ამა და ამ დროს ქვაზე მივაგლიჯეო,–უთხრა მან.

გაიცინა ქოჩორამ, ამოიღო ჯიბიდან ფრჩხილი და უთხრა: —ა, შენი ფრჩხილი! ქვას მიაგლიჯე თუ მე მოგაგლიდჯეო?

მოკვღა სირცხვილით უფროსი სიძე, მაგრამ რა ექნა? ქოჩორას ვერაფერი ვერ გაუბედა. ახლა დაუძახა მეორე სიძეს:

—რა უქენი შენ შენი ყური?

—ამა და ამ დროს მთაზე ქვას მივაგლიჯეო,-უთხრა იმან.

გაიცინა ქოჩორამ და უთხრა:

—ა, შენი ყური! ქვას მიაგლიჯე თუ მე მოგაგლიდჯეო?

მოკვდა სირცხვილით ეს ბიჭი, მაგრამ რა ექნა?

ახლა მიუბრუნდა ქოჩორა ხელმწიფეს და უთხრა:

—შენ წინათ რომ წახვედი საომრად, მაშინ როგორი კაცი იყო („ნახე“), რომ გეხმარებოდა?

—ყველაფერი ვერცხლის ჩასაცმელი ეცვაო,-უთხრა ხელმწიფემ.

–მეორეჯერ რომ წახვედი საბრძოლველად, მაშინ როგორი ტანსაცმელი ეცვა იმ კაცს?

—ბატონო, თქვენი ტანსაცმლისნაირი ეცვა.

—რა მოუვიდა ხმლის ჩაგებისას იმ კაცს

—ხმლის ჩაგებისას თითი გაეჭრა.

—მერმე შენ რა ჰქენი?

-მე, ბატონო, ჩემი ბანტით თითი შევუხვიე.

—ეს ხომ არ არის? -ანახვა ქოჩორამ შეხვეული თითი.

ხელმწიფეს გაუხარდა, დაეტაკა, გადაკოცნა და მიხვდნენ, ახლა საქმე რაშიც იყო. იმ წუთსავე წაიყვანეს ზემო სართულზე ქოჩორა თავის ცოლიანად.ეს სხვა სიძეები გადაიკარგნენ („გადაცვივდნენ“), კაცისთვის თავი

რომ არ უნახვებიათ, ისე თავიანთი ცოლებითურთ („ცოლიანად“). ხელმმწიფე და მისი ცოლი გახარებული იყვნენ, ამნაირი სიძის ბედი რომ ეღირსათ („ეშოვათ“), იმიტომ („იმის გულისთვის“).

გავიდა აწი ბევრი დრო და ხანი. ქოჩორა სანადიროდ დადიოდა. ნადირი მოჰქონდა ბევრი („ოხრად“). ერთხელ ეს მისი ცოლი ზღვაზე წავიდა ტანის საბანად. ამ გოგოს ჰქონდა („ესხა“) თმა ოქროს ძაფივით. ერთი

ღერი („ცალი“) მოძვრა და ზღვაში ჩავარდა, ეს თმა წყალმა წაიღო, წაიღო („აფოფინა, აფოფინა“) და გაღმა სახელმწიფოს ზღვის კიდეზე ამოაგდო. ეს დაინახა იქაური ხელმწიფის ვაჟიშვილმა. აიღო, შეხედა და თქვა: „ამ თმის პატრონი ჩემი ცოლი თუ არ იქნა, ჩემი სიცოცხლე (,ყოფნა“) ამ ქვეყანაზე ღმერთმა ნუ ქნასო“. წავიდა სახლში და ეს ამბავი ყველაფერი მამა-ხელმწიფეს უთხრა. მამა შეწუხდა, მაგრამ რა ექნა? შეყარა მთელი ხალხი სახელმწიფოში და ჰკითხა მათ:

—ამნაირი საქმე მიჭირსო და ვის შეგიძლიათ დახმარებაო.

—მე დაგეხმარებიო,–უთხრა ერთმა დედაბვერმა.

ეს დედაბერი შვიყვანა ხელმწიფემ სახლში,ჰკითხა:

-რანაირადო?

დედაბერმა უთხრა:

—ერთი სირჩა სასმელი მიშოვე ისეთი, რომ, კაცი თუ დალევს, მაშინვე დაეძინოს. მეორე,–უთხრა დედაბერმა,–-ისეთი ნავი მიშოვე, თვალის დახამხამებაში რომ ას ვერსს გადიოდეს.

—ძალიან კარგიო,–უთხრა ხელმწიფემ და მისცა ყველაფერი გამზადებულად („გამოწყობილად”).

წამოვიდა დედაბერი, ამოვიდა ზღვიდან ქოჩორას სახლის ახლოს, ნავინკიდეზე მიაბა, კაცი რომ ვერ ნახაგდა, ისე. წამოვიდა სახლში. შევიდა ეზოში, ჯოხს დაეყრდნო, ვითომ გლახა მათხოვარი იყო, ისე. დაინახა დედაბერი ქოჩორას ცოლმა და უთხრა:

—რა გინდა, დედი, რას ითხოვ („რისი მათხოვარი ხარ“)?

— მე, დედა–შვილობას, მოსამსახურედ დამიყენეო,–უთხრა დედაბერმა.

—ძალიან კარგიო,–უთხრა ქოჩორას ცოლმა.

იცოდე, ამ დროს ხელმწიფე და მისი ცოლი მკვდარი იყვნენ („იყო“). ქოჩორა საღამოს მოვიდა ნადირობიდან („სანადიროდან“). ნახა დედაბერი, გაუხარდა: „მარტო ვიყავითო და კაცი შეგვძინებიაო“. იმ დედაბერს გაუკვირდა ქოჩორას ძალა, იმიტომ რომ ნანადირევით („ნადირებით“) ისე დატვირთული მოვიდა. მეორე დღეს ქოჩორა კვლავ წავიდა. ეს დედაბერი მიუჯდა ამ გოგოს და დაუწყო საუბარი:

—დედა-შვილობას, ამ შენს ქმარს სული სად უდგას, ღონე სადა აქვს?

–მე არ ვიციო? —უთხრა გოგომ.

—შვილო („დედა–შვილო“), შენს ქმარს არ ჰყვარებიხარ („ერთ სულად და გულად არ ყოფილა შენთან“).

იმ საღამოს მოვიდა ქოჩორა. რომ დაწვნენ, გოგომ უთხრა:

—შენ, ქოჩორა, მე არ გიყვარვარო.

–რატომო?

-რატომ და შენ სული და ღონე სადა გაქვს, მე არ უნდა ვიცოდეო? –უთხრა გოგომ.

—რად გინდაო?—–უთხრა ქოჩორამ და თავისი საიდუმლო („სანამუსო“) ცოლს არ უთხრა, მაგრამ ცოლმა საშველი არ მისცა და ბოლოს ქოჩორამ ყველაფერი უთხრა. იმ ღამეს ცოლი ჩაეხუტა და დაიძინეს. მეორე დილით ადგა ქოჩორა და წავიდა სანადიროდ. დედაბერმა ჰკითხა გოგოს:

—რა არისო, შვილო, („ნანა“), რა გითხრა?

—ჩემი ღონე და სული,-ერთი ღერი თმა მაქვსო ამოსული თავის შუა ნაწილზე, ის თმა ყველაზე უმსხოსი არისო,–იმას აბარიაო. ის როცა ამოვარდება, მე მაშინვე მოვკვდებიო,–უთხრა დედაბერს გოგომ ქოჩორას ნათქვამი.

დედაბერს გაუხარდა, მოვიდა იმ საღამოს ქოჩორა ნადირობიდან, წამოწვა ლოგინზე და დაიძინა. ეს დედაბერი მიცუნცულდა კარადასთან („შკაფთან“), გამოიტანა თავის სასმელი, დაასხა ერთ სირჩას და უთხრა გოგოს:

-ა, ნანა-შვილო, ეს ჩემი ნახელავი დალიეო!

გოგომ გამოართვა და დალია. ძილი მოუნდა გოგოს. წამოწვა და ქე დაეძინა. ამ დროს დედაბერი მიეპარა ქოჩორას, მოჰკიდა იმ თმას ხელი, ამოგლიჯა უცბად. ქოჩორამ ერთი გაიბრძოლა და მწყერივით სული განუტევა. ამ დედაბერმა გაიტაცა ეს გოგო, რომ ძინავს, ისე; წაიყვანა თავის ნავამდე ჩასვა და მოუსვა თავის სახელმწიფოსკენ. ესეც, ქოჩორას ერთი ღერი თმა რომ მიჰქონდა, შუა ზღვაში ჩააგდო. ამ დედაბერმა ეს გოგო ხელმწიფეს მიუყვანა. გაუხარდათ ძალიან და ბევრი საჩუქარი მისცეს დედაბერს. ხელმწიფემ უთხრა გოგოს:

-შენ მე რძლად მინდიხარ ჯვარი უნდა დაგწერო („გვირგვინი უნდა დაგადგა“) ჩემს შვილზე.

–მე არ შემიძლია გათხოვება („გვირგვინის დადგმა“) იმიტომ, რომ მე უნდა ვიგლოვო ჩემი ქმარი სამი წელი, სამი თვე, სამი კვირა, სამი დღე, სამი საათი და სამი წუთი. მერმე კი, ახლა არა,-უთხრა გოგომ.

—კარგიო,–უთხრა ხელმწიფემ.

ამოიყვანეს ეს გოგო და ზევით სასახლის თავში დააყენეს. გოგომ კარი შიგნიდან დაკეტა. სარკმელი გაღებული აქვს დღისით. იყურება ზღვის პირისკენ, ტირის სულ. რაც დაემართა, ყველაფერი იცის, მაგრამ რა ქნას

(„რას აკეთებს“)?

გავიდა სამი წელი და სამი თგე. მოვიდა დანიშნული დრო, მაგრაშ ესეც იცოდეთ, როცა ქოჩორა მოკვდა, ბელთაგან-გმირის ჯაყვის პირი სისხლისფრად („სისხლად“) იქცა. დააჯდა რაშს, გაქუსლა და წამოვიდა ბელთაგანი ხრისტაგანგმირის საძებნელად. იცის, რომ ნამდვილად მკვდარი არის. ამდენი რა გავაგრძელო, მოვიდა ხრისტაგანის სახლში ავიდა სასახლეში, დაინახა ხრისტაგანი მკვდარი, დაიტირა. ადგა, დაიჭირა ხრისტაგანის რაში. ბელთაგან–გმირი გულთმისანი („გულთააზრი“) იყო. მიხვდა, ხრისტაგანის თმა, თუ სად იდო. გაქუსლა ზღვისკენ, ჩახტა წყალში, მოუსვა და ეძია. ეძებდა თხუთმეტ [დღეს]. დაინახა, ერთ ადგილას, ზღვის ფსკერზე ("ძირს“) ქვიშაში თავი მოუჩანს.

ჩაიყვინთა, წავიდა ძირს, დაავლო თმას ხელი; გამოსცურა ნაპირზე, მოახტა რაშს, გაქუსლა და მივიდა, ხრისტაგანი მკვდარი რომ იდო, იქ. ეს თმა, სადაც ჰქონდა ამოსული, კვლავ იქ ჩასვა. ხრისტაგანმა უცებ გაიღვიძა და თქვა: "ჰე, ეს ოხერი, რამდენი („როგორი“) მძინებია!" მაგრამ იცოდა, რა სჭირდა. შესხდნენ ორივე გმირები (!) რაშებზე, ჰკრეს მათრახი, მიახტნენ იქ, სადაც გოგო სარკმლიდან უცქერის ზღვის პირს. იცოდე, ის დროა, [რომ] ხვალ თავდება გოგოს დანიშნული ვადა. გოგომ მოიხედა ზღვის პირისკენ, დაინახა ორივე გმირი, ტირილი მიატოვა. წამოვიდნენ გმირები, შევიდნენ ხელმწიფის ეზოში. ხელმწიფემ რომ დაინახა, თქვა: „ვინ არიან, აქით რომ მოდიანო?“

ხრისტაგან-გმირმა დაუძახა: „მე ვარო და ჩემი ძმა ბელთაგან—გმირირიო“.

შევიდნენ სახლში, გატეხეს კარი, გამოიყვანეს გოგო ეზოში ("მინდორში“), დაუძახეს ხელმწიფეს: „მოიყვანეო ამის მომყვანი დედაბერიო“.

მოიყვანეს უცბად. ხრისტაგანმა რაშის კუდზე მოაბა ეს დედაბერი. შესხდნენ რაშებზე. ხრისტაგან–გმირმა თავისი ცოლი ხელში აიყვანა. ჰკრეს რაშებს მათრახი·ორივე გმირებმა (!) და წამოვიდნენ ზევით და ზევით

ჰაერში. დაახტნენ ხრისტაგანის ეზოში, მოისვენეს ორი დღე და ორი ღამე აქ. მესამე დღეს წავიდნენ ყველაფრიანად ბელთაგან”–გმირის სახლში. იქ რომ მივიდნენ, შეიქნა სიხარული („ხარება“), ბელთაგანის ცოლი წინ მიეგება თავის რძალს, გადაეხვივნენ, გადაკოცნეს ერთმანეთი და ერთ კვირას იქ იყვნენ. ერთი კვირის შემდეგ ხრისტაგანმა უთხრა ბელთაგან—გმირს:

—ჰე, ძმაო, ახლა წავიდეთ ჩემი დედისა და ბაბუის სახლში!

შესხდნენ რაშებზე, წავიდნენ და მივიდნენ ხრისტაგანის ბაბუის სახლში; ყველა ერთად ცოცხალი ("სულდგმულად") ნახა. დედა, ბაბუა, ბებია და ყველა თავისიანი წინ მიეგებნენ, გადაკოცნეს, გადაეხვივნენ. ხრისტაგანმა უთხრა ბაბუას:

–ეს არის ჩემი ძმა, ბელთაგან-გმირი, ეს არის ჩემი რძალი; ეს არის ჩემი ცოლი. |

შეიქნა დიდი მხიარულება, დიდი ნადიმი, დიდი წვეულება ისეთი სუფრა („ნადიმი“) ჰქონდათ, ჩიტის ყველიც არ აკლდა.

მეც იქ ვიყავი ნადიმზე. თქვენი გულიც მოწმეა, როგორი ამბავი ექნებოდათ.


Rechtsinhaber*in
Dadunashvili, Elguja

Zitationsvorschlag für dieses Objekt
TextGrid Repository (2025). Mingrelische Folklore. 6. ხრისტაგანი და ბელთაგბანი გმირების ზღაპარი. 6. ხრისტაგანი და ბელთაგბანი გმირების ზღაპარი. Kaukasische Folklore. Dadunashvili, Elguja. https://hdl.handle.net/21.11113/4bg3m.0