12. როშაპისა და როკაპის ამბავი

ყოფილან მოხუცებული ცოლი და ქმარი. ესენი იყვნენ უშვილო. ქმარი იყო მონადირე. მაგრამ ამ მონადირეს ჰქონდა განსაზდვრული სანადირო ადგილი, იმის იქით იყო როშაპისა. ამ როშაპის სამფლობელოში („ადგილას“) თოფის სროლა არ შეიძლებოდა: მისი სამფლობელოს კიდეზეც რომ გესროლა, მაინც იცოდა როშაპმა, რომ [სროლა] მის [კუთვნილ] ადგილში იყო. ბოლო დროს მოხუცებულ ცოლს და ქმარს გაუჩნდა ერთი ვაჟიშვილი. იმაზე უმეტესი ზეგ არის და ბავშვი მალე გაიზარდა. ამ („ასეთნაირ“) დროს მოხუცი კაცი წავიდა სანადიროდ. ნახა ერთი თეთრი ირემი. გამოეკიდა ეს მოხუცებული ამ ირემს, მაგრამ ირემი იქით გაიქცა - ამ რომაპის ადგილისაკენ. ამ მოხუცებულს არ მოუთმინა გულმა („სულმა“) და ესროლც თოფი;

მაგრამ ასცდა ტყვია. ამ დროს იგრგვინა რაღაცამ და დაიძახა:

— ვინა ხარ, ჩემ სამფლობელოში („ადგილში“) რომ თოფი ისროლეო?

გაიდა ცოტა ხანი და მოვიდა ამ მოხუცთან როშაპი, უთხრა მოხუცს:

-თოფი რატომ ისროლე ჩემს ტყეში? სრო;ა რომ არ შეიძლებოდა, ხომ იცოდიო? მაგრამ შენ არაფერს გიზამ და შენი ვაჟიმვილი გამომიგზავნეო.

ამ დროს მოხუცმა ტირილი დაიწყო და უთხრა:

-ბატონო, შენს სახლს რომ მიაგნებს, სად გავუშვა?

როშაპმა უთხრა:

-შენ ჭიშკრიდან გაიყვანე და მერმე საითაც უნდა წავიდეს, მაინც ჩემს სახლში მოვაო.

წამოვიდა მოხუცი და ტირილით რომ შევიდა ეზოში, შვილი შეეგება მამას და უთხრა:

— რატომ სტირი, მამაჩემოო?

მამამ ტირილით („ატირებულად“)უთხრა:

—სატირალი კი არა თავი მაქვს, შვილო, მოსაკლავიოთ, – და უთხრა, რომ ეს ბიჭი დილას როშაპის სახლში უნდა წავიდეს.

—ამიტომ ტიროდი მერეო, —უთხრა ბიჭმა. -საგზალი გამიმზადეთ („შემიწვით“) და დილას ადრე გადავალო, შენ ამისთვის არ იტირთოოთ, -უთხრა მამას.

მეორე დილას საგზალი გამოუწყვეს და გადავიდა ბიჭი როშაპის სახლში წასასვლელად. იარა, იარა და ერთ ადგილას („მიწას“) მდინარის ("წყლის") ნაპირას გავიდა. დახედა ქვევითკენ და სამი მტრედი რომ მოფრინავს, დაინახა. ამ ბიჭმა იფიქრა: ·

-მე მაინც დასაკარგავში მივდივარ და, აბა, ცოტა ხანს ამ მტრედებს ვუყურებო, — და დაიმალა აქ, ლელქაშში (?).

ამ· ("ამგვარ“) დროს, ეს ბიჭი რომ ზის აქ, [მის] ახლოს, მდინარის კიდეზე დაფრინდნენ [მტრედები]. დაიფრთხიალეს და გამოვიდნენ ბურტყლიდან მზეთუნახავი ქალიშვილები. დაიწყეს ტანის ბანა ამ მდინარეში. ბიჭმა იფიქრა: [183]

-მე მაინც დასაკარგავში მივდივარ და ამათ ბურტყლს („ნაშთს“) მოიტაცებო. გამოხტა ტყიდან და დაიტაცა ერთის ბუმბული, დანარჩენმა ორმა მოასწრეს (!) ბუმბულში შესვლა და გაქცევა. ჩარჩა ერთი ქალიშვილი

მდინარეში და უთხრა ამ ბიჭს:

—ბიჭო, შენ რაც გიჭირს, მე ყველაფერი ვიცი, მომეცი ჩემი ბუმბული და [გაჭირვებიდან] დაგიხსნიო. მე ვარ როშაპის შვილი და რომ გაიქცნენ ქალიშვილები, ისინი ჩემი დებია; როცა ჩვენს ეზოში შემოხვალ, ღამემდე არ გამოხვიდე კაცის დასანახავად და ღამით სადაც სინათლე იყოს, იქ შედი; სინათლე ჩემს მეტს არავის ექნება („აქვს“) და მე გასწავლი, შემდეგისთვის როგორ მოიქცეო ("ქნაო“).

—კარგიო, –და მისცა ამ ბიჭმა ბუმბული გოგოს. გოგომ ჩაიგდო ხელში თავისი ბუმბული და გაფრინდა მაშინათვე.

ბიჭი გაუდგა და იარა [თაგისი] გზით, მიადგა როშაპის სახლს. შეღამებამდის მოიცადა სამალავში („ბარდში“) და რომ დაღამდა, გამოვიდა საჩინოზე. რომ გაიხედა, სინათლე არის ერთ ოთახმი, სხვაგან ბნელია ყველგან. სწრაფად გასწია ბიჭმა და შევიდა, სადაც სინათლე არის, იქ ("აქ“). შეეგება ქალიშვილი და საჭმელი აჭამა; ილაპარაკეს ცოტა ხანი და დაღლილი ბიჭი მოასვენა. ამ დროს („ეს“) არის იანვრის დამე. მივიდა ქალიშვილი და ღამე ამ სახლის წინ ამოიყვანა ერთი ხე, ნახევარი ვაშლი და ნახევარი მსხალი. გააღვიძა ბიჭი ღა უთხრა:

—შენ ამ ხის ძირთან დადექი და რომ ადგებიან ჩემი დედა და მამა, როშაპის ერთი სალამი („მადლი“) მიეცი და როკაპის -ორი. ისინი გკითხავენ შენო: "-ვინ ქნა ესო?" შენ უთხარი: -"ამისთანა ბევრი რამე ვიცი, მაგრამ ჩემთგის ყველა ამაოაო ("ოხერიაო"). ·

ამის შემდეგ დღევანდელ დღეს დაგაცლისო. რომ დაღამდეს, სინათლეს სადაც დაინახავ, იქ შედიო, -უთხრა ქალიშვილმა.

გათენდა კარგად და ადგნენ როკაპი და როშაპი. დაინახეს ბიჭი ხის ძირას. ბიჭმა ორი სალამი როკაპის მისცა და ერთი სალამი — როშაპს. –"დღევანდელი დღე დაგვიცლიაო“”, – უთხრეს ამ ბიჭს. დაღამდა და შევიდა

ისევ ბიჭი ამ ქალიშვილის ოთახში. ეს ქალიშვილი არის გულთმისანი („გულთააზრი“) — რასაც კაცი იფიქრებს,ის ყველაფერი იცის. ამ ღამესაც მოასვენა ბიჭი. ამათი სახლი დგას ზღვის სანაპიროზე, ამ გოგომ ზღვაში შეიყვანა („გააკეთა“) ხიდი ორი კილომეტრის სიშორისა. მერმე გააღვიძა ეს ბიჭი და ·უთხრა: |

—ეს მარწუხი და ურო („კვერი“) წაიღე, დადექი ამ ხიდზე და უკაკუნე როცა როშაპი და როკაპი ადგებიან, სამი სალამი როკაპის მიეცი და ორი სალამი — როშაპს, ისინი გეტყვიან:

—დღევანდელი დღეც დაგვიცლიაო.

—დღისით („ამ დღეს") იქ დადექი და ღამით („ამ ღამით") ჩემთან შე–მოდი კვლავო, –უთხრა ქალიშვილმა.

დილას ისე მოხდა ყველაფერი, როგორც ქალიშვილმა უთხრა. დადგა [185] იმ დღეს ხიდზე ბიჭი და რომ დაღამდა, შევიდა გოგოს ოთახში, გოგომ უთხრა ბიჭს:

-ხვალ დილას ჩემი დედა და მამა მოვლენ შენთან და გეტყვიან: "—შენ ჩვენი შვილი უნდა ითხოვო [ცოლადო]“. ჩვენ სამი დები (!) ვართ, სამივეს ერთად დაგვაყენებენ და გვეტყვიან:, -რომელიც გირჩევნია, ის ამოარჩიეო“. მაგრამ ჩვენ სამივენი ერთმანეთს ვჰგავართ და მე არ ამცდე, თორემ დაიღუპები. როცა ერთად დაგვაყენებენ, შენ დააკვირდი ჩემს ქუსლს, ერთ ფეხს მე ვატოკებდე იქნებაო და მაშინ ხელი მომკიდეო. ამის შემდეგ მე ვიქნები შენი ცოლიო („ქალიო“).

მეორე დღეს დააყენეს მართლა სამივე დები (!) ერთად და ბიჭს უთხრეს:

-რომელიც გირჩევნია ამ ქალიშვილებიდან, ამოარჩიე საცოლედო.

ბიჭმა უყურა დიდ ხანს და ხელი მოჰკიდა ამ გოგოს, რომელიც ფეხს ატოკებდა. წაიყვანეს და გვირგვინი დაადგეს ამ ქალიშვილზე ბიჭს. ეს ეწყინათ უფროს დებს და მოილაპარაკეს. უფროსმა თქვა:

—გახსოვსო, ჩვენ რომ ქვემოდან მოვფრინავდით, მაშინ ეს ჩვენი უმცროსი და მდინარეში („წყალში“) რომ ჩაიჭირა, ის ბიჭი არის ესო. მოდი,ეს ამბავი („საქმე“) ყველაფერი ჩვენს დედას და მამას უთხრათ და ორივეს შეჭამენო.

ამ ორმა დებმა (!) რაც კი იფიქრეს და ელაპარაკენ ერთმანეთს, ყველაფერს იგებს უმცროსი გოგო, ამ ბიჭის ცოლი.

ღამე ყველაფერი უთხრა ბიჭს თავის ცოლმა, დილას როგორ შეჭამენ ორივეს, როცა მათ ამბავს („ვითარებას“) უფროსი დები გააგებინებენ დედას და მამას. გათენება მოახლოვდა („მოადგა“) და ადგნენ გოგო და ბიჭი, დასხდნენ დედისა და მამის რაშებზე და მიდიან ქარივით. ეს გოგო ეუბნება ბიჭს:

-ეჰე, ახლა ადგნვნ ჩემი დები და მიდიან დედ–მამასთან საჩივლელად.

ცოტა ხანი გავიდა („იქნა“) და იელვა, იჭექა („იგრგვინა“) და გავიდა [სახლიდან] რომაპი, აგერ—აგერ მიეწევა, ისე ახლოს მოვიდა.

ამ ქალიშვილს აქვს ერთი მათრახი, ამ მათრახს როგორც კი დაჰკრავს რაშს და რასაც მას ეტყვის, ყველაფერი მაშინვე აუხდება. დაარტყა მათრახი და: „ეკლესიად იქეციო“, — უთხრა რაშს. რაში იქცა ეკლესიად. მეორე რაში გალავნად გადაიქცია. ბიჭი გადააქცია დიაკვნად, თვითონ მღვდლად იქცა და დაიწყო წირვა. როშაპი მოადგა ეკლესიას და იკითხა:

—აქ გოგო და ბიჭი არ გინახავთო?

-არაო, -უთხრეს.

დაბრუნდა როშაპი თავის სახლში.

გადაიქჯცნენ ესენი კვლავ გოგოდ და ბიჭად, დასხდნენ რაშებზე და მიდიან. გოგომ უთხრა ბიჭს:

—ჩემმა დედამ ყველაფერი იცის, ჩვენ რასაც ვაკეთებთ. როცა მამაჩემი მივა სახლში, მაშინ ჩემი დედაც გადავა სახლიდან ჩემს დასაჭერად, მაგრამ ძნელია ("გაჭირვებაა“) სწორედ იმ როკაპ დედაჩემს დაემალოს ვინმე

(„ჩემი დედის - როკაპის დამალვა“). [187]

ამის თქმა და იელვა, იჭექა და გადმოვიდნენ [სახლიდან] როშაპი და როკაპი. აგერ-აგერ რომ უნდა მიუსწრონ (+ისეთ დროს), ჰკრა გოგომ მათრახი ბიჭის რაშს და ცამდე რომ სწვდება ისეთ თლილ ქვად გადააქცია·

ჰკრა თავის რაშს [მათრახი] და ზღვა შემოავლო ამ ქვას. ბიჭი და თავისი თავი გადაიქცია მტრედად და მათრახი ნისკარტში გაირჭო. მიდიან ზევით-ზევით ქვის შესაფერად ფრრენით, -წვერზე დააფრინდნენ(!) ამ ქვას ორივე მტრედი და [კიდეც] მოვიდნენ როშაპი და როკაპი. როკაპმა უთხრა რომაპს:

–ხედავ, ქვის წვერზე (+სადა) სხედან გოგო და ბიჭი, მტრედად გადაქცეულები. ზღვა და ქვა რაშებია ორივე და აბა, შენ იცი!

როშაპმა დაიწყო ზღვის ხვრეპა („სმა“) და ამოაშრო. მერმე დაიწყეს ზევით ფრენა.გოგო და ბიჭის შესაჭმელად. გოგო და ბიჭიც დაიძრნენ („აიყარნენი) და გაფრინდნენ. დაიღალა როშაპი, რადგან წყლით გამძღარი

იყო, ბევრი ვერ იფრინა და ქვის წვერზე დაეცა და ზედ დააკვდა იქ. ზღვა ისეგ შემოევლო ქვას. როკაპიც ჩაიხრჩო ამ წყალში, ჩამოვიდნენ გოგო და ბიჭი და გადაიქცნენ კვლავ, როგორც [ადრე] იყვნენ ისე.

ბიჭმა უთხრა: —წავიდეთ ჩემს სახლში.

გოგომ უპასუხა ("უთხრა"): -არა, ჩემს სახლში წავიდეთო. არ დაუჯერეს ბევრ ხანს ერთმანეთს ბოლოს „კარგიო" —უთხრა გოგომ და წავიდნენ ბიჭის სახლში. აახლოს რომ მივიდნენ, ბიჭმა უთხრა გოგოს:

—შენ აქ იყავი და მე წავალ სახლში და კარგად მოვაწყობო [დახვედრას].

გოგომ უთხრა: –"შენს სახლში რომ მიხვალ, მე დაგავიწყდებიო," -მაგრამ მაინც არ დაიჯერა ბიჭმა და წავიდა: "-შენ როგორ დამავიწყდებიო“, – უთხრა გოგოს.

მივიდა ბიჭი სახლში და მართლა არ დაავიწყდა ეს გოგო?! დარჩა გოგო ამ ღამეს მინდორში, მაგრამ ამის გამო მას რა უჭირდა! რადგან ისეთი მათრახი ჰქონდა, რაც უნდოდა, იმად გადაიქცევდა თავს. სახლში დაუწყეს ბიჭს ქალის გარიგება და გაურიგეს მღვდლის შვილი. მოამზადეს ("გამოაწყვეს“) ყველაფერი და საქორწილო ლხინი რომ არის ამაღამ, (+ასეთ ჟამს) მოვიდა ეს ქალიშვილი აქ, მაგრამ ამ ბიჭმა დიახაც ვერ იცნო, რადგან დაავიწყდა. ერთი ოთახი ითხოვა ამ ბიჭის სახლში ამ ქალიშვილმა და მისცეს.

მოიხმო ამ ქალიშვილმა თავისი ქმრის დედა და უთხრა:

—ერთი დედალი და ერთი მამალი მიყიდეთ, თავი მთლად არ მოჰკვეთაოთ, ისე შემიწვით და მომიტანეთო. დაეთანხმა დედა, დაუმზადა ("გაუკეთა"))დედალი და მამალი, როგორც უთხრა, ისე, და მოუტანა შემწვარი. პატარძალი მოიყვანეს და რომ დასხდნენ ვახშმად ლხინზე, ამ დროს ეს ქალიშვილიც აქ არის და მოითხოვა სუფრაზე („სტოლის წინ") სიტყვა"

-მომეცით ნება, ჩემი შემწვარი დედალი და მამალი გაცოცხლდეს(!) ("გამთელდეს”) და ჩემი გაჭირვება ყველაფერი თქვასო. [189]

ყველას („ყოველ კაცს") გაუკვირდა: შემწვარი დედალი და ·მამალი როგორ უნდა გაცოცხლდეს და სათქმელი თქვასო („ლაპარაკით ისაუბროსო“). მაგრამ მისცეს ნება. ქალიშვილმა დაუძახა შემწვარ დედალს და მამალს:

-გაიღვიძეთ, ქათმებო, ამდენ ხანს რატომ გძინავთო, ადექით და მოყევით ჩემი გაჭირვებაო.

ადგნენ მართლა ქათმები. დაიწყო დედალმა ლაპარაკი — ყველაფერი ილაპარაკა თავიდან ბოლომდე, რაც ამას დაჰმართნია, მამალმაც დაუმატა, რომ („როგორც“) ეს ბიჭი არის ამ ქალიშვილის ქმარი.

ბიჭს გაახსენდა ყველაფერი და დაეთანხმა, რომ ეს ქალიშვილი მისი ცოლი იყო. სახლში დააბრუნეს და გოგომ და ბიჭმა იცხოვრეს გემრიელად ბევრი ხანი.


Lizenz
CC BY
Link zur Lizenz

Zitationsvorschlag für diese Edition
TextGrid Repository (2025). Danelia, Korneli. 12. როშაპისა და როკაპის ამბავი. Kaukasische Folklore. https://hdl.handle.net/21.11113/4bg3p.0