14. ალექსანდრე და დავითის ზღაპარი

Metadaten aus
teiHeader

იყი ერთი ცოლ-ქმარი, ხანში შესული. ჰყავდათ სამი ვაჟიშვილი ღარიბად იყვნენ. მოილაპარაკეს ამ ბიჭებმა, რომ ფულის საშოვნელად წასულიყვნენ. გამოაცხვეს ჭადი, საგზალი, ადგნენ („აიყარნენ“) და წავიდნენ. იარეს დღეს, ხვალ, თხუთმეტ, ოც დღეს. მივიდნენ, სამი გზა რომ თავს იყრის, ისეთ ადგილას, სადაც (+ აქ) ახლოს კაცი არ სახლობს. ამ გზის დასაწყისში („თავზე“) ესო სამი ბოძი („სტოლბა“), სამ გზაზე სამი ბოძი ესო.

-[ვინც] პირველ გზაზე წავიდეს, იმან (იმ კაცმა“) ქონება შეიძინოსო ბევრი ("ძალიან"). - ეწერა იქ ბოძზე. - მეორე გზაზე [ვინც] წავიდეს, იმანაც დიდი ქონება შეიძინოსთო. — ამ მესამე გზაზე [ვინც] წავიდეს, ის (+ კაცი) იქით წავიდეს, მაგრამ („და') აქით ვერ დაბრუნდესო.

უფროს ძმას ჰქვია, შენ ხარ ჩემი ბატონი, ალექსანდრე, შუათანა ძმას ჰქვია, შენ ხარ ჩემი ბატონი, დავითი; უმცროს ძმას ჰქვია გიორგი. ეს დავითი და ალექსანდრე წავიდნენ ამ კარგ გზებზე, საითაც კარგი აწერია, იქით. ეს გიორგი წავიდა ამ გლახა გზისკვნ. გიორგიმ დაუბარა ალექსანდრეს და დავითს:

—ვინც ადრე გამოიაროს ამ გზაზე და დაბრუნდვს სახლში, მან მიაწეროს ამ გზხაზე [ბოძზე]? რომ მე წავედი სახლში(+ეს).

-აქ გამოემშვიდობნენ ერთმანეთს ესენი და გიორგი წავიდა ამ გლახა გზაზე.იარა, ბევრი წავიდა და შეხვდა ერთ ქოხს, სადაც (+ აქ) ცხოვრობს ერთი მოხუცებული ქალი. მივიდა ამ მოხუცებული ქალის სახლში და საჭმელი სთხოვა. ამ ქალმა საჭმელი აჭამა ამას. მერე შეეკითხა: — ეს გზა სანამდე მიდისო?

—ამ გზაზე რომ წახვალო ერთ კილომეტრსა და ნახევარს, იქ არისო თორმეტი ძმა დევი. თორმეტსართულიანი სახლი უდგათო, გალავანი ავლია და კარი აბია მას ისეთი თორმეტი ძმა ერთად თუ მოვა, თორემ კაცს რომ არ შეუძლია მისი გაღება, ჰყავთო ერთი და.

გიორგიმ უთხრა: — ეს ყოფილა ჩემი საქმეო —–გამოემშვიდობა ამ ქალს და დაუბარა სიტყვა: -[ერთ] თვემდე მოვბრუნდები და დამხვდიო.

გიორგი მივიდა ამ დევის ოჯახში. (+ეს) თორმეტი ძმა რომ აღებს, ეს კარი გიორგიმ მარტო გააღო. შევიდა სახლში. აქ ამ გოგომ უთხრა:

—უმჯობესია, წახვიდე, თორემ ჩემი ძმები მოვლენ და მოგკლავენო, (+უთხრა).

გიორგიმ უთხრა, რომ: — ეგებ მე მოვკლავო იქით. ჯერ·ვნახოთ ესო,(+ უთხრა).

გავიდა ცოტა ხანი და მოვიდა ერთი დევი, ერთი ძმა დევი. წაეჩხუბა ("წაეკიდა“) გიორგი [მას] და გიორგიმ ეს თორმეტი ძმა დევი მოკლა ყველა. დარჩნენ გიორგი და ეს გოგო მარტო ამ სახლში. ამ გოგომ, რა თქმა უნდა, ვახშამი აჭამა გიორგის, დააგო და ერთ ლოგინზე დაწვა ორივე. გიორგიმ მოიხსნა ყამა და შუაში ჩადო, თავის და გოგოს შუა. ასე იყვნენ ესენი ერთ კვირას აქ. ეს გზა, რომელსაც გიორგი ადგა (+ეს) კიდევ მიდის იქით, აქ გადის, ამ ეზოში და [ისე]. გიორგიმ ჰკითხა ამ ქალიშვილს:

-სანამდის მიდისო ეს გზა?

ამ ქალიშვილმა უთხრა გიორგის:

—ერთ ათ ვერსს რომ წახვალ, იქ ცხოვრობსო დევის შვილი, ქალიშვილი, რომელსაც აქვსო მაკრატელი, ასე რომ დააკრაჭუნებს? კაცს თავს მოსჭრისო მაშინვე. იმ გოგოს ეზოზე შემოვლებული აქვს სამას სამოცი მესერი, ყველა მესერზე კაცის თავია ჩამოცმული, ერთის მეტზე. შენ რომ მიხვალ, მოგკლავს შენც ისე და მესერზე წამოგაგებსო. არ წახვიდე, უმჯობესია შენთვისო.

გიორგიმ უთხრა: — ეს ყოფილა ჩემი ბედიო (,"საქმეო“). — ამ გოგოს არ დაუჯერა და წავიდა.

ამ გოგოს სახლში არის ბევრი („დიდი“) ოქროულობა და დაუბარა: - [ერთ] თვემდე მოვბრუნდები და ბარგი შეკრული დამახვვდრეო. გიორგი წავიდა და მივიდა ამ გოგოს სახლში. ჭიშკართან რომ მივიდა, მართლა [მესრებზე] წამოგებულია თავები, როგორც ამ გოგომ უთხრა, ისე. მაგრამ ჭიშკარი გააღო და შევიდა იქით წინ რომ გაიხედა, ამ აივანზე გოგო გიტარას უკრავს. გოგომ რომ შემოხედა:

— ეს ვიღაცაა, შორეული კაცია, ჯერ დაველაპარაკებიო მერმე მოვჰკვეთ თავსო, -იფიქრა. გიორგი ავიდა აივანზე („ბალკონზე"). დარბაზის („ზალის“) მაგიდაზე („სტოლზე“), რომელი მაკრატელიც ჰქონდა ამ ქალიშვილს, (+-მაგიდაზე) რომ ძევს ეს, დაინახა გიორგიმ. შევიდა და აიღო მაკრატელი, ჯიბეში ჩაიდო (+იქით). ამ გოგომ უთხრა გიორგის: — ამ მაკრატელს ვინც მე წამართმევდა, ის უნდა ყოფილიყო ჩემი ქმარი. — რა თქმა უნდა, გიორგი და ეს გოგო დარჩნენ ამაღამ აქ. ვახშამი ჭამეს და დაიძინეს. როგორც პირველ გოგოსთან ჩადო შუაში ყამა, ისე ჩადო ყამა აქაც იმიტომ [მათი] ტანი რომ არ გაჰკარებოდა ოდნავადაც ერთმანეთს.

ერთი კვირის შემდეგ გიორგიმ ამ ქალიშვილს: — ეს გზა სანამდე მიდისო? — ჰკითხა. — ეს არ არის შენთვის საჭიროო; აქედან წასული კაცი აქით რომ მობრუნდა, [ასეთი რამ] არასოდეს ყოფილაო, – უთხრა. გიორგიმ უთხრა: – მე, სანამ ეს გზა არ დაილევა, სულ უნდა ვიაროო, ჩემი თავისთვის პირობა მაქვს მიცემულიო.

ამ გოგომ უთხრა: — რადგან არ იჯერებო, იქაურ ამბავს („შინაარსს“), იქ რასაც შეხვდები, გეტყვიო მე შენ: რომ წახვალო ერთ ათ, თხუთმეტ ვერსის მანძილს, იქ ცხოვრობს კაჟანდემი და ოცდახუთი მისი შვილი, რომლებიც ოცდახუთსართულიან სახლში არიან, და კარი უბიათ ისეთი, ოცდახუთი ძმა ერთად თუ გააღებს, თორემ მეტად რომ არ გაიღება, და ანადა

კაჟანდემი რომ მარტო გააღებს, ისეთი. ეს ჩემი მაკრატელი იმათ ყველას მოსჭრის თავებსო, მხოლოდ კაჟანდემთან არ გამოდგება და გატყდებაო, ტყუილად არ იხმაროო (-+ თორემ).

მაგრამ მაინც წავიდა გიორგი. მივიდა და მარტომ გააღო ეს კარი, ოცდახუთი კაცი რომ აღებს, ეს კარი მარტო მან გააღო (!). შევიდა შიგნით, ავიდა სახლმი; ეს ოცდახუთი ოთახი ყველა დაკეტილი ყოფილა კლიტით და ეს ყველა გატეხა გიორგიმ, ყველაზე ზედა ოთახში წააწყდა ერთ მზეთუნახავ ქალიშვილს; რადგან („როგორ“) კარგი ბიჭი [იყო] გიორგი, ამ ქალიშვილს ეწყინა ამისი აქ ნახვა: — უკეთესი არისო, რომ წახვიდე, რატომ დაღუპე თავი შენისთანა კარგმა ბიჭმა. მაგრამ გიორგიმ უთხრა: - მე ყველას მოვკლავო შენს ძმებს და მამას; მე და შენ ვიქნებითო ცოლი და ქმარი. ლაპარაკი გაათავეს და გიორგი წამოვიდა ქვედა სართულზე. ამ დროს მოვიდა ერთი ძმა დევი. ჭიშკარი გაღებული ნახა:

— ვინ გააღო ეს კარი, გიორგი თუ არ მოვიდა!

— გიორგი მთვედითო, — უთხრა გიორგიმ.

აქ ამ მაკრატლით თავი მოჰკვეთა ამ დევს, თითოდ, ორ–ორად და ამ ოცდახუთ ძმას ყველას მოჰკვეთა მაკრატლით თავი. ბოლოს მოვიდა კაჟანდემი. როცა დაინახა თავისი შვილები მკვდარი, დევმა მოიხსნა ყამა. მაგრამ გიორგის ყამა პატარა იყო და დევის ყამა დიდი იყო; გიორგიმ დაუძახა კაჟანდემს: — ჩვენ რომ ყამებით ვიბრძოლოთ, ვაჟკაცობა არ არის, - და მოიხსნა ყამა გიორგიმ და იქით გადააგდო. დევს შერცხვა („ესირცხვილა“) და იქით გადააგდო ეს თავისი ყამაც. და ხელი დაავლეს ერთმანეთს ღონეზე („ღონით“). შეერკინენ დღეს, ღამე, ხვალ, სამ დღესა და სამ ღაშეს ერკინებოდნენ [ერთმანეთს]. მერმე, ამდენი რა გავაგრძელო, გიორგიმ მოკლა ეს კაჟანდემი. დაღლილი გიორგი ავიდა, ეს გოგო რომ ცხოვრობს, ამ ოთახში. რა თქმა უნდა, ამ გოგოს უხარია („სამხიარულო აქვს“) ეს, რომ ეს ბიჭი ცოცხალი გადარჩა. ტანი დააბანინა, გამოუცვალა [ჩასაცმელები] და ვახშამი რომ შეჭამეს, ქე დაწვნენ. აქ მათ ბეჭედი გაცვალეს (+ იქით), რომელსაც აწერია ამ გოგოს სახელი და გვარი (+ ამ ბეჭედს). აქ ცხოვრობენ ერთ კვირას. ერთი კვირის შემდეგ შეკრეს ამათ აქ, რაც ავეჯი („ვეში“) იყო, ფული, ოქრო, შეხ ხარ ჩემი ბატონი, და თორმეტი ცხენის დატვირთვა

ფული წამოიღეს; ესეც წამოიღეს, გამოვიდნენ და წამოვიდნენ. მოვიდნენ,

მოხუცებულმა ქალმა რომ საჭმელი აჭამა, ამის სახლში. ეს ცოცხალი დახვდა და წამოიყვანა ესეც გიორგიმ, გამოვიდა და წამოვიდა სახლში (+ წამსვლელად). მოვიდნენ იმ სამი გზის შესაყართან. გიორგიმ შეხედა ამ ბოძებს („სტოლბებს”), მაგრამ არ აწერია არც ერთი ძმის აქით მობრუნებაზე, რომ [რომელიმე მათგანი] სახლში წამოვიდა. ამ ქალიშვილებს უთხრა

გიორგიმ: — ამ გზებზე წასული არიან ჩემი ძმები. თქვენ აქ იყავით ჩემს მოსვლამდეო. იკითხა აქ თაგისი ძმა ალექსანდრე, მაგრამ ვერავინ მიასწავლა სადმე ეს. ბოლოს გავიდა ერთ დიდ მინდორზე, სადაც (+ რომ) დგას (+ აქ) ბევრი წიფელი· ტყეში ძირს დგანან ღორები და ერთი კაცი·წიფლის ნაყოფს („კაკალს“) ბერტყავს, ზევით ხეზე ასულა-და. [გიორგიმ] იფიქრა: — ამასაც ვჰკითხავო. რომ მივიდა და შეხედა, — თავისი ძმა, ალექსანდრე!

-ბიჭო, რა გინდოდა აქო, — უთხრა.

-მე მოჯამაგირედ ვყავარო იმ კაცს, ჩემო ბატონო, ღორის მწყემსად და ას მანეთს მაძლევს წელიჭადში.

გიორგიმ უთხრა: - დატოვე ღორი და წამოდი ჩემთანო, (+ უთხრა).

არ დაუჯერა ალექსანდრემ, მაგრამ გიორგიმ წამოიყვანა თავისი ძმა (+ალექსანდრე). მოიყვანა ქალაქში, გამოაწყო კარგი ტანსაცმლით, ცხენი უყიდა, უნაგირი უყიდა და: — წადიო, – უთხრა, - იმ გზით, იქ არისო ჩემი ბარგი („ვეში“) და ქალებიო. შენ იქ იყავი და მე დავითის საძებნელად წავალო, მეორე ძმისო, (+უთხრა).

ალექსანდრე წამოვიდა, ეს ქალიშვილები რომ არიან, აქ. გიორგი წავიდა, ეს მეორე ძმა რომ არის, დავითი, იმ ქვეყანაში. შევიდა აქ და ეკითხება ყველას თავის ძმის – დავითის შესახებ. იკითხა, მაგრამ ვერავინ მიასწავლა. ბოლოს ერთ დიდი ხურმნარში შევიდა. აქ წრთი კაცი ხურმას უბერტყავს ბატებს („ღერღედებს"), რომ მივიდა, — თავისი ძმა, დავითი [არ არის]?!

უთხრა: — წამოდი აქითო.

ამან უთხრა: – მეო სამი წელია, რომ ამ კაცს ვემსახურებიო, ფული მეძლევა სამასი მანეთიო.

მაგრამ არ დაუჯერა (+და,), წამოიყვანა და მოიყვანა ქალაქში. აქ გამოაწყო ტანსაცმლით, ცხენით, უნაგრით, გაიყოლია და წაიყვანა ცხენით გიორგიმ. მოვიდნენ, სადაც ეს ქალები დატოვა გიორგიმ, იქამდე - პირველად, თორმეტი ძმა დევი რომ მოუკლა, იმას უთხრა:

- უფროსი ძმა ალექსანდრეს ცოლი ხარო, - და ამას ამოუყენა [გვერდით]. მეორე, რომელ გოგოსაც მაკრატელი ჰქონდა, თავის შუათანა ძმა დავითს ამოუყენა [გვერდით] და: — ეს შენი ცოლიო! — უთხრა გიორგოიმ.

– ძმებოო, — უთხრა, — ასე ოცდახუთი ცხენის დატვირთვა ოქრო და ბრილიანტი არის ესო და ჩემს სახლში რომ მიხვალთ, დედა და მამა თუ ცოცხალი არიან: „გაჭირვებიდან გამოვედით და ეს არისო“, - უთხარით.

ადგნენ ("აიყარნენ") და წამოვიდნენ სახლში (+წამსვლელად), იარეს დღეს, ხვალ; მოდიან ისეთ ქვეყნებში, კაცი რომ არ სახლობს ახლო—მახლო არსად. აქ მოსწყურდათ ისეთნაირად, რომ ამ წყურვილის ატანა ("გადატანა") არ შეუძლიათ (+ისეთი). აქ ერთი ხის ჩრდილში დაიბანაკეს ("დაიბარგეს“). სადმე უნდა მონახონ სასმელი წყალი. აქ ნახეს ერთი ათი მეტრის სიფართის ორმო („თხრილი“) და ქვემოთ რომ წყალი მიდის, სადღაც შორს, ისეთი. უნდა დაწნან კალათი, ჩავიდეს ერთი ძმა და უნდა ამიღოს წყალი. დაწნეს კალათი და მოაბეს თოკი. გიორგის გარდა აქ ვერავინ გაბედა ჩასვლა. გიორგი დააჯდა კალათს, დაიკავა კოკა („ფოხალი“) და წავიდა ძირს. იარა, იარა, (+და) თოკზე ხელი უკიდიათ ძმებს. თოკი გრძელია. გიორგიმ დაუბარა: — როცა თოკს გავანძრევო, ზევით ამომიყვანეთო.

ამ ძმებმა მოილაპარაკეს აქ: - ამ ძმის მსახურები ვიქნებით ყოველთვისო, ცოლები ამას უშოვია ჩვენთვის, ქონებაც ამას უშოვია ჩვენთვის, მოდი, გადავჭრათ თოკი და ჩავუშვათ ძირსო, — უთხრეს ერთმანეთს. მოაჭრეს ეს თოკი, რომელიც კალათს ება, და დაიწყეს ტირილი: - "გაწყდა თოკი“, — ქალების მოსატყუებლად. ამ ქალებმაც იტირეს, რა თქმა უნდა,

რადგან („როგორც“) სიყვარული აქვთ ამ გიორგისა ქმრებზე მეტად.ტირილი გაათავეს, ადგნენ ("აიყარნენ") და წამოვიდნენ ეს ორი ძმა, ეს ქალები თავიანთ სახლში. გზაზე უთხრეს ამ ქალებს: -სახლში რომ მივალთ ჩვენო, „გიორგი სულ არ ვიცით, ვინ არის“ უთხარითო, თუ გკითხავენო, თორემ თავს მოგჭრითო.

მოვიდნენ სახლში. დედამ და მამამ მაშინვე გიორგი იკითხეს. ძმებმა უთხრეს: – გიორგი ჩვენ არ გვინახავსო სულ [მას შემდეგ], როგორც კი გზაზე დავეთხოვეთო. აქითობისას გავიგეთ, რომ დავბრუნდით, [+ როგორ] მომკვდარაო.

ეს ძმები, შენ ხარ ჩემი ბატონი, დასახლდნენ ისე, რომ ხელმწიფის ოჯახშიც არ არის („ძევს“), აქ რომ აქვთ („ძევს“), რადგან („და“) გითრგის ნაშოვნი მიითვისეს („თავიანთვის გადააქციეს“), გამდიდრნენ ესენი ძალიან (ახლა იყოს ეს აქ)

ეს გიორგი ჩავარდა კალათიანად ქვედა ქვეყანაში. აქ გიორგიმ წყალი აიღო („ამოასხა“). ეს თოკი ზევით გვერდზე შერჩა როცა გაანძრია და კაცს არ მიაქვს ზევით, ჩამოსწია („ჩამოზიდა“) ძირს და ნახა, რომ თოკი მოუჭრიათ.

გიორგი მიხვდა ("იცნო“), რომ დაღუპული („დაკარგული“) არისო. აქ რომ გაიხედა, ხალხი სხლობს, ადგა და წაავიდა ერთი კაცის სახლში. შევიდა სახლში და ხალხს გამარჯობა უთხრა, ბოლოს საჭმელი მოითხოვა:

— საჭმელი ყველაფერი გვაქვსო, მაგრამ წყალი არ გვაქვსო, — უთხრა ამ სახლის პატრონმა. — წყალი არ არისო, კაცო („ბიჭო“), მდინარე წყალი მიდის აგერო? თქვენ თუ არ შეგიძლიათ მოტანა, მე მომეცით ჭურჭელი და მე მოვიტანო, — უთხრა ამ ხალხს გიორგიმ.

— ეს წყალი არისო გველშაპის, რამდენ კოკა წყალს მოვიტანთო, იმდენი სული კაცი („კაცის სული“) უნდა მივსცეთო. დღეს ხელმწიფის შვილია დაბმული [მდინარის ნაპირზე] გველეშაპისთვის და მის საგლოველად ვართო.

გიორგიმ არ დაიჯერა, მოიტანა წყალი, გააკეთებინა საჭმელი და შეჭამა. — ეხლა მანახეთო, სად არის დაბმულიო ის გოგო? — თითით უჩვენეს:

— დიდი ცაცხვის ძირს რკინის ბოძია და მასზეა მიბმულიო ის გოგო.

გიორგი წავიდა და მართლა ნახა ის გოგო, რომ აბია ჯაჭვით. როგორც კი მივიდა გიორგი, აუშვა ეს გოგო და წაიძინა („თავგი მისდო აქ“). [მანამ] ამ გოგოს უთხრა: — როგორც კი მოვა გველეშაპიო, (ერთი ქვა დააკავებინა ხელში) ეს დამარტყი თავშიო; შენ არ შეგეშინდეს, მე მოვკლავო გველეშაპს.

ნაშუადღევი მოახლოვდა და წამოვიდა გველეშაპი. გოგომ რომ დაინახა [ეს], ვერ გაიმეტა ქვის დასარტყმელად გიორგი და ტირილი დაიწყო. (+თვალის) ცრემლი გიორგის პირ–სახეს დაესხა და გიორგიმ გაიღვიძა. გიორგიმ [გარე] ტანსაცმელი გაიხადა, ამ გოგოს მისცა. ყამიანად წავიდა და გველეშაპი დაჭრა და მოკლა. ბოლოს უთხრა: — წავიდეთო ახლა შენს სახლში.

გოგო და გიორგი რომ მიდიან სახლში, ხელმწიფის ჭიშკრის დარაჯმა ("მდგომელმა“) დაინახა. ხელმწიფეს გადასცეს: – შენი ქალიშვილი ვიღაც ერთ კაცს მოჰყავსო. ხელმწიფემ გასცა ბრძანება: — მეო ჩემს შვილს არ ვღებულობო, არ მოიყვანოს ვინმემ აქით, თორემ ორივეს მოვკლავო („დავხვრეტო“?). მაგრამ გიორგიმ არ დაიჯერა და გოგო მიიყვანა ხელმწიფის კაბინეტში და შევიდა შიგ („იბით"). გოგო დატოვა მამასთან და თვით აივანზე („ბალკონზე“) დაჯდა. მამამ ჰკითხა ქალიშვილს: — რატომ მოდიო აქ? გოგომ უთხრა: — ამ ბიჭმა გველეშაპი მოკლაო, თავი მოჰკვეთა და ეგერ გდიაო („ძევსო“) და მე რაზე დავიცდიდი იქო, აქით წამოვედიო.

ხელმწიფემ თავის თავის დასარწმუნებლად სამი კაცი გაუშვა. ამბავი მოუტანა ამ სამმა კაცმა, რომ („როგორ“) გველეშაპი მოკლული იყო და ხალხი თავისუფალი იყო („არის“), წყალი, საიდანაც უნდოდათ, იქიდან რომ შეეძლოთ წაეღოთ. ხელმწიფე დიდის მორიდებით ამ ბიჭთან მივიდა და შეეკითხა: — რა გინდა, მოგცეო; ამ სახელმწიფოს ნახევარს მოგცემ, თუ გინდა, სულ მოგცემო, -- უთხრა.

გიორგიმ უთხრა: – მე არ მინდაო შენი სახელმწიფო, არც ქონება, მე მინდაო ერთი ცხენი და უნაგირი, სახარჯავი ფული ტანისამოსის საყიდლად და მეტი არაფერი არ მინდაო (-+ უთხრა). ხელმწიფე, რა თქმა უნდა, ამას არ მისცემდა?! რაც სახარჯავად უნდოდა, ცხენი და უნაგირით, ყველაფრით დააკმაყოფილა ეს ბიჭი. რა თქმა უნდა, ვახშამი შეჭამეს“ და ამ გოგოს, რომელიც გიორგიმ მოიყვანა, მამამ უთხრა: — შენო ამაღამ გიორგის გვერდით მიუწექი წყნარადო.

დაწვნენ გოგო და ბიჭი, მაგრამ გიორგიმ გოგო არ გაიკარა ("არ მიიღო"). მეორე დილას გიორგი ხელმწიფეზე გულმოსული ადგა, ეს გოგო რომ გვერდით მოუწვინა, იმის გამო („გულისთვის“): –ის ჩემი შვილი იყოო, ჩემი და იყოო და მეორეჯერ ამგვარი არ მიქნაო, -უთხრა. ხელმწიფემ ბოდიში მოუხადა („დამნასავე ვარო“, — უთხრა).

ბოლოს გამოემშვიდობა ხელმწიფეს, (+ და) გავიდა და წავიდა გიორგი. გავიდა ამ სხელმწიფოდან და შევიდა მეორე სანელმწიფოში. მიდის დღისით, მაგრამ კაცის ჭაჭანება არაა, ყველას სახლის კარი დაკეტილია. ერთი კარგი სახლობა, კარგი სასახლე („დვორეცი“) დაინახა, ჩემო ბატონო -და, ჰკრა ცხენს მათრახი და შევიდა: სასახლეში შევიდა ჩამოხტა ცხენიდან, ცხენი მიაბა და დააბრახუნა კარზე. უცებ კარი გამოაღო კაცმა და "ჩქარა შემოდიო", უთხრა. გიორგი შევიდა ჩქარა. ეს ყოფილა ხელმწიფის სახლი. ხელმწიფემ ჰკითხა: - რა კაცი ხარ, ძმაო, შენ, დღისით რომ დადიხარ ამ ქვეყანაშიო, (-+ უთხრა).

— დღისით სიარული არ არისო გასაკვირი, რა არის დღეს აქ ყველა ერთად დამალული ხართ კარდაკეტილად, ეს. მითხარით, - უთხრა.

ხელმწიფემ უთხრა: -მოიხედეო. ხელმწიფის სახლს უკან არწივს ზევით უდგას საბუდარი და მართვე უზის ორი. აქ კაცი რომ გავა (+დღეს), ეს არწივი დაეცემა და თავის მართვეებს აჭმევს ("აძლევს") ამ ხალხს.ეს ასე უთხრა ხელმწიფემ გიორგის.გიორგიმ [თქვა]: "-მომეცით ნაჯახიო" და მისცეს გიორგის ნაჯახი. წავიდა, ამ არწივის საბუდარი რომ დგას, ამ ხის მოსაჭრელად. არწივმა როგორც [კი] დაინახა გიორგი, წამოვიდა გიორგის მოსატაცებ;ად. გიორგიმ არწივი დაიჭირა: -არ მომკლა გიორგიო, - უთხრა არწივმა, - და ღმერთია თანმდები ("თანმდებად მომიცია"), კაცის მოდგმას ("არსს") არ შევეხოო და შენი ქვეყანაც განახვოო, (+უთხრა).

გიორგიმ გაუშვა არწივი. მოვიდა ხელმწიფის სახლში. ხელმწიფეს უთხრა: - გადაეცი ასეთი ცნობა ("ფონოგრამა") შენს სახელმწიფოში: "ყოველმა კაცმა იარეთ [თავისუფლად], რადგან არწივი არ ერჩის არავისო".ხელმწიფემ, რა თქმა უნდა, გადასცა ეს ცნობა ("ტელეფონოგრამა") და გათავისუფლდა ეს სახელმწიფო არწივისგან ("არწივის გულისთვის").

- მე როცა საჭირო მექნება, მაშინ დაგიძახებო(„გეტყვიო“), — უთხრა არწივს [გიორგიმ].

არის ერთ კვირას, თხუთმეტ [დღეს] ხელმწიფის სახლში. იფიქრა: იმ არწივმა. — „შენს სახლს გაჩვენებო“, რომ მითხრა — ერთი ვჰკითხავო,.და წავიდა არწივთან, არწივმა გიორგი დაინახა და მოვიდა, (+და) გიორგისთან დაფრინდა. გიორგი შეეკითხა არწივს. — შენ მეო„შენს სახლს განაახვებო" რომ მითხარიო, რანაირად შეგიძლია შენ მანახვო ჩემი სახლი, იმის საკითხავად მოვედიო, (+უთხრა).

არწივმა უთხრა გიორგის: — შენ მიშოვეო დიდი კალათი; ორი ათასი ხარი დაჭრილად რომ ეტეოდეს, ისეთიო, დიახ, და ის მე ჯაჭვით მომაბით ზურგზე და ზემო ქვეყანაში წაგიყვანო.

გიორგი მოგიდა ხელმწიფესთან და: — ორი ათასი ხარი მომეცი, კალათი უნდა მიშოვო, ასე და ასეა ჩემი საქმე, უნდა წავიდე ჩემს („ჩვენს“) ქვეყანაში, პირობა მომცა არწივმაო.

გიორგის ეს გაუმზადეს („გამოუწყვეს“) ყველაფერი დანიშნული დღისათვის. დანიშნულ დღეზე არწივი მოვიდა, დააფრინდა ამ კალათს, გვერდით დაუჯდა გიორგი, მოიბა ყველაფერი ერთად და წავიდა ზევით, - რამდენს ფრთას დააქნევს, იმდენ ფუთ ხორცს უდებს პირში გიორგი.

იფრინა არწივმა და დააჯინა ეს თავის ქვეყანაში. არწივი იქით წავიდა, თავის ქვეყანაში; ბიჭი დარჩა ზევით, გამოემშვიდობნენ ერთმანეთს. გიორგი წამოვიდა თავის სახლში. საღამოა. მოვიდა ჭიშკართან. დაუძახა: -მასპინძელოო! — იქიდან დაუძახეს: — რა გნებავთო?

— მე გზაზე შემომაღამდა („ვარ შემოღამებული კაცი“) და არ შეიძლებაო, ღამე გამათენებინოთ ამაღამო?

— მობრძანდი, ბატონოო, — უთხრეს.

შევიდა გიორგი. გამარჯობა უთხრა თავის დედასა და მამას, რძლებს და ძმები მაინც არ არიან სახლში. დაჯდა და ილაპარაკეს. მამამ არ იცის,, რომ ეს თავის შვილია, მაგრამ მამას ჰკითხა (+ თავისას) — რა არის, რომ შენ შავები გაცვიაო?

— მე მყავდაო შვილი, სამი შვილიო, სამივენი სამშოვარზე წავიდნენო. ყველაზე უკეთეს ჩემს შგილს გიორგი ერქვა და ის მომკვდარაო — დაიკარგა ისო, მოკვდაო, – მამა ელაპარაკება შვილს: — დანარჩენ ძმებს გიორგის სიკვდილი არ სცოდნიათ და თვითონ მისთვისაც ცოლი მოუყვანიათ და ესო მისი საცოლე არისო, — ხელი გაიშვირა ერთი ქალისკენ. ასე რომ ("ესე იგი“) გიორგი გამოცნობილი არ ჰყავთ დედას და მამას ჯერ. გიორგი ამ სამივე რძალს („რძლებს“), როცა მოვიდნენ და უნდა დასხდნენ აქ, შეეკითხა (+ მათ): — თქვენო ვისი შვილი ხართო? — ჰკითხა პირველი დევის შვილს. — მეო დევის შვილი ვარო, – გოგომ უთხრა. ეს ძმებიც მოვიდნენ ახლა, აქ არიან [ეს] გიორგის ძმები. უსმენენ ამ შეკითხვას.

- მეო მყავდაო თორმეტი ძმა დევი, მოვიდაო გიორგი, მომიკლაო ისინი, „რძლად მინდიხარ“ მითხრაო და აქით წამომიყვანაო.

მეორე ძმის ცოლს ჰკითხა: — თქვენ ვინ ხართო?

- მეო დევის შვილი ვარო. გიორგი მოვიდა და მაკრატელი წამართვაო. ძმები მომიკლა და აქით წამომიყვანაო.

დედამ და მამამ უთხრეს: – თქვენ „გიორგი არ გვინახავს“, რომ ამბობდით, რა იყოო?

— ბიჭებმა გვითხრესო, „არ გააცხადოთ, თორემ მოგკლაგთო“. (+გვითხრესო).

გიორგიმ გაამჟღავნა, თვითონ რომ (+ როგორ) არის გიორგი. უთხრა ძმებს:

- თქვენი თავი მიპატიებია ამ რძლებისთვისო!

შეიქნა ლხინი, სიხარული ზარბაზანიც რომ არ აკლდა იმის გარეშე, არაფერი აკლდა.

გუშინ იქ ვიყავი და რეს აქ ვარ.


Rechtsinhaber*in
Dadunashvili, Elguja

Zitationsvorschlag für dieses Objekt
TextGrid Repository (2025). Mingrelische Folklore. 14. ალექსანდრე და დავითის ზღაპარი. 14. ალექსანდრე და დავითის ზღაპარი. Kaukasische Folklore. Dadunashvili, Elguja. https://hdl.handle.net/21.11113/4bg42.0