1. კაჟანდიი ქერქუუს ზღაპარი

Metadaten aus
teiHeader

ერთი ხელმწიფე ყოფილა. ამ ხელმწიფეს სამი ვაჟიშვილი და სამი ქალიშვილი ჰყოლია· როცა („რა ჟამს“) სიკვდილის დღემ მოაწია, მოიხმო ყველა და უთხრა ვაჟიშვილებს:—ერთს დაგიბარებთო და თქვენ იცითო, თუ შეასრულებთო, როცა (,როგორც“) მოვკვდები, თითო კვირას მიდარაჯეთ საფლავზე, და ეს ქალიშვილები, ვინც უნდა მოვიდეს და თქვას: „თქვენი და მომეცითო“, იმას მიეცითო; და გამოეთხოვა ყველას და მოკვდა. როგორც კი მოკვდა, დაასაფლავეს და უფროსი ძმა იმ საღამოს სადარაჯოდ წავიდა. მაგრამ ცოტა ხანი რომ გავიდა („იქნა“), რაღაცა აქცევს ქვეყანას და ახლოს რომ მოვიდა, მისმა ძალამ (,შუქმა“) ეს ბიჭი ეზოს გარეთ გადააგდო და იქიდან რომ შემოხედა, [დაინახა]: მივიდა მკვდართან, ქვეყანას რომ აქცევდა ის, და ამოიღო („ამოაგდო“) და დილამდის სულ დასტიროდა; დილას კვლავ დამარხა და წავიდა. ეს ამ ბიჭმა სა·ხლში არ გაამჟღავნა სირცხვილის გამო.

ერთხელ („რომ არის“) ეს ორი ძმა სანადიროდ წავიდა და იმ დღეს, როცა შინ ეს უმცროსი ბიჭია, ერთმა კაცმა დაიძახა. რომ გახედა, დის [ხელის] მთხოვნელი ყოფილიყო. აიყვანა (,აიღო“) და უფროსი და ქე მისცა. [ცოტა] ხანმა რომ გაიარა, კვლავ დაიძახა ვიღაცამ. რომ გახედა, ისევ დის [ხელის] მთხოვნელი ყოფილივო. ცოტას კი აწუხებს? რომ ძმები არ არიან, მაგრამ მამის დანაბარები რომ იყო, იმიტომ მისცა მეორეც. და ცოტა ხნის შემდეგ კვლავ დაიძახა სხვამ და მესამე [და] მას მისცა.

გავიდა ხანი, საღამოს ძმები რომ მოვიდნენ, დები ვერ ნახეს, რომ ჰკითხეს ამ ბიჭს, მან ყველაფერი უთხრა. ეს ამ ძმებმა ძალიან იწყინეს და [უმცროსი ძმა] ცხვრის სამწყემსავად დააყენეს. იმ საღამოს შუათანა ძმა წავიდა სადარაჯოდ, მაგრამ მასაც ისე მოუვიდა. არც მან გაამჟღავნა [ნანახი],სახლში რომ მოვიდა. ეს უმცროსი ძმა შეეხვეწა:

— მეც გამიშვითო, მამაჩვენს მეც ვუდარაჯებო, თუ ღმერთი გწამთო („თქვენს ღმერთს შეხედეთო“), მაგრამ ისინი გაუწყრნენ:

— დაიკარგე იქითო, შენ კი არა, ჩვენც კი გვიჭირსო. მაგრამ მერე თქვეს:- გავუშვათო.

წავიდა ბიჭი, მივიდა საფლავთან და სანთელი აუნთო; რომ გაჩერდა („დადგა“), რაღაც დიდი ამბავი შეიქნა, მაგრამ ამას არ შეშინებია. მოვიდა bახლოს [რაღაც არსება] და მიწა იძრა („შეზანზარდა"), მაგრამ ამ ბიჭს ვერაფერი უქნა და მოუქნია ბიჭმა ხმალი („ლეკური“) და შუაზე გაჭრა. ოღონდ ამის სისხლმა სანთელი ჩაუქრო. რომ გაიხედა; განზე? შორს "სადღაც ცეცხლის სინათლე ნახა; მოუსვა და წავიდა იქითკენ, გზაზე მამალს უთხრა: „ჩემს მობრუნებამდე არ გაათენოო, არ იყივლოო, თორემ მოგკლავო“. მივიდა ახლოს („მოიწია“) და რომ გაიხედა, დიდი ზღვასავით მდინარე („წყალი“) დაინახა. ეს გახცურა და რომ ამოვიდა, [ნახა]: ეს ცეცზლი დევებს დაუნთიათ თურმე, ირგვლივ შემოსხდომიან ცეცხლს, ეს რომ დაინახა ბიჭმა, ძალიან დაფიქრდა, მაგრამ ისკუპა და შუაში ჩახტა, ერთ მუგუზალს სტაცა ხელი და გაიქცა. დევებს ნაღვერღალი შეეყარათ ყველას, ამიტომ („მაგრამ“) ბიჭი ვერ იპოვეს· წამოვიდა ბიჭი და ისევ მდინარეში რომ მიცურავს, ეს მუგუზალი ჩაუქრა. ძალიან შეწუხდა, მაგრამ რას იზამდა?! კვლავ დაბრუნდა და რომ მიუხტა ცეცხლს, დაიჭირეს და პკითხეს დევებმა:

— რა გინდაო?

ამან თავისი გაჭირვება უამბო, მაგრამ დევებმა უთხრეს:

— ამ კომკში სამი მზეთუნახავი ზის და თუ მათ არ მოგვიყვანთ, არ გაგიშვებთო. ამ ბიჭმა უთხრა:

— კიბე აქვსო?

– კიო.

- აბა, წამოდითო. გაიყოლა ყველა და უთხრა დევებს:

- მე ავალო, შემდეგ თქვენ თითო–თითოდ ამოდითო.

— კარგი. !

ავიდა ბიჭი და აჰყვა ერთი დევიც, და როგორც კი ავიდა, მოუქნია ამ ბიჭმა ·ხმალი და მოკლა [დევი] და იქვე დადო, მეორე რომ ავიდა იმასაც ასე უქნა. ყველა ასე სათითაოდ მოკლა და ზევით დააწყო. მერე შევიდა ქალიშვილებთან, თავი დაუკრა და თითო ბეჭედი ყველას მისცა, „უმცროსი თავისთვის და ის ორი ძმებისთვის [დანიშნა]!. გავიდა გარეთ და ერთ ქვას თავის ხმალი ჩაასო და შიგ ჩატოვა. მან ცეცხლი აიღო და წამოვიდა. მდინარე გასცურა და მამალს დაუძახა: „აწი დაიყივლეო“. ის მოვიდა საფლავთან, გათენებამდის იქ იყო და, რომ გათენდა, სახლში წამოვიდა.

ამ მზეთუნახავებმა ხელმწიფეს შეატყობინეს ეს ამბავი და მთელი ხალხი შეგროვდა; ბრძანა ხელმწიფემ:-აბა, ხმალს ვინ ამოიღებს ქვიდანო? მაგრამ კაცმა ვერ ამოიღო. ამ დროს გასცა ბრძანება:–ვინც რომ ამ ხმალს

ამოაძრობს, მას ჩემს ქალიშვილს მივსცემო. ეს როგორც კი გაიგონეს ამ ბიჭებმა, წასვლა დააპირეს; და რომ გამოეწყვნენ, ამანაც [უმცროსმა] სთხოვა: „მეც თან წამიყვანეთო“, და დიდი ყოყმანის შვმდვგ თან წაიყვანეს, რომ მივიდნენ, არის [ერთი] ამბავი: ქვეყანა ხალხი („კაცი“) ამ [ხმალს] ექაჩება, მაგრამ კაცმა ვერ ამოაძრო. ბოლოს, ყველას შემდეგ მივიდა ეს უმცროსი ძმა და თავისი ხმალი ამოაძრო და ქარქაშში ჩააგო და ხელმწიფეს უთხრა: „სამივე [და] ჩვენიაო, მე ორი ძმა მყავსო“. და დაუძახა ძმებს და სამივე ცოლად დაისვეს. შეიქმნა დიდი პურობა-ნადიმი. ამ ბიჭის ცოლს ერთი ისეთი ხალიჩა („ნოხი“) მისცა ხელმწიფემ, რომ ზეცაში აიყვანს კაცს, და ამას დააჯდა ეს ქალიშვილი და ისე გაჰყვა ამალას; წამოვიდნენ მაყრები და პატარძალი; შუა გზამდე რომ მოვიდნენ, ამ ქალს დაეცა რაღაცა და ·სადღაც გააქრო. შეიქმნა ერთი უბედურება (ამბავი), მაგრამ რას იზამდენ? და უთხრა ბიჭმა ძმებს: „მშვიდობითო, მე მასთან ერთად უნდა დავიკარგოო“, და წავიდა ბიჭი. იარა, იარა, იარა, რამდენიც შეეძლო, იმდენი იარა და ერთ მინდორზე წყარო ნახა. აქ რომ მოისვენა, ერთი დოქიანი ბიჭი მოვიდა, ჰკითხა მას:

—ეს ვისი სოფელი არის? ამან უთხრა:

-აქ სამი ძმა დევი სახლობსო, სამივეს ერთი ხელმწიფის ქალიშვილები ჰყავსო [ცოლად].

ეს რომ ბიჭმა გაიგო, გაუხარდა. წავიდა. თურმე მისი დების სახლი ყოფილა. რომ მივიდა, გამოეგებნენ დები. მოგეხსენებათ, როგორ გაუხარდებოდათ მისი ნახვა! რომ მოსაღამოვდა („საღამო რომ შეიქმნა"), სამივე

დევი მოვიდა; შეეგებნენ დევებს ქალები და უთხრეს:

-ჩვენი ძმა მოვიდაო! დევებმა უთხრეს:

–თუ უფროსები მოვიდნენ, ერთი ლუკმა გვექნებაო და უმცროსი თუ არისო, ჩვენ ვიცითო მაგის პატივისცემაო.

შევიდნენ დვვები და გადაკოცნეს ერთმანეთი, გაუხარდათ ერთმანეთის ნახვა. იმ ღამეს ცეცხლის ირგვლივ რომ სხედან, დევებმა ამოიხვნეშეს ბიჭმა ჰკითხა:

—რას ხვნეშითო.

—რასო-და, ვაი მაგის ცოდვაო (,ვაი მაგის წახდენასო“)! კაჟანდიი ქერქუუს ერთი ოქროსთმიანი ქალიშვილი მიჰყავდა ჰაერშიო,·გამოვეკიდეთო, მაგრამ ვერაფერს გავხდითო და ერთი ნაწნავი თმა მოვგლიჯეთო,– და ამ ბიჭს ანახეს.

ეს როგორც კი ბიჭმა ნახა, ფერი წაუვიდა და „ვაი, ვაიო“ თქვა.

—რა არისო?–ჰკითხეს დევებმა.

ამ ბიჭმა ყველაფერი დაწვრილებით უამბო. დილა რომ გათვნდა, ბიჭმა დააპირა და წასვლა მოინდომა. ეს დევები ძალიან შეწუხდნენ, მაგრამ რას იზამდნენ? და ერთი რაში და ერთი ფინია აჩუქეს. წამოვიდა ეს ბიჭი და მოვიდა, კაჟანდიი ქერქუუს სახლში შევიდა; მაგრამ5 კაჟანდიი სახლში არ იყო. ჩამოხტა რაშიდან და შევიდა ქალიშვილთან, მაგრამ როგორც კი ერთმანეთი დაინახეს,ორივე წაიქცა დიდი სიხარულით. მაგრამ ქალიშვილმა უთხრა: „ბიჭო, თავი რად დაიღუპეო („დაკარგეო“), კაჟანდიი ქერქუუს შენ ვერაფერს უზამო“. მაგრამ ამ ბიჭმა არ დაუჯერა და უკან შემოისვა ცხენზე და ჭიშკართან რომ მოვიდა, ამ ჭიშკარმა ისეთი დაიკივლა, რომ ცას ვარსკვლავები მოსწყვიტა და დაიძახა: „კაჟანდიი ქერქუუ, სად ხარო? ცოლი წაგართვესო“. კაჟანდიი ქერქუუმ გაიგონა და გამოეკიდა. როცა კი მიუახლოვდა კაჟანდიის რაშმა ისეთი დაიჭიხვინა, რომ ამ ბიჭის რაში გააჩერა. ქალიშვილმა უთხრა: „ბიჭო; მე არ გითხარიო, ახლა რა ვქნაო? შენ ცოცხალი მაინც იყავიო“.

ამ დროს მოვიდა კაჟანდიი ქერქუუ და ეს ბიჭი წვრილად („ლუკმა-ლუკმად“) აკუწა (,დაჭრა“) და ეს ქალიშვილ უკან წაიყვანა. მივიდა ფინია და ეს ბიჭი დაჭრილი აქა-იქ რომ ძევს, შეკრიბა და ხურჯინში ჩაყარა მთლად,უნაგირს მიაბა ხურჯინი და თვითონ ზედ მოახტა და დევებთან წაიღო. დევებმა ეს რომ დაინახეს, ბევრი იტირეს, მაგრამ უმცროსმა ძმამ,დევმა ჩაჰბერა სული და წამოაყენა ეს ბიჭი. ადგა ბიჭი და კვლავ რომ წასვლა მოინდომა, ამ უმცროსმა [დევმა] უთხრა: „აბა, ბიჭო, ეს ჩემი სამფეხა რაში წაიყვანეო და ეს თუ გიშველისო, თორემ სხვა მხრივ უსაშველო არისო. დააჯდა [რაშს] ბიჭი და ისევ მივიდა ქალიშვილთან და უკან მოისვა და ჭიშკარს რომ გადადიოდა, ახლა უფრო მეტად დაიკივლა ჭიშკარმა. ეს კაჟანდიიმ გაიგონა და გამოუდგა უკან. როგორც კი მიუახლოვდა („ახლოს მივიდა“), დაიჭიხვინა კაჟანდიის რაშმა და ამ ბიჭის რაშმა სვლას უკლო, ბიჭმა უთხრა:

—რას შვრებიო?

—რა ვქნაო? ერთი ფეხი რომ არ მაკლდეს მაშინ ვაჯობვბდიო·

მაგრამ როგორც კი უფრო მიუახლოვდა [კაჟანდიი], სამფეხა რაშმა ისეთი დაიჭიხვინა, რომ კაჟანდიი ქერქუუს რაში გააჩერა, და მივიდა ბიჭი და მოუქნია ხმალი და შუაზე გააპო კაჟანდიი ქერქუუ. მის რაშზე ქალიშვილი შესვა და წამოვიდნენ მხიარულად; დევებს გამოუარა და ყველას გამოეთხოვა და თავის სახლში მოვიდა.


Rechtsinhaber*in
Dadunashvili, Elguja

Zitationsvorschlag für dieses Objekt
TextGrid Repository (2025). Mingrelische Folklore. 1. კაჟანდიი ქერქუუს ზღაპარი. 1. კაჟანდიი ქერქუუს ზღაპარი. Kaukasische Folklore. Dadunashvili, Elguja. https://hdl.handle.net/21.11113/4bg4g.0