20. ხელმწიფისა და მისი შვილის ზღაპარი

Metadaten aus
teiHeader

არის ერთი ხელმწიფე და სამი შვილი ჰყავს. დაბრმაავდა ("თვალები დაუდგა") ხელმწიფე და მოიხმო თაავისი შვილები და უთხრა:

-მე რომ არ მინახავს, ისეთი ქვეყნის რამე ნივთს ("ფიჩხს") თუ მომიტანთ, ის მომარჩენსო.

დააჯდა ცხენს უფროსი [ვაჟი] და წავიდა ერთ ადგილას. ერთ ოჯახში ("ეზო-კარში") მივიდა. ეს ეზო-კარი დაკეტილია ("გადაჭედილია") და კაცი არ დგას არავინ. სუფრა გაწყობილი არის. აქ ერთი ხელსაწმენდი აიღო: „აქ მაინც არ იქნება მოსული მამაჩემიო , -თქვგა და შეჭამა საჭმელი და წავიდა სახლში. მოიტანა ხელსახოცი და მოვიდა მამასთან. ხელსახოცი რომ მოუტანა, [მამამ] უთხრა:

-ეჰ, შე კაცო, ეს ჩემი ხელის საწმენდი არისო, მე არ გითხარითო, მე რომ არ მივსულვარ, ისეთ ქვეყანას თქვენ ვერ მონახავთო!

დააჯდა შუათანა ცხენს და წაგიდა. (+ "დაიწყო სვლა და“) მეორე სახლში მივიდა ესეც ამგვარად, აგერ სამი თვის [შემდეგ] მივიდა [და] დაინახა ისევ სუფრა გაწყობილი, საჭმელი ჭამა და წამოიღო ერთი ხელსახოცი და

წამოვიდა. რომ მიუტანა მამას, მამამ უთხრა:

—ეჰ, შეუბედურო, მე იმისთანა [სეფრა] სამი მიდგასო — ერთზე საუზმეს („დილას")ვჭამდი, მეორეზე სადილს და მესამეზე ვახშამსო.

უმცროსმა უთხრა მამას:

—ცხენი მომეცი შენი და მე წავალ (+და), მოვიტან რამეს ("რაც იქნება"), შენ რომ არასდროს ყოფილხარ, ისეთი ქვეყნიდანო.

-ვერ დაიჭერო, ბიჭო, შენ იმასო, [ჯერ] ერთი, და, მეორე, მოგკლავსო, -უთხრა.

—კი, მე მას დავიჭერო, – უთხრა [ბიჭმა], — ნება მომეცი ოღონდ შენო.

დაიჭირა ეს ცხენი ბიჭმა და უნაგირი დაადგა. დააჯდა. ცხენმა უთხრა: -ბიჭო, გამომადგებიო („ივარგებ ჩემთვისო“) მე შენო?

-კი გამოგადგებიო, — უთხრა ბიჭმა.

დააჯდა ამ ცხენს და გაქუსლა და მიდის. გზაზე ყველა ეუბნება:

— ჩვენს ხელმწიფეს გამარჯვება ნუ მოაკლოს („გაუმარჯვდეს“) ღმერთმაო, ჩვენს ხელმწიფეს გამარჯვება ნუ მოაკლოს („გაუმარჯვდეს“) ღმერთმაო.

—„ამ ცხენს რომ იცნობენ ესენი („ეს ხალხები“), [ალბათ] ჩემი მამის ქვეყანა ყოფილაო“, — იფიქრა ბიჭმა. მივიდა ერთ ქალაქში. გაიარა ("გავიდა“) ეს [ქალაქიც], მოუსვა და წავიდა. შევარდა ერთ უდაბურ ტყეში. ღამეა და მიდის. რაღაც ანათებს შიგ ტყეში: „ეს რა არის, უნდა ვნახოო“, -თქვა, რომ მივიდა, დაინახა ერთი ფრთა, რომელსაც ეს სინათლე აქვს. ამასობაში („ამდენხანს“) აქ ყარაულები დააყენეს; ზღვის პირია აწი. [რომ

დაინახეს], მოდის ვიღაც და მოაქვს [რაღაც] სასწაული, ქე დაიჭირეს. იწვალა, იწრიალა: „ასეთი ვარ, ისეთი („ასე") ვარო“, მაგრამ, არა, არ მისცეს ეს და: „შენ წადი, თუ გინდაო“, —–უთხრეს. ამ ქვეყნის ვეზირებმა

უთხრეს ხელმწიფეს:

—ეს ფრინველის ფრთა არისო, ის ფრინველი რომ დაჭერილი გყავდესო („მოგვცემსო”), შენნაირი [ბედნიერი] კაცი არ იქნებაო, (+ უთხრეს).

მოიწვია ხელმწიფემ და უთხრა: — ნამდვილადო, ის ფრინველი უნდა მოიყვანო შენო!

— ბატონოო, ტყეში (რომ| ფრინველი ბუდობსო („ზისო“), მე რითი შემიძლია მისი მოყვანაო.

-არა, უნდა მოიყვანოო.

აქ არის ერთი ახალგაზრდა ბიჭი, ვეზირის შვილი. ეს ხედავს ყველაფერს, რას უშვრებიან ამ ბიჭს.

–ნამდვილადო, -უთხრა, -ხვალ აქვთ იმ ჩიტებს შეკრება და დაფარფატებენო... ხეზე რომ დააჯდება, გამოართვი ვეზირებს ორმოცდაათფუთიანი ტომარა, აავსებინე ხორბლით და მე გეტყვი, შემდეგ როგორ ქნაო: იქ შენ შუადღემდე მიხვალო. ერთი ცაცხვი დგასო დიდი, იმის ძირთან მიდი და იქ დააბნიეო, ზვინი გაუკეთე და ისეო.

გამოუწყვეს ეს, ცხენზე დაუგდეს და თვით დააჯდა ზედ, მოუსვა და წავიდა. წავიდა და მოაბნია ძირს, გაუკეთა ზვინი და თვითონ ზევით დაჯდა. დაფრინავს ბევრი ჩიტი („ჩიტები“), მაგრამ ეს ჯერ არ არის მოსული. ზის აქ

[ბიჭი]. მოვიდა ის ჩიტი და დაჯდა ტოტზე. [ბიჭმა] დააპირა ერთხელ, მეორედ და მესამედ მოავლო ფეხზე ხელი. ეცნენ დანარჩენი ჩიტები, მაგრამ მოახტა ცხენს და წავიდა. მოვიდა იმ საღამოს აქ. გამოართვეს [ჩიტი] და

დაამწყვდიეს გალიაში. აწი წასვლა უნდა, მაგრამ არ შეუძლია რამე წაიღოს. სამი დღე არის (ასე| ჩიტი და მესამე დღეს გაშავდა ჩიტი.

—რა არის ეს? -ჰკითხეს ვეზირებს.

-რა არისო-და, ეს ქალიშვილის არისო და რომ ვერ ნახა, იმიტომ გაშავდაო.

-ვინ მოგვიყვანს იმ ქალიშვილს? ამან უნდა მოიყვანოსო!—თქვეს ვეზირებმა.

ვეზირის შვილმა უთხრა აძ ბიჭს: -შენ რომ ტომარა გქონდა, იმისთანა ტომარა ოქრო და ვერცხლით აავსებინე ხელმწიფეს, ყველა ვეზირების (!) ქონებიდან, თუ არა. „არ მინდა“, -თქვიო. -მერმე ჩემთან მოდი და მე გეტყვიო, [რაც უნდა აკეთოო]. ხვალ შუადღემდე მზად („ხაზირი“) იყოსო და რომ წახვიდე გზაზე, (+ისე) დააბნიე ყველგან („ყველა მიწაზე").

დააგდეს ცხენზე ტომარა, ოქრო და ვერცხლით სავსე და წავიდა ბიჭი. ცოტა რომ წავიდა, დააბნია. უთხრა [ვეზირის შვილმა]:

-შენ რომ მიხვალ იმათ ეზოშიო, იმას ჰყავსო თორმეტი ძმა („ძმები”)(იმ ქალიშვილსო). ის დგას აივანზეო, ყარაულად უდგანან ძმები, ექვსი ერთ მხარეს („ყურეს“)წევს, ექვსი-მეორე მხარესო, ერთი დევია შეჩენილი და უნდა მისი მოტაცებაო და შუადღეს მიდი, იმათ რომ ეძინოს, ისე მიდიო და შეიპარეო, (+უთხრა): — "რატომ მოკალი ჩემი ძმები, რა კაცი ხარ შენო“,—გეტყვის ქალიშვილიო. —"ის არაა შენი საქმე, ხმა („სული“) არ ამოიღო, თორემ არ გიშველის არაფერიო", –უთხარი.

მოუსვა და მივიდა იქ, როგორც მან უთხრა, ისე, გაიპარა („გავიდა“) მათ შორის რომ მივიდა ქალიშვილთან, ქალიშვილმა უთხრა: –რა კაცი ხარ შენ, რომ ჩემს მთასავით ძმებს კისერი მოჰკვეთეო?

-ის არაა შენი საქმე, ხმა არ ამოიღო, თორემ წაგაცლი თავსო,—უთხრა ბიჭმა. მოჰკიდა თმას ხელი და მოსწია: -არ ამოიღო ხმა, თორემ მოგკლავო. გამოიყვანა და მოიგდო უკან ცხენზე. ტირის ეს ქალიშვილი მწარედ („მოსაკვდინებლად“), მაგრამ მოუსვა და წამოვიდა ბიჭი.

-ვისთვის მიგყავარო? -ჰკითხა („უთხრა“) გოგომ.

-ვისთვის და ჩემთვის მომყავხარო.

-შენ მატყუებო,–უთხრა გოგთმ.

ჰკრა ცხენს მათრახი და გაქუსლა ("უმალ გაქრა"). ჩიტი რომ ზის გალიაში, ესეც მისცა იმ მინისტრის შვილმა და წამოვიდა ეს ბიჭი თავის მამასთან.

ეს გაუხარდა ყველას და ხელმწიფეს თვალი აეხილა. შეიქნა პურობა და ლხინი („კამპანია“). იმ მინისტრის შვილი წამოვიდა და მოვიდა ამ ბიჭთან და ცხოვრობდა იქ.


Rechtsinhaber*in
Dadunashvili, Elguja

Zitationsvorschlag für dieses Objekt
TextGrid Repository (2025). Mingrelische Folklore. 20. ხელმწიფისა და მისი შვილის ზღაპარი. 20. ხელმწიფისა და მისი შვილის ზღაპარი. Kaukasische Folklore. Dadunashvili, Elguja. https://hdl.handle.net/21.11113/4bg4k.0