5. ხელმწიფე ჩაისმენისა და მისი შვილი ჯიმშერის ზღაპარი

იყო ერთ ქვეყანაში ერთი ცოლიანი ხელმწიფე, სახელად ჩაისმენი. მოხუცდნენ ცოლი და ქმარი და შვილი არ ჰყავდათ. რადგან ჩაისმენი იყო dალიან მდიდარი ხელმწიფე, ფიქრობდა: „ვის დარჩება ჩემი ქონებაო“, და ცოლი და ქმარი იმდენად მოწყენილი იყვნენ, რომ მათი გაცინება იშვიათად ("ძვირად”) იქნებოდა.

ერთხელ ჩაისმენის სასახლეში მოვიდა სტუმრად უცხო („გარე“) ქვეყნის ხელმწიფე და, რომ ნახა ხელმწიფე და მისი ცოლი ძლიერ მოწყენილი, ჰკითხა სტუმარმა ჩაისმენს:

—რატომაა, ცოლი და ქმარი ასე მოწყენილი ხართო?

ჩაისმენმა უთხრა: -ანდა რა გვიხარია, რომ ცოლი და ქმარი ვბერდებით და შვილი არ გვეყოლაო; ჩგენი ქონება ვის შერჩება ჩვენს შემდეგ, არ ვიცითო.

სტუმარმა იფიქრა ცოტა ხანს დ თქვა: |

—შვილი წელიწადამდის გაგიჩნდებათო, მაგრამო...

-„მაგრამ“ რატომ დააყოლე („დასძახე“) შენს ლაპარაკს, ამიხსენიო, და არ მისცა საშველი სტუმარს·(„მიამწყვდია სტუმარი“).

—სტუმარმა თქვა:--თქვენ შვილი დაგებადებათ წელიწადამდის, სახელი დაარქვით „ჯიმშერიო“ („ჯიმუშიერიო“). ის ბიჭი ისეთი ვარსკვლავზე დაბადებული იქნება, რომ კვერცხი თუ ანახვეო, იმ წუთას განუტევებს

სულსო, და სახელი „კვერცხი“ თუ გაიგონაო, მისი ბედისწერა ის არისო, „რა არის ეს კვერცხი, იმას შევიტყობო“, იტყვის და იმას გადაჰყვებაო; „მაგრამ“ მიტომ ვთქვიო, რომ გაგიჭირდებათ თქვგენ იმ ბიჭის შენახვაო.

ხელმწიფემ და მისმა ცოლმა რომ გაიგონეს ეს, მაინც ძალიან გაუხარდათ და სტუმარი დააჯერეს, რომ „ჩვენს ქონებას·გადავდებთ ჩვენი შვილის [49] მოსახმარადო და არ დავკარგავთო". შემდეგ სტუმარი პატივნაცემი გაუშვეს.

წელიწადის გასვლამდის ჩაისმენს ცოლს ბიჭი დაებადა. ბიჭი დღეს რომ არის, მასზე უკეთესი ხვალ არის; ხვალ რომ არის, იმაზე უკეთესი ზეგ არის და მთელ სახელმწიფოში გავარდა ხმა, რომ ხელმწიფე ჩაისმენს საარაკო ("მოსაარაკებელი") ბიჭი დაებადაო. ვისაც კი შეეძლო მოსვლა, ულოცავდნენ ხელმწიფეს ამ ბავშვს. კაცს რომ არ უთქვამს ისე, ვინც მოდის, "ჯიმშერს" უძახის ახალდაბადებულ ჩვილს. ეს ხელმწიფეს და მის ცოლს ნამეტანი უკვირთ. ჩაისმენმა გასცა ბრძანება, რომ ჯიმშერისთვის კვერცხი არავის ენახვებინა და არც სახელი გაეგებინებინათ. ხელმწიფე და მსი ცოლი დიდ მხიარულებაში ცხოვრობდნენ.

ერთხელ ჩაისმენი წავიდა სანადიროდ და მას უკან ჯიმშერი ვეზირის შვილთან ბურთს თამაშობდა. რომ ისროლეს ერთხელ ბურთი, ჯიმშერს აჯობა ვეზირის ბიჭმა. ისროლეს მეორეჯერაც ბურთი და, ისევ ვეზირის ბიჭმა აჯობა. ჯიმშერს გული მოუვიდა, ალურჯდა ("ლებივით გახდა"), რა ექნა, არ იცოდა, ვეზირის ბიჭმა უთხრა:

-ბიჭო, ასე გული ნუ მოგივაო, თორემ კვერცხივით გასკდებიო.

ჯიმშერმა უთხრა ვეზირის შვილს:

-რას ჰქვია, ბიჭო, კვერცხიო?

ვეზირებმა, თამაშს რომ უყურებდნენ. გაიგონეს და თქვეს: "დავიღუპეთო!"

ვეზირის ბიჭი მაშინვე დააშორეს ჯიმშერს. ჯიმშერი გაგიჟდა:

-მანახეთ, რას ჰქვია კვერცხიო.

მაგრამ კვერცხი რომ ენახვებინათ, ჯიმშერი მოკვდებოდა. არადა გაგიჟდა მთლად და ვერ დააკავეს და გაქცევა ("გადავარდნა") მოინდომა. ვეზირებმა და ჯიმშერის დედამ ამჯობინეს აქ ჯიმშერის სიკვდილს იქით გადავარდნა და მისცეს ("დაანებეს") ერთი ყველაზე უკეთესი რაში. დაუდგეს უნაგირი რაშზე. ჯიმშერი მოახტა რაშს, ჰკრა მათრახი და გადაიარა ერთი მთა, მეორე მთა გადაიარა, მესამე მთა გადაიარა, დაიღალა; ჩამოხტა რაშიდან და წამოწვა მინდორზე. ჯიმშერის რაში ისეთი გაწვრთნილია ("ზრდილია"), რომ ნანატრს შეუსრულებს (კაცს). დღე კარგია. ჯიმშერმა რომ წაიძინა, იელვა. "რაა, რომ ელავსო და ამას შევიტყობო". მოახტა ჯიმშერი კვლავ რაშს და გადაიარა ერთი მთა, გადაიარა მეორე მთა, გადაიარა მესამე მთა, დაიღალა; ჩამოხტა რაშიდან და წამოწვა მინდორზე. ამ დროს იელვა. დღე კარგია. "რაა რომ ელავსო" და ჯიმშერს გაუკვირდა, რომ გაიხედა, დაინახა ერთი მონაზონი წყაროსკენ მიდის წყლის ასაღებად. ჰკითხა ჯიმშერმა ამ მონაზონს:

-რა არის, რომ ღრუბელი ცას არ აკრავს და ელავსო?

მონაზონმა უთხრა:

-შვილო, ეს შენ კი არა, ვინც შეიტყო, იმათ არ შეეტყოთ ნეტავო.

ჯიმშერი არ მოეშვა მონაზონს: -მითხარიო მაინც და მაინც.

მონაზონმა გაუმჟღავნა ("განუცხადა") ბოლოს ჯიმშერს: [51]

—ამა და ამ ადგილზე („მიწაზე“) არისო ერთი ქალიშვილი ზევით ზისო ოდაში და ის სარკმლიდან („აკოშკიდან“) ხელს რომ გააქნევს, მაშინ განათდება და ელვა ის არის. ახალგაზრდებმა, რომლებიც იმ ქალიშვილის

სათხოვად მიდიან უნდა ახსნანო, რასაც ქალიშვილი ეტყვის ის, თუ ამოხსნის, ცოლად წაჰყვება, თუ არა და, თავი უნდა მოჰკვეთოსო. ეზოში რამდენი მესრებიც (!) არისო, სამი მესრის მეტს ყველას წამოცმული აქვს თითო კაცის თავიო.

ჯიმშერმა გულში თქვა: "ის ქალი უნდა ვითხოვოო ცოლად“. გამოეთხოვა მონაზონს, მოახტა რაშს და გადავიდა ერთი მთა, გადაიარა მეორე მთა, გადაიარა მესამე მთა. ასე გზაზე თორმეტი წელი არის, მიდის ("ადგას“) ჯიმშერი და უშველებელი გახდა. რომ გაიხედა, ერთი დიდი ოდა რომ დგას, დაინახა. მიაღწია ამ ოდამდე ჯიმშერმა, მაგრამ ეზო მთლად განათებულია იმ გოგოს სინათლით ისე, რომ თვალები ვერ გაახილა როგორც იყო, შევიდა ჯიმშერი ოდაში. ქალიშვილი გამოეგება მაგრამ ამ ბიჭმა ვერ შეხედა, როგორც მზეს.

—რაზე მოდი, ბიჭოო? -ჰკითხა ქალიშვილმა ბიჭს.

ჯიმშერმა უთხრა: -გაქებდნენ შენ ძალიან და შენს შესართავად მოვედიო.

ქალიშვილს შეუყვარდა ჯიმშერი და უთხრა:

—ბიჭო მეცოდები ძალიან („ნამეტანს“), მაგრამ რა ვქნაო? ჩემი მამისა და დედისგან დანაბარები მაქვს და მეც დაფიცებული მაქვსო („ქვაზე მდგარი ვარო“), იმას გავყვე ცოლად, ვინც ამომიხსნისო: „გულის ვარდი

და გულის დარდი რა არისო“. ამას ვინც ვერ ამიხსნისო, თავი უნდა მოვჰკვეთოო· შენც ხედავო, სამი მესრის მეტი კაცის თავით სავსე მაქვს ეზოს მესრებიო. მაგრამ·რადგან შენ ასე შემიყვარდიო, დროს („ვადას“) მოგცემ გაკითხვა და მოფიქრებისა ერთ წელიწადსო. წელიწადამდე თუ ვერ ამოხსენიო, ვისაც შეეძლება ამოხსნა, იმას წავყვები ცოლადო. შენ დაგიცდი ("გიყურებ“) წელიწადსო.

—კარგიო, უთხრა ჯიმშერმა და იფიქრა: „თუ ვერ შევძელი ამოხსნა,სულ არ მოვალო".

გამოეთხოვა ქალიშვილს და წავიდა იარა იარა და ნახევარ წელს მიდიოდა და ერთ უც—ო („გარე") სახელმწიფოში შევიდა. გზაზე სულ ფიქრობს, „რა არის, ეს გულის ვარდი და გულის დარდიო“, მაგრამ ვერაფერს

მიხვდა. ბოლოს რომ გაიხედა, დაინახა ერთი ხელმწიფის·სამოსახლოსთან ცა და ქვეყანა ხალხი მისჯარვია ეზოს კარს. ეზოს ჭიშკარი გაღებული არის. ხელმწიფე შუბლზე იშენს [ხელებს] და ტირის, აქედან შესტირის ყოველი კაცი. ლხინივით არის ჭამა–სმა და რატომ ტირიან, კაცმა არ იცის („თავი არ უჩანს“). რომ ჰკითხა ამ ბიჭმა, უთხრეს, რომ:

-იქით შესვლის ნება არ არისო და, კაცმა რომ არ იცის, ისე შევსტირითო. ხელმწიფეს არ უნდა, რა მოუვიდა [ის] გაამჟღავნოსო („გააცხადოსო“) და ვინც შეიტყობსო, მოკლავს მაშინვეო. [53]

ჯიმშერმა მოსწყვიტა რაში და შევიდა შიგ ხელმწიფის ეზოში. ხელმწიფემ არაფერი არ უთხრა. საღამოს ხელმწიფემ უცებ ეზოს კარი დაკეტა. ჯიმშერი შევიდა ხელმწიფის სახლში, დაინახა: ზევით ჰკიდია თორმეტთავიანი დევის თავი, კარზე ერთი თეთრი მწევარი წევს, ზევით მიმინო ზის და, თვალს რომ არ ახამხამებს, ისე დევის თავს გახედავს. ჯიმშერს ძალიან გაუკვირდა და ხელმწიფე (რომ) შემოვიდა, ჰკითხა ჯიმშერს:

—რაზე მოდიო? ჯიმშერი მოჰყვა და უამბო:

-გულის ვარდი და გულის დარდი, თუ რა არის, იმის ახსნისათვის ვარ გადავარდნილიო. ხვლმწიფემ უთხრა:

-შვილო, ქე ხედავო ამ ეზომი ხალხი დგას, იმათ შემოსვლის ნება არ ჰქონდათო, მაგრამ რა სატირალი მჭირს, იმის შესატყობად არიან მოსულიო („მოდიანო“). გულის ვარდი და გულის დარდი აქ არისო: ვინც ამჯობინებს ამის შეტყობას სიკგდილამდე, ავუხსნიო და ქეც მაშინვე მოვკლავო, რადგან არ მინდა გამიმჟღავნდეს ("ხმა გამივრცელდვს“) მე ის ამბავიო ("გარემოებაო"). ვინც სიცოცხლეს ამჯობინებს სიკვდილს, აქ იქნება გაისის ამ დრომდე; გაისად ამ დროს, შაბათ დღეს ტირილი იქნება და ჭიშკარს რომ გავაღებ, იქით შეგეძლება წასვლაო. ახლა რომელი გირჩევნია,შვილო? –ჰკითხა ხელმწიფემ ჯიმშერს. ჯიმშერმა უთხრა:

–შეგიტყო და მერმე რომ მოვკვდე, ის მირჩევნიაო.

—აბა, კარგიო,–ხელმწიფემ თქვა: -მე თავის მოსაჭრელ იარაღს მოვიტანო, -და წავიდა.

ამ დროს რაშმა უთხრა ჯიმშერს:

-შენ ნუ შეგეშინდება, შენ თუ ივარგებ, მე ეზოს გადავევლებიო. როცა („რა დროს“) მემოახტებიო, მათრახი ისე ("ისეთ–ისეთი") დამარტყიო, რომ ერთი ფენა ტყავი ერთ მხარეზე ამაძვრეო და მეორე მხარეზე მეორე ფენა ტყავი გამაძვრეო.

ამასობაში („ამდენ ხანს“) ხელმწიფეც მოვიდა და დადგა თავის მოსაჭრელი (იარაღი). დაიწყო („მოჰყვა“) ხელმწიფემ და თქვა:

-მვ ძალიან მდიდარ ხელმწიფე ვიყავიო; ქალი ვითხოვე ისეთიო, რომ, როგორც მზეს, ვერ გაუსწორებდი თვალსო („ვერ შეხედავდიო“). და მყავდა კიდევ მზეთუნახავზე უმჯობესიო. ვცხოვრობდით ბედნიერად და

(განა) მე არ მქონდაო გულის ვარდი? ჩემს ცოლს შეუყვარებია თორმეტთავიანი დევი და ის მოუწვენია გვერდითო. ეს შეუტყვია ჩემს მზეთუნახავ დასო და მან მე მითხრაო. დევი დავიჭირე მეო, თავი მოვკვეთეო და ქე ხედავ ეგერ მიკიდიაო. ჩემმა ცოლმა ეს (რომ) გაუგო ("შეატყო") ჩემს დასო, დაწყევლა და გადააქცია თეთრ მწევრადო. ხედავ, ეგერ წევსო. ამ დროს მეც ჩემი ცოლი მთლად არ მოვკალიო, დაგწყევლე და გადავაქციე მიმინოდო. როგორც კი მიმინოდ გადაიქცა, ეგერ დააფრინდაო და ის დევი იმდენად ("იმ ზომაზე") უყვარსო, რომ თვალი მასზე აქვს მიშტერებულიო. [განა] ეს არ არის („იქნა“) ჩემი გულის დარდიო? მას აქეთ („აწი“) ყოველ წელს, ერთ შაბათ დღეს, ჩემს ახლობლებს („ხალხს“) ვიწვევო. დილიდან მოყოლებული [55] საღამომდე ჭიშკარი ("კარი“) მექნება გაღებული ეზოსი და მე ვტირი, ისინი [გარედან] შემომტირიანო. ამისთანა რომ დამემართა, არ მინდა გამიხმაურდესო, ამიტომ ვისაც კი ვუამბობ ამ ამბავს, მოვკლავო.

გაათავა ხელმწიფემ საუბარი, ახლა ჯიმშერს თავი უნდა მოჰკვეთოს. ჯიმშერი ელვის სისწრაფით მოახტა რაშს, ჰკრა იქით და აქით („გაღმა და გამოღმა“) მათრახი და ორივე მხარეზე თითო ფენა ტყავი ააძრო. ისკუპა რაშმა და გადაახტა ეზოში [მდგარ] უზარმაზარ ციხეს. მოკვდა ხელმწიფე, მაგრამ რა ექნა?

ჯიმშერმა გააქროლა რაში; იარა, იარა და ქალიშვილის სახლში მოვიდა, ქალიშვილს ეზოს მესრები კაცის თავებით ამოევსო და რომ ჰკითხა ჯიმშერს ამბავი („გარემოება“), ამან აუხსნა, გულის ვარდი და გულის

დარდი რაც იყო. ქალიშვილს გაუხარდა და ქმრად დაისვა („დაიჭირა-დაიკავა“) ჯიმშერი. რომ არიან ასე რამდენიმე ხანს, ჯიმშერმა ჰკითხა ქალიშვილს:

—აქ რომ ვიყოთ, ის გირჩევნიაო თუ იქით წამყვეო?

-იქით გაგყვებიო,-უთხრა ქალიშვილმპ.

გამოეწვვნენ წასასვლელად. ქალიშვილმა, ცა და ქვეყანაზე რაც კარგი და ლამაზი [იყო], ურემზე დააწყო და წამოვიდნენ. იარეს, იარეს და ცხრა მთა გადაიარეს. მიაღწიეს ჩაისმენის სახლამდის. ჩაისმენი და მისი ცოლი შავად გამოწყობილი სხედან, ჯიმშერი რომ გადაიკარგა [მას] შემდეგ. ვეზირები ყველა გადაასახლეს. ერთხელ რომ გაიხედეს, ნახეს, რომ გოგო და ბიჭი მოდიან, მაგრამ ვერ იცნეს. ჯიმშერი და მისი ცოლი ავიდნენ [სახლში] და დასხდნენ. ჯიმშერმა ჰკითხა თავის დედას:

-რამ დაგამწუხრათ ("მოგაწყინათ"), ქალბატონოო?

ამ დროს ჩაისმენის ცოლმა უთხრა თავის ქმპრს:

-ამ ბიჭის ლაპარაკი ჯიმშერისას ჰპგვანებიაო და ამას დავუმტკიცოთო ჩვენი ქონებაო.

ჯიმშერმა ვერ მოითმინა და თქვა:--მე ვარ თქვენი შვილიო.

ჩაისმენი და მისი ცოლი გაშეშდნენ ზედმეტი სიხარულით და მერმე ცნობაზე რომ მოვიდნენ, გადაკოცნეს და გადაეხვივნენ ჯიმშერსა და მის ცოლს. ჯიმშერმა [მთელი] ამბავი მოუთხრო თავის დედას და მამას. შეიქნა

ლხინი და სიხარული. ვეზირები კვლავ მოაბრუნეს და შემდეგ ბედნიერად ცხოვრობდნენ ჩაისმენი და თავისი ცოლი თავიანთ შვილსა და რძალთან [ერთად].

სამი ვაშლი, სამი ბროწეული, ღმერთმა ნუ მომიშალოს თქვენი ხელით მოწეული.


Lizenz
CC BY
Link zur Lizenz

Zitationsvorschlag für diese Edition
TextGrid Repository (2025). Danelia, Korneli. 5. ხელმწიფე ჩაისმენისა და მისი შვილი ჯიმშერის ზღაპარი. Kaukasische Folklore. https://hdl.handle.net/21.11113/4bg5q.0