2. გერიას და შავი ხელმწიფის ამბავი

Metadaten aus
teiHeader

ერთი საწყალი ცოლიანი კაცი ყოფილა და ერთი შვილის მეტი არ ჰყოლია; მაგრამ ძალიან ლამაზი და ძლიერი ყოფილა [ეს ბიჭი] და სახელი ერქვა „გერია“. ერთ დღეს ეს ბიჭი სანადიროდ წავიდა და საღამოს სახლში

რომ მოდიოდა; ერთი კოკიანი ქალი ნახა, წყაროსკენ მიმავალი და მას ესროლა ისარი და კოკა გაუტეხა. მოხედა ამ ქალმა და უთხრა:–ამისთანა კარგი ბიჭი თუ ხარო, მე კოკას მიტეხ კი არა, თორმეტი მთის იქით თორმეტ ძმა დევს ერთი და ჰყავთ და ის მოიყვანეო.

ეს როგორც კი ბიჭმა გაიგონა ძლიერი ახალგაზრდული სიჩქარით გულის ფანცქალი აუვარდა, სანამ მას ნახაგდა. მოვიდა სახლში და უთხრა დედასა და მამას:

—ერთი წლის სამყოფი საგზალი დამიმზადეთო („შემიწვითო“) და თუ ვერ მოვედი ამ დათქმული დროის მანძილზეო, მერმე თქვენც გამომყევითო.

ეს დედ—მამამ არ დაუჯერეს.

-შენს მეტი სხვა არავინ გვყავსო და შენც გვეკარგებიო!

ტირილი დაიწყეს, მაგრამ გერიამ არ დაუჯერა და გაუკეთეს ერთი წლის საგზალი, მაგრამ მათი გამოთხოვებისას თუ რა მწუხარება შეიქმნა, არ ითქმის; ასე რომ ყველაფერმა შეიტყო მათი გამოთხოვება და ტირილი: მზემ და მთვარემ, ცამ და მიწამ, ზღვამ და ქვიშამ. ბოლოს დალოცეს და აუშვეს; და წაიყოლა მაშინ ერთი პატარა ფინა, სახელი ერქვა „მათიკოჩი” გამოეთხოვნენ ერთმანეთს, გადაკოცნეს, გადაეხვივნენ და წავიდა ბიჭი.

იარა, იარა; იარა, რამდენიც შეეძლო („წაესვლებოდა“); იმდენი („ის“) იარა, კვირა, თხუთმეტი დღე, წელიწადი და სამი თვე მიდიოდა და გადავიდა ექვსი მთა, მაგრამ ეს ექვსი მთა რომ გაიარა („გაათავა“), რაღაც („რაღაც რომ იყო“) ყველაფერი აირია („ამოძრავდა“): ხე და ქვა–ყველაფერი დაცვივდა („წაიქცა“) და ამ დაღმართში მიგორავდნენ, მაგრამ გერიას რომ არაფერი მოუვიდა („ვერაფერი უქნა"), ამ დროს ხმა გაიგონა დაბლიდან,რომ:

—რა კაცი ხარო მე რომ გამიძელიო? გერიას საბრალოს შვილის მეტი მე ვინ გამიძლებდაო"?

ამ ბიჭმა დაუძახა:

–მე გახლავარო გერია, საბრალოს შვილიო.

ეს რომ გაიგონა როკაპმა აქით შემოეგება და თავი დაუკრა და დიდი პატივი სცა; უთხრა „სად მიბრძანდებიო?“ ამან უთხრა თავისი განზრახვა („ფიქრი"), მაგოამ ამ როკაპს ძალიან ეწყინა გერიამ უთხრა:

-რატომ გეწყინაო?

—რატომ-და, იქით მიმავალი ბევრი ვნახეო მაგრამ აქით დაბრუნებული არავინ („კაცი") მინახავსო.

მაგრამ ამაზე („ამის თქმისთვის) გერიამ ყური არ გაიბერტყა, დაადგა და იარა თავის გზაზე. იარა, იარა, იარა, რამდენიც არ შეეძლო იმდენიც [კი]იარა და რომ გაიარა („გაათავა“) ექვსი სხვა მთაც, აქ უარესი არეულობა („აყრა“) შეიქნა ქვეყნისა. თურმე ამ როკაპის უფროსის დის სოფელი ყოფილა; მაგრამ გერიამ არაფერი დაიმჩნია („დაიტყო“) და დაუძახა როკაპმა:

—რა კაცი ხარო, ჩემს ძალას („შუქს“) რომ გაუძელიო. გერია, საბრალოს შვილი ხომ არა ხარო?

—მე გახლავარო.

რა თქმა უნდა, მაშინვე შემოეგება ეს როკაპი თავი დაუკრა და პატივი სცა, მერმე ჰკითხა: ,სად მიბრძანდებითო?“ გერიამ უთხრა თავისი განზრახვა, მაგრამ ეს როკაპი ძალიან შეწუხნდა, ჰკითხა გერიამ;

—რატომ სწუხდვბიო?"

—რატომ-და, იქით მიმავალი ბევრი ვნახეო და დაბრუნებული არავინ („კაცი“) მინახავსო, მაგრამო ერთ სიკეთეს გიზხამო,–უთხრა როკაპმა,– ჩემს სამფეხა რაშს გაჩუქებო!

დაუძახა რაშს და უთხრა: „სანამ ცოცხალი არისო არ უღალატო გეოიასო“.

გამოეთხოვა გერია (როკაპს), მოაჯდა ამ რაშს, უკან გაიყოლია თავისი მათიკოჩი ფინია და წავიდა. გავიდა ერთ დიდ („ძალიან“) მინდორზე და კიდეც მოუახლოვდა დევების სამოსახლოს. ამ მინდორში რომ მიმოიხედა,გულის კარი გაეხსნა, თვალები [„თვალი“) ცრემლით (წყლით)აევსო: თავისი სახლ–კარში, ეზოში თამაში მოაგონდა და თქვა „მადლობა მოწყალე ღმერთსო“! და სტკიცა მათრახი რაშს და ისე ლამაზად აათამაშა, მტვერსა და ჰაერში ვერ გაარჩევდა [კაცი] და თქვა: „ახლა აღმოვჩნდი ("დვიბადე“) უნახავ ქვეეყანაშიო“. მივიდა დევის ჭიშკართან და ჩამოხტა ცხენიდან და მიაბა აქვე. ცოტა რომ წინ წავიდა, თქვა: „ეს რაში ცუდად ("ახირებულად“) მივაბიო“. მობრუნდა უკან და მოგლიჯა ერთი მუხა, თავქვე დაასო მიწაში და მას რომ მიაბა მაგრად, უთხრა რაშმა:

-ასე რომ არ გექნაო, მე წადიდოდი სახლშიო. აბა, ახლა მე რომ გითხრა, ისე ქენიო. ახლა დევები სახლში არ არიანო და მიდიო, ერთი ქვაბი ("კარდალა")გადაპირქვავებულია და ის გადმოაბრუნეო, მერე ქალიშვილთან მიდი და პირობა ჩამოართვიო [ცოლობაზე].

წავიდა გერია და ამ ქვაბს ფეხი ჰკრა და სამჯერ გადაბრუნდა [ქვაბი] და პირაღმა დადგა, მერე ქალიშვილთან მივიდა, დატეხა ყველა საკეტები(!) და რომ შევიდა სადაც ქალიშვილი იყო, იქ, ამ ქალიშვილს ეოცა ძალიან,მაგრამ რომ შეხედა მის კარგ ბიჭობას, ნახვა გაუხარდა, და, რა გავაგრძელო, პირობა მოსცა. გამოვიდა იქიდან ბიჭი მხიარული და მოვიდა რაშთან. იმ ღამეს იქ მოისვენა კარგად და მეორე დღეს უთხრა რაშმა:

-ახლა დევვბი მოვიდნენო და ქვაბი რომ გადაბრუნებული დაინახეს,ყველა დაშინდაო, იმიტომ რომ თორმეტ დევზე ნაკლებს არ შეეძლო იმ ქვაბის გადაბრუნებათ, და თქვესო: ამის მქმნელმა რაც უნდა გვითხრას, დავუჯეროთო“ და ახლა ჩქარა წადიო („მოუსვიო").

წავიდა გერია და, როგორც კი დაინახეს დევებმა, წამოცვივდნენ ყველანი და შემოეგებნენ თავი დაუკრეს და მოახსენეს:

—რას გვთხოვთო?

-თქვენი და უნდა მოიცეთო.

–ჩვენ მოგცემთო მაგრამ შავი ხელმწიფე არ დაგანებებსო, -დაუმატეს. მაგრამ გერიამ უთხრა: „არავისი არ მეშინიაო“ და, აქ რად გავაგრძელო, მაინც დიდია ზღაპარი ("არაკი") და ეყოფა მსმენელს, სუფრა გააწყვეს.

ლხინში რომ არიან, დილას გაიხედა გერიამ, დაინახა ბევრი—ყველა შავად გამოწყობილი–კაცი. შავი ხელმწიფის გამოგზავნილი. მოაჯდა რაშს, შიგ გაერია და ერთმანეთს მიასიკვდილა და სამი მაცნე („მოამბე“)

გაუშვა: „მე გახლავარო გერია, საბრალოს შვილიო“, -შეუთვალა“. ეს ხელმწიფემ იწყინა და რაც ჯარი ჰყავდა, ცოტას გარდა; ყველა გამოაგზავნა როცა ნახა ეს გერიამ, ცოტა დაფიქრდა, მაგრამ რაშმა უთხრა:

გააგელვა გერიამ რაში და ყველა დახოცა ("დაწყვიტა") ერთის მეტი. ეს მაცნედ გაუშვა. ახლა მთლად განრისხდა ხელმწიფე და მოიხმო თავისი საიმედო ქებული კაცი, რომელიც გაჭირვების დროისთვის ჰყავდა: სახელი ერქვაა "დვამურიცხამი" და, რაც დარჩენილი ჯარი ჰყავდა, ყველა ჩააბარა და გაუშვა. ადგა გერია და რომ გაიხედა, შენს მტერს ამისთანა ენახოს, იქ რომ ნახა: ცვამურიცხამის ნახვა ძალიან ეწყინა, მაგრამ რას იზამდა? რაშმა უთხრა:

–ეს არისო,ბიჭო, მე რომ გეუბნებოდიო.

გერიამ დაიწერა პირჯვარი, „მადლობა დმერთსო“,-თქვა, გამოეთხოვა ცოლს, რადგან·გადარჩენას („სიცოცხლეს“) არ ელოდა და გავიდა, მაგრამ ჯერ იმას არ დაეტაკა, ჯარი მთლად გაუწყვიტა და მერმე დაუშინეს ერთმანეთს ლახტი, იბრძოლეს ცხენდაცხენ. მაგრამ ძალაზე არ იყო საქმე: რადგან ცვამურიცხამის სული სხვას ებარა, მას რა მოკლავდა? და დაუძახა: „ასე უნდა, ბიჭო, სროლაო“, —და მოკლა გერია. როგორც კი გერია მოკლა,ამ ქალიშვილს დასტაცა ხელი და წაიყვანა. მაგრამ ქალიშვილმა უთხრა ხელმწიფეს;

-მე ისეთი („იმფერი“) კაცის ნაცოლევი ვარო, ასე იოლად („მსუბუქად") არ დაგანებებო თავს, ან დამეჭიდეო („შემერკინეო“) და,ვინც ვაჯ[ბებთო, მისი სურვილი („მისობა“) შესრულდესო („ყოსო“), ანდა სამი თვე მადროვეო მისი [გერიას] გლოვაო.

ხელმწიფეს ჭიდაობისა შეეშინდა: „დევის ნათესავი არისო“, და სამი თვე აცალა.

ახლა, როცა გერია მოკვდა. თავი ცალკე რო ეგდო და ტანი-ცალკე, მივიდა მისი მათიკოჩი ფინია, ეს ნაწილები ერთმანეთს მიადო (შეაერთა),და იქვე მიაჯდა სადარაჯოდ. ·

იმ ხნიდან, რაც ეს ავბავი მოხდა („ამ ხანსა და ამბავს შუა“), გავიდა ერთი წელიწადი და რადგან ვერ ნახვს მშობლებმა დაბრუნებული თავისი გერია გაუდგნენ გზას და მიაღწიეს ახლოს; ერთ წვრილ გზაზე შეგროვდნენ ბევრი გველები (!) და დაუშინეს ერთმანეთს თაგი ·და ყველა დაწყდა. ამ დროს გამოძვრა ორი დიდი გველი და ერთ მდინარეში („წყალში“) ჩავიდნენ, ისევ ამოვიდნენ, იქით-აქით გადაუარეს მკვდარ გველებს და ყველანი გაცოცხლდნენ („გამრთელდნენ“). ეს სანახაობა გაუკვირდათ ძალიან და თქვეს: "ეს წყალი ცოტა წავიღოთო“. ამოიღეს სათითის ხელა („ვსება“) და თან წაიღეს.

როცა ახლოს მიაღწიეს? მათიკოჩი ფინიამ რომ ნახა ესენი, გამოიქცა („გამოირბინა“) და წინ მიეგება, დიდი მწუხარებით გაუძღვა მათ და მიიყვანა მკვდართან. როცა ნახეს გერია მკვდარი, ორივენი წაიქცნენ საბრალონი, იტირეს ბევრი. მერე გაახსენდა, ეს წყალი რომ ჰქონდა, და ამოიღო საცოდავმა დედამ; რომ დაასხა გერიას, გაცოცხლდა და თქვა: „ვაი, რამდენ ხანს დამძინებიაო“! რომ გაიხედა, დედა და მამა დაინახა; გაუხარდა, მაგრამ თავის ამბის გახსენებამ კვლავ შეაწუხა და თქვა: „მშვიდობითო“. დედ-მამას კვლავ გამოეთხოვა. დედ–მამამ ბევრი იტირეს (!), მაგრამ ღმერთს მიანდვეს თავიანთი საქმე და მოითმინეს.

წავიდა გერია და იმ ხელმწიფის ქვეყანას რომ მიუახლოგდა, ერთი დიდი ტყე შეხვდა. აქ რომ შევიდა, რაღაც ისეთი ხმაურობა ისმოდა ამ ტყეში, მეტი არ შეიძლებოდა; რომ გაჩერდა ამ გზაზ, [დაინახა]: მიდის რაღაცა, აქცევს (გლეჯს) ამ ტყეს, ხე და ხე ერთმანეთს ეხეთქება; რომ მოიხედა დაინახა ერთი დიდი ტახი მოვიდა ჯიქურ დაეტაკა გერიას.გერია განზე გაუხტა (უგანა), აიტაცა და სამი გაშლილი მკლავის სიგრძეზე გადააგდო, მაგრამ კვლავ დაეტაკა, იჭიდავეს, სამ დღეს ჭიდაობდნენ და ბოლოს აჯობა ბიჭმა და შუაზე გაგლიჯა, რომ გაგლიჯა, გამოხტა შველი; შველი რომ მოკლა, [მისგთნ] კოლოფი გამოვარდა; კოლოფი რომ გატეხა, სამი მერცხაალი გაამოფრინდა, ორი მოკლა და ერთი დააიჭრა.

ამ დროს ცვამურიცხამი ავად გახდა და სიკვდილის პირას მივიდა, იმიტომ რომ მისი სული ყოფილა თურმე ეს; და მესამეც მოკლა და ისიც მოკვდა. მერე შევიდა ხელმწიფის ეზო–კარში და თავისი ცოლის გარდა („მეტი“) ყველა ერთმანეთს მიასიკვდილა და (თავისი) ცოლი წამოიყვანა თავის დედ-მამასთან.

დიდმა მხიარულებამ უწია ბოლოს დედ—მამას თავიანთი მოთმინებისა და მწუხარების საზღაურად („მაგივრად") და ყველანი წამოვიდნენ ისევ თავიანთ სახლში.


Holder of rights
Dadunashvili, Elguja

Citation Suggestion for this Object
TextGrid Repository (2025). Mingrelische Folklore. 2. გერიას და შავი ხელმწიფის ამბავი. 2. გერიას და შავი ხელმწიფის ამბავი. Kaukasische Folklore. Dadunashvili, Elguja. https://hdl.handle.net/21.11113/4bg6m.0