25. თორმეტი ძმის ზღაპარი

ყოფილაო თორმეტი ძმა („ძმა–ხალხი“). უმცროს ძმას ჰრქმეგია დათა. დათა ყოფილა ძლიერი („ძალიანი“) კაცი. ამ თორმეტ ძმას ჰნდომებია თორმეტი დის („და ქალების“) ცოლად შერთვა („თხოვა“). ერთხელ ეს

ხალხი წავიდა ქალების საძებნად. ამ დროს დაინახეს, ხის ძირში დგას ერთი კაცი და ზევით ცას შეჰყურებს. დათამ უოთხრა:

-კაი გამარჯვება შენი!

-კაი გაგიმარჯოს შენ!

-რას უყურებ ზევით ცას?

-როგორ რას ვუყურებ? შარშან ისარი შევსტყორცნე („ვისროლე“) ზევით ცას და ჯერ კიდევ არ ჩამოვარდნილა.

-კაცი შენ ყოფილხარ, — უთხრა დათამ, -შარშან ისარი სტყორცნე და წელს რომ მას უცდი ("უყურებ").

მაშინ მან უთხრა:

-მე კი არა, კაცი ის არის, რომელსაც დათა ჰქვია, თორმეტი ძმიდან უმცროსი რომ არის.

-მე ვარ დათა და წამოდი ჩემთან.

ეს კაცი გაჰყგა დათას. იარეს, იარეს და ჩავიდნენ ერთი მდინარის პირას და ნახეს ერთი ვიღაც კაცი წყალს ერთიანად სვამს და [მაინც] იძახის: ,ვაი, დედა, მოვკვდი, მწყურია!“ დათამ უთხრა:

-კაცი შენ ყოფილხარ, ძმაო, მდინარეს მთლად აშრობ და იძახი "მწყურია“.

კაცმა, რომელიც მდინარეს („წყალს“) ხვრეპდა („აშრობდა“) (იმან) უთხრა:

-კაცი მე კი არა ის არის, რომელსაც დათა ჰქვია.

-აბა, მე ვარ დათა და უკან გამთმყეგი. გაჰყვა ის კაცი.

იარეს, იარეს, წინ შეხვღდთ ერთი კაცი, თორმეტი უღელი კამეჩი ჰყავდა შებმული და ხნავდა მიწას; ნახნავ მიწას ყლაპავდა და იძახდა: „ვაი, დედა, მოვკვდი, მშია!“ დათამ უთხრა:

-კაცი შენ ყოფილხარ, რაც („რომელი“) მიწა იყრება [ხვნისას], ყველას შენ ყლაპავ და იძახი: „მშია“.

მიწაყლაპია კაცმა უთხრა:

-კაცი მე კი არა ის არის, რომელსაც დათა პქვია.

-აბა, მე ვარ დათა, წამოდი ჩემთან.

ეს კაცი გაჰყვა უკან. იარეს, იარეს. ამ დროს შემოხვდათ ერთი კაცი, რომელსაც მიჰქონდა ცა, მიწა, ქვა, ხე და მაინც მიბღაოდა: „ვერ დავიტვირთეო“, დათამ უთხრა:

-კაცი შეხ ყოფილხარ: ყველაფერი ერთად მიგაქვს და იძახი: „არაფერი არ მიმაქვს“.

-კაცი მე კი არა ის არის, რომელსაც დათა ჰქვია.

-აბა, დათა მე ვარ, წამოდი ჩემთან. [267]

ეს კაცი დაეთანხმა. იარეს, იარეს და გზის პირას ნახეს ყურივით პატარა კაცი. დათამ უთხრა:

-კაი გამარჯობა შენი! აქ რას აკეთებ?

ამ კაცმა მოახსენა:

-ჭიანჭველებს ვმწყემსავდი და [ეს] ოხერი, მხოლოდ ორი მაკლია ("არა მყავს“), არ ვიცი, სად („სადღაც“) წავიდნენ.

-კაცი შენ ყოფილხარ, ძმაო, ჭიანჭველებს რომ მწყემსავ.

-მე კი არა კაცი ის არის, დათას რომ უძახიან.

-აბა, დათა მე ვარ, წამოდი ჩემთან.

ეს კაცი დათას უკან გამოუდგა და იარეს, იარეს ამ დროს დაინახეს მუხლის სიგრძის კაცი, რომელიც კურდღლებს მწყემსავდა. დათამ უთხრა:

—კაცი შენ ყოფილხარ, კურდღლებს რომ მწყემსავ.

-ვაი! მე კი არა კაცი დათა არის.

-აბა, მე ვარ დათა, წამოდი აქით.

ეს კაცი დაეთანხმა. იარეს და იარეს, ნახეს დევი.

-გამარჯობა! — გაგიმარჯოს!

-სად მიდიხართ? — უთხრა დევმა.

-სად მივდივარ-და, თორმეტი ძმა ვართ და გვინდა, ცოლი ვითხოვოთ, თორმეტი და-ქალი. დევმა უთხრა:

-ექვსი ქალიშვილი მყავს და სხვას აწი გავაჩენ („გავაკეთებ“), დამიცადეთ მანამდე („იმდენ ხანს“).

დათამ უარი მოახსენა. იარეს, იარეს, მივიდნენ მეორე დევთან; იმანაც, როგორც წინა დევმა, ისე უთხრა:

-ცხრა მყავს, დამიცადეთ თორმეტის მოთავებამდე.

დათამ არ დაუცადა. იარეს, იარეს. ამ დროს შემოხვდათ მესამე დევი.

დათამ ჰკითხა დევს:

-რამდენი ქალიშვილი გყავსო? დევმა უთხრა:

-თორმეტი. — დათამ უთხრა დევს:

-ჩვენ ვართ თორმეტი ძმა და გვინდა, ვითხოვოთ ცოლად თორმეტი და; მე ვარ დათა

დევმა წაიყვანა ეს თორმეტი ძმა თავის სახლში და გამართა ლხინი. ამ დროს დაიწყეს დანაძლევება. ნაძლევი შედგებოდა იმისგან, რომ, თუ დევი აჯობებდა, ქალიშვილებს არ მისცემდა; დათა და მისი ძმები თუ აჯობებდნენ, [დევს] ქალიშვილები უნდა მიეცა. პირველად დანაძლევდნენ, ვინ მეტ ღვინოს დალევდა. დევმა მოიტანა ერთი დიდი უშველებელი გუდა ღვინო. დათასთან იყვნენ ისინიც („ის ხალხი“), რომლებიც („ვინებიც“)

გზაზე შემოხვდათ. წყალყლაპია კაცმა აიღო გუდა ღვინო და გადაყლაპა ერთიანად, დაიწყო ღრიალი: „მომიტანეთ ღვინო, მწყურია“. დევს არაფერი არ გამოუვიდა. ამნაირად აჯობა დათამ დევს. ·

დევი მეორედ დაენაძლევა მიზანში სროლაზე. დადგეს შორს (+ადგილზე) სამიზნე და დაიწყეს ისრის სროლა, მაგრამ დევის მხრიდან ვერავინ [269] შეძლო ისრის მოხვედრა სამიზნისათვის. რა არ სცადეს. დათას მხრიდან რომელმაც ისარი ზევით ცაზე ატყორცნა და ხის ქვეშ რომ იდგა, იმან აიღო მშვილდი და ისარი, ესროლა სამიზნეს და მოახვედრა. აჯობეს დევს და მის ამხანაგებს.

მესამეჯერ დანაძლევდნენ ხორცის ჭამაზე. დევგმა დაკლა ღორები, მოხარშა და სუფრაზე ("ტაბაკზე“) დააწყო. დათას მომყოლმა, რომელიც მიწას ხნავდა თორმეტი უღელი კამეჩით და მონახნავ მიწას ყლაპავდა, ერთიანად

გადაყლაპა ხორცი. დაიწყო ღრიალი: „მოვკვდი შიმშილით“. დევმა მიაყარა („დაუშინა") ხორცები, მაგრამ მაინც არაფერი ეშველა. დევი არ დანებდა ("არ დაყაბულდა”) და კიდევ დაენაძლევა მეოთხეჯერ.

მეოთხედ სირბილზე დანაძლევდნენ და მორბენალი გამოიყვანეს თავთავის მხრიდან, დათამ -კურდღლის მწყემსი, და გააქციეს მორბენალები. კურდღლის მწყემსმა შუა გზაზე ჩამოიტოვა თავისი ტოლი ("თაბუნი“) მორბენალი.

მეხუთედ, აურიეს ერთმანეთში ქერისა და ჭვავის მარცვლები ("კაკალი“). დანაძლევდნენ მარცვლების გამორჩევაზე. ქერის მარცვალი ცალკე და ჭვავისა ცალკე. ჭიანჭველის მწყემსმა კაცმა ერთ წუთს გადაარჩია ცალ-ცალკე.

მეტი ვერაფერი მოუხერხა დევმა, მერმე ტვირთის („ასაღების“) აწევაზე დანაძლევდნენ. დათას მხრიდან გამოვიდა ის კაცი, რომელსაც ცა, დედამიწა, ქვა და ხე რომ მიჰქონდა. აიღო დევის სახლ-კარი და წაღება დაუწყო.

დევმა უთხრა:

-ამგვარ საქმეს ნუ მიზამ და ჩემი ქალიშვილები მიმიცია თქვენთვის საცოლედო.

დათა დაეთანხმა, ეს უნდოდა იმასაც, წამოიყვანა თორმეტივე და და თითო-თითო დაისვეს ცოლად ძმებმა.


License
CC BY
Link to license

Citation Suggestion for this Edition
TextGrid Repository (2025). Danelia, Korneli. 25. თორმეტი ძმის ზღაპარი. Kaukasische Folklore. https://hdl.handle.net/21.11113/4bg72.0