17. ხელმწიფის უმცროსი გაჟიშვილის, თევზის, ირემის, ორბის და მელას ზღაპარი

ერთი ხელმწიფე ყოფილა და ამ ხელმწიფეს სამი ვაჟიშვილი ჰყოლია. ერთხელ („ერთ დროს“) ეს ხელმწიფე ავად გახდა და ორივე თვალი დაევსო („დაუბრმავდა“). გააგზავნა თავისი შვილები ექიმთან („მეწამლესთან“) და

ყველა ექიმმა გადაწყვიტა: „ერთგვარი თევზი არისო და თუ იმას დაიჭერ, მორჩებიო“. ამ თევზის სახე დაუხატეს და დაუტოვეს. [229]

უბრძანა ხელმწიფემ უფროს შვილს და გაგზავნა ზღვაზე თევზის საჭერად, მაგრამ ასი კაცი თავისი ბადით ერთად დაიღუპა ზღვაში, თუმცა ("მაგრამ") ვერაფერი ნახეს იმის სახისა. სახლში მოვიდა და მამას უთხრა: „ვერაფერი ვიპოვეთო“. ხელმწიფეს ეწყინა, მაგრამ რას იზამდა? მერმე წავიდა შუათანა შვილი და წაიყვანა ასი ბადიანი კაცი ამანაც, მაგრამ მასაც ყველა დაეღუპა და ვერაფერი დაიჭირა. მერმე წავიდა უმცროსი, მაგრამ ამან ხერხი იხმარა: ასი ფუთი ფქვილი წაიღო და ერთი კაცი გაიყოლა. ზღვასთან რომ მივიდა, ყოველ დღე ყრიდა („ჩაყარა“) კიდეებზე ფქვილს, სანამდის ეყოფოდა. შემდეგ, რომ გაუთავდა, გაჩერდა. მაგრამ ამის ჩანაყარი ფქვილით თევზები ძალიან დასუქდნენ და თქვეს: "ამ ბიჭს პატივი ვსცეთო, რადგან ჩვენ გაგვასუქაო“. და რომ ისროლა ბიჭმა ბადე, მაშინვე ამოჰყვა იმ სახის თევზი. ეს თევზი ბიჭმა კალთაში ჩაისვა (,მიიბა“) და წამოვიდა. გზაზე ცოტა რომ დაშორდა თავის თანამგზავრს, რაღაც ხმა მოესმა: „ვაიმე („ჰაატ“), ბიჭო, მოვკვდიო“! მაგრამ რომ გაიხედა, ვერაფერი ნახა და არაფერი თქვა. კიდევ რომ გავიდა ხანი, გაიგონა: „ვაიმე, ბიჭო, მოვკვდიო!” ახლა უფრო მეტად გაიხედ-გამოიხედა, მაგრამ რომ ვერაფერი ნახა, კალთაში ჩაიხედა, თევზს პირი გაუღია და სულს რომ ღაფავს, დაინახა.

უთხრა ბიჭმა:

–რა გინდაო?

ამ თევზმაც დაუძახა:

— შენთვის სჯობსო, მე გამიშვაო, ერთ დღეს გამოგადგებიო („შენთვის კარგი ვიქნებიო").

ასწია ამ ბიჭმა და წყალში გადაუშვა („ჩააჯინა“) და თანამგზავრს უთხრა: „შენ იციო, თუ არ გამცემო“. და წამოვიდა სახლში და მამას უთხრა: "ვერაფერი ვიშოვეო“.

არის [ასე], გავიდა დრო-ხანი; ერთ დღეს ამ [თავის] ამხანაგთან ამ ბიჭს ჩხუბი მოუვიდა. ეს ამხანაგი მაშინვე გაიქცა და ხელმწიფეს ყველაფერი უთხრა, თუ როგორ უღალატა მისმა შვილმა. ეს ხელმწიფემ როგორც

კი შეიტყო ბრძანა მაშინვე, რომ: „წაიყვანეთო და მოკალითო“.

წაიყვანეს მაშინვე და, რომ კლავდნენ, ბიჭი შეეხვეწა: „რომ მომკლათ, რა გაგიკეთდებათო? თქვენთვისაც მადლია, ისე გამიშვითო, სხვა ქვეყანაში გადავიკარგებიო“. ·

შეებრალათ ამ მკვლელებს და გაუშვეს. მადლობა უთხრა ამათ და იარა, იარა, იარა და იარა, მაგრამ კაცს რომ არ უვლია, იმდენი იარა. ერთ დიდ ტყემდე მიაღწია. ამ ტყეში რომ მიდის, დაინახა, ერთი ირემი რომ ძლივს

(„გაჭირვებით“) გარბის. გაჩერდა ცოტა ხანს და უყურა, ირემი ამ ბიჭთან მოვიდა და თავქვე დაეცა. უთხრა ბიჭმა:

-რა გჭირსო?

-რა მიჭირს და ხელმწიფის შვილი მომსდევსო და შენ იციო, თუ დამიცავო.

ამ ბიჭმა თან გაიყოლია და, რომ წამოვიდა, შეხვდა ამ მონადირეს.

მონადირემ ჰკითხა: [231]

-ეს ირემი სად მიგყავსო?

ამან მოახსენა:

—ხელმწიფემ უძღვნაო სხვა ხელმწიფეს და იქ მიმყავსო.

ამ ბიჭმა გადაარჩინა სიკვდილისგან ეს ირემი და ირემმა უთხრა: „ერთ დღეს მეც გიშველიო („გიხსნიო“).

მოუსვა ამ ბიჭმა და იარა, კვლავ იარა და იარა, მაგრამ რა იარა, ბატონო, ვერც სამი დღის [ზღაპრულ] ცხენს უვლია იმდენი და, რომ მოიხედა ბიჭმა, ერთი შეწრიალებული („გამწარებული“) ორბი დააფრინდა ამ ბიჭს

მხარზე და უთხრა: „შენ იციო, ბიჭო, თუ დამიცავო”.

ამ ბიჭმა ესეც დაიცვა მისი მდევრისაგან და უთხრა ორბმა: „ერთ დღეს მეც გიშველიო“.

წავიდა ბიჭი ისევ თავის გზაზე; იარა ამ ტყეში, იარა, იარა, იარა, რაც არ შეეძლო, იმდენიც იარა, ერთი კვირა, ორი, თხუთმეტი დღე, წელიწადი და სამი თვე მიდიოდა, ამ დროს გაიგონა რაღაც უსაშველო ხმაურობა: იჭექა და იელვა და დაიგრგგინა და („მაგრამ“) ამ ტყეს რაღაც გლეჯს („აქცევს“) და გამოჩნდა დიდი, უშველებელი ტურა-მელა, მორბის ბიჭისკენ: „თუ დამიცავო,შენ იციო; ხელმწიფის შვილი თავისი ჯარით მომსდევსო“.

ამ ბიჭმა ეს [ეც] დაიცვა, როგორც სხვა, ისე, და ბოლოს უთხრა მელამ:

„მეცო ერთ დღეს გიშგელიო“.

წავიდა ეს ბიჭი და, რომ გაიარა ეს ტყე, ერთი ქალაქი დაინახა, ამ ქალაქში ერთი ბროლის კოშკი დაინახა და, ეზოში რომ ჩაიხედა, ბევრი მკვდარი და ზოგი მომაკვდავი ბიჭები (!) დაინახა. იკითხა:

—ეს რა ამბავიაო? — უთხრეს:

—აქაურ ხელმწიფეს ერთი მზეთუნახავი ჰყავსო და მან ბრძანება გამოსცაო: „ვინც მე დამემალებაო, მას ცოლად გავვებიო“. მაგრამ მას კაცი ვერ დაემალება და ესაა, ყველა რომ დაწყვიტაო, ვინც ვერ დაემალება, ის

მისი კოშკიდან უნდა გააგდონო.

ბიჭმა ეს რომ მოისმინა („გაიგონა“), მაშინვე მოუსვა და ავიდა, შევიდა ქალიშვილთან; ერთმანეთს თავი დაუკრეს, ქალიშგილმა უთხრა:

—რისთვის მობრძანებულხარო?

ბიჭმა მოახსენა:

—რისთვისაც სხვა მოგიდა, მეც მისთვის მოვედიო.

ეჰე! — დაუძახა მაშინვე ვეზირებს და პირობა დადეს („დაწერეს"), როგორც ჩვეულება იყო.

გამოვიდა ბიჭი და წამოვიდა ზღვის პირად და დაჯდა ძლიერ მოწყენილი რომ ფიქრობს, რაღაცამ დგაფუნი მოადინა წყალში და გადაყლაპა, წაიყვანა წითელ ზღვაში და კიდის ღრმულში (ჯილეში) შევიდა ყველაფრიანად. იმ ღამეს იქ იყო; მეორე დღეს ადგა ქალიშვილი და გამოიღო თავისი სარკე და დახედა, მაგრამ ცაში ვერაფერი ნახა, მიწას რომ დახედა, ვერაფერი ნახა, ზღვას რომ დახედა, ქე არ დაინახა, რომ თევზს მუცელში

ჰყავს და კიდის ღრმულში ზის. კარგი; რომ გავიდა ცოტა ხანი, ამ თევზმა, [233] ისევ, სადაც იჯდა [ბიჭი], იქ დასვა. წამოვიდა ეს ბიჭი ძალიან გახარებული („ქეიფიანი“) და მოვიდა ქალიშვილთან. უთხრა ქალიშვილმა:

–რა ქენიო დაიმალეო?

-კიო, დავიმალეო

მაგრამ ქალიშვილმა აუხსნა დაწვრილებით როგორ და სად იყო, ბოლოს ქალიშვილმა უთხრა:

–დღევანდელი დდღე მიპატიებია, რადგან ასე მოხერხებულად დამემალეო („ასეთი მოიხერხეო“).

წავიდა ეს ბიჭი ისევ და ერთ მინდორზე რომ ჩამოჯდა, დაეცა რაღაცა ამ ბიჭს და ჰაერში აიტაცა, წაიყვანა და ცას მიაჯინა და თვითონ ფრთა მიაფარა. მეორე დილას რომ ადგა ქალიშვილი, დახედა სარკეს, გახვდა მთას და ბარს („მიწას“), მაგრამ ვერ ნახა, დახედა ზღვას, მაგრამ ვერ ნახა, ცას რომ ახედა, ნახა, რომ ორბს ჰყავდა [დამალული]. წამოიყვანა ამ ორბმა და ძირს დასვა, ამ ბიჭს ძალიან გაუხარდა, „ვერ მნახავდაო“ და, რომ მოვიდა ქალიშვილთან, ქალიშვილმა ყველაფერი უთხრა ახლა მთლად მოკვდა ბიჭი ჯავრით, მაგრამ ამ ქალიშვილსაც უკვირდა ამისი დამალვა და უთხრა: „დღესაც მიპატიებიაო“.

წავიდა ეს ბიჭი და, მინდორში რომ დადის, მოვიდა ირემი და უთხრა: „დამაჯექიო“. დაიჯინა და წაიყვანა: ატარა, ატარა და, რაც მთა იყო, ყველა გადაატარა და იქ, ბუნაგში („სამალავში“) შეიყვანა. დილას რომ ადგა

ქალიშგილი, ესეც დაინახა, რა თქმა უნდა, რომ მოვიდა ბიჭი, ქალიშვილმა უთხრა:

—ბიჭო, შენ კარგი ("ძალია“) ნათვსავები (“მოკეთეები“) გყოლიაო, მაგრამ მაინც ვერ შეძელი ჩემგან დამალვაო და დღესაც გაპატიებო.

წავიდა ბიჭი დაღონებული, იმედი არა აქვს აწი თავის თავისა. მინდორზე რომ წამოჯდა, შეიქნა მიწისძვრა ("ვეყნის რყევა“)წ: ქალაქი შეირყა, იელვა, იგრგვინა და რომ იჭექა, გამოხტა ეს მისი მოკეთე დიდი, უშველებელი ტურა-მელა და უთხრა:

—ჰაიტ, ბიჭო, ნუ შეგეშინდებაო!

მოიხმარა ტურა-მელამ თავისი მოხერხება და დაიწყო მიწის თხრა: თხარა, თხარა, თხარა და, სადაც ქალიშვილის სამყოფელი („საჯდომი“) იყო, იქამდე გათხარა და უთხრა ბიჭს:

— აქ იყავიო, ის ცას ახედავს, მთას გახედავსო და ზღვას დახედავსო და რომ ვერ გნახავსო, სარკეს გატეხავსო და შენ რომ გაიგონებო, აარტყიო თავი ზევით მიწას და შენც ამოდიო.

რა თქმა უნდა ბიჭხ გაუხარდა. რომ ადგა დილას ქალიშვილი რომ დახედა ზღვას, ვერ ნახა; რომ გახედა მთას, ვერ ნახა, ცას რომ შეხედა ვერ ნახა და ეს სარკე გატეხა. ამ დროს ბიჭმა აარტყა თავი[მიწას], ამოვიდა და

თავი დაუკრა; უთხრა: „შენ ჩემი ხარ მე შენიო“. დაუძახეს ვგეზირებს, ხელმწიფეს შეატყობინეს და შეიქმნა ერთი ლხინი-ნადიმი. [235]


Lizenz
CC BY
Link zur Lizenz

Zitationsvorschlag für diese Edition
TextGrid Repository (2025). Danelia, Korneli. 17. ხელმწიფის უმცროსი გაჟიშვილის, თევზის, ირემის, ორბის და მელას ზღაპარი. Kaukasische Folklore. https://hdl.handle.net/21.11113/4bg1j.0