7. და და ძმის ზლაპარი

Metadaten aus
teiHeader

იყვნენ ორი და და ძმა. [ძმა] ნადირობდა და ამით არჩენდა დას. ასე რომ ცხოვრობენ, ერთ საღამოს შორიდან ჭრაქის სინათლე რომ ჩანს, ამას მოჰკრეს თვალი. დამ სთხოვა თავის ძმას: —წამიყვანეო იქ, სადაც ის სინათლე ჩანსო („იხედებაო“). დაჰყვა ძმა დის [სურვილს]: აიყარნენ და წავიდნენ. დის სახელი არ იცის ზღაპარმა და ძმას კი ლევანი ერქვა. რომ მიდიან გზაზე, ერთი კაცი შემოხვდათ, ლეკვი რომ მიჰყავს, ისეთი. —გამარჯობა, ძმაო შენი!--უთხრა ლევანმა. —ღმერთმა გაგიმარჯოსო, —უთხრა იმ კაცმა.

—მომყიდე ეს შენი ლეკვიო,-უთხრა ლევანმა. –ძალიან კარგი, მოგყიდიო,–უთხრა იმ კაცმა და მიჰყიდა ლევანს თავისი ლეკვი ცხრა თუმნად.

წაიყვანეს ლეკვი და წავიდნენ ლევანი და მისი და თავიანთ გზაზე. შემოხვდათ გზაზე მეორე კაცი, რომელსაც ქორი უზის ხელზე და აქით რომ მოდის. გამარჯობა, გაგიმარჯოს,—უთხრეს ერთმანეთს. –აბაო, ეს შენი

ქორი მე მომყიდეო,-უთხრა ლევანმა.-ძალიან კარგიო,–თქვა ქორის პატრონმა და მიჰყიდა ლევანს ქორი ცხრა თუმნად.

მიდიან დღეს, ხვალ, ზეგ და მიადგნენ ერთ დიდ სახლს („ოჯახს“), საიდანაც სინათლე მოჩანდა. რომ მივიდნენ ეზოს ახლოს ნახეს, რომ ამ ეზოს ირგვლივ ქვის ზღუდე ავლია. ეს ქვის გალავანი ისეთი სქელია, რომ ორი საჟენი აქვს („ჰქონია“) სიგანე. ყველა კარი დაკეტილი იყო და არსაიდან შეისვლებოდა. დამ უთხრა ძმას:

—მოუქნიე („მიარტყი“), ჩემო ძმაო, მკლავი და დაარღვიე ეს გალავანიო.

ლევანმა ჰკრა მართლა („დასტურ“) ხელი („მკლავი“) და დაარღვია გალავანი. შევიდნენ შიგნით და რომ შეხედეს,—სახლი არის რამდენიმე ოთახიანი („თვალიანი“). ლევანი შევიდა შიგნით და ყველა ოთახი დაიარა,

მაგრამ კაცი ვერც ერთში ვერ ნახა, ყველა ცარიელი დახვდა. დაიარა ყველა ოთახი ერთის მეტი. ამ ერთ ოთახში თავისი და დააბინავა, კლიტეები მას ჩააბარა და უთხრა: –შენ აქ უნდა იყვე ჩემს მოსვლამდეო, სადმე არ გადახვიდეო.

ის ჩავიდა ძირს და შევიდა სახლის ქვემო გვირაბში. რომ გაიხედა,ერთი დევი შემოხვდა, ერთს მეორე მოჰყვა, მეორეს-მესამე და გამომწკრივდა თორმეტი დევი. ცოტა წინ წაიწია და დიდი ქვაბით რომ ხორცი იხარშება („ჰკიდია“), დაინახა; ქვევით დიდი ცეცხლი უნთიაით. შეიბნენ ეს ბიჭი და დევები. ბიჭმა აჯობა ყველას და თავები მოჰკვეთა. გაიარა-გამოიარა და რომ გამოვიდა აქით, ქორი და ლეკვი გაიყოლია და წავიდა სანადიროდ. ადრე დას მოეხასიათა ოთახების დავლა ("ნახვა“), დაიარა ყველა და გარეთ რომ გამოვიდა, რაღაც რომ კვნრსის, გაიგონა. რომ ჩამოვიდა, დაინახა, მკვდარი დევები რომ ჰყრია გვერდი-გვერდ, თერთმეტი, და მეთორმეტეს ცოტა სული უდგას. იმიტომ რომ ამ მეთორმეტეს თავი მთლად მოკვეთილი

(„გაგდებული“) და ტანს დაშორებული არ ჰქონია. გოგო მივიდა ახლოს და ჰკითხა:

—რა მოგარჩენსო შე. დევმა უთხრა:

-აქ, ქვევით, კამკამა ("კამკამასავით“) წყალი რომ გამოდის, ის დოქით მოიტანე და, როგორც კი კისერზე გადამასხამ, იმ წამსვე კარგად შევიქნებიო.

წავიდა გოგო და, როგორც დევმა უთხრა ისე, მოიტანა დოქით წყალი. მივიდა ახლოს და რომ გადაასხა კისერზე, დევი გაცოცხლდა („გამრთელდა“) და ზევით წამოდგა. ამ დევმა და ამ გოგომ ერთმანეთი შეიყვარეს. რა დროსაც ლევანი მოვიდოდა, გოგო დევს დამალავდა. ლევახი რომ სანადიროდ წაგიდოდა, მერმე („მას უკან“) დევს გამოიყვანდა ეს გოგო და იყვნენ ერთად.

ერთხელ დევმა უთხრა გოგოს:

—ლევანმა მე რომ დამინახოს, მომკლავსო, რა დღეს და რა ხვალეო; მოდი, ვუღალატოთ ლევანს და ისე მოვკლათო.

-როგორ მოვკლათო?—უთხრა გოგომ. —შენ „კარგად იციო, ის რა ძლიერი (მაგარი) კაციაო, და აბა, რა უნდა მოვუხერხოთო.

—როგორაო და, მე რომ გასწავლი, ისეო,–უთხრა დევმა.

—ამა და ამ მთაზე ერთი დიდი ტახი ცხოვრობს, რომელსაც ეშვი აქვს ორმოცდაათი საჟენის სიგრძისა და ოცდაათი საჟენის სიგანისა. შენ ავადმყოფობა მოიგონე და, ლევანმა რომ გკითხოს, უთხარი, რომ: ამა და ამ

ტახის ჯაგარს თუ მომიტან, თუ არა ჩემი მშველელი ცასა და დედამიწის შუა სხვა არაფერიაო. როგორც კი ლევანი მივა იმ ტახთან, ის ლევანს დაგლეჯს და ჩვენ გემოზე ვიცხოვრებთო („ვიქნებითო“).

წავიდა დევი და დაიმალა.

რომ მოვიდა ლევანი [და] დას შეხედა, ლოგინად წევს ავადმყოფი ეწყინა ძმას დის ავადმყოფობა.

—რა მოგარჩენს, დაიკოო, —ჰკითხა ლევანმა.

—ამა და ამ მთაზე ერთი დიდი ტახი ცხოვრობს, რომელსაც ორმოცდაათი საჟენი სიგრძის ეშვი აქვს. რა მოგატანინებს, თორემ იმის ჯაგარს რომ მომიტანდე, თავზე დავიდებ და მაშინვე მოვრჩებიო,—უთხრა დამ.

ლევანი გამოვიდა მაშინვე. გაიყოლია თავისი ქორი და ლეკვი, გაუდგა გზას. რომ მიდიან, მიდიან, ლეკვმა უთხრა ქორს:

–ქორო, რომ უშნოდ წაგგრძელებია ნისკარტი, ვერ ჰხედავ, რა გაჭირვება ადგას. ლევანს? ტყუილად მისცა შენი გულისთვის ლევანმა ცხრა თუმანი? უშველე რამეო!

–მე რა უნდა მოვეხმაროო,–თქვა ქორმა. ლეკვმა უთხრა:

—წადი და ტახს კისერზე დააფრინდი; კისერზე როგორც კი დააფრინდები, ყურში ჩასჩურჩულე: ლევანი მოდის შენს დასაძმობილებლად და აბა, შენ იცი, ჩემო ტახო,–უთხარიო. თუ არ დაგიჯერა შენო, მეც მივალ

და მეც კიდევ ვეტყვიო. ის მაშინვე მთლად არ დაიჯერებსო, მაგრამ, ლევან, შენ ისეთი დაჰყვირე, რომ ტახს წელი მოსწყდეს („ზურგი გაუსქდეს“), და ასეთნაირად თუ დავმეგობრდით, თორემ სხვა მხრივ ჩვენი

საშველი არ არისო, თქვა ლეკვმა.

გადაწყვიტეს („დააწყვეს“) ასე და წავიდნენ მთაში. იარეს და მიაღწიეს ტახის სამყოფელოს. ეს ორი გაჩერდა და ქორი წავიდა და დააფრინდა ტახს კისერზე, ყურში ჩასჩურჩულა, რომ ლევანი მოდის შენს დასაძმობილებლადო. ტახმა რომ ეს არ დაიჯერა, წავიდა და ლეკვმაც ასე უთხრა. არც ახლა რომ სჯეროდა მთლად, ამ დროს ლევანმა ისეთი დაიყვირა („დაიკიჟინა“), რომ ცას ვარსკვლავი მოსწყდა. მაშინ ("ამ დროს“) ტახმა დაიჯერა. რომ ნახა ლევანი, გაუხარდა ძალიახნ.

—არ მიკვირდა,--თქვა ტახმა, -კაი ("ერთი“) ხანია, რომ დევები არ მაწუხებდნენ, თურმე ლევანს მოუსრავს. ლევანი გაზრდილა და მომსწრებია, აწი მე რა მიჭირსო.

—რაშია საქმე, ლევან, რა გაჭირვება გადგასო? -ჰკითხა ტახმა.

–ასე და ასეა ჩემი საქმეო, -უთხრა ლევანმა,-ერთი (კაკალი) დის მეტი არავინ მყავს („არაფერი არის ჩემთვის“) და ისიც დამიავადდა. შენი ჯაგარი თუ მივუტანე, მაშინვე მორჩება, თუ არა და, არაო.

—ჯაგარი კი არა, მე თვითონ წამოგყვები მთლადო, –უთხრა ტახმა. წამოვიდნენ ლევანი, ტახი და ლეკვი. მოვიდნენ სახლში. დევმა ესენი ერთად რომ ნახა, სიკვდილი გაათავა. ტახი გაჩერდა, გაჩერდა გარეთ და

ლევანი ჯაგრიანად შევიდა შინ, სადაც თავისი და იწვა, იქ თავთან დაუდო დას ჯაგარი და თვითონ ისინი წავიდნენ სანადიროდ. ნადირობიდან რომ დაბრუნდა ლევანი,–როგორა ხარ ახლა, დაიკოო, -ჰკითხა.

-როგორა და, უარესად ვარო, -უთხრა დამ·

—რა წამალი უნდა იყოს, ღმერთო მომკალი ("ძმა მკვდარი“), შენი მშველელიო („დამხმარეო“),—თქვა ბიჭმა. ·

–ამა და ამ ტყეში ცხოვრობს ერთი დიდი მგელი, იმის ბალანს ("თმას“) თუ მომიტან, მოვრჩებიო, –უთხრა გოგომ. ესეც დევს ესწავლებინა, თორემ გოგომ რა იცოდა.

გამოვიდა ბიჭი და ტახს უთხრა:—ასე და ასეა ჩემი საქმე და უნდა წავიდე იმ მგელთანო. ტახიც წაჰყვა და წავიდნენ. რომ მივიდნენ მგელთან ახლოს, როგორც ტახთან მოიქცნენ, ისე გააკეთეს ყველაფერი. ამ დროს,

როცა მგელი წამოვიდა ლევანის დასაძმობილებლად, ტახი რომ დგას, დაინახა. თურმე ეს ტახი და ეს მგელი ძმები ყოფილან; ეცნენ ·და გადაკოცნეს ერთმანეთი. ლევანსაც დაუძმობილდა მგელი და ჰკითხა: -რაშია საქმე, ხომ არ გიჭირს რამეო. ლევანმა უთხრა თაგისი გაჭირვება.-აბა მეც წაგყვებით და ერთად წავიდეთო? –თქვა მგელმა·—ძალიან კარგიო, –თქვეს მათ („ყველამ“) და წამოვიდნენ სახლში. შემოვიდნენ ეზოში და დევს მთლად მოუკვდა გული, „მაინც არ ყოფილა ამის საშველიო“. გოგოს უთხრა:

-ახლა თუ მოგიკითხოს, მგლის ბალანით რომ არ მორჩებიო, დათვზე მიასწავლე, ცხრა დღის სავალზე რომ მთაში ცხოვრობს („დგას“), იმაზეო.

წავიდა და დაიმალა დევი, ბიჭმა მოიტანა მგლის ბალანი და გოგოს თავთთნ დაუდო. გამობრუნდა და წაიყოლია· ყველა სანადიროდ. იარეს ბევრი, ინადირეს და სახლში რომ მოვიდნენ, გოგო უარესად გამხდარა.

—რა ღმრთის წყრომაა, როგორ ვერ შევძელი მიგნება მე ამის წამლისო, —თქვა ბიჭმა.

-ახლა კი ვიცი, რა მომარჩენსო, მაგრამ შორს არის და მეშინია, -უთხრა გოგომ. ვითომ არ უნდოდა გოგოს თქმა, მაგრამ ბიჭმა ათქმევინა. —„ცხრა დღის სავალზე მთაში ერთი დათვი ცხოვრობს და იმისი ბალანი

უთუოდ მომარჩენსო“, —თქვა გოგომ. გამოვიდა ბიჭი და უთხრა თავისი გაჭირვება ტახს და მგვლს.

—წამოგყვებით ჩვენცო,–უთხრეს მათ და წაგიდნენ ყველანი ერთად. მიდიან, მიდიან და მეცხრე დღეს მივიდნენ დათვთან. დათვთანაც ისე ქნეს, როგორც ტახსა და მგელთან. როგორც კი ტახი და მგელი დაინახა დათვმა, გაიხარა, რადგან ესენი მისი ძმები ყოფილან. დათვიც დაუძმობილდა ლევანს და მერმე უთხრა: -რაშია შენი საქმე, რა გიჭირსო.

–ასე და ასეაო ჩემი გაჭირვება და ერთი შენი ბალანი უნდა ამოიძრო და ცოტა მომცეთო.

—მე წაგყვები თვითონ დაერთად წავიდეთო,—თქვა დათვმა.

გაჰყვნენ ყველანი ერთმანეთს და მივიდნენ ბიჭის სახლში. გაჩერდნენ ესენი სახლის წინ და ბიჭი შევიდა თავის დასთან. ამოიღო დათვის ბალანი და სასთუმალთან დაუდო. გამოვიდა ბიჭი და წავიდნენ სანადიროდ. მერმე („მას უკან“) დევი გამოვიდა გოგოსთან და უთხრა, რომ:-–ერთი ფუთი საპონი მოატანინე შენს ძმასო და „თავი დაიბანე, ძმაო“, - უთხარიო. როცა თავს გაიქაფავსო, თვალებზეც წაასმევინე საპონიო, და როცა თვალებს დასწვავს, მაშინვე დაჭუტავს ის თვალებსო. მაშინ მე გამოვხტები ოთახიდან, უცებ კისერს მოვუქცევ და მოვსტეხო; მერმე ვიცხოვროთ ჩვენ კარგად და ლამაზად, არავინ იქნება ჩვენი უფროსიო.

—ძალიან კარგიო, -უთხრა გოგომ.

მეორე დღეს რომ მოვიდა ბიჭი, გოგომ მოატანინა ერთი ფუთი საპონი და წაასმევინა [თავზე], როგორც დევმა ასწავლა, ისე. როცა ბიჭმა თვალები მოჭუტა, გამოვიდა დევი, მოუქცია კისერი და მოსტეხა. კისერმოტეხილი ბიჭი გარეთ გააგდეს. როგორც ეს დაინახეს, დაიწყო ყველამ ტირილი, მგელი ზლუქუნებს, ტირიან ღორი, ქორი, ლეკვი და დათვი. ბოლოს ლეკვმა უთხრა ქორს:

-როგორ უშნოდ წაგგრძელებია ნისკარტი, შენი გულისთვის ტყუილად გადაიხადა ლევანმა ცხრა თუმანი, ქვეყანაზე შენ დაფრინავ აქეთ-იქით და მკვდრის გამაცოცხლებელი („მომარჩენელი“) წამალი შენ არ

უნდა იცოდეო?

ქორმა იფიქრა იფიქრა და თქვა:

—კი, ვიცი ნამდვილად მკვდრის გამაცოცხლებელი („განმრთელებეი") წამალიო. აქ, ახლოს, ერთი წყარო ("წყალი") მირაკრაკებს, ის [წყალი] მოვიტანოთ, გადავასხათ ლევანს და მაშინვე გაცოცხლდებაო

(„გამრთელდებაო“).

წავიდა ლეკვი და დოქი გამოაგორა, ტახს ეშვზე ჩამოკიდეს და წავიდნენ წყაროსკენ. ამოიღეს („ამოასხეს“) წყალი, მოიტანეს და გადაასხეს ლევანს. როგორც კი გადაასხეს და, გაცოცხლდა ლევანი შევარდა სახლში

და მოკლა დევი. დას უთხრა:

—შენ ჩემი მოღალატე ყოფილხარ, მაგრამ მე არ მოგკლავ შენო. მისცა ორი ცარიელი საინი და უთხრა:

—მე ერთი წლით გამოგეთხოვები შენ და ამ ორ საინს დაგიტოვებ. ერთ საინზე ჩემთვის ღვარე ცრემლი და მეორეზე—დევისათვისო. ერთი წლის შემდეგ რომ მოვალ, ჩემს საინზე თუ მეტი ცრემლი დავინახე, წაგიყოლებო დად, თუ არა და, არაო.

გამოვიდა ბიჭი და გაჰყვა უკან ყველა. იარეს, იარეს და ერთ ზღვისპირა ქალაქში მივიდნენ. ქალაქი ყოფილა მართლა ძალიან დიდი. რომ შევიდნენ შიგ, [ნახეს], ზღვის პირას ბოძია დასობილი და ბოძზე მიბმულია ერთი ქალიშვილი. ახლოს რომ მივიდნენ, ეს ქალიშვილი სულ ტირის. ლევანმა უთხრა:

-რა გატირებს შენო, ან რატომაა, რომ მიბმული ხარ ბოძზეო. გოგომ უთხრა:

-ვერ ხედავო, ქალაქი შავებშია გახვეულიო. ამ ზღვიდან გველეშაპი ამოდის ყოველ დღეს და ხელმწიფისათვის აქვს შეთვლილი, რომ თითო კაცი დაახვედროს ამ მიჩენილ ადგილასო. ხელმწიფემ რომ უარი უთხრას,

მთელ ქალაქს მოსპობს გველეშაპი, ისეთი დიდია ისო. ხელმწიფის ბრძანებით, თითო სახლიდან თითო კაცი გამოიყვანეს და ყველა გველეშაპმა გადაყლაპა. ახლა ესაა, მე მომიწია; მე ვარ ხელმწიფის ქალიშვილი.

მივიდა ლევანი, ახსნა გოგო, ამოთხარა მიწა და იქ ჩასვა.

ლეკვმა დააწყო საჩხუბრად („მოჩხუბრად“) თავისი ამხანაგები: ტახს უთხრა: –შენ ზღვის პირას გაჩერდიო, როგორც კი ახლოს მოვიდეს გველეშაპი, შენი ეშვი გაუყარე და ზევით ამოაგდეო.

დათვს უთხრა: -შენ მოსდევი შენი ტორი („თათი“) და მგელს წინ დაუგდეო.

—მგელო; შენ შენი მაგარი თავი დაარტყი და ლევანის წინ დაახეთქე.

-ლევან, შენ დაჰკარ შენი ხმალი და შუაზე გაჭერი გველეშაპი. როცა მოკვდება გველეშაპი, —ქორო, შენ დააფრინდი და რომ არ დატოვო, ისე შეჭამე მისი ხორციო,—უთხრა ლეკვმა. ყველას ჭკუაში დაუჯდა ლეკვის ნარჩევი სიტყვა და როგორც მან თქვა, ისე მოეწყვნენ („დაბარგდნენ“).

არ გასულა ბევრი ხანი და გველეშაპი მოცურავს ზღვით, წყალს მძლავრად მოარღვევს. ცოტა ახლოს მოიწია და დაიძახა გველეშაპმა: -რა და რა სულიერი კაცი ხარ, მე ხელმწიფემ რომ ბოძზე მიმიბა კაცი, იმისი ახსნა გაბედეო. ·

—რა კაცი ვარ და, მე ვარ ლევანიო, —მიაძახა ლევანმა.

-შენ თუ ხარ, უნდა განახო შენი თვალსეირიო, —უთხრა გველეშაპმა·

—თუ მანახვებ, მანახვეო, აბა შენ და აბა მეო,-თქვა ლევანმა.

გამოქანდა გველეშაპი გულმოსულად და როგორც კი კიდეს, მოუახლოვდა, მოსდო ტახმა ეშვი და ამოაგდო ზევით. რომ ამოაგდო, დათვს დაუვარდა წინ. დათვმა მოსდო ტორი („თათი“) და მგელს წინ დაუგდო, მგელმა ჰკრა თავი და ლევანის წინ მოადენინა ზღართანი. ლევანმა ჰკრა ყამა („ლეკური“) და შუაზე გააპო („გააგდებინა“ [სხეული]). ქორი დააფრინდა და რაც ხორცი ჰქონდა გველეშაპს, სულ შეჭამა. ისეთი („იმგვარი“) დიდი ყოფილიყო ეს გველეშაპი; რომ ერთი ორი საჟენი იქნებოდა, რაც ზღვის პირას ძვალი იყო დახორავებული. როცა („რომელ დროსაც“) გველეშაპი მოკლეს, ამ გოგომ გაიხარა და ლევანს უთხრა, ორმოდან („მიწიდან“) რომ ამოიყვანეს,—სახლში წამობრძანდითო.

წამოვიდნენ ყგელანი ერთად და მივიდნენ ხელმწიფის სახლში. რომ გაიგეს გველეშაპის მოკვლა, შეიქნა დიდი ამბავი. მთელი ქალაქის ხალხი, ყველანი გახარებული იყვნენ და ლევანს უმადლოდნენ. ხელმწიფემ ეს თავისი ქალიშვილი ცოლად მიათხოვა ლევანს. არის ლევანი ხელმწიფის სახლში და დადის სანადიროდ. ასე („ამნაირად“)გაიარა ერთმა წელმა.

ლევანმა უთხრა ტახს, დათვს, ლეკვს და ქორს:

-მოდი, წავიდეთ და ვინახულოთ ჩემი და, როგორაა და როგორ არაო.

—ძალიან კარგიო,–თქვეს და წავიდნენ. მივიდნენ და დაინახეს, დევისთვის რომ საინი დაუტოვა, ის დას პირამდე („თავამდე“) აევსო ცრემლით, [ხოლო] ლევანის საინზე სულაც ერთი წვეთი ცრემლი არ დაეღვარა.

ეწყინა ლევანს, მაგრამ მაინც შეეცოდა თავისი და და თან წაიყვანა ხელმწიფის სასახლეში. რომ არიან ხელმწიფის სასახლეში: ერთხელ დამ უთხრა ძმას: ·

-წამიყვანე და მანახვე, თუ ღმერთი გწამს, ამბობენ, შენ როძ გველვშაპი მოგიკლავს, იმისი ძვლები დახორავებულია ზღვის პირადო და ის მაჩვენეო.

—კარგიო,–უთხრა ძმამ.

წაიყვანა და ანახვა გველეშაპის ძვლები. გოგო მივიდა, გახედა აქეთ, იქით. მერმე მივიდა და ერთი პატარა ძვალი მოსტეხა. ჩაიდო ეს მონატვხი ძვალი ჯიბეში გოგომ და მობრუნდნენ სახლში.

თურმე ერთ ძვალს ვინც თავქვეშ ამოიდებდა („ამოიდებს“), ყველა მოკვდებოდა თურმე ("მონაკვდავა“).

შეკერა გოგომ ბალიში, შიგნით ეს ძვალი ჩადო და ლევანს მიუტანა საჩუქრად. ლევანმა როგორც კი თავი დადო ამ ბალიშზე და, მაშინვე სული განუტევა, რომ გაიგო ქვეყანამ ასეთი კარგი კაცის სიკვდილი, შეიყარნენ ყველანი („ყველა კაცი“). ვეზირებმა იმსჯელეს ბევრი: -რა ვუყოთ ამგვარი კაცის სხეულსო.

ერთმა თქვა:-ხეზე ჩამოვკიდოთო ("დავდოთო“), მეორემ:--მიწაში დავმარხოთო, მესამემ:—ეკლესიაში დავასვენოთ („შევდგათო“)... მაგრამ ლეკვმა არც ერთს არ დაუჯერა და თქვა: —კუბოში ჩავასვენოთ, ნავში ჩავდგათ და ზღვაზე იცურაოსო.

დაიჯერა ეს ყველამ. გამოაწყვეს ნავი, კუბო, ჩაასვენეს მკვდარი და გაუშვეს ზღვაში, დაცურავს ზღვაში ნავი ქვეყნის ირგვლივ. წელიწადში ერთხელ ამ ქალაქს მოადგებოდა ხოლმე. წავიდნენ ლეკვი, ტახი, მგელი,

ქორი და მოიტანეს მაცოცხლებელი („მომარჩენელი“) წყალი, ამოიღეს ნავი, გახსნეს კუბო და რომ გადაასხეს ლევანს წყალი, გაცოცხლდა („გამრთელდა“) ლევანი.

მოვიდნენ ხელმწიფის სახლში და ყველა გახარებულია, ლევანი რომ ცოცხალი ნახეს. გაიგეს, რომ დის მოწყობილი იყო ლევანის სიკვდილი. დასხდნენ ვეზირები [სათათბიროდ]. ერთმა ჩამოხრჩობა გადაუწყვიტა,

მეორემ–—ტყვიით დახვრეტა. ლეკვმა ეს არ დაიჯერა. ლეკვმა თქვა:

—ბუხარში ჩავაშენოთო, ქვევით ცეხლი დავუნთოთ და მისი კვამლით დავახრჩოთო.

ასეც ქნეს: ააშენეს ბუხარი, გოგო ზევით ჩააშენეს ისე, რთმ სადმე ვერ გაქცეულიყო; ქვევით ცეცხლი შეუნთეს და დაახვრჩეს.

ლევანი, ტახი, მგელი, დათვი, ლეკვი და ქორი ხელმწიფის სახლში

ცხოვრობდნენ დიდებულად. ყელა გახარებული იყო და მადლობელი ლევანისა მისი კარგი კაცობისა და კარგი საქმიანობისათვის.


Rechtsinhaber*in
Dadunashvili, Elguja

Zitationsvorschlag für dieses Objekt
TextGrid Repository (2025). Mingrelische Folklore. 7. და და ძმის ზლაპარი. 7. და და ძმის ზლაპარი. Kaukasische Folklore. Dadunashvili, Elguja. https://hdl.handle.net/21.11113/4bg69.0